ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოში, +90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი უნგრელმა დანიელ ჩერმაკმა მოიპოვა, რომელმაც პირველ წრეში მხარი დაიზიანა და ქართველი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის დახმარებით ასპარეზობის გაგრძელება მოახერხა. გთავაზობთ უნგრელი ათლეტის ინტერვიუს:

- შენ პირველ წრეში ტრავმა მიიღე და დასახმარებლად ქართველ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს მიმართე. როგორი საუბარი შედგა თქვენს შორის და როგორ ემზადებოდი საასპარეზო დღის დარჩენილ მონაკვეთში?

- ქართველი ექიმი ძალიან მაგარი ადამიანია: სახალისო და წინდახედული, ამასთანავე, ბრწყინვალე პროფესიონალი. მან დაზიანებული მხარი ისე გადამიხვია, რომ მისი გამოძრავებაც შემეძლო და ამავდროულად, ჩვეულებრივ დროს აღარც კი მტკიოდა.

შეგახსენებთ, რომ სკოპიეში გამართულ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი 36-ე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება ზურაბ კახაბრიშვილს, ის ძალოსნობასა და ძიუდოში ექიმად უკვე მრავალი წელია, რაც მოღვაწეობს, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმიც გახლდათ, 2024 წელს კი მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ვიდეო: European Judo Union

kkk-ს
მაგაზე მეტი ნაცის . რომ იცნობდე კარგად გეცოდინებოდა მაგის პოლიტიკური სიმპატიის შესახებ
ჯიმშერის
რადგან ჭინჭარაული ახსენე მაშინ მითხარი კახაბრიშვილის კანტორა რამდენს უხდის ხელფასს? მაგ ბიჭს რაც აქვს ყველაფერი ტალახაძის დამსახურება არის და ღმერთმაც შეარგოს, მაგრამ კახაბრიშვილი არც მაგის მანქანასთან და არც ნომერთან არაფერ შუაში არ არის. თუ არ გაქვს ინფორმაცია კითხე ჭინჭარაულს. ძიუდოს და სხვა ნაკრებების ექიმები მოიკითხე მუშაობასთან ერთად, რომ ტაქსაობენ ან ამერიკაში გარბიან სამუშაოდ. ეტყობა შენც მაგის კანტორიდან ხარ რომელიც თბილად ყავს და ეხლა ბიჭებს უთვლი "მილიონება".
მაგდას
კი დაგისახელებ.. ჭინჭარაულზე გსმენია?! იცი მისი ანაზღაურებები ? მილიონებზეა ეგ ბიჭი გასული... ზურამ გაზარდა და დღეს ერთერთი საუკეთესოა.. ბიზნესებიც კი აქვს უკვე სამედიცინო სფეროს იქით. ბოლო მოდელის ავტომობილები და 10000 ლარიანი ავტომობილის ნომრები.. გაჩუმდი როცა არ იცი, ნუ საუბრობ! კიდევ არიან სხვებიც, უკმაყოფილო არ არიან!
Kkk
ზურა უმაგრესი ადამიანია, კეთილშობილი ოჯახიდან, ვინც მასზე აუგი დაწერა 100% ნაცები არიან, როგორც ყოველთვის ბოღმა ახრჩობთ
ჯიმის
ერთი მაგის დაქვემდებარებული ექიმის გვარი დამისახელე ვისაც ეგ 4500 ლარს უხდის და ბონუსებს სამართლიანად უნაწილებს. სპორტსმენები ან ფედერაცია, რომ თავისი ნებით ჩუქნის ეგ არ ითვლება. ყველა სხვა სიკეთესთან მაგის გაკეთებული კაი კაცობების ამბავი ყველამ იცის სპორტულ სამყაროში და მისი ჩადენილი "გმირობების" მალე მოუწევს თანამდებობის დატოვება. არ უშველის მაგის გაპარტახებულ რეპუტაციას გაბუნიას შოუებში და სხვა გადაცემებში სიარული და გმირის ძახილი. აგერ მე და აგერ შენ ის თუ არ მოხდება რაც დავწერე
ჟორა
რამდენი ბოროტი-დაუნახავი გყავს ჩემო ქვეყანა, როგორ მოხვედი დღემდე?
ჯიმი
ვინც ამას წერ, კარგად ვერ ყოფილხარ ჩახედული ამ სფეროში და ბიჭების ანაზღაურებებში.. თუ ჩახედული ხარ და უკმაყოფილო, ესეიგი ვერ დაგიმსახურებია და ვერ მიგიღია.. წარმატებული გუნდის ექიმების ხელფასი, 2000 ლარიდან იწყება დღეს და 4500 ლარამდე მერყეობს.. პრემიებითაც გულნატკენი მე ჯერ არ მინახავს გუნდში ვინმე. ასე რომ ბოროტ ენას ნუ ატლიკინებ. რაც შეეხება ცნობადობას, ვინც მუშაობს პიარზენ იმათ მთელი ქვეყანა იცნობს და არა მარტო..
ვახო...
მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოუძებნო ადამაინს და ნებისმიერს,... მაგრამ როდესაც ესა თუ ის პიროვნება, კარგ საქმეს აკეთებს, მადლიერები უნდა ვიყოთ...
ნუგზარი
ამან რომ მუსაობა დაიწყო 1000 ლარი კი არა, ლამის სახლიდან მოტანილი ფულით დაჰყვებოდა გუნდს. ცარიელი ადგილიდან დაიწყო. ახლა გახდენენ მაგრები ყველა.
მაგდა
მაგის გმირობის და კაი კაცობის ამბავი მის დაქვემდებარებულ ექიმებს კითხეთ, რომლებსაც 1000 ლარზე ამუშავებს და თვითონ ამ დროს ოფიციალური მილიონერია. ბიჭები დროის უმეტეს ნაწილს შეკრებებზე ატარებენ სპორტსმენებთან ერთად და ეს მარტო შეჯიბრის დროს ჩნდება და ყველა წარმატებას თვითონ იწერს. აბა რომელიმემ თუ იცით ძიუდოს, ჭიდაობის ან ძალოსნობის ექიმების ვინაობები?! ყველგან ეს არის გამოჭიმული მაშინ როდესაც შეიძლება ისე გავიდეს მთელი წელი შეკრებაზე არ ამოვიდეს და სპორტსმენების ამბავი არ მოიკითხოს. სამაგიეროდ ბონუსები ზურიკოსთან მიედინება და მდიდრდება ბიჭი.
HHH
ბექაურს კახაბრიშვილმა კი არა ლევენ ნაჭყებიამ უმკურნალა და დააყენე ფეხზე. მერე ვითომ ბეჭის გადახვევა და ტეიპების დაკვრა კახაბრიშვილის და ტეიპების მწარმოებელი კომპანიის პიარია ნაწილია. სამწუხაროდ საქართველოში ადვილად იყიდება ესეთი პრიმიტიული "სთორები" და მართლა ვინც საქმეს აკეთებს ის ხალხი ჩრდილში რჩება. ამ კაცის "პროფესიონალიზმით" კიდევ ბევრს აღწევენ ქართველი სპორტსმენები.
tngh
იმათ, ვისაც ლაზარე ჰყავთ გმირად შერაცხული... ბ-ნი ზურაბის და ჩვენი სასახელო სპორტსმენების გმირობები არც იციან!!!

პროფესიონალი თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებს და ამაში შესაბამის გასამრჯელოს იღებს.როცა შეუძლებელის გაკეთებაა საჭირო,როცა შენ თავს ეუბნები,მე ამის გაკეთება არ მევალება,მაგრამ სხვა,ამას ვერავინ გააკეთებს და მე მაქვს შანსი,გავაკეთო.ამიტომ თავს ხათაბალაში ჰყოფ და ადამიანობის გამო,ამ შეუძლებელს მაინც აკეთებ,სწორედ ეგ არის გმირობა.ორიოდე კვირის წინ ვიდეო ვნახე,სადაც ძიუდოს ტურნირის დროს,შერაზადიშვილი მახრჩობელაზე დაიჭირეს,მსაჯი სადღაც იყურებოდა და არც მომსახურე ექიმები იყვნენ ყურადღებით,ნიკამ დანებების ნიშანი მისცა,მაგრამ მსაჯმა არ გააჩერა და ნიკოლოზ შერაზადიშვილ,გათიშულს კვლავ ჰგუდავდა მეტოქე,რადგან მსაჯი ბრძოლას არ აჩერებდა.ზურაბ კახაბრიშვილმა,რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, არ მუშაობდა და ტატამზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა,მიხვდა სიტუაციას და ავარდა ტატამზე.არც მსაჯი და არც ექიმები აზრზე არ იყვნენ ,რომ მკვლელობის თანამონაწილეები ხდებოდნენ და რომ არა კახაბრიშვილის თავზეხელაღებული საქციელი,შესაძლებელი იყო,ნიკა შერაზადიშვილისათვის საშინელი დასასრული მიგვეღო.შეუძლებელი შეძლო,ლაშა ბექაურის ოლიმპიადაზე გაყვანის დროსაც,რადგან მისი ოლიმპიადაზე გასვლა,შეუძლებელი იყო,მსოფლიო მედიცინის მაშინდელი დონის ფარგლებში.მან შეუძლებელი,შესაძლებელი გახადა და სწორედ ეს არის გმირობა.როცა საფრთხეში ხარ და არ გეშინია,ეგ კი არ არის გმირობა,როცა საფრთხეში ხარ,გეშინია,მაგრამ საჭიროა და მაინც საფრთხეში იგდებ თავს,რადგან ვიღაცამ უნდა გააკეთოს გასაკეთებელი და ფიქრობ:-ვინ,თუ არა შენ?ეს არის გმირობა.
იბერიელი
მადლობა ზურაბ ექიმს , საქართველოს საამაყო შვილს, ვამაყობთ თქვენით, გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ ოჯახს,
ბადრი
მხოლოდ საქართველოში შეიძლება კითხვა დაისვას, სადაა აქ გმირობა? ექიმის გმირობა სწორედ ესაა, როცა შენი ტრავმიანი პაციენტი ჩემპიონი ხდება, მაგრამ ამას სხვა შეგნება სჭირდება, თქვენ ექიმები მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა საგინებელია, როცა საგმირო საქმეს ჩაიდენს, მაშინ კითხვა უნდა დასვათ: სადაა აქ გმირობა? ესა ვართ, რაცა ვართ. გინდა გეწყინოთ და გინდა არა.
Ქართველი
Ქვეყანაში სადაც ლაზარე ყავთ გმირად შერაცხული, მგონი ბატონი ზურაბის ქმედებას გმირობა რომ დავარქვათ არ იქნება გასაკვირი
alexandre
თუ გახსოვთ, ბექაურმა რომ პირველი ოქრო აიღო ოლიმპიადაზე, ფინალის მერე აღმოჩნდა, რომ სერიოზული დაზიანება ქონდა და სამედიცინო შტაბმა ისე გადაუხვია, რომ ვერავინ ვერ შეამჩნია და ხელს არ უშლიდა ჭიდაობაში. კახაბრიშვილს მრავალ წარმატებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ნაკრებებთან ერთად.
BOSS
ზურა რომ უმაგრესი პროფესიონალია და ნაღდი ქართველი მაგას წყალიარ გაუვა,მაგრამ სადაა აქ გმირობა?
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
ისევ ოდიშარიას გარეშე - რფს "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა
ძაღლმა "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს სასქესო ორგანოზე უკბინა - შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
[VIDEO] მცველი ასე გააბითურა - მიქაუტაძემ "მალიორკას" ბრწყინვალე გოლი გაუტანა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
"ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია" - ლივერპულის ქომაგების ორაზროვანი კომენტარები მამარდაშვილის თამაშზე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ᓞᓠᓔᓛᓘᓔᓠ-ᓛᓘნᓘᓡᓢრᓛᓐ ᓗბᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓝᓚᓘᓛᓞᓘᓣᓠᓘ ᓤᓔᓡᓢᓘᓕᓐᓚᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓛᓨᓔᓜᓔᓑᓐᓠᓔ ᓝᓑᓘᓔᓥᓢᓔᓑᓘ ᓛᓝᓘᓜᓐᓮუᓚᓐ
სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს!
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართული დელეგაცია 41 კაცით იქნება წარმოდგენილი
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
ბექაურს თბილისის გრანდ-სლემზე ვიხილავთ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება - ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა!