საქართველოს 7-ქალამ სადებიუტო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ერთი შეხვედრა მოიგო და პირველი ეტაპი, რომელსაც ხორვატიის ქალაქმა მაკარსკამ უმასპინძლა მე-11 ადგილზე დაასრულა.

გოგონებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმეს - მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან 5:57, ჩეხეთთან 10:42 და ირლანდიასთან 0:54. შედეგად, ფლეი ოფში მათ მე-9-მე-12 ადგილებისთვის გააგრძელეს ბრძოლა და ნახევარფინალში კვლავ ირლანდიას შეხვდნენ. მეტოქემ ამჯერადაც იმძლავრა და 53:0 გაიმარჯვა.

დასკვნით მატჩში იტალიას მე-11 ადგილისთვის შევერკინეთ. ანგარიში მე-2 წუთზე მანონი საღარაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქეს მისსავე 22-ში ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და ის ალამთან აკრობატულ ნახტომში დაამიწა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ხელდახელ კარგად ბურთაობდნენ, რასაც მე-6 წუთზე მანონი საღარაძის მეორე ლელო მოჰყვა და ტაიმი 10:0 დასრულდა.

საქართველო მეორე ტაიმშიც დომინირებდა და ლიკა ხუფენიამ მესამე ლელო გაიტანა, მერე ჯარიმა სწრაფად გავათამაშეთ და მანონი საღარაძემ თავისი მესამე, ხოლო გუნდის მეოთხე ლელოთი ანგარიში 20:0 გახადა. ბოლო წუთზე სინბინით დავისაჯეთ, რითაც იტალიამ ისარგებლა და ორი ლელო გაქვითა, თუმცა ამით ისტორიულ გამარჯვებას ვერაფერი დააკლო - 20:12.

ახლა გოგონები 2 კვირა დაისვენებენ და 27-29 ივნისს მეორე ეტაპს გერმანიაში, ჰამბურგში ითამაშებენ. უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მათ ორი ეტაპის ჯამში მინიმუმ ათეულში შესვლა სჭირდებათ.

7-ქალას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე

ანა დათიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე,ლიკა ხუფენია, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ნინო წიკლაური, ანნა რურუა, ანასტასია ახვლედიანი, კირა დანელია.

Rugby.ge

გილოცავთ გოგოებო!შრომა გააგრძელეთ და გამარჯვებებიც იმრავლებს.
Dato
გილოცავთ გოგონებო, შრომას და ვარჯიშს, ყოველთვის მოაქვს შედეგი
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა