ხვალ, 11 ივლისს ბორჯღალოსნები ზაფხულის მეორე შეხვედრას გამართავენ და ბლუმფონტეინში „ტოიოტა სთედიუმზე“ სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზს, ‘ჩიტასს’ შეერკინებიან. თამაში ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება.

ეს არ არის ტესტ-მატჩი და შესაბამისად, მასში მონაწილე მორაგბეებს სანაკრებო კეპები არ მიენიჭებათ, თუმცა მოედანზე სამ დებიუტანტს ვიხილავთ - ფრთა ოთარ მეტრეველი,მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებენ.

ირლანდიასთან თბილისური მატჩის შემდეგ სრულად შეიცვალა სასტარტო შემადგენლობა, რაზეც მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ქოქრილი ჯერ კიდევ ზაფხულის კამპანიის დაწყებამდე საუბრობდა.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები - გიორგი თეთრაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. მეორე ხაზში გუგა ღანიაშვილს დებიუტანტი დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ.

ღერძზე თენგიზ პერანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი იდგება, ცენტრში კი თამაშს გიორგი ხაინდრავა და თორნიკე კახოიძე იწყებენ. ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე შალვა აფციაური და კიდევ ერთი დებიუტანტი ოთარ მეტრეველი დადგებიან.

მარქაფაშია კიდევ ერთი დებიუტანტი ვახტანგ ჯინჭარაძე. ბურჯებს ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბექა გიგაშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ. გამოცდილი მოთამაშეები არიან ხაზის მარქაფაში - ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა და დემე თაფლაძე.

‘ჩიტასთან’ ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს თედო აბჟანდაძე, რომელიც ნაკრების ისტორიაში 37-ე კაპიტანია.

ამხანაგური მატჩი. 11 ივლისი

ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“. 21:00 (საქ. დრო)

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

ნიკოლოზი
საინტერესოა, ძირითადები დაისვენებენ მთავარი თამაშის წინ, ახლებს ვნახავთ საქმეში.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის