კენი დალგლიში სადაცაა „ბოლტონიდან“ გარი კეჰილის გადაბირების საკითხს მოაგვარებს
„ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიში სადაცაა „ბოლტონიდან“ გარი კეჰილის გადაბირების საკითხს მოაგვარებს. კეჰილი, მოგეხსენებათ, 25 წლის მცველია, რომელსაც სამჯერ ინგლისის ნაკრებშიც კი უთამაშია. ამბობენ, რომ მერსისაიდელები „ბოლტონს“ კეჰილის სანაცვლოდ მხოლოდ ფულს კი არ გადაუხდიან, არამედ ფეხბურთელსაც დაუმატებენ.

დალგლიში მცველს მთელი ზაფხულია ეძებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კონკრეტულად კეჰილის ვარიანტსაც განიხილავს, მაგრამ ბოლტონელს „არსენალიც“ უტრიალებს. დალგლიშის წინადადება ასეთია: 10 მილიონი ფუნტი და ზედაც ორი კაცი, დავიდ ნგოგი და 16 წლის თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი.

„ბოლტონის“ მცველმა პრემიერლიგის პირველ ტურში თავი გამოიჩინა: „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ შეხვედრაში (ეს თამაში „ბოლტონმა“ ლონდონში მოიგო 4:0) ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ამის შემყურე მწვრთნელმა, ოუენ კოილმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელი არსად წავა, თუმცა ბიზნესი ბიზნესია - თუკი სხვადასხვა რგოლში მოთამაშეების დამატება და გუნდის გაძლიერება სურს, „ბოლტონი“ იძულებული გახდება კეჰილი გაყიდოს და ფეხბურთელებიცა და ფულიც ამ გზით იშოვნოს. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვაMDE ანუ 31 აგვისტომდე ჯერ კიდევ არის დრო.

ზემოთ ვახსენეთ, რომ გარი კეჰილის შეძენა „არსენალსაც“ სურს. გაზეთები წერენ, რომ „მეთოფეთა“ თავკაც არსენ ვენგერს სესკ ფაბრეგასის გაყიდვის შემდეგ ანგარიშზე 40 მილიონი ფუნტი დაუჯდა და ეს თანხა შეუძლია ლაზათიანად ხარჯოს.

„ლივერპულს“ კეჰილის გარდა „სტოკ სიტის“ 14 მილიონ ფუნტად შეფასებული მცველი, 23 წლის რაიან შოუკრისიც ჰყავდა მიზანში ამოღებული, მაგრამ სტოკელთა მწვრთნელმა ტონი პულისმა კატეგორიულად განაცხადა, რომ შოუკროსს არ გაყიდის. მერე, რაც „ლივერპულში“ მწვრთნელად დაბრუნდა დალგლიშმა ტრანსფერებში უკვე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, თუმცა „წითლების“ ბანაკიდან სატრანსფერო აქტიურობას კიდევ უნდა ველოდოთ, რადგან მათ მიზნად „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „სიტისთან“, „ჩელსისა“ და „არსენალთან“ შეჯიბრება აქვთ დასახული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა