საქართველოს რაგბის კავშირსა და „ჯინო ჰოლდინგის“ ინოვაციურ პროექტ „თბილისის ბულვარსა“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული რაგბის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მემორანდუმს ხელი მიხეილ მესხის სტადიონზე მოაწერეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ და „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა, ნოდარ გიორგაძემ.

„თბილისის ბულვარსა“ და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას მოიცავს, რაც გულისხმობს საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება რაგბის პოპულარიზაციისა და მასობრივი სპორტის განვითარებისკენ.

„თბილისის ბულვარი“ არის პირველი სრულფასოვანი კურორტი თბილისის ზღვაზე, „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარედ. ის აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, რეკრეაციულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის მთავარი ღირებულებებია ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება.

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ზოგადად, ქართული სპორტისთვის და ის ხელს შეუწყობს რაგბის, როგორც ეროვნული სპორტის სახეობის, შემდგომ განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციების გამყარებას.

თარიღი: 4 ივლისი, 2025 წელი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

📧 ელ.ფოსტა: office@rugby.ge

📞 ტელეფონი: +995 32 2204535

🌐 ვებსაიტი: www.rugby.ge

R

ნიკო
რამ გაგაბოროტათ ასე, ყველაფერზე რომ ბოღმას ანთხევთ. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის.
მაშთამე
"სქოთები" შოტლანდიელები არიან. ირლანდიელები კი არიან Paddy (პატრიკები)
მალხაზ ჯობავა
თბილისის ბულვარი კიარა რაგბს მიხედეთ რაგბს, რამდენად უკან ვართ ხომ განახეს სქოთებმა!
llcl
"ჯინო"-ში ერთი ბავშვის წაყვანა მინიმუმ 200 ლარი დაჯდება, იქ ბავშვებს თუ წაიყვანს ქოცი, ნაცი, მევახშე, არასამთავრობო ან ემიგრაციაში გადახვეწილი ქართველის შთამომავალი.
გიტლერი
სოსოიე რა უყავით? ააყვავა ქართული რაგბი?
ვის ჯერა ამ ზღაპრების? )))
დაიჭირეს ყურებით პაპა და მოწველიან საარჩევნოდ.)))) ამას ისე ადარდებს რაგბის განვითარება, როგორც ჩვენ მოზამბიკური ბალეტის აღმავლობა. )))) არ დაიღალეთ ხალხის დაბოლებით?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა