ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელმა რობი დინსმა მსოფლიოს თასზე წასაყვანი 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელმა რობი დინსმა მსოფლიოს თასზე წასაყვანი 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ვოლაბებს" შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოხვდა მეთ გიტო, რომელმაც სამი ერის წლევანდელი გათამაშების ყველა შეხვედრა გამოტოვა.

ამასთან ავსტრალიელთა გუნდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. დინსმა ზედ ჩემპიონატის წინ კაპიტანი შეცვალა. როკი ელოსმის ნაცვლად ავსტრალიელებს ამიერიდან ჯეიმზ ჰორვილი წარუძღვებათ. ის ავსტრალიის რაგბის ისტორიაში 77-ე კაპიტანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტნობიდან გადააყენეს ელსომი ახალ ზელანდიაში მაინც ითამაშებს. სულ კი გუნდში მასთან ერთად რვა ისეთი მოთამაშეა, ვისაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე უთამაშია. ესენია: ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, დრიუ მიტჩელი, სტივენ მური, ვაკლიფი პალუ, ნათან შარფი და დენ ვიკერმანი.

"როკი ელსომს ბოლო ხანს ძალიან ბევრი გაუცდა. გასაგები გახდა, რომ მას კაპიტნობის ტვირთი ხელს უშლიდა. ამიტომ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა სხვა მოთამაშისთვის დაგვეკისრებინა.

დარწმუნებული ვარ, როკი მალე შეძლებს სათანადო ფორმის აღდგენას. რაც შეეხება მეთ გიტოს, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ნაკრებში ჩემთან ცუდი ურთიერთობის გამო ვერ მოხვდა. მაშინ ამიხსენით, როგორ მოხდა, რომ მან ეროვნულ გუნდში 92 კეპი მოიხვეჭა. ცუდი ურთიერთობა რომ მქონოდა ამას როგორ მოახერხებდა?" - იკითხა ავსტრალიელთა თავკაცმა რობი დინსმა.

ავსტრალიის ნაკრები

შერკინება: ბენ მაკკალმენი, რადეკი სამო, ვიკლიფი პალუ, დევიდ პოკოქი, როკი ელსომი, სკოტ ჰიგინბოთამი, ჯეიმზ ჰორვილი, რობ საიმონსი, ნათან შარპი, დენ ვიკერმანი, ბენ ალექსანდერი, სეკოპე კეპუ, ჯეიმზ სლიპერი, სალესი მააფუ, სტივენ მური, საია ფაინგაა, ტატაფუ პოლოტა-ნაუ.

უკნა ხაზი: ქართლი ბეილი, ჯეიმზ ოკონორი, დრიუ მიტჩელი, დიგბი იოანი, ადამ ეშლი-კუპერი, რობ ჰორნი, პეტ მაკკები, ანტონი ფაინგაა, ბერიკ ბარნსი, ქუადე კუპერი, ნიკ ფილიპსი, ლუკ ბარჯესი, ვილი გენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
აუსტრალიამ შეიძლება ამ ხალხით მოუგოს ახალ ზელანდიას უბრალოდ როკი აკლიათ
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა