საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ლიდერების გარეშე რომ ატარებს, ეს ვიცით და ამან გულშემატკივრების ინტერესზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონტიგენტით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მსჯელობა გაგვიჭირდება, გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შესაძლებელია და ეს აუცილებელიცაა.

როცა მინდორზე ხვიჩა კვარაცხელია არაა, ეს ნებისმიერი გუნდისთვის საგრძნობი იქნება და მითუმეტეს, ამას სხვა ლიდერების არყოფნაც თუ ემატება. ჩვენ ბოლო დროს შევეჩვიეთ ლამაზ შეტევებსა და თავბრუდამხვევ ტემპს. ამას ისიც ემატებოდა, ეს ფეხბურთელები ერთად ცოტა დროს ატარებენ.

მთავარი ფიქრები სექტემბერზე იყო და ჩვენ ვილი სანიოლს შეკითხვა ამ კუთხით დავუსვით. პირველ რიგში, ლუკა ლოჩოშვილის მარცხენა მცველად გამოყენებამ გვაფიქრებინა, რომ ახალ ტაქტიკურ სქემაზე (4-2-3-1) მომუშავე სანიოლი მომავალში ამ პოზიციაზე სწორედ ლუკას განიხილავს. როცა ნაკრები 3 ცენტრალური მცველით თამაშობდა, ფრანგი თავკაცი ზოგიერთ ფეხბურთელს დაცვით უნარებს მაშინ უწუნებდა და მითუმეტეს, ახლა მეტად ფრთხილი იქნება. ფაქტია, ლოჩოშვილს ნაკრებში პოზიციის ცვლილება მოუწევს და იმედია, ირაკლი აზაროვის მცველად თამაში სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაცვა რომ გუნდური მექანიზმია, ამას პსჟში მუდმივად შეტევაში მყოფი ჰაკიმითა და მის დამზღვევად ხშირად კვარაცხელიას გამოჩენითაც ვხედავთ.

მეორე საკითხი საბა ლობჟანიძეს ეხებოდა. მისი მონდომება და ენერგიულობა მოგვეწონა, საქმე სხვა რამეშია. სომხეთთან ორრაუნდიან დაპირისპირებაში იგრძნობოდა, სანიოლს ფლანგების დაბალანსება და მარჯვნივაც მეტი კონკურენცია რომ სურს. დღეის მდგომარეობით, ამ ფუნქციის შესრულება გიორგი ჩაკვეტაძეს უწევს, ვისთვისაც ეს ოპტიმალური პოზიცია არაა. გარდა ამისა, "ჩაკვეს" შუაში შეწევის (თუკი კიტეიშვილი საყრდენის პოზიციაზე დაიწევს) არსებობს. ყველაფრიდან გამომდინარე, მარჯვენა ფრთაზე დავითაშვილიც ვიხილეთ, ცოტა ხნით წიტაიშვილიც და უფრო მეტად შენგელია. ახლა თითქოს ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის გამოყენების დრო იყო, თუმცა მწვრთნელმა კვლავ ლევან შენგელიას უნარები გამოსცადა. გასაგებია, კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას ყველგან ვხედვავთ, მაგრამ ნაკრების სამომავლო ტატქიკაში მისი ძირითადი სამოქმედო არეალი მაინც მარცხნივ და ცენტრში უნდა იყოს, ეს ადგილი "მისია".

არსებობს კიდევ ერთი ამბავი, რაც საბა გოგლიჩიძის ტრავმამ უფრო აქტუალური გახადა. სექტემბრისთვის ცენტრალური დაცვის წყვილი როგორი უნდა იყოს და ოთხ მცველში ვეტერანი გურამ კაშიას გამოჩენამ რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს. ისე ჩანს, გიორგი გველესიანი ვილის გუნდში აუცილებლად დასჭირდება. ამ ეტაპზე, ლაშა დვალის მარცხენა ცენტრალური მცველობა უალტერნატივოდ ჩანს. იმედია, რვაში, კაბო-ვერდესთან, ივა გელაშვილის უნარებს კკდევ ერთხელ ვნახავთ.

"ჯვაროსნების" რომელიმე ფეხბურთელს თუ საგრძნობლად ემჩნევა, რომ ევროპის ჩემპიონატმა კლასი აუმაღლა, ეს ანზორ მექვაბიშვილია. ცენტრში კონკურენციის მომატება აუცილებელი იყო და ნიკა გაგნიძის პროგრესი გვახარებს. ისედაც აქტიურ და მონდომებულ ბიჭს უკრაინის ჩემპიონატმა ძალები მეტად შესძინა.

გასაგებია, ერთ პოზიციაზე ორი თანაბარი დონის მოთამაშე ჩვენ არ გვეყოლება. ისიც ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას მასშტაბები სრულიად სხვა დონეზეა ასული და მასთან დაახლოება რთული ამბავია, მაგრამ მთავარი გუნდური ბალანსია. მთავარია, საქმე ყველამ ერთსულოვნად აკეთოს. კონკურენციის მთელი ხიბლი კი იმაშია, უნდა იცოდე, ზრდა მუდმივად გჭირდება!..

ზედა მეზობელი
ხალხი ნაკრების საქომაგოდ კი არა,2-3 კაცის სანახავად დადის,რაც ასევე სირცხვილია. რავი რა,ბილეთებზე ისეთი ამბავია ხოლმე რო კარგა ხანია სტადიონზე ვერ წავსულვარ,იმდენად უცნაური გაყიდვის სისტემა აქვთ რო აღარც ვციდლობ და დავიკიდე,მარა ხალხი დადიოდა მაინც სტადიონზე,თუმცა ის 2-3 კაცი არ იყო გამოძახებული და დაიკიდეს ყველამ. ამიტომაც ჩემი ძველი შეგონება ძალაშია,ნაკრების თამაშებზე უნდა დადიოდეს ნაკრების ნამდვილი ქომაგები და არა ვიღაც ერთის ქომაგები,თუმცა რად გინდა,მოუკალით მუღამი ხალხს ბილეთის ყიდვის. ამ მოსელფავე ხალხს რას აჯობებ,ტელეფონზე სხედან და არ გინდა დაასწრო ბილეთის ყიდვა?! მერე კიდევ ჯიგრული პონტები და ახლობლობა,ხოდა ეს ძალიან ცუდია. წესით მნიშვნელი არ უნდა ქონდეს ვინ თამაშობს,თუ ნამდვილი ქომაგი ხარ უნდა დადიოდეს სტადიონზე,მარა სად არიან ნამდვილი ქომაგები,უმეტესობამ ისიც კი არ იცის რა თამაშზე არიან და ჩვენი ნაკრები რომელია. სელფის გადასაღებად მიდიან და მოდური ამბავია,თორე იქ რა წაიყვანთ.ვფიქრობდი რო გვეშველათქო,მარა გუშინ გამოჩნდა რო არაფერიც,სად ჯანდაბაშია საშველი.როცა ხალხი ნარკების საქომაგოდ წავა და არ დააინტერესებს ვინ თამაშობს,მერე გვეშველება. რავი ევროპაო და თქვე ჩემისებო,სად გინახიათ ევროპელი თავის ნაკრების თამაშზე არ წავიდეს მხოლოდ იმის გამო რო გუნდის ლიდერი არ თამაშობს. უნგრელი იმიტო არ წავა საქომაგოდ რო სობოსლაი არ იქნება,ეს არ მოხდება. ან ხორვატი არ წავა საყურებლად თუ მოდრიჩი არ იქნება? ნებისმიერს დაგისახელებთ თუ გინდათ. შეიძლება ესპანეთი ეთამაშებოდეს გიბრალტარს და ხალხი არ წავიდეს,მარა ის ესპანეთია,ხოლო ჩვენაირი ნაკრებების თამაშებზე სულ არის ხალხი სტადიონზე. აი,ინგლისში მაგალითად,რაც არ უნდა სუსტი იყოს მეტოქე ან რანაირად არ უნდა გადაახალისონ შემადგენლობა,უემბლის ავსებენ. გეთქვათ თუ არ მიდიოდით და მე წავიდოდი:) ქე ვიფიქრე,რაღაც სიწყნარეა ბილეთებზეთქო და რა ხდებათქო,ხოდა აი,რა ყოფილა
tngh
ლობჟანიძემ დაამტკიცა, რომ ყოველთვის ღირსია ნაკრებში გამოძახების!!!
პატრიოტი
გველესიანი ძალიან სუსტია,არ არის სანაკრებო კაცი, არც ადრე იყო და, მითუმეტას ახლა, სიბერეში,ისიც გავიხსენოთ, რა სისულელეები დააბრახა ყიფიანზე და ძოძუაშვილზე
Pepelu
ბრიყვი კომენტარების ავტორები თავს რატომ იდებილებენ ვერ ვხვდები!!!
ნუგზარი
ერთი, რომ ვოლკოვი ბოლო მომენტში ბუდუს ტრავმის გამო გამოიძახეს. ძალიან დააკლდა ზარიას არ ყოფნაც ტრავმის გამო. იქით ახალგაზრდულს ჰყავს 23 კაცი გამოძახებული. ამიტომ, 9 კაცით ხომ არ გავიდოდნენ მოედანზე, მეორეც-ფარერები აღარ არის ის გუნდი რაც ადრე იყო, თამაშს ხომ არ წააგებდნენ. მესამეც-ყველაფერი ხდება, ამიტომ კრიტიკული შემთხვევისთვის ხომ უნდა იცოდეს ვინ გამოიძახოს,მარტო ჩემპიონატის თამაშებით , არ ჩანს ფეხბურთელის მდგომარეობა და მენტალიტეტი. საჭიროა პირადად ნახო შეკრების დროს.
ნუგზარი
კვარა, მიქაუტაძე და მამრდაშვილი რომ თამაშს დაამთავრებენ, ყველაზე ადრე, ეს იქნება 6-7 წლის შემდეგ, შეიძლება 10 წლის შმდეგაც. ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე თაობა მოდის ნაკრების შევსებისთვის. მათ შორის უმცროსი კვარას თაობა, ახლა რომ 15-16 წლისები არიან. პირიქით, ევრო 2028-ზეც გავალთ და ძალიან კარგი ნაკრებიც გვეყოლება!!!!!
Pepelu
აბა შენა სადა ბანაობ?:)))))))))) მაგარი ბავშვები მოდიან … მხოლოდ ბართიშვილის და ხვიჩას ძმის დასახელებაც იკმარებს!! ამასობაში სხვებიც გამოჩნდებიან!!
ლაშა
ლობჟანიძე არ მომწეონა, ძალიან დაბალი კლასია! რაც შეეხება დაცვას ლოჩო ცენტრში უფრო გამსოადეგი მგონია და მარცხნივ აზარა!
გასაგებია
რა დავინახეთ და ის, რომ როგორც კი კვარა, მიქაუტქძე, მამარდა დაასრულებენ აქტიურ ფეხბურთს - ჩვეულებრივ და მიჩვეულ ჭაობში ვიქნებით 40 წელი
noko
საბა ხარებაშვილზე დიდი იმედები მაქვს. ასეთ პატარა ასაკში რომ ნაკრებში ხვდები არ არის შემთხვევითი და ძველი დროისგან განსხვავებით ეხლა ნამდვილად მაქვს იმედი რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
სიმართლე
რა დავინახეთ და ის რომ გუშინ ვინც ითამაშა, ზოგიერთ მათგანს ნაკრებში არაფერი ესაქმება! დაცვას ეს არ ეხება - ეგენი ისედაც თითქმის პირველი შემადგებლობის წევრები არიან და მაგათ არ ვგულისხმობ. ახლებიდან მხოლოდ რამდენიმე მოთამაშის დამატება შეიძლება სექტემბრის თამაშების საბოლოო სიაში. ესენი არიან: გულიაშვილი და გაგნიძე უპირველესად, ალბათ გელაშვილიც, ხოლო ცოტა შემდგომ მომავალში შესაძლებელი იქნება ხარებაშვილიც. ძველებიდან ასევე შესაძლებელია სარეზერვოდ გამოძახება ამ ბიჭების: გუგეშა, მექვაბა, შენგელია, ასევე ლობჟანიძე და ქვილითაია (ბოლო ორი მეეჭვება, თუმცა არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს მათ პოზიციებზე). ახლა ისინი, ვინც მოსაშორებელია და არ აკმაყოფილებენ სანაკრებო დონეს: მამუჩაშვილი, ბერიძე, ვოლკოვი, ნონიკაშვილი. ამათ დავამატებდი (ჯერ არ უთამაშიათ მაგრამ მაინც) კვეკვესკირს, ალთუნაშვილს და გაგუას. რახან ლორია წავიდა, იყოს კერესელიძე მესამე მეკარედ, ხოლო გიორბელიძე მეორე თამაშში ალბათ ითამაშებს და მაგის მიხედვით უნდა განისაზღვროს. რეზერვიდან მთლიანობაში, 4-5 მოთამაშეა მაქსიმუმ, ვინც ნაკრებს გააძლიერებს, უმეტესობა დაბალი დონეა
lasha
მე უკმაყოფილო ვარ. ვერაფერი სიახლე ვერ დავინახე. არ მოხდა ახალი კადრის აღმოჩენა. რას ემსახურებოდა გადაბერებული მოთამაშეების მოედანზე გამოყვანა? რამე ახალს ვანხავდით მათგან? მოკლედ ეს თამაშია რაფრის მთქმელი არ იყოს.
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
მამადუ სახო "ტორპედოდან" წავიდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია