ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ინტერვიუ. კვერნაძე იტალიაზე, "კვარას" როლზე, მისი თაობის წარმატებასა და ევროპის ჩემპიონატზე

ინტერვიუ. კვერნაძე იტალიაზე, "კვარას" როლზე, მისი თაობის წარმატებასა და ევროპის ჩემპიონატზე

22 წლის გიორგი კვერნაძე იტალიაში ძალიან შედეგიანად ათამაშდა, მისი "ფროზინონე" კი სერია "ა"-ში დაწინაურებისთვის იბრძვის. ეს ამბავი როგორც მისი უკეთესი საკლუბო მომავლის კუთხით გვაინტერესებს, ასევე იმითაც, გიორგი, ზაფხულში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მთავარი თავდამსხმელი იქნება.

კვერნაძეს იტალიაში მაშინ დავუკავშირდით, როცა მორიგი საგოლე პასი (ზედიზედ მესამე შეხვედრაში) გააკეთა (სულ 3 გოლი, 5 შედეგიანი პასი).

როგორ მოვიდა პროგრესი?

"რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მისაღწევად ამ დონეზე თამაშის გამოცდილება და მეტი სათამაშო დრო იყო საჭირო. ისე გამოვიდა, ბევრი სერია "ა"-შიც არ მითამაშია და იტალიაში წასვლამდე, ფაქტობრივად, მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვდიოდი, საკლუბო პრაქტიკა მაკლდა. გამოცდილება და დრო დამეხმარა, ახლა შედეგიანი და წარმატებული პერიოდი რომ მაქვს."

ოპტიმალური პოზიცია

"რაც მეტ პოზიციაზე გამოდიხარ, როგორც ფეხბურთელი, უფრო ვითარდები და საკუთარ ადგილს პოულობ. ასეთ დროს მწვრთნელიც კომფორტულად გრძნობს თავს, სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში გენდობა. ვფიქრობ, როცა მარცხენა ფლანგიდან ვუტევ, ყველაზე ოპტიმალურია."

პირველი ნაბიჯები იტალიაში

"იტალიაში ჩამოსვლისთანავე რაც იგრძნობოდა, ფიზიკურ მომზადებაში ძალიან დიდი განსხვავება იყო. ბუნებრივია, თავიან ძალიან გამიჭირდა -  მეტი სირბილი, ტრენაჟორებით დატვირთვა... ორჯერ მეტად მიწევდა დახარჯვა, ვიდრე საქართველოში იყო. აქ გადმოსვლამდე ვფიქრობდი, რომ ახალი გამოწვევისთვის ბოლომდე მზად ვიყავი, მაგრამ მარტივი არ ყოფილა, ბევრი ჯაფა დასჭირდა.

საქართველოში ცოტა ვითამაშე. აქედან იტალიაში გადართვა ხომ რთულია და მითუმეტეს, როცა უთამაშებელი ხარ. გამოცდილება მემატება, რაშიც სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის პრაქტიკაც მნიშვნელოვანია."

კვარაცხელიას როლი

"ხვიჩა კვარაცხელია ყველას ძალიან დაგვეხმარა, ევროპაში წამოვსულიყავით. აქაურმა გუნდებმა ქართველ ახალგაზრდებზე დაკვირვება დაიწყეს. სერია ა-ში თამაში ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო და იმ პერიოდში, როცა აქ მოვედი, ეს ოცნებებზე მაღლაც იდგა, რადგან პირდაპირ ეროვნული ლიგიდან დიდი ტრამპლინი გამოდგა. "კვარას" ფაქტორზე უკვე ვისაუბრე, ამ ტრანსფერში განსაკუთრებით აღსანიშნავია მამუკა ჯუღელისა და ნუკრი რევიშვილის როლი."

მიზნები

"ვისურვებდი ჩვენი ამბიციური გუნდით სერია "ა"-ში დაბრუნებასა და იქ თამაშს, შემდეგ კი შევძლებ, უფრო დიდი მიზნები დავისახო. ქვეყანას შევეჩვიე, იტალიურადაც ვსაუბრობ და ამ ეტაპზე აქ გაგრძელება მირჩევნია. დაველოდოთ, მომავალში, შეთავაზებები ისევ იტალიიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან თუ იარსებებს.

გასავარდნ ზონაში ვიყავით და ახლა უკვე პლეი-ოფისთვის ვიბრძვით. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ვმარცხდებით. თავდაჯერებულება მოგვემატა. გასულ სეზონში გავარდნას არ ვიმსახურებთ, თუ ახლა ვერ დავწინაურდებით, მომავალი სეზონი თავიდანვე ამბიციურად უნდა დავიწყოთ და აღვზევდეთ."

ევროპის ჩემპიონატი

"ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ახლა არა მასპინძლის სტატუსით, არამედ საკუთარი შრომით გავედით და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, მიღწეულს გავუფრთხილდეთ და მეტზე ვიფიქროთ.

წინა ჩემპიონატის წინ ნაკრებთან ერთად შეკრებებზე ვიყავი, ბოლოს კი გუნდში უთამაშებელობის გამო, რამაზ სვანაძის სიაში ვეღარ მოვხვდი. გული დამწყდა, ბიჭებთან ერთად ეს სიხარული რომ ვერ გავიზიარე, მაგრამ მჯეროდა, წარმატება ისევ გველოდა და ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, გუნდს გამოვადგე.

თამაში ყველა მეტოქესთან შეგვიძლია. ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერე ერთიანობაა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვიქნებით და შანსი გვექნება, სხვადასხვა კლუბები დავაინტერესოთ."

საკუთარი როლი და ადგილი

"უკვე ვისაუბრეთ, რომ ფლანგის შემტევი ვარ, მაგრამ სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობ. ნაკრებში, ძირითადად, გამოკვეთილ ფორვარდად მეყრდნობიან.  შესაძლოა, ფლანგზე უფრო კომფორტულად ვგრძნობდე თავს, თუმცა თავდამსხმელობასაც კარგად შევეგუე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მიღებული მინიმლური შანსიც კარგად გამოიყენო.

კლუბში ბოლო დროის შედეგიანობა იმედს მაძლევს, ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდე. ვისურვებდი, მთელი გუნდი ასე იყოს. როცა ქვეყანას წარმოადგენ, ჰიმნი ირთვება და მაისური გაცვია, უფრო მეტად მონდომებული ხარ."

მეგობრები

"გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, ვისთანაც უფრო მეტ დროს ვატარებ... როგორც აღვნიშნე, ნაკრებში ერთიანობაა, მაგრამ არიან ბიჭები, რომელთა ერთადაც პატარა ასაკიდან მოვდივარ და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ."

რამ განაპირობა თაობის წარმატება?

"სხვადასხვა მიზეზი არსებობს. შესაძლოა, მართლაც, სხვების მაგალითზეც ვისწავლეთ, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა, უნდა იშრომო, პროფესიონალურად დაიხარჯო. სხვანაირად ვერ ითამაშებ ისე, როგორც გსურს და შეგიძლია. საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა და სხვისი თვალით დაკვირვება აუცილებლად დაგჭირდება."

თავისუფალი დრო

"როცა დრო მაქვს, იტალიურის სწავლას ვუთმობ. დასვენებიდან გამომდინარე, ახლოს ვინც ვართ, ვცდილობთ, ვახშამზე ერთად წავიდეთ. აქ რომიც ახლოსაა. მაგალითად, ახლა პადელის ჩოგბურთის თამაშს ვგეგმავთ. სახლში გამოკეტილი ნამდვილად არ ვართ, ყველაფერი თავისუფალ დროზეა დამოკიდებული."

• სოსო

როცა კვერნაძის ფროსინონეში გადასვლა გამოცხადდა,ამ საიტზეც ბევრი პესმისტური გამოხმაურება იყო,ბათუმის ძირითადშიც ვერ ხვდება და იტალიის სერია ა-ში სად მიდის,ეტყობა ვიღაცამ ჩაუწყოვო.მართლაც ცოტას თამაშობდა აქ,მაგრამ მანამდე თელავში გამოსვლების დროს,თავდაუზოგავი თამაშით მიიქცია ყურადღება და კვარაცხელიას მაგალითით,მასაც ენდნენ,მერე კი,უკვე საკუთარი შრომით მიაღწია ყველაფერსდა სეზონის ბოლოს,უკვე ძირითადსაც გაუშინაურდა და შედეგიან თამაშსაც.ისე გამოდის,რომ ისიც უნივერსალური თვისებების,შესანიშნავი ფიზიკური მონაცემების მქონე ჭკვიან ფეხბურთელად ყალიბდება და თუ რაღაცამ არ შეუშალა ხელი,მისი მომავალიც ტოპლიგის ძლიერ კლუბებში უნდა განვიხილოთ.კვარა ღმერთმა კარგად გვიმყოფოს,მაგრამ როცა მის პოზიციაზე,სხვა ჯერ შესაძლოა ცოტა ნაკლები სიძლიერის და განსხვავებული სტილის,მაგრამ ასევე ძალიან ნიჭიერი და უნივერსალური თვისებების სხვა ფეხბურთელიც გყავს,ნაკრებს გაცილებით მეტი არჩევანი ექნება,სათამაშო გეგმის სხვადასხვა ვარიანტის ასარჩევად.კვარა ხომ ბრილიანტს ჰგავს,რომლის წახნაგებიც ყველა მიმართულებით თანაბრად რომ ბრწყინავს და სჭრის.21 წლამდელთა ნაკრებში,კვერნა ძალიან ბევრს შრომობდა გუნდის სასარგებლოდ და მისი გარჯა,დიდ ნაკრებსაც გამოადგება,ცენტრში თუ შეტევაში.მაგ ნაკრებში,რამდენიმე სხვა ბიჭიც უკვე დიდ ნაკრებზეც შეიძლება მივაზომოთ და ორიოდე წელიწადში,ვინძლო,უკვე სრულიად გაახალგაზრდავებული და ბრძოლის უნარიანი ნაკრები გვყავდეს,პოზიციებზე საკმაოდ დიდი კონკურენციით. 4-5 წლისწინ,სანაკრებო თამაშების წინ,ერთი მეორეს მიჰყვებოდა ხოლმე ინფორმაციები,ამან ტრავმა მიიღო,ამას გაუმიზეზდა,ეს უთამაშებელია,ის კი,ძალიან ცოტას თამაშობს და ფიზიკურად ვერ იქნება მზად....!დღეისთვის სანაკრებო თამაშების წინ,ჩვეულებრივ,ჩვენი ფეხბურთელები განაკუთრებულად შედეგიანად იწყებენ თამაშს და ესეც მიგვანიშნებს,რომ ყველა კანდიდატი ცდილობს,საუკეთესო ფორმაში მოიყვანოს თავი,გადალახოს კონკურენცია და ნაკრების მწვრთნელს თავი მოაწონოს.მაშინდელ ფეხბურთელებს თამაშის საკუთარ თავზე აღება, კარში დარტყმა ეშინოდათ და სხვების ზურგს ეფარებოდნენ,ბურთი ჩემთან არ აღმოჩნდესო.დღეს კი,ყველა მზად არის,ყველაფრის გასაკეთებლად.გრძნობენ,რომ ამის გაკეთება,მაშინდელისაგან განსხვავებით უკვე შეუძლიათ და იმიტომ.შენ კლუბში სრულფასოვან ფეხბურთელად და ხშირად ლიდერად რომ გრძნობ თავს,ფიზიკურადაც რომ შეგიძლია,მაგან იცის,თვითრწმენის ასე გაძლიერება.

• ნუგზარი

დაახლოებით ოთხი წლის წინ გიორგისთან ვრცელი ინტერვიუ წავიკითხე. მაშინვე ვთქვი რომ ეს ბიჭი წარმატებას მიღწევდა პირველ რიგში, საქმისადმი დამოკიდებულების გამო. ასეც იქნება!

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა

[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში

[VIDEO] კვერნაძემ გაიტანა - "ფროზინონემ" მოიგო და სერია A-ში დასაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებს

კვერნაძის "ფროზინონე" ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ვირტუს ენტელასთან"  წაგებას გადაურჩა

კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"

[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა

[VIDEO] კვერნაძის გოლი+საგოლე პასი - მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა