ავსტრიული krone-ს ცნობით, ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვების შემდეგ, შეიძლება „შტურმს“ შოკისმომგვრელი სიახლე ელის, რაც დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან სამი ფეხბურთელის წასვლის გარდა, არაა გამორიცხული, კლუბი გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა ოთარ კიტეიშვილმა დატოვოს.

აღნიშნულია, რომ „შტურმში“ ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც, შესაძლოა, უფრო მასშტაბური გახდეს, რამეთუ ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ 29 წლის კიტეიშვილის დამატებას პრემიერლიგაში დაბრუნებული „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ განიხილავენ.

გამოცემა წერს, რომ ოთარმა იანვარში გრაცულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა და მისი წასვლა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

ქართველმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ფასი 5 მილიონი ევროა.

ალექსანდრე
ავსტრიის ჩემპიონობა ორჯერ, გარანტირებული ლიგა, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ზედიზედ ორჯერ, კაპიტნობა.. რავი, ასეთი გარემოდან წასვლა მის ასაკში და სრულიად ახალ რეალობაში მოხვედრა ყველანაირი თვალსაზრისით, ბუნდოვანი მომავლით და სუსტი გუნდით არამგონია მიზანშეწონილი გადაწყვეტილება. გაცილებით მეტს იმსახურებს კიტე ვიდრე პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდია. ისევე როგორც ზურიკო ან ჩაკვე.
Zviadi
დააბრუნეთ ძველი დიზაინი საიტზე. შემოსვლა მეზარება უკვე, გამოხვალ სტატიიდან და იმის მაგივრად ინ ადგილზე დამსვას სადაც ვიყავი, ისევ თავში მაბრუნებს საიტზე. არ მოგვწონს
აკაპულკო
გულწრფელად მაინტერესებს ბუდუს რა საფეზბურთო უნარები/ტალანტი აქვს ისეთი, რის გამოც ბუნდესლიგის ლიდერებმა ან საშუალოზე მაღალი კლასის გუნდებმა უნდა გადაიყვანონ?
Bacho
არამგონია წავიდეს, ჩემპიონთალიგაზე თამაშს ამჯობინებს ჩემი აზრით, თან უკვე 29 წლისაა
Porto
ასეთი რეგვენობის დაწერას ჯობდა ნაყინი გეყიდა ახლა კიდე რამდენმა ადამიანმა გახსენა, მოიკითხა შენი ახლობლები. რა გინდოდა?? :)))))))))))))))
კობუჩი
ანუ ამ საიტის ახალი ფორმატი შეგვრჩა და მივეჩვიეთ უკვე ? კომენტარების ნაკლებობას კი განვიცდით
ქართველი
შენ დარჩი სადაც გდიხარ თუ კაია, და ერთი ადგილი დააყენე(თ) თორე რაც მოგივათ თქვენ თავს დააბრალეთ მერე
ქომაგი
ჩემთვის გაუგებარია რატომ არ წაიყვანა კიტეიშვილი ტოპ-5 ლიგის რომელიმე მოწინავე გუნდმა, თავისუფლად ითამაშებს კიტე სიტყვაზე ნაპოლის, დორტმუნდის ან აინტრახტის დონის გუნდში, თან სატრანსფერო ფასიც დაბალი აქვს არადა ისეთ ფეხბურთელებში იხდიან თუნდაც პრემიერლიგის გუნდები 25-30 მილიონს კიტეს დონესთან ახლოსაც, რომ ვერ მივლენ. კარგი იქნება თუ პრემიერლიგის ისეთ გუნდში მოხვდება, რომელიც არ იქნება გავარდნის კანდიდატი. მაგარი იქნება წელს კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე პრემიერლიგის გუნდებში თუ გადავლენ, წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს.
დარჩი ჯობია
რჩევა- უკვე ბებერია, დარჩეს ან დუბაის მიაშუროს რონალდოსთან ან მესის მაიამისკენ ( თუ ეპატიჟება ვინმე). პრემიერლიგაში ვოლკები არიან, ახალგაზრდები, კიტე კი უკვე 30 ხდება. მისი გადასაწყვეტია
გიგო პაპა
პრემიერლიგის საშუალო დონის გუნდებმა მაინც ხომ უნდა დაუძახონ? რა ამბავია ეს მაჩანჩალა გუნდები? ჯერ ზურიკო და ბუდუ, ეხლა ალბათ ჩაკვე და კიტე იქნებიან. მერე ისევ დაქვეითდებიან და დრო კი გარბის. აგენტები მუშაობენ ცუდად. აბა კიტე 5 მილიონზე მეტი არ უნდა ღირდეს, კაცი ორგზის ქვეყნის საუკეთესოდ დასახელდა.

კიტემ შრომით ბევრს მიაღწია - ავსტრიაში გუნდი კაპიტანი იყო და ზედიზედ ორჯერ საუკეთესო, ჩამოთვალეთ აბა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რომელი გახსენდებათ თუნდაც მეორე ეშელონის ჩემპიონატებში. ტრავმები რომ არა, გაცილებით წარმატებული კარიერა ექნებოდა. ახლა კი იქ უნდა წავიდეს სადაც უკეთეს და ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებენ. წარმატებები კიტე!
tngh
ჩემის აზრით, "კიტე" სჯობს ავსტრიაში დარჩეს!!!
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..