ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" 138:135 დაამარცხა, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ტიბოდოს გუნდი ლიდერობდა და "მედისონ სკვერ გარდენი" სერიაში დაწინაურებისთვის ემზადებოდა, თუმცა აარონ ნესმიტისა და ტაირეს ჰალიბარტონის კარგი თამაშის წყალობით, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა და გამარჯვება "პეისერსმა" მოიპოვა.

ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ჯეილენ ბრანსონი გახდა, "ნიუ იორკის" უკანახაზელმა 38 წუთში 43 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

მას მხარი კარლ ენტონი თაუნსმაც აუბა, დომენიკელმა კალათბურთელმა 39 წუთში 35 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

გამარჯვებულთაგან ტაირეს ჰალიბარტონმა 43 წუთში საკუთარ გუნდს 31 ქულა, 4 მოხსნა და 11 ასისტი შესძინა.

აარონ ნესმიტმა კი 39 წუთში 30 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, ახალგაზრდა კალათბურთელმა პერიმეტრიდან 9-ჯერ ტყორცნა, საიდანაც 8 ზუსტი გამოდგა, რაც მისი კარიერის რეკორდული მაჩვენებელია.

ამრიგად, სერიაში "ინდიანა" დაწინაურდა, გუნდებს შორის მორიგი მატჩი 24 მაისს, კვლავ "ნიუ იორკში" გაიმართება.

მასტერს
თუ ეს თამაში არ გინახავთ, არ დაიზაროთ, მეოთხე მეოთხედს უყურეთ, ვისაც კალათბურთში მოულოდნელობები გიყვართ. 😃
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
გოგას 15 წუთი და 5 ქულა - "ინდიანა" "ნიუ-იორკთან" დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
საოცარი ლუკა დონჩიჩი - 60 ქულა, 21 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და შოუ "ნიუ იორკის" წინააღმდეგ [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა