კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური გაიმართა. "დინამო ბათუმს" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ თელავში გაიმარჯვა. "გაგრასა" და "გარეჯის" დაპირისპირება კი ფრედ დამთავრდა.

თელავი 1:2 დინამო ბთ

"დინამო ბათუმს" ცუდი სერია ჰქონდა: ზედიზედ სამი წაგება და მთლიანობაში ექვსი მოუგებელი შეხვედრა. ამჯერად გაიმარჯვეს და მესამე ადგილზე არიან. "თელავი" კი აუტსაიდერია - გუნდს 10 თამაშია არ მოუგია.

სამივე გოლი თავურით გავიდა. "თელავი" სწრაფი გოლით დაწინაურდა: დაჩი ცნობილაძის შესრულებული საჯარიმო, ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მიხეილ ბაშელეიშვილმა თავით გაიტანა. ეს ბაშელეიშვილის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დინამო ბათუმმა" პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, კონკრეტულად კი მოჰამედ ფოფანას ჩაწოდების მერე ლიეტუველმა გიტის პაულაუსკასმა ითამაშა კარგად და სეზონში თავისი მესამე გოლი მიითვალა.

მეორე ტაიმში დაძაბული თამაში გაგრძელდა, 77-ე წუთზე კი, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი გოლი გავიდა: ლუკა წულუკიძემ გარე ტერფით ეფექტურად ჩააწოდა და კოტდივუარელმა ფოფანამ მეორე სართულზე კარგად ითამაშა. ეს ფოფანას პირველი "ქართული" გოლია.

გაგრა 1:1 გარეჯი

"გაგრასთვის" ეს ზედიზედ მესამე, "გარეჯისთვის" კი მეორე ფრეა. პირველი ტაიმის ბოლოს საგარეჯოელები გავიდნენ წინ: არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა VAR-ზე ნახა ეპიზოდი, რომ ვახო ბედოშვილთან ორთაბრძოლისას გაგრელთა ფეხბურთელმა მათე ცინცაძემ ხელით ითამაშა. პენალტი, ლევან პაპავას შესრულება და 0:1. ეს პაპავას მეექვსე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მე-60 წუთზე კი "გაგრამ" გაათანაბრა: გიორგი პაპუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა და 1:1.

საინტერესოა, რომ პაპავამ და პაპუაშვილმაც თავიანთ ყოფილ კლუბებს გაუტანეს... "გაგრა" მეექვსე ადგილზეა, "გარეჯი" კი ერთი საფეხურით ქვემოთაა. მათ შორის სხვაობა 3 ქულაა.

erovnuliliga.ge

tngh
"იბერია" დამსახურებული ლიდერია... თანაც უპირობო და აშკარა!!!
tngh
"თელავს" ძალიან გაუჭირდა... დააკლდა ვ. არველაძე შეტევაში!!!
tngh
"თელავს" ძალიან გაუჭირდა... დააკლდა ვ. არველაძე შეტევაში!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა