7 ივლისს "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში ორკვირიან ტურნეში გაემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან (სამხრეთ აფრიკასთან 19 ივლისს) ტესტ-მატჩამდე ადგილობრივ ფრენჩაიზს, "ტოიოტა ჩიტასს" შეერკინებიან.

შეხვედრა 11ივლისს ბლუმფონტეინში, "ტოიოტა სთედიუმზე" საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.

"ჩიტასი" 1895 წელს დაარსდა. ის მონაწილეობს ქვეყნის შიდა ჩემპიონატ ქარი ქაფში, რომლის ჩემპიონი ჯამში 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 14-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან 5 უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. "ტოიოტა ჩიტასმა" თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.

გარდა ამისა, "ჩიტასი" 2006-2017 წლებში სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. 2022 წელს, ევროპის პროოფესიულმა საკლუბო რაგბიმ, "ჩიტასი" "შავ ლომთან" ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

"ჩიტასის" საშინაო არენა "ტოიოტა სთედიუმი" 1955 წელს აშენდა, ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღესდღეისობით 42 ათას მაყურებელს იტევს. 1995 წლის მსოფლიო თასზე მან მსოფლიო თასის სამ შეხვედრას უმასპინძლა, 2010 წელს კი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 6 თამაში გაიმართა.

რაც შეეხება "ბორჯღალოსნებს", გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. გუნდს გამოაკლდნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და 9 ნომერი მიხეილ ალანია. მათ ნაცვლად სამხრეთ აფრიკაში დემურ ეფრემიძე და დავით ხუროშვილი გაემგზავრნენ.

Rugby.ge

სიმართლე
რაგბიში აწი უძრაობა ხანა გველოდება - მსოფლიო რაგბის მიერ 2026 წლიდან დანერგილი ფორმატის წყალობით
მძლეთამძლე
ბოლოს მახსოვს, საუზერნ კინგსს რომ ვეთამაშეთ თბილისში. 70 წუთი ვაგებდით 10-20-ს და ბოლო წუთებზე დავაქამბექეთ. მაგრამ, იმ ნაკრებისგან ბევრად განსხვავებულია ეს ნაკრები, ვნახოთ, რას იზამენ, წარმატებები ბიჭებს!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის