ხვალ, 21:00 საათზე, ბლუმფონტეინში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქე სამხრეთ აფრიკული კლუბი „ჩიტასი“ იქნება. დღეს ჩიტასის მთავარმა მწვრთნელმა რუან პიენარმა და გუნდის კაპიტანმა ვიქტორ სეკეკეტემ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

უნდა ითქვას, რომ „ჩიტასის“ დაარსებიდან 130 წელი გავიდა და იქაურებიც ამ თარიღის აღსანიშნად განწყობილნი არიან. პარალელურად კი, საქართველოსთან თამაშისთვისა და ცოტა ხანში გასამართ სამხრეთ აფრიკის თასისთვის ემზადებიან. „ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს თამაში ჩვენთვის, რადგან „ჩიტასის“ დაარსებიდან 130 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ მოვირგოთ ამ გუნდის მაისური, რომელიც არაერთ ლეგენდას ჩაუცვამს და სათამაშოდ კიდევ ერთხელ გავიდეთ, რათა ისტორიის ცარიელი ფურცლები შევავსოთ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთ მეტოქეს ვხვდებით, განსაკუთრებით, სამხრეთ აფრიკის თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ვფიქრობ, ქართველების ფიზიკური მომზადების ამბავი ყველას მოეხსენება, ჩვენ კი გვინდა, რომ უფრო ინტენსიური თამაში შევთავაზოთ მეტოქეს და ვიმედოვნებთ, რომ კარგი მატჩი იქნება!“ - აღნიშნავს „ჩიტასის“ კაპიტანი ვიქტორ სეკეკეტე.

„კარგ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ, ბიჭები ძალიან აღტაცებულნი არიან და ერთი სული აქვთ, რომ ითამაშონ. ახლა გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც ბლუმფონტეინის შტატის წარმომადგენლები, რადგან ჩვენი მთავარი კლუბის დაარსებიდან 130 წლის იუბილეს აღვნიშნავთ! მე აქ ყოფნის პერიოდში ბევრი ცვლილება ვნახე: ვნახე, როგორ შეიცვალა სტადიონი და რამდენმა დიდმა მოთამაშემ დაიცვა ამ კლუბის ღირსება. დიდი პრივილეგიაა, როცა ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და ვფიქრობ, ძალიან მაგარია, რომ ასეთ მომენტში ეროვნულ ნაკრებს უნდა დავუპირისპირდეთ!“ - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა, რუან პიენარმა.

შეგახსენებთ, რომ ჩიტასს ისტორიაში პირველად ვხვდებით, ისე კი, სამხრეთ აფრიკულ გუნდს აქამდეც შევერკინეთ: 2019 წლის 27 აგვისტოს, როდესაც „დინამო არენაზე“ „საუზერნ კინგსი“ ანგარიშით 24-20 დავამარცხეთ.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის