პირველი მატჩის შემდეგ სენსაცია არ შედგა და საქართველოს ჩემპიონი "იბერია 1999" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთი მონაწილე გვყავს, თასის მფლობელი "სპაერი" შეჯიბრებაში აქედან ჩაერთვება. რა მოხდება კიდევ ორი გუნდის შემთხვევაში, ამას დღეს, 17 ივლისს გავიგებთ.

ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. "დილა" გორში ლუქსემბურგის "რასინგს" უმასპინძლებს, სტუმრად რომ (2:1) დაამარცხა. რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს", "ორდაბასს" ესტუმრება და ეცდება, მინიმალური უპირატესობა (4:3) შეინარჩუნოს მაინც.

ორ მატჩს შორის ყაზეხეთის ჩემპიონატი ჩატარდა და "ორდაბასმა" გაიმარჯვა. ზიკრილო სულთანიაზოვი, ვისაც ქუთაისში არ უთამაშია, გააძევეს. რაც შეეხება ლუკა იმნაძეს, "რამაზ შენგელიაზე" რომ გაიტანა, მეორე 45 წუთში გამოჩნდა.

ყაზახთა რიგებში აღსანიშნავია 35 წლის ცენტრალური მცველი, სერგეი მალი, ვინც, ფაქტობრივად, დასვენების გარეშე თამაშობს. პირველ დაპირისპირებაში რუმინელმა მიჰაი კაპატინამ გაიტანა და მას ახლაც უნდა ვუფრთხოდეთ.

ერთი კვირის წინ, ხორვატმა მცველმა სიმიჩმა დუბლი შეასრულა და გუნდს გაამარჯვებინა. განმეორებით მატჩში კიდევ ერთი უკანახაზელის, გამოცდილი საბა კვირკველიას დამაჯერებელ გამოსვლას დიდი მნიშვნელობა ექნება. მალიზე ვთქვით და კვირკველიამ წელს მოედანზე ყველა შეხვედრაში 90 წუთი, დასვენების გარეშე გაატარა.

"ტორპედო" და "ორდაბასი" 2019 წელს ევროპა ლიგაზე რომ შეხვდნენ, ორივე დაპირისპირება ყაზახებმა მოიგეს და იქნებ კონფერენს ლიგაზე ყველაფერი პირიქით მოხდეს. ვნახოთ, რა გეგმა აქვს ქუთაისელთა გერმანელ მწვრთნელ შუსტერს.

შიმკენტის "კაჟიმუკან მუნაიტპასოვზე" (20 000) მსაჯი ბულგარელი პოპოვი იქნება.

რაც შეეხება გორის "დილას", სტუმრად მეორე ტაიმში უკეთესი თამაშია აღსანიშნავი. მთავარია, გუნდმა უპირატესობის გაზრდაზე იფიქროს და მოწინააღმდეგეს ინიციატივა არ დაუთმოს. თანაც, "რასინგს" სტუმრად თამაში შიდა ასპარეზზეც უჭირს.

19 წლის განელი ნახევარმცველი, იაკობ ედუზი, წინა მატჩში გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, ახლა სასტარტოში უნდა იყოს. ედუზიმ მაშინ სენეგალელი იბრაჰიმა დრამე ჩაანაცვლა. ნახევარმვველებმა, ფარულავამა და ანდრონიკაშვილმა შედეგიანად ითამაშეს.

"თენგიზ ბურჯანაძეზე" (5 000) მთავარი არბიტრი ბოსნიელი გიგოვიჩი იქნება.

გოგა
შუსტერს რა გეგმა უნდა ქონდეს? ამ ხალხით საქართველოს ჭე ლიგას ვერ ქაჩავს, ინდუალისტების იმედად თუ იქნება
Bobo
აი ძალიან ცუდი მწვრთნელია ეს შუსტერი ძალიან , ამის ადგილზე ამ შემადგენლობის ტორპედოს ქეცბაია გეგუჩაძე ან თუნდაც ჩხეტიანი რო ყავდეთ ეხა ყაზახებს დღესაც უპრობლემოდ მოუგებდნენ შეტევის ხარჯზე მარა ეს გერმანელი ჯერ ხომ მშიშარაა თავის 5-2-3-1 -ით და ხუთმცველიან სისტემაშიც პრახადნოი დაცვა აქ , იმედია ფეხბურთელების მონდომების და ჟილკის ხარჯზე თუ იომებენ იმ 45 გრადუსში ქუთაისელები თორემ ძალიან გაუჭირდებათ შემდეგ ეტაპზე გასვლა. შუსტერის ტაქტიკური "ეშმაკობების" იმედი არავის ქონდეს ლუზერი მწვრთნელია რომელმაც 8 წლის უკან ბუნდესლიგაში რაღაც გუნდი დატოვე 2 სეზონი ძლიერთა შორის მერე დეგრადირებს მისი კარიერა და ასეთი მენტორის ჩაამოყვანა დიდი შეცდომა დაუშვეს, თან პრაიმშიც სუ მეორე ნომრად მოძღვრავდა კლუბებს და ეხა საერთოდ არაფერში არ ეტყობა გუნდს მწვრთნელის ხელი არცერთ სათამაშო კომპონენტში, და რაც მთავარია წაგებული ორდაბასი პირველივე წუთებიდანვე გადმოვლენ იერიშზე და დებიუტშივე ეცდებიან გოლის გატანას ეს ორჯერ ორი ორია და აქ ცენტრის საიმედოობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტორპედოს მხრიდან თუ მოახერხებენ სწრაფ ჩაშლებს მოედნის მესამედამდე, დებიუტში უკვე არა ორდაბასმა არამედ შეიძლება ქართულმა გუნდმა პირიქით იქით შეურხიოთ კარის ბადე, ამისათვის საჭიროა ბალასტი ბასილაძის და ბიძინაშვილის ნაცვლად 4-3-3 ფლანგებზე სწრაფი პირესი ღუდუშაური ათიანზე კოხრეიძე ფორვარდათ ისევ იონსენი და ვნახავთ რა ჩიტსაც დაიჭერს დავგუდმოგლეჯილი იერიშზე გადმოსული ორდაბასი ნუ ბუნებრივია თუ დეკვალიფიცირებულმა შუსტერმა შეტევაში ის ფეხბურთელები გაამწესა სასტარტოში რაც ზემოთ დავწერე. ცენტრალურ ხაზში კი ეს სამი კაცი სორი მანე, ითრაქი და მამუჩაშვილი წაშლიან ორდაბასის საყრდენ ზონას მარა მშიშარა შუსტერი არაა ამ შემადგენლობის და ფორმაციის დამყენებელი ხომ ვიცი.
ნიკა
კლიაჩი ცუდი მეკარეა?
ვასილიჩი
შემადგენლობას თუ შეარჩევს სწორად იქაც მოვიგებთ
Givi
რა გახდა ტორპედოში კარგი მეკარის ჩამოყვანა? და დაცვაც ვერაფრით დალაგდა მიუხედავად იმისა რომ თითქოს გამოცდილი მცველებიც ყავთ.
toy
კვერკველია თუ დააყენეს არაფერი გამოვა.
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
საზონოვის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - კაცნაკლულმა "ხეტაფემ" "პარტიზანს" სძლია
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა