კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა და სამივე სტუმრებმა მოიგეს: ქუთაისის "ტორპედომ", "გაგრამ" და თბილისის "იბერია 1999"-მა. მოქმედი ჩემპიონი 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს...

დილა 0:1 ტორპედო

ქუთაისის "ტორპედომ" სწრაფი გოლი გაუტანა "დილას" და როგორც აღმოჩნდა, ეს გამოდგა გადამწყვეტი. პაატა ღუდუშაურმა მარცხნიდან დაბალი პასი გააკეთა და მოჰამედ შერიფმა დასწრებაზე ერთი შეხებით გადაგზავნა კარში. ეს შერიფის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

მომენტი კიდევ არაერთი იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. "ტორპედო" მეხუთე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან "დილას".

სამგურალი 0:2 გაგრა

"გაგრას" პირველ წრეში "სამგურალთან" 0:2 ჰქონდა წაგებული, ამჯერად კი ზუსტად იგივე ანგარიშით აჯობა წყალტუბოელებს.

მე-2 წუთზე, კერძოდ, 65-ე წამზე ვანდერსონ სილვამ ჩააწოდა და "სამგურალის" მცველმა ჯუდ არტურმა თავის კარში თავით გაიტანა. ბოლოს კი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გიორგი ხარებაშვილმა საშუალო მანძილიდან დაბალი დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში.

"გაგრამ" ორი ქულით გაუსწრო "სამგურალს". ეს გუნდები მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან.

დინამო ბთ 2:3 იბერია 1999

მოქმედმა ჩემპიონმა ისევ მოიგო და უკვე 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. "იბერია 1999" დაუმარცხებელია.

ამ ტურამდე დაუმარცხებელი იყო "დინამო ბათუმიც", თუმცა სერია შეწყდა.

თავიდან ბათუმელები იგებდნენ: ლუკა წულუკიძის მშვენიერ შორეულ გადაცემას მოჰყვა ლიეტუველი გიტის პაულაუსკასის დასწრებაზე თამაში და 1:0.

ხუთ წუთში "დინამო ბათუმს" მეორე გოლამდე ცოტა დააკლდა, კონკრეტულად კი, გიორგი მაკარიძემ მოიგერია რთული ბურთი. ამას მოჰყვა იბერიელთა სწრაფი კონტრშეტევა, იური ტაბატაძის გარღვევა, პასი და ირაკლი სიხარულიძის გოლი - 1:1. ეს სიხარულიძის 128-ე გოლია უმაღლეს ლიგაში და ყველა დროის ბომბარდირებში მესამეზე გადავიდა. ამ ტურამდე მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფდა ჯაბა დვალთან ერთად.

39-ე წუთზე სტუმრები წინ გავიდნენ. გიზო მამაგეიშვილმა ჩააწოდა და იური ტაბატაძემ თავურით გაიტანა. ეს მისი მეექვსე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. სხვათა შორის, ბათუმელებს თბილისშიც გაუტანა.

პირველივე ტაიმში მოახერხეს ბათუმელებმა გათანაბრება: ალბანელმა უერდი მარამ შორიდან ძლიერი დარტყმით... 2:2.

მეორე ტაიმშიც ვნახეთ გახსნილი თამაში, გოლი კი ერთი გავიდა: 82-ე წუთზე "იბერია 1999"-ის მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ შორიდან დაარტყა, რიკოშეტიც იყო და მეკარე ლუკა ხარატიშვილი უძლური გახდა. 2:3... ეს ჯინჯოლავას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

erovnuliliga.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე