სლოვენიის ქალაქი პოსტოინა ქალთა კალათბურთის ევროპულ სამიტს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მივლინებით 2 ქართველი მონაწილეობს. სამიტის მიზანი გახლავთ კალათბურთში ქალთა ინტეგრაცია, პროფესიული განვითარება და ზოგადად, სუსტი სქესის წარმომადგენელთა როლის გაზრდა სპორტის ამ სახეობაში.

სამიტში მიწვეულნი არიან როგორც ქალი მწვრთნელები, ისე მსაჯები, რომლებსაც ლექცია-სემინარებს მაღალი დონის სპეციალისტები უტარებენ. სლოვენიაში სამიტზე დასასწრებად იმყოფებიან ნატალია ოთხმეზური და ქეთი დანელაშვილი. ნატალია დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარმატებული ქალი კალათბურთელი გახლავთ, რომელმაც ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში 2 სეზონი ითამაშა, თუმცა კალათბურთელის კარიერა ნაადრევად დაასრულა. ოთხმეზური საქართველოში დაბრუნდა და მწვრთნელობა დაიწყო. რაც შეეხება ქეთი დანელაშვილს, ისიც კალათბურთელი გახლავთ, რომელმაც მსაჯობა დაიწყო და ამ საქმეში დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ.

ორივე ქართველ ქალბატონს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ თავიანთ საქმეში და ფედერაციის ხელშეწყობით შესაბამისი მიმართულებით ცოდნის გაღრმავებისა და ძვირფასი გამოცდილების მიღების საშუალება ეძლევა. პოსტონიაში ქალთა საკალათბურთო სამიტი 8 ივლისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება.

GBF.GE

ძალიან კარგია,მაგრამ ნატო ოთხმეზურმა რატომ გაანება თამაშს თავი,კი უნდა განმარტოს ვინმემ.ასეთი კალათბურთელი მგონი არც გვყოლია და ასე უცებ რა მოხდა?ქეთი დანელაშვილი ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერი გოგოა.თამაშობს,ბავშვებს წვრთნის და მსაჯობაც შეითავსა!დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ორივე დიდ წარმატებებს მიაღწევენ და ნიკა ამაშუკელივით,ისინი გახდებიან ქართული ქალთა კალათბურთის ლოკომოტივები.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში
ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია
ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია
ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან ოთხი სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში
ნატალია ოთხმეზურმა 22 წუთში ჩაგდებული 20 ქულით "აიონა" ფინალში გაიყვანა
ქართველი გოგონას პირადი რეკორდი და 19 ქულა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში