თანამედროვე ფეხბურთი შედეგზე ორიენტირებული რომ გახდა და პსჟს მსგავსი გუნდები, რომლებიც მუდმივად შეტევასა და ბურთის ფლობაზე არიან კონცენტრირებულნი, ბევრი არ არიან, ვიცით. ამის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღწევასა და ტიტულის მოპოვებას პრაგმატულობაცა და თითოეული დეტალის გათვლა სჭირდება. ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგის გზაზე კარგი გამოცდილებაც გააჩნია და ცუდიც, რაც მნიშვნელოვანი ამბავია.

გულშემატკივართა დიდ ნაწილს ალბათ შიში დაეუფლა, არის კი პსჟ ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლი გუნდი? აქ მნიშვნელოვანია, ისტორია ვახსენოთ. პარიზულ კლუბს, ისევე როგორც პარალელურად მოთამაშე "ბარსელონას" ბოლო წლებში, განმეორებით მატჩში უპირატესობის განიავება დასჩემდა. ეს ის ისტორიაა, რომელიც ახლანდელობაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს და გუნდი ერთგვარ კომპლექსებს მაინც ავლენს. უხეში შედარება რომ გავაკეთოთ, როგორც მადრიდის "რეალის" მოწინააღმდეგეებს აქვთ განცდა, ამ გუნდს საკუთარ არენაზე ყველაფერი და ყოველთვის შეუძლია და ეს ფიქრები თავში მათ მუდამ უტრიალებთ. ლუის ენრიკეს ბიჭები ცოტათი მაინც მოექცნენ ამ გავლენაში, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი როგორ იქნებოდა?!

კრიტიკულ მომენტებში გამოჩნდა, რომ პრემიერლიგის დატვირთვის მქონე გუნდებთან პსჟს ბევრი ორთაბრძოლის გამართვა მაინც უჭირს. "ლივერპულთან" ყველაფერი კარგად დალაგდა, "ასტონ ვილა" კი გარკვეული გაგებით უფრო აგრესიული გუნდია. ასეთ დროს ტექნიკური და დახვეწილი ვიტინია დაიჩაგრა, სუსტად გამოჩნდა. ვიღაც დაცვის არადამაჯერებელ თამაშზე აუცილებლად მიუთითებს, თუმცა დაცვა მხოლოდ უკანახაზელების საქმე არაა, გუნდური მექანიზმია. კი, მარკინიოსს საუკეთესო წლები აშკარად მოტოვებული აქვს, თუმცა ჯოხს მხოლოდ მასზე ვერ გადავტეხთ.

ჩვენ ბევრს ვაქებთ მენდეშსა და ჰაკიმის, მაგრამ მართლაც ძალიან რთულია, დაცვასა და შეტევაში ერთნაირად წარმატებული იყო. ამიტომაც, მათი დაზღვევა წინა ხაზის ფეხბურთელებსა და კონკრეტულად, ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად უწევს. ეს ერთი მხრივ მათ შემტევ პოტენციალს ამცირებს, ამავდროულად კი ენრიკემ გარემარბების "უკან დარჩენით" რაღაც ახალი გამოიგონა. ჰაკიმის გოლის დროს განცდა რჩებოდა, რომ იქ "კვარა" უნდა მდგარიყო და დაერტყა, მეორე გოლისას კი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც დაცვიდან შეტევა წამოიწყო, გაზონზე დაეცა. ეს მართლაც მოულოდნელი სვლა იყო.

პარიზელებს თავისი უპირატესობები გააჩნიათ, მაგრამ რაც კარგად დავინახეთ, უფრო რთულ ეტაპზე გუნდს გეგმა "ბ" აუცულებლად დასჭირდება. ამასობაში ისე გამოჩნდა, ესპანელი მწვრთნელი სათადარიგოთა სკამს დიდად "არ უყურებს", სულ უფრო ნაკლებად ცდილობს რამოშის შეყვანასა და ტაქტიკის შეცვლას; როგორც ჩანს, ტრავმის შემდეგ კორეელი ლი სათანადო ფორმაში არაა და ზაირე-ემერით რუიზით ჩანაცვლებაც ასე იოლად გადაწყვეტადი ვერაა. რთული კაპიტანი მარკინიოსის ბერალდოთი შეცვლაც იქნება.

რაც შეეხება ჩვენ მთავარ ინტერესს, ხვიჩა კვარაცხელიას. ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა, მწვრთნელი მის ირგვლივ მთელ რიგ გეგმებს აწყობს. "კვარას" აშკარა დავალება ჰქონდა, დიდი ყურადღება ბურთისა და ტემპის კონტროლზე აეღო, მოეპოვებინა ჯარიმები, ამით გუნდს სადავეები ხელიდან არ გაქცეოდა და თუკი სწრაფი შეტევის საშუალება არ ექნებოდა, უფრო უპირატესობის შენარჩუნებაზე ეთამაშათ. ამ ტაქტიკამ პირველ ტაიმში კარგად იმუშავა. შემდეგ როცა "ასტონ ვილა" დაწინაურდა, ხვიჩამ სტილი გარდაქმნა, აქტიურად შეუტია და კარისკენ სახიფათოდაც დაარტყა (რიკოშეტის შემდეგ კუთხური დაინიშნა), მაგრამ ენრიკეს გუნდს კვლავ ტემპის კონტროლი სჭირდებოდა, რათა ინგლისელებს არ შეეტიათ და მეოთხე არ გაეტანათ. აქედან გამომდინარე, ჩვენებურის თამაში უფრო გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. რა თქმა უნდა, პირველ დაპირისპირებაში შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ გულშემატკივრებს უკმარისობის გრძნობა დარჩათ, კვარაცხელიამაც უნდა სცადოს, თავისი ხელწერა ყველა სიტუაციაში გამოაჩინოს, მაგრამ როცა გუნდი აშკარად არაა სათანადოდ გამწყობილი, თუნდაც გარკვეულ ეტაპზე, მეტის გაკეთება რთულია.

კვარაცხელიას საქართველოშიც "ერჩიან", ზოგჯერ გაუგებარი პრეტენზიები აქვთ, თორემ საქმე კრიტიკასა და მისი თამაშის გაჯანსაღებაზე ფიქრში არაა. რაც შეეხება ფრანგულ მედიას, ზოგიერთ შემთთხვევაში საქმე "შეგნებულ არაპროფესიონალიზმთან" გვაქვს. მაგალითად, როცა "ვილასთან" პირველი შეხვედრის წინ სავარაუდო შემადგენლობაში ხვიჩას ან დუეს მოიაზრებდნენ, ჩვენ დავწერეთ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელი გვეგონა ეს ამბავი და უფრო ბარკოლას სათადარიგოთა შორის ყოფნას ვვარაუდობდით. რჩეულ ფრანგულ მედიას, არაფრით უნდოდა ამის აღიარება და შემდეგ საქართველოშიც "გვაჯერებენ" ამ ამბავს. ახლა, როცა კვარაცხელიას დაბალი შეფასებები აქვს, განხილვა არ ხდება თამაშის კონტექსდიდან, შინაარსიდან, მწვრთნელის დავალებებიდან თუ სცენარიდან გამომდინარე - ვინ უნდა გაქცეულიყო შეტევაში, ვინ დარჩენილიყო უკან, ვინ ბურთს გაფრთხილებოდა და ა.შ. ნამდვილად არ გვინდა ისევ შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ, ამას "ნაპოლის" ირგვლივაც გავურბოდით, მაგრამ რასაც ვწერთ, ფაქტია.

Pele
სვარკაა ეს ფორმატი. ძველი კარგი იყო
გურულო
ხვიჩას კრიტიკოსები ყველანი არიან ნაღდი ყვერები! რაც ხვიჩამ ასტონ ვილასთან სამუშაო გასწია დაცვაში, რომ არა მისი ეს მოქმედება, პუსუჟუ გამოვარდებოდა პრობკასავით!
ბეჟანი
კვარა არა მარტო კარგი ფეხბუთელია, არამედ ბრწყინვალე ადამიანი, ქართველი და მისაბაძი ახალგაზრდაა!
რატი
საშინლად ჩანს სტატია, წაკითხვაც კი არ მინდება. დააბრუნეთ ძველი დიზაინი ან რამე ქენით თორე მართლა შემოსვლაც აღარ მინდება ამ საიტზე.
ვახსიმონტო
ვფიქრობ ენრიკემ ვერ შეძლო გუნდის სწორედ ორიენტირება შეცვლილ სიტუაციაში, ეს აშკარად იგრძნობოდა ამ მატჩში , როცა 4 ბურთის ჰანდიკაპი გაქვს სხვა ტაქტიკაა საჭირო და მცველები თავდამსხმელებად არ უნდა ამუშაო, ეს ჩემპიონთა ლიგაა და ეს თუ დაივიწყე კარგს არაფერს უნდა მოელოდე.გალაღდნენ ბიჭები გადავლა მოინდომეს მეტოქეზე და კინაღამ დაისაჯნენ, მოდი ვთქვათ პირდაპირ:ახლა გადარჩნენ და მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს! ეს ყველაზე ნაკლებად ალბათ ხვიჩას ეხება ,ხვიჩა პასუხიმგებლობით და მონდომებით ირჯებოდა და ეს ალბათ იყო მიზეზი იმისა რომ ხშირად თავის თავზე ვერ იღებდა თამაშს.
C
Seriozulad, მარაზმია რაღაცა ეს დიზაინი. ვწერ რადგან ყველაზე მოსახერხებელი გვერდი იყო საწერად და საკითხავად და ეხლა არის ყველაზე მოუხერხებელი. უბრალოდ დაკარგავთ მოწინავე პოზიციებს, არ ვარგა ხალხნო, წასაკითხად მოუხერხებელი გახდა გაიგეთ. აღარ შემოვალ ხოლმე აქ , კი არ ვიმუქრები უბრალოდ მენანება. იფიქრეთ რა ან იგივეს დაბრუნებაზე, ან მაგვარი დიზაინის ქონაზე, თუმდაც განახლებული იყოს
ჰა ჰა ჰა
კვარამ თავი გაიბანძა და კვარას სექტაში გლოვაა გამოცხადებული:))))))
რეალობა
ამ თამაშით დამტკიცდაის,რაც დიდი ხანია ვიცით- რო კვარა არაფერს არ წარმოადგენს. კიდე კაი ნაკრებში მიქაუტაძე გვყავს
გიგო პაპა
ჯერ კიდევ სპალეტიმ დაიწყო ხვიჩას გაფუჭება, როცა დაცვაში არბენინებდა. იღლება ეს ბიჭი და მერე შეტევაშიც აღარაა პროდუქტიული. ან ეს ამდენი პოზიციის ცვლა რაღა უბედურებაა. პასს ამას არ აძლევენ დროულად და ისედაც პერსონალურად მეურვეობენ ლამის ორი კაცი და მესამე კიდევ დაზღვევაზეა. ბარკოლაა მოსაცილებელი გუნდიდან, არც დემბელეა დიდი მეპასე. ყველა ეგოისტობს, ზოგს ალბათ შურიც ამოძრავებს. ამინდმაც არ შეუწყო ხელი, უჭირს ხვიჩას ცუდ ამინდში თამაში, ძნელია სველი ბურთის დამორჩილება.
tngh
ლიგის მოგება ყველა ნახევარფინალისტს შეუძლია!!! მათ შორის პსჟ-საც...
tngh
ლიგის მოგება ყველა ნახევარფინალისტს შეუძლია!!! მათ შორის პსჟ-საც...
სოსო
არ ვიცი კოტე,ვერ გიპასუხებ!წინა ფორმატში,ამის მოძებნაც ადვილად შეიძლებოდა,დღეს კი,სად გადამახტუნებს,ვერაფერს ვიგებ.რაც დავწერე,იქიდან გამოვდივარ,რომ ზედიზედ ორჯერ ჩაატარეს პირველი თამაში,საკუთარ მოედანზე და მესამედაც იგივეს მოხდენა,წილისყრის შემთხვევაში,რვიდან ერთი შანსია.დანარჩენ 7 შემთხვევაში პირველი მატჩი გასვლაზე უნდა ჰქონდეს.
გოგა
ენრიკემ როგორც დავალა ისე თამაშობდა ხვიჩაც, ეს თავიდანვე გამოჩნდა, თავისუფლება წინ მარტო დემბელეს ქონდა, ბარკოლამაც ბევრი იმუშავა დაცვაში, ფრანგებმა რაც უნდათ ისვწერონ და იკითხონ
goga
სიმართლეა ის, რომ nterpressnews.ge-ზე სპორტის ოთხი ფანჯარა შველის საქმეს, ერთი "კლიკით" გადმოსვლაზეა საუბარი. სხვა, ახალი ფორმატის საიტის შიგნით, არსებულ სტატიებს ვერც ვხედავ, არათუ ვკითხულობ. საიტმა სტატიები დამალოს? გაგიგიათ მსგავსი? nterpressnews-ზეც დაახურიეთ თქვენი სარეკლამო ფანჯრები და ვერღარც ვერავინ გაიგებს თქვენს არსებობას-აბა ჰე, კარგად...
გიორგი
სწორი დაკვირვებაა. პირველ ბურთზე ვიფიქრე რომ ხვიჩამ გაიტანა და ჰაკიმი აღმოჩნდა. კარგი და სწორი ანალიზია; მახვილებს კარგ დეტალებზე სვავს. ფეხბურთი ვისაც უვრას და ესმის, იმის დაწერილია.
კოტე
შემდეგი ნახევარფინალური თამაში გასვლაზე აქვს პსჟ-ს და მერე სახლში, მე ასე ვიცი, არა?
vkolnbaia@yahoo.com
კარგი ანალიზია.
N
კვარა მაგარია! ის ჯერ კიდევ განვითარებაში აღმავლობის გზაზეა და საკუთარი პიკისათვის არ მიუღწევია. ჩვენ ყველამ მას ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ: ბევრი გვყავს მისთანა? ვწუხვარ რომ ვერაფრით ვეხმარები, თუ ვინმეს ეს არ ესმის!
ტტტტტტტტტტტ
ყველაზე კარგი საიტია სპორტის თემაზე, მაგრამ ფორმატი მართლაც ვერაა
დიდი უფროსი
ხვიჩა გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება, როდესაც მთავარი როლის შემსრულებელია. იმიტომ არის ძალიან დიდი ვარსკვლავი ნაკრებში, რომ მას ამაში ხელს უცყობენ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელენიც და მწვრთნელიც. ლუის ენრიკე ჭკვიანი კაცია, და მალე მიხვდება, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ხვიჩას, უფრო დიდ დონეზე რომ ავიდეს და მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
ენრიკეს ბიჭებს დაავიწყდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე იყვნენ და არა საფრანგეთის პირველობის მატჩზე. აქ თამაში სადავეების გაშვება ერთი წუთითაც არ შეიძლება და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყველაზე კარგი დაცვა შეტევაა, 4 ბურთიანი უპირატესობის მინიმუმამდე დაყვანამ ბევრი კითხვები გააჩინა სამომავლოდ და აუცილებლად გაათამამებს ნახევარფინალისა და ფინალის მეთოქეებს.
დავით
ვისაც ხვიჩას ცუდი გაუხარდეს, ძირძიტა ამოუვიდეს ტრაკზე და ენაზე. მაგრამ სამართლიანი კრიტიკა ყველას არგებს, მათ შორის ხვიჩასაც. ახლა იმაზე, თუ რაშია ჩემი აზრით ხვიჩას ნაკლი და ეს მხოლოდ ამ თამაშს არ შეეხება, რადგან ხვიჩას კი არა, პელეს, მარადონას და მესის აქვთ ნათამაშევი უფერული მატჩები: 1 - ჩემი დაკვირვებით პოზიციური შეტევის დროს (და ეს არ ეხება კონტრშეტევას, სადაც ზალიან ეფექტურია როგორც წესი) ხვიჩა ფაქტიურად არ იხსნება და ვფიქრობ ამით უფროა განპირობებული ის, რომ ასეთ შემტხვევებში პასებით ნაკლებად ამარაგებენ. 2 - კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ენრიკეს დავალებას ზუსტად ასრულებს, მაგრამ თუ გინდა უბრალოდ ძალიან კარგი ფეხბურთელი კი არა დიდი ფეხბურთელი იყო, ხანდახან მწვრთნელის სქემას უნდა გადაუცვიო და შენს თავზე აიღო თამაში, რადგან შენ ეს შეგიძლია - ხვიჩა ხარ! დააკვირდით რამდენჯერ მოხდა, რომ ხვიჩა სწრაფ კონტრშეტევაზე გადადის, წინ მ ხ ო ლ ო დ 1 მცველი ჰყავს და იმის მაგივრად რომ მოატყუოს, რასაც თითქმის ყოველთვის მოახერხებს, უბრალოდ პასს აკეთებს, თუნდაც კარგს, მაგრამ ხშირად ისეთს, როცა ადრესატი მასზე უკეთეს მდგომარეობაში არ იმყოფება.
რეზო
ნამდვილად საუკეთესოდ წერთ სპორტალზე. ერთადერთი თხოვნა მაქვს, როგორც ფილოლოგს. საწყენად არ მიიღოთ, ნუ აჰყვებით უცოდინარ დეგენერატებს და მათ მიერ დაკვიდრებულ მახინჯ, ყოფილ იურუდიულ, ახლა კი ჟურნალუსტიკის ენას. გადასაწყვეტი, და არა გადაწყვეტადი. ერთად ვიბრძოლით ენის გადასარჩენად
mmm
ხალხს არ აკმაყოფილებს რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, მაინცდამაინც მესი ან მარადონა უნდა გვყავდეს, თან ეს გენიოსები საქართველოს ჩემპიონატში უნდა გაიზარდონ. საქართველოს ჩემპიონატიდან კვარას დონის ფეხბურთელის გამოსვლა უკვე სასწაულია. სრულიად საკმარისია რომ ამ დონის ფეხბურთელით ვიამაყოთ.
რაბუ
ასე შეცვალა ფორმატი ერთერთმა საიტმა ადრე და საერთოდ დაკარგა მკითხველი. წელიწადში ორჯერ თუ შევიხედავ ხოლმე. ძალიან მომწონდა ძველი ფორმატი და დააბრუნეთ. ახალი არ ნიშნავს კარგს. საშინელი ფორმატია
სამართალი
მაკრონს რომ აირჩევენ ...
სოსო
სპორტალის ძველ ფორმატში,სტატიის შეფასების თუ დაწუნების საშუალებაც იყო და აღარც ის არის შენახული.გამოდის,რომ კარგის და ცუდის გათანაბრებას ცდილობთ.ეს კიდევ ერთი არგუმენტი,ძველი ფორმატის დაბრუნების სასარგებლოდ!უკვე ძალიან ცოტა შემოდის საიტზე და თუ ასე დიდხანს დარჩა,ალბათ მეც დავტოვებ.ადრეც ხშირად გამისვია ამისათვის ხაზი და ახლაც გავიმეორებ:ღვთისავარ ანთაძე,ძალიან ბევრ უცხოელ სპორტულ ჟურნალისტს სჯობნის სტატიების ხარისხით და ანალიზით.იქაური სისულელეების აქ გადმოთარგმნას,ის დროა თვითონ თარგმნონ ღვთისავარ ანთაძის პუბლიკაციები. რაც შეეხება პსჟს ამბიციებს.დარწმუნებული ვარ,პსჟმ კვარაცხელია მომავალი წლისთვის შეიძინა.ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ამ სეზონში თვითონ პსჟც ასე ათამაშდებოდა და ხვიჩა კვარაცხელიაც ასე სწრაფად იპოვიდა გუნდში თავის ადგილს.წელს გუნდის დაკომპლექტებას ცდილობდნენ, რომ სამომავლოდ,უკვე სერიოზული მიზნები დაესახათ,თუმცა თამაში წაუვიდათ და მადაც ჭამაში მოვიდა.რამდენიმე გრანდი,აშკარად ვერ არის სასურველ მდგომარეობაში და რაკი საფრანგეთში ყველა პრობლემა გადალახული აქვს,ცდას წინ რა უდგას?!არ დავმალავ,მერჩია რეალს შეხვედროდა ნახევარფინალში,რადგან არსენალი ასტონ ვილაზე ძლიერი კლუბია და ინგლისელებმა კი გვაჩვენეს,რამხელა პრობლემების შექმნა შეუძლიათ,თავისი ზეათლეტური და სუპერ სწრაფი თამაშით.ამ გათამაშებაში,უკვე სამი ინგლისური კლუბი ჩამოიშორეს და ბრიტანული ფეხბურთისათვის,არსენალისათვის, მათი თამაში,უკვე გადაშლილი წიგნია.რეალს აშკარა პრობლემები აქვს და მიუხედავად იმისა,რომ რეალია,პსჟს უფრო მეტი არგუმენტები ექნება.იმასაც ნუ დავივიწყებთ,რომ ზედიზედ ორი წრე,პსჟმ პირველი თამაში სახლში ითამაშა და მესამედ ამის გამეორება,ნაკლებად მოსალოდნელია.განმეორებითი თამაშის საკუთარ მოედანზე ჩატარებას კი,მგონი არავის ესწავლება,რა უპირატესობები აქვს.პსჟც და ბარსელონაც ახალგაზრდული გუნდია,სადაც ძალიან ბევრ ფეხბურთელს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არა აქვს.ვფიქრობ ორივე კლუბს ამიტომაც შეექმნათ პრობლემები.ჩათვალეს,რომ უკვე შემდეგ წრეში იყვნენ და კინაღამ დაისაჯნენ.იდეაში, ორივე კლუბს წელს მიღებული გამოცდილებით,მომავალ სეზონში უნდა ჰქონოდათ ლიგის მოსაგებად ამბიცია,თვითონ ახალგაზრდებიც,ერთი წლით გაიზრდებოდნენ,თუმცა გამოჩნდა,რომ წელსაც შეუძლიათ საოცნებო პრიზის მოგება და ბოლომდე იბრძოლებენ.მიუხედავად იმისა,რომ ორივე კლუბი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს,სულაც არ ვარ დარწმუნებული,რომ უფრო გამოცდილი შემადგენლობის მათი მომავალი მეტოქეები,ვერ გამოიყენებენ მათი შემტევი ფეხბურთის თვალსაჩინ სისუსტეებს და ორივეს თუ არა,ერთ მათგანს მაინც დატოვებენ,ლიგის ფინალის მიღმა.იმედი მაქვს ჩემი შიში არ გამართლდება და ფინალში პსჟ-ბარსას ვიხილავთ,როგორც ყველაზე უფრო სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთის მქადაგებელ ორ კლუბს.
ads
sadaasd
wqeqeqwe
qwqwe
ადმინისტრატორი
qwe
ვახო
ღვთისავარ, ძმაო.. ეგრე გააგრძელე წერა, თუნდაც გამოგონილ შეთქმულების თეორიებზე, ოღონდ ვანდა ნარაზე და ანზორა კავაზაშვილზე აღარ წეროთ არაფერი
ტვინს ძალა დაატანეთ
არ არი ეს კაცი მარადონა და რა გინდათ? კარგი ფეხბურთელია, მარა არა გენიოსი. შეეშვით მის გაფეტიშებას და ბრბოსსავით ყველა საიტზე კვარა კვარას ძახილს. სირცხვილია!!!
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვარაცხელიას დიდი მატჩი ფინალისთვის და ნაცნობი "ინტერის" მოლოდინი
მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები
არსენალი VS პსჟ - ხვიჩა ფინალისთვის!
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...
ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება