საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სამწუხაროდ, ეს მოხდა ჯგუფური ეტაპის მე-3, ბოლო შეხვედრაში. შესაბამისად, ჩვენმა გოგონებმა ჯგუფის საწყისი 2 შეხვედრა წააგეს – 57:84 სომხეთთან და 33:60 კვიპროსთან.

ჰოდა, გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა მთელი ჯავრი გიბრალტარზე ამოიყარა. გიბრალტარი საქართველოს მსგავსად მოუგებელი იყო, რომელმაც სომხეთთან და კვიპროსთან ჯამში 148 ქულით ქულით წააგო. საქართველომ მეტოქე არ დაინდო და 83-ქულიანი სხვაობით – 113:30 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგიანობა ეკატერინე ქართველიშვილმა გამოავლინა, რომელმაც 18 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი ანა მესტუმრიშვილი გახდა 22 ქულით, 15 ქულა მარიამ ყაველაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

ჯგუფური ეტაპი ქართველებმა მე-3 ადგილზე დაასრულეს და ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა და ის მოლდოვა, ან კოსოვო იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და რომელიც წააგებს, მეორე ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს და საქართველოს შეხვდება. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში საქართველო ტურნირზე მე-5 ადგილის დასაკავებლად ითამაშებს.

GBF.GE

სანი
გოგონებს წარმატება, მაგრამ ეს მყვირალა სათაური c ლიგისთვის მართლა ზედმეტია!

ბიჯო,სომხეთი და კალათბურთი ვის გაუგია და მათთან 27 ქულით რომ წააგებ,რა ჯავრის ამოყრაზე ლაპარაკობთ?!სომეხი სხვის კალათში არაფერს ჩააგდებსო,ამბობდნენ და მართლაც არ აგდებდნენ.სომხეთს არასოდეს ჰყოლია გუნდი,რომელიც რაიმეს წარმოადგენდა,დღეს კი ჩვენ გაგვანადგურეს.გიბრალტარში დაახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობს და მაგათგან რა ნაკრები უნდა შეიკრას,რომ მათთან გამარჯვებით ტრაბახობთ?!ვიცი, ჩვენი ქალთა კალათბურთიც ფაქტობრივად ახლიდან იწყებს განვითარებას და გოგოებს ვულოცავ,ამ თუნდაც უმნიშვნელო,მაგრამ მაინც გამარჯვებას.მათთან პრეტენზია არ მაქვს,ეს ერთი და სხვა მრავალი,მაგრამ ვინც ამაზე წერთ,ცოტა მიწაზე დაეშვით და ამ სულელურ ბრავადას თავი გაანებეთ!
მალხაზ ჯობავა
ხო ხო რა უქნიათ, არ დოუნდიათ მეტოქე გუნდი. სომხეთთან რო კალათბურთს წააგებ. ვაი თქვენს პატროს!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა