NBA-ის სუპერფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩში "ოკლაჰომა სითი თანდერმა" "ინდიანა პეისერსი" 103:91 დაამარცხა, და ფრენჩაიზის ისტორიაში ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. იქამდე ამ ქალაქის გუნდი ჩემპიონი 1979 წელს გახდა. მაშინ გუნდს "სიეტლ სუპერსონიქსი" ერქვა.

მატჩის მიმდინარეობისას ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, "ინდიანას" ლიდერმა და 2024-2025 წლების პლეი-ოფის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ტაირეს ჰალიბარტონმა მყესი გაიწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰალიბარტონი შეხვედრას შესანიშნავად იწყებდა, მის ანგარიშზე 7 წუთში 9 ქულა იყო და პერიმეტრიდან ნატყორცნი 4 ბურთიდან 3 ზუსტი იყო.

გადამწყვეტ მატჩში "ოკლაჰომას", რა თქმა უნდა, წლევანდელი სეზონის რეგულარულის MVP-მ შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, მან 40 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი მიითვალა.

"პეისერსიდან" ბენედიქტ მატურინმა 33 წუთში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.

არავის გაკვირვებია, რომ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე შაი გახდა, კანადელი უკანახაზელი "ინდიანასთან" საშუალოდ 30.3 ქულას, 4.6 მოხსნას და 5.6 შედეგიან პასს აგროვებდა.

"ოკლაჰომა" ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობის მქონე ჩემპიონი გახდა, მათი საშუალო ასაკი 25.6 წელია.

NBA-ის 2025/2026 წლების სეზონი 21 ოქტომბერს დაიწყება.

tngh
3 ქულიანებმა კალათბურთი გააფუჭა... დაიკარგა ცენტრების თამაში!!!
მასტერს
გუნდურობა დააკლდათ და ძალიან ახალგაზრდები იყვნენ იმ სეზონზე. მე გოლდენს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ იმდროინდელ ოკს-სიც დიდი ტალანტის მქონე გუნდი იყო!
tngh
შეხვედრის ბედი ჰალიბარტონის ტრამვამ გადაწყვიტა...
გოჩა
სულ ახალ ახალი ჩემპიონები მოდიან ფეხბურთშიც და კალათბურთშიც

ძალიან მინდოდა ოკს-ს მოგება, რაც ვერ შეძლეს ერთად მოთამაშე კევინ დურანტმა, ჯეიმს ჰარდენმა და რასელ უესტბრუკმა, მოახერხა შაიმ და კომპანიამ, ბრავო.
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] "დენვერის" დაუჯერებელი ქამბექი - "ოკლაჰომამ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა