როგორც იცით, უეფას კონფერენს ლიგის მეორე წრეში ოთხმა ქართულმა გუნდმა იასპარეზა და სამწუხაროდ, შეჯიბრს ოთხივე გამოეთიშა. ეს მატჩები, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან, როგორც უეფას მიერ შედგენილ რეიტინგში, ასევე თამაშის დონის მხრივ ქართულ გუნდები დიდი ხანია, რაც უკან მიდიან და ამ თამაშებში შესაძლო გამარჯვებები უკეთესობისკენ მცირედი ბიძგის მომცემად ჩანდა, მაგრამ სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. მოდით, ამ ძალზედ დასანანი შეხვედრის დეტალებს გადავხედოთ...

იბერია 1999 2-3 ლევადია (0-1, 2-2 დ.დ.) – არც „პროფესორობა“ გვშველის და არც ელეგანტურობა...

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ინიციატივა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო, შეტევების ორგანიზებას თავად ცდილობდა და ეს მეტნაკლებად სახიფათოდ გამოსდიოდათ. მეექვსე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ამირან ძაგანიამ კარის მიმართულებით არაორდინალურად, ქუსლით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ჩვენებმა მცირე მომენტების შექმნა ამის მერეც განაგრძეს. ბიჭებს ბრძოლისუნარიანობას არ ვუწუნებთ და აშკარად, წინა თამაშზე მეტად საქართველოს ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს ბურთი ახლა ეჭირათ, რაც, ალბათ, საშინაო კედლებისგან და ანგარიშისგან გამოწვეულ მოტივაციას შეგვიძლია დავაბრალოთ. ბურთის ამ დოზით დაჭერისას კი ლევან კორღალიძის შეგირდები შეტევისას კრეატივის გამოყენებას ცდილობდნენ, რაც ზოგჯერ ამართლებდა, ზოგჯერ კი უბრალოდ ან უდროო იყო, ან შესრულება არ ვარგოდა, ამის ნაცვლად კი ნახსენებ კომპონენტში ჩვენებს მეტი ცივსისხლიანობა მართებდათ და არა - ტემპის შენელება.

ტაიმის შუაწელის შემდეგ უფრო გავაქტიურდით: მასპინძელთა სასარგებლოდ პოტენციური პენალტის ეპიზოდიც იყო. 37-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა ბურთის ართმევის შემდეგ იური ტაბატაძეს ეფექტური, ჰაეროვანი პასი გაუკეთა, თუმცა „იბერიას“ 7-იანმა ვარდნაში ბურთის გატანა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, სამ წუთში სწორედ ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ გოშთელიანს გოლი თავური დარტყმით გააქვს.

გაგვიმართლა იმ ფაქტორში, რომ თავდაპირველად „ლევადიას“ კონტრშეტევები სახიფათო არ იყო და ვერც ჩვენს მიერ დაცვაში დაშვებულ შეცდომებს იყენებდნენ, ამის ფონზე კი საკუთარი შანსების გამოყენება უფრო მეტად გვმართებდა და პირველ ტაიმში ასეც გავაკეთეთ.

დანარჩენ წუთებში ჩვენი აქტიურობა გაგრძელდა, მაგრამ არა - პირველი 45-წუთისნაირი შედეგიანობა: მეორე ნახევრის დასაწყისში ლუკა სილაგაძემ კარგი რეიდი შემოგვთავაზა, მაგრამ მისი ოდნავ ძლიერი პასი თავისუფლად მყოფმა ამირან ძაგანიამ ვერ დაამუშავა. ცოტა ხანში სტუმრებმა შემოგვიტიეს და სამწუხაროდ, შეცვლაზე შემოსულმა კარლოს ტორესმა, „ლევადიას“ მწვრთნელის, კურო ტორესის შვილმა საჯარიმოს გარედან ანგარიში გაათანაბრა. გიორგი მაკარიძეს ამ ბურთის აღება შეეძლო და მცველებსაც, ალბათ, დარტყმის დაბლოკვა შეეძლოთ, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ სახიფათოდ, ორმაგი მონდომებითა და სიძლიერით უნდა შეგვეტია.

ასეც მოხდა და ჩვენებმა ბევრი ეპიზოდი შექმნეს: 55-ე წუთზე კოტ’დ-ივუარელი ახალწვეულის, არმელ ზოჰურისა და გიორგი ტაბატაძის გათამაშებას ზოჰურის ცუდი დარტყმა მოჰყვა; 61-ე წუთზე გოშთელიანმა კარში ახლოდან დაარტყა, მაგრამ მეტოქის მეკარემ, კარლ ანდრე ვალნერმა იყოჩაღა. აქედან მალევე ტაბატაძე რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა, მაგრამ დარტყმული მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 69-ე წუთზე ზოჰურიმ მხრით მაღალი პასი გააკეთა, ამ ქმედებას კი მსგავსი არაორდინალური დარტყმით უპასუხა იური ტაბატაძემ, მაგრამ ვალნერი ამასაც მარტივად გაუმკლავდა. დროდადრო ლევან კორღალიძე ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართავდა და შეტევაში მეტ ფეხბურთელს რთავდა.

74-ე წუთზე „იბერიას“ მოთამაშეები მათ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნას ელოდნენ, რა დროსაც კინაღამ გოლი გავუშვით, მაგრამ სამწუთიან მონაკვეთში ოთხი რეალური საგოლე ეპიზოდი შევქმენით და ვერცერთი გოლით ვერ დავამთავრეთ. ბოლო მომენტში ტაბატაძემ დაახლოებით ისე დაარტყა, როგორც 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სტივ მაკმანამანმა, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა...

83-ე წუთზე „იბერიას“ სამი მოთამაშე სწრაფად წავიდა წინ: იური ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგიდან შიგნით არც ისე ზუსტი პასი გააკეთა, მერე კი იოანე სიხარულიძისა და დანიელ ქვარცხავას გაუგებრობამ მომენტი კრახით დაასრულა. „ლევადიამ“ კონტრშეტევებიც გაამწვავა, მთლიანი თამაშის ტემპიც უკვე კარგა ხანს აჩქარებულიყო, თუმცა თავიც დავიცავით და 87-ე წუთზე დიდხნიანი წვალების შემდეგ ჩვენი გავიტანეთ: იური ტაბატაძემ სტანდარტულიდან ჩააწოდა, მცველებისა და მეკარის შეცდომის შემდეგ კი ნიდერლანდელმა მცველმა დერეკ აგიაკვამ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. 90+1 წუთზე ქვარცხავამ სწრაფი შეტევისა და სილაგაძის საჯარიმოში ჩაწოდების მერე მაკრატელა სცადა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა.

საბოლოოდ, თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელშიც ესტონელებმა ივარგეს და 109-ე წუთზე რობერტ კირსისგან დასანანი გოლი გავუშვით... ამ ეპიზოდის შემდეგ თითქოს გამოვფხიზლდით, მომენტები ძველებურად შევქმენით, მაგრამ არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

სამწუხაროა, რომ ამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო დავმარცხდით. თან ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ ევროსარბიელზე მოგებები ძალიან გვჭირდება და როცა ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის გარდამტეხი პერიოდი დგას. მოდით, ახლა თვალი საქართველოს სხვა კლუბების ასპარეზობებს გადავავლოთ.

დილა 4-5 რიგა (1-2, 3-3) - მარცხი უშეღავათო ბრძოლაში

„იბერია 1999“-ის წაგების შემდეგ კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი სწორედ გორელებს გაუჩნდათ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მათაც ვერ შეძლეს.

მასპინძლებმა „თენგიზ ბურჯანაძეზე“ პირველი მომენტი მერვე წუთზე შექმნეს, როდესაც შოთა შეყილაძემ ბრუნში დაარტყა, მისი დარტყმული კი კარს გადასცდა. "დილამ" შეტევების წარმოება განაგრძო, მე-15 წუთზე კი გათამაშებული კუთხურიდან ოთარ ფარულავას ჩაწოდებულ ბურთს ჟოაუ არაუჟომ თავი იდეალურად დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. საქართველოს სუპერთასის მოქმედი ჩემპიონები შეტევისას საკმარისად სწრაფები და ასე რომ ვთქვათ, პირდაპირები იყვნენ, რაც შედეგს ყოველთვის იღებს, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად ეს ცივსისხლიანობა გვაკლდებოდა...

გოლის გატანიდან მალევე კიდევ ერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ შოთა შეყილაძემ უხეიროდ დაარტყა. 21-ე წუთზე კვლავ ეს ფეხბურთელი ურტყამდა, ამჯერად ძლიერად, თუმცა მეკარემ ბურთი ხელებში დაიმორჩილა. 31-ე წუთზე დეო ბასინგას ოთარ ფარულავა მეტოქის საჯარიმოში ბურთს უბრუნებდა, მცირე გაუგებრობის შემდეგ კი კონგოელმა მაინც დაარტყა, ოღონდ "რიგას" მცველმა კარში სუსტად გაშვებული ბურთი დაბლოკა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ერთი ეპიზოდიც შევქმენით: თედო კიკაბიძის პასის შემდეგ სირილ ედუძი საჯარიმოში შემოვიდა, მისი დარტყმული დაიბლოკა, არეულობაში ბურთი ოთარ ფარულავას მიუვიდა და დაარტყა, ოღონდ, არაზუსტად...

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ორმოც წუთში "რიგა" რიგ კომპონენტებში უსახურად გამოიუყურებოდა, მაგრამ მათ მწვავე კონტრშეტევებზეც ორი სიტყვა უნდა დაიწეროს: 24-ე წუთზე გაშვებული გოლს ძლივს გადავურჩით, რადგან მეტოქის შემტევმა ბურთს ფეხი ვერ დაუხვედრა. ორმოცი წუთის მერე ჩვენებს დაცვაში მცირე ხარვეზები ჰქონდათ, საკუთარ ნახევარზეც არასაჭირო სიტუაციაში არაერთხელ დაჯარიმდნენ, ტაიმის კომპენსირებულ დროში კი ჯერ კინაღამ კუთხურიდან გოლი გავუშვით, შემდეგ კი ოთარ ფარულავას საჯარიმოში ბურთზე თამაში სურდა, მაგრამ იუხეშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რეჟინალდო რამირესმა კი გოლი გასახდელში გაგვიტანა...

მეორე ნახევარი უფრო მეტი უხეშობით, დაძაბულობით და ამავდროულად, სახიფათო ეპიზოდებითა თუ გოლებით გამოირჩა. 49-ე წუთზე ჯარიმა დავარტყით, მაგრამ მეკარე ზვიედრისმა ბურთი მოიგერია, აქედან სამ წუთში კი საჯარიმოს წინ ფარულავამ შეყილაძეს უპასა, იმან კი მარცხენა ფლანგიდან ბურთი ედუძის გადააწოდა. მისი ნასროლი ხარიხას მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ბედად შანსი დეო ბასინგას მიეცა, მანაც ერთი შეხებით ანგარიში 2-1 გახდა.

მეორე ბურთის გაშვების შემდეგ ლატვიური გუნდი ბევრად გააქტიურდა. 59-ე წუთზე მათ შემოგვიტიეს და გათამაშებათა შემდგომ აუგუსტომ კარში დაგვირტყა, თუმცა დავით კერესელიძემ იყოჩაღა. მიუხედავად ამისა, 65-ე წუთზე სტუმრების მხრიდან მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ დიეგო ლონგოს გაწვრთნილმა და ამ მომენტში შედარებით მოდუნებულმა მოთამაშეებმა გოლი მაინც გაუშვეს, ამ გოლის ავტორი კი ცენტრალური მცველი ბაბა მუსა გახლდათ.

საბედნიეროდ, 81-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევა განვავითარეთ და ტრავმირებული გრიგოლ ჩაბრაძის ნაცვლად შემოსულმა თედო კიკაბიძემ საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო გოლი ასევე სათადარიგოდან შემოსულმა განელმა ბლენკსონ ანოფმა თავით გაიტანა. "დილა" უკვე მესამედ გავიდა წინ, მაგრამ ეს ყველაფრის ძირითად დროში დასამთავრებლად საკმარისი არ იყო. გატანილი გოლიდან მალევე ძალზედ სახიფათო კონტრშეტევა ისევ კერესელიძის წყალობით მოვიგერიეთ.

ძირითადი დროის კომპენსირებული წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა 96-ე წუთზე სტანდარტულიდან ანტონის ცერნომორდისმა კერესელიძის კარის ბადე შეარხია. ლატვიელები ხარობდნენ, თან, დროს იყვანდნენ, რის გამოც მასპინძლებს ნერვები მოეშალათ, ამან კი, რა თქმა უნდა, ჩვენს წისქვილზე წყალი საერთოდ ვერ დაასხა. გორელებს შეტევისთვის ორი-სამი წუთი მაინც დარჩათ, მაგრამ გამარჯვება სტუმრებმა იზეიმეს...

სპაერი 0-7 აუსტრია (0-2, 0-5) - გოლებით დანაღმული კარი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულმა "სპაერმა" პირველ შეხვედრაში მისთვის მძლავრ ვენის "აუსტრიას" დიდი წინააღმდეგობა გაუწია - მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და უკანა ხაზმა არაერთხელ მოულოდნელად კარგი თამაში შემოგვთავაზა.

დღეს მატჩის დაწყებიდან 40 წუთი დაახლოებით ასე მიდიოდა, მაგრამ "აუსტრიამ" არც აცივა, არც აცხელა და პირველი ტაიმის ბოლო წუთებში 3 გოლი გაგვიტანა, ხოლო თამაშის ბოლოს ტაბლოზე 0-5 დაფიქსირდა. გერმანელმა მაურის მალონემ დუბლი შეასრულა, მისმა თანამემულე იოჰანეს ეგშტაინმა ერთი გოლი გაიტანა, თითო-თითო გოლი კი ხორვატმა ტიმ პლავოტიჩმა და ავსტრიელმა დომინიკ ფიცმა მიითვალეს.

"სპაერს" "აუსტრიას" წინააღმდეგ ბევრი არც მოეთხოვებოდა. ჯერ ეს ერთი, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდია და მეორეც, თასის მოგება სანახაობრივ ფინალში მოახერხეს, ეს კი ხშირად არ ხდება და თუ ეროვნული ლიგა 2-ის ამჟამინდელ მდგომარეობას ჩავხედავთ, "სპაერს" ყველაფერი წინ აქვს.

ტორპედო 0-5 ომონია (0-1, 0-4) - თავს ზემოთ ძალა არ არის...

ქუთაისური გუნდის მოთამაშეებმა ნიქოზიაში საოცარი ბრძოლისუნარიანობა აჩვენეს და მინიმალური სხვაობა შეინარჩუნეს. ახლა კი "ტორპედოს" წარმატების მისაღწევ გზაზე დამხმარედ მშობლიური ქომაგი და რამაზ შენგელიას სახელობის არენა გამოუჩნდა, რაც მეტ პასუხისმგებლობასა და დამატებით მოტივაციას ნიშნავდა.

პირველივე წუთებში გავაქტიურდით: წინა თამაშების გმირის, ოთო გოშაძის მაღალ პასი ვარლეიმ იდეალურად დაამუშავა, სწრაფი რეიდის შემდეგ კი სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა. მამუჩაშვილმა რამდენიმე წუთში ჯარიმიდან ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა, დამატებაზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა ივარგა, ოღონდ, მისი ძლიერი დარტყმა ფაბიანომ გაანეიტრალა. ამის მერე ჰენინგ ბერგის შეგირდები მოსალოდნელ უპირატესობას დაეუფლნენ, დირკ შუსტერის ბიჭებს კი გარჯა მეტწილად დაცვაში უწევდათ.

უნდა აღვნიშნო მატეო ითრაქის მიერ შესრულებული შავი სამუშაო და აგრეთვე, მისი მონდომება. მან 23-ე წუთზე კარისკენ ბურთი შორიდან გაუშვა, მაგრამ ააცილა. წყლის შესვენებამდე ერთი რამდენიმეფაზიანი შეტევაც ავაგეთ, სადაც "ტორპედოს" მოთამაშეების გონებრივი და ფიზიკური სისწრაფე, ფეთქებადობა და შეტევითი პოტენციალი ნათლად გამოჩნდა. სამწუხაროდ, ეს ვერ გამოვიყენეთ და ნახევარი საათის გასვლისთანავე ჩვენი ცენტრალური მცველების უყურადღებობის შედეგად შტეფან იოვეტიჩმა ჩვენი კარის აღება ქუთაისშიც მოახერხა.

გაშვებული გოლის მიუხედავად, აღვნიშნავ, რომ "ომონიას" წინააღმდეგ გუშინდელი თამაშის პირველ ტაიმში "ცალკარა" სულაც არ გვინახავს. მეტიც, "ტორპედომ" ბურთი რამდენიმე წუთით დაიჭირა და დროდადრო ჩაწოდებებსა და დარტყმებს, მეტწილად, არაზუსტს, მაგრამ გვთავაზობდა...

სამწუხაროდ, მეორე ნახევრის დასაწყისში "ომონიას" მოთამაშის გამჭოლი პასის შემდეგ კაბო-ვერდელმა ვილი სემედუმ ორი მატჩის ჯამში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა, ამან ქუთაისური გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა და ჩვენი იმედებიც ნელ-ნელა საბოლოოდ გადაიწურა... "ტორპედომ" მალე შეუტია, მაგრამ მასპინძლებმა ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენეს: იყო იონსენის თავური, ნორვეგიელის მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა, ბიძინაშვილის გასროლა, გამწვავებები, მაგრამ ამაოდ. 63-ე წუთზე შტეფან იოვეტიჩმა დუბლი შეგვისრულა, აქედან თხუთმეტ წუთში კი სემედუმაც ამის გაკეთება შეძლო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ნამდვილად დასანანია, რომ დაცვის ერთი შეხედვით მარტივი შეცდომების გამო დავისაჯეთ, როდესაც ბევრ შემთხვევაში უკანა ხაზმა მართლაც ივარგა. ერთი დადებითი კიდევ ის შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის "ტორპედოს" პროექტი პროგრესს განიცდის და სამომავლოდ, არაა გამორიცხული, რომ მათი სახით ბევრად ძლიერი გუნდი ვიხილოთ.

ახლა კი თვალი სამწუხარო რეალობას უნდა გავუსწოროთ: 2027/2028 წლების სეზონისთვის იმის დიდი შანსი არსებობს, რომ საქართველოს ევროტურნირებზე ოთხის ნაცვლად, მხოლოდ სამი გუნდის გამოყვანის უფლება მიეცეს, რაც ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას კიდევ უფრო შეაფერხებს. მეორე მხრივ, ამ სიტუაციის რეალობაში მოყვანის შემთხვევაში, ქართულ კლუბებს უკან დასახევი გზა ჩაეხერგებათ, ოღონდ, "ძლევაი საკვირველის" მოხდენის შანსი, ალბათ, არ გაიზრდება. თუ რაშია პრობლემა და რატომაა ქართული საკლუბო ფეხბურთი ამ დღეში, ამაზე არაერთი ბევრად კომპეტენტური და ხსენებულ სფეროში ჩახედული ადამიანი საუბრობს. მეტიც, ეს ცალკე სტატიის თემაა, თუმცა საბოლოო ხელის ჩაქნევა კარგს არაფერს მოგვიტანს. მესმის, გულშემატკივრისთვის ამდენი იმედგაცრუებისა და უსახური გამოსვლების მიღება რთულია და არც უნდა მივიღოთ, მაგრამ ცხელ გულზე ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისადმი "გასროლილი" ლანძღვა-გინება კარგს მაინც არაფერს მოგვიტანს. ასე რომ, ისევ ჩვენთვის და ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი, თუ გულშემატკივრობას გავაგრძელებთ და ხელს არ ჩავიქნევთ!

ბეგი
გულის ამრევია ეს ყველაფერი! უხამსობა არაა მათი გამოსვლა ყოველ წელს და შეურაწყოფა? ჩვენს მიმართ?
გიგო
რატომ არ ათამაშებენ და ექიმი არ უშვებს ფსიქიატრიულიდან.
ოცნება
ახდა ქართველი ხალხის ოცნება,კიპრიოტებს და ესტონელებს ვერ ვუგებთ,სსრკ ს დროს ესტონეთის გუნდი მეორე ლიგის ზონაში თამაშობდა , ტალინის სპორტი, ფედერაციის ამხანაგებო საქმეს მიხედეთ,დროა თქვენი პაზორიც და სირცხვილი არის ეს, სასწრაფოდ დაგეგმეთ რეფორმების გატარება,ან დატოვეთ თანამდებობები, ავირჩევთ სხვებს , ტალანტებით საქართველო მდიდარია, დიდება უფალს,
გიორგი
ფეხბურთის განვითარების 500 მლნ.-იან პროგრამას რა ბედია, აითვისეს უკვე? ცოტაა, მინიმუმ 1 მლრდ-იანი უნდა იყოს, და მერე იქნება პროგრესი, 3:0-ზე მეტს აღარ წააგებენ
misha
მერე იტყვიან რატომ არ ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთსო.არაფრის მაქნისები არა ვართ არც ფეხბურთში ვერც კალათბურთით დავიკვეხნით დიდად თავს.ერთი რეგბი და ჭიდაობა და ეხლა ფარიკაობაში სანდრო გვასახელა.ფეხბურთი არა კვახი საერთოდ აღარ ახსენოს ვინმემ.

ალექსანდრე,რა ზღაპრებს(ტყუილებს) უყვები ახალ თაობას?ამათ ტყუილში აკლიათ ცხოვრება?!
მდააა...
............ ლაპარაკიც არ მინდა ამათზე. ამათმა უნდა მამკლან ბოლოს მე ვიცი....
riki
ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ შეწყდეს ყველა სახის გუნდების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და ოფიციალურად გახდეს ჩემპიონატი სამოყვარულო, ასე ჩვენც არ გვექნება არაფრის პრეტენზია და ტყუილად აღარ ვინერვიულებთ. არ შეიძლება გაგრძელდეს ეს მაზოხიზმი ჩვენ ფული ვიხადოთ იმაში რომ მერე ვიღაცა მუქთახორებმა ასე გაგვანაწყენონ.
ანაგელი
ეს იცი რას გავს? წითელ მოედანზე ტიპი პროკლამაციებს ყრიდა და პოლიციამ დაიჭირა. ეკითხებიან ტიპს ეს ცარიელი ფურცლები რა არისო? ასოები სად არიო. ტიპი პასუხობს ასოები რაში გჭირდებათ, ისედაც ყველაფერი იასნიაო!
ვაჟა
რავიხილეთ და ბუს კვერცხები, ასევე თერთმეტი მიცვალებული როგორ აკვდება ბურთს, რა ვიხილეთ და სვარკა, ისევ ბლა ბლა ბლა და ჩასვრა და ჩაჯმა, აი რაც იხილეთ ჩემო ბატონები, ეროვნული რიგა არის პრახადნოი
ტორონტო
რა არის ამ კომენტარში არამართალი დისლაიქები რომ დაუწერეთ? 30აგვისტო არ მოგეწონათ თუ აფრიკის ფეხბურთელების შემოდინება, ისიც დაბალი დონის. თუმცა ჩემთვის გასაგებია თუ რომელი კატეგორიის ხალხმა დაუწერა დისლაიქები. აგერაა მოსკოვი უვიზოდ 6რეისი დაფრინავს ყოველდღე. გზა დამილოცნია.
ქომაგი -1
ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს.ფედერაციამ და მუნიციპალიტეტებმა დააფინანსონ, მათ შორის მწვრთნელთა ხელფასები.ფედერაციამ იზრუნოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.ყველა მუნიციპალურ ცენტრში რომლის მოსახლეობა 5 ათასს აჭარბებს ერთი ან ორი სრულფასოვანი მაღალი ხარისხის ხელოვნურ საფარიანი მოედანი თავისი ინფრასტრუქტურით. 8 გუნდიანი ეროვნული ჩემპიონატი.გუნდებს სამზე მეტი უცხოელის მოედანზე გამოყვანა უნდა აეკრძალოთ.კლუბების კომერციალიზაცია და მინიმალური გადასახადები.ბიზნესი რომელიც ფეხბურთში ან კლუბში ფულს ჩადებს საგადასახადო შეღავათები. რავი კიდე რამის მოფიქრება შეიძლება, არა და გადავხნათ სტადიონები.
Picture_era
შენ უნდა დაგაყენოთ კობიაშვილის მაგივრად! მართლა, მართლა... ჭინჭრაქა კი არა ჭინჭარა ყოფილხარ
ჭინჭრაქა
გორის "ბონიემი" თამაშის დაწყების წინ "ჰაკას" რომ არ ასრულებს, მაგიტომაც ვერ თამაშობენ ჯიგრით. შეასწავლეთ "ჰაკას" შესრულება, მოიწვიეთ მასწავლებლად რომელიმე აფრიკული ქვეყნის ტომის ბელადი და ნახავთ თუ ჯგუფურში არ მოხვდნენ. საყურებლადაც მაგარი საკაიფო იქნება ენაგადმოგდებული შავების ყურება, გაერთობა მაინც ხალხი. ))))))
ფეხბურთის ფედერაციას
გთხოვთ გამოაქვეყნოთ ღონისძიებები დაგეგმილი ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, თუ არა და დაიგეგმოს რიგგარეშე სხდომა და დაინიშნოს არჩევნები კონკურენციის პირობებში, ყველა კანდიდატმა წარადგინოს ხუთ წლიანი პროგრამა, მადლობა,
ამატაკი-ს
ხუმრობ ალბათ ან უკეთეს შემთხვევაში ძალიან მიამიტი ხარ. ))) ხალხი იხოცება, დიდი თუ პატარა და სად ნახე რომ ვინმემ პასუხისმგებლობა აიღო რამეზე? და შენ გინდა რომ რაღაც წაგებების გამო ან რეიტინგში დაქვეითებისათვის ვინმემ ინამუსოს და გადადგეს? ამას ჩემო ბატონო მხოლოდ სინდის-ნამუსიანი კაცი აკეთებს, თანაც სამშობლოს მოყვარული.

Who cares
ჟორა
არაა ჩვენი ფეხბურთი გათვლილი საკლუბო გუნდების ევროტურნირებზე წარმატებით თამაშისათვის. მაშინ, როცა ასე თუ ისე წარმატებულ ფეხბურთელს გუნდში ვერ ინარჩუნებ და ყველა საზღვარგარეთ თამაშს არჩევს, რა წარმატებული გუნდის აშენება შეიძლება? რას აშენებს ეს ქუთაისი ასეთს, რომ არ დაადგა საშველი და წლიდან-წლამდე სულ უკან მიდის? ამიტომ დავწყნარდეთ და ვიმუშაოთ ტალანტების აღმოჩენა-გაზრდაზე, რომლებიც შემდეგ ევროპაში დაოსტატდებიან და ნაკრებს შეეწევიან. ადრეც ვწერდი და კიდევ შეგახსენებთ: დღეს მსოფლიო ფეხბურთი დიდი ფულების თამაშია და არა დიდი ფეხბურთელების, ამიტომ თუ ფული არ გაქვს პრეტენზიაც ნუ გექნება. არაა სწორი ფეხბურთში თეთრებს დებდე და დოლარებისას ითხოვდე.
გიორგი
'სამწუხარო' როა ეს ისედაც ვიცოდი და სხვა ვერაფერი გავიგე ამ სტატიიდან. 52-ე ადგილზე ვართ და ზემოთ ვერანაირად ავალთ (ორ კონკურენტ ქვეყანას 1-1 გუნდი დარჩათ) ეს კი გარანტირებული 3 გუნდია. რა კომენტარი უნდა გავაკეთო სიტუაციაზე, მაგრამ ერთი რამე გამახსენდა. კობიაშვილს მახსოვს შანსი ჰქონდა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ თუ არ ვცდები, 'შაკლეში' გაეგრძელებინა საქმიანი მოღვაწეობა, რაც შემთხვევითი არ იქნებოდა. დაინახეს რო კეთისინდისიერი ფეხბურთელი იყო და თანამშრომლობა შესთვაზეს. წამოვიდა აქეთ. კეთილსინდისიერი მენეჯერი ქართული ფეხბურთის ამ შედეგის გამო, რომელიც დღეს არ დაწყებულა, გადადგებოდა. იმის თქმა მინდა რომ გერმანიაში რო დარჩენილიყო კობი კი იქნებოდა კეთისინდისიერი მენეჯერი შალკეში, მაგრამ აქ სხვა წესებია და ისაც ჩაეფლო ზუსტად ისე როგორც ჩაეფლო. სამწუხარო რეალობაა და თვალის გასწორება ცოტას სურს და შეუძლია. სადღგერძელოები ურჩევნიათ და ეგ არ გამოასწორებს სიტუაციას.
ზურა
რატომ არ ათამაშებთ ყიფიანს,მესხს, მეტრეველს, ბარქაიას,კოტრიკაძეს?
იხვი
სპაერთან არავითარი პრეტენზიები, ნახევრად სამოყვარულო გუნდს რა უნდა მოთხოვო. ტორპედოს მხოლოდ ანგარიშის გამო შეიძლება დაკნინო, წაგება კი მოსალოდნელი იყო. აი დილამ და განსაკუთრებით იბერიამ კი დიდი სირცხვილი გვაჭამეს. სჯობია რამე დავაშავოთ რომ რამდენიმე წლით მოხსნან ჩვენი კლუბები ევროთასებიდან. მხოლოდ ასე შეიძლება სირცხვილს გადავურჩეთ.
ამატაკი
უპირველესი რაც უკვე გასაკეთებელია ფედერაციის მთელი ხელმძღვანელობის გადადგომაა.ეხლა დაიწყება აბა სხვა ვინ უნდა მოვიდეს და ა. შ. ერთჯერ და სამუდამოდ ხომ უნდა დავიდეს ჩვენამდეც, რომ რაგინდ საქმეში კატასტროფულ შედეგზე ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. რა არის ამაში გაურკვეველი? უნდა ჩატარდეს თავისუფალი (ხაზს ვუსვამ) არჩევნები კონკურენტულ გარემოში და მოვიდეს ახალი გუნდი თავისი იდეებით. თვით ხელმძღვანელობის ცვლილება ცხადია არაა პანაცეა, მაგრამ უშედეგო საქმის გამოსწორება სხვაგვარად არ ხდება.ცვლილებაში ხომ არ უნდა ვეძებდეთ საფრთხობელას.ყოველ ჯერზე ნუ ვიგონებთ თავიდან ველოსიპედს. იტყვიან აუცილებლად , რომ აუარება კეთილი საქმე გააკეთა არსებულმა გუნდმა და ჩამოგვითვლიან გრძელ სიას. კარგი ბატონო, ვნახეთ და გავიგეთ, მაგრამ თვით საქმიანობის შედეგი ითხოვს აუცილებელ განახლებას. ვინც რა გააკეთა, უანგაროდ არ უმოღვაწიათ. ყველამ შესაბამისი ჯამაგირიც მიიღო ამ გაძვალტყავებული ბიუჯეტიდან (ასე ითქმის მანამ , სანამდე პენსია იმდენია რამდენიც არის). მადლობა ყველას მუხლჩაუხრელი გარჯისათვის, ორდენები და წარმატებები სხვა სარბიელზე.
alexandre
ჰო, ეს არ ვიცოდი. მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ ადრე შემოდგომამდე ვერ მივდიოდით, ეხლა აგვისტომდე. ეეეეჰ, გასკდა გული...
დათო
ჩვენი ყველა გულშემატკივარის მოთხოვნა უნდა იყოს ერთი რომ სახელმწიფომ შეწყვიტოს კლუბების დაფინანსება! დაფიმანსება რომელიც წესით კლუბების განვითარებისთვისაა განკუთვნილი.რომელ განვითარებაზეა ლაპარაკი?ან კიდევ სა არის კონტროლი რატომ არავინ კითხულობს რაში იხარჯება ამხელა თანხები.თუ ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებას ცდილობთ გეტყვით რომ ზიზღის ტოლფასია საქართველოს ჩემპიონატი.სხვა გუნდენს რო თავი დავანებოთ დინამოს აღარ ყავს გილშემატკივარი! ეს საკმარისი არ არის,დალოცვილებო საერთოდ აკრძალეთ ლეგიონერები განა 4 და 5 ნოლებს აქაურები არ წააგწბენ? დააწესეთ სახელფასო ზღვარი ყოვლად დაუშვებელია მე3 და მე 4 ლიგებში 2000 ლარები იყოს ხელფასები კრისტალბეთში ))) კი მიაწერეთ ერთი ნული. ამ დაქცეულ ქვეყანაში არ შეიძლება ამხელა ხელფასები არა! წესით ხალხის ჰასახარელად გეხბურთელი რომელსაც გარანტირებულად მაღალი შემოსავალი აქვთ უბრალოდ ვალდებულები არიან მცირედი სიხარული მოანიჭონ გულშემატკივარს რადგანაც არ აკეთებემ და არ ჭირდებათ ადგნენ და ჩაატარონ თავიანთი გუნდებით თავიანთი ჩემპიონატი უნდათ თავიანთი ოჯახის წერებისთვის და უნდათ სარეზერვო გუნდებისთვის. რაც მთავარია ჩვენი ფულის გარეშე თუნდაც 1ლრ იყოს ფული და ხელფასები ტორპედოს ნამდვილად არ აკლია რომ ითხოვთ მეტ სპონსორებს არ ყოფილა მთავარი პრობლემა თურმე.ვისაც კედე ომონია მაგარი გუნდი გგონიათ მაშინ საშველიც აღარ არსებობს მოშორდით გეხბურთს
solo
ოთხიდან ოთხივე გავარდა - მეტი აღარც უნდა დაგეწერათ, სათაური საკმარისია
დავით 67
საფეხბურთო აგენტებს მივმართავ. 30 აგვისტომდე, როგორმე მოუნახეთ გუნდები ევროპაში ოდნავ პერსპექტიულ ახალგაზრდებს,თუნდაც ევროპული ქვეყნის ნებისმიერ ჭკლასის ლიგაში, მერე შეიძლება გვიანი იყვეს, ვიზები ვეღარ აიღოთ, არადა ნაკრებს რეზერვი სჭირდება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი,დაუთმეს აფრიკელ დაბალი დონის ფეხბურთელებს, როგორც ბათუმი თურქეთს და რუსებს. სიტყვა ეროვნული მაინც ამოიღეთ.
არ დამიჯერა კორღალიძემ...
არ დამიჯერა კორღალიძემ და აი შედეგიც. ვეუბნებოდი, დააყენე შეტევაში ჯოდასენი და ჩაპაევი მეთქი, ცენტრი თენგოს ჩააბარე და უეჭველი მოიგებდნენ. დარჩა ეხლა უმუშევარი ამხელა ბუმბერაზი მწვრთნელი. ვაი შენ ჩემო თავო, აღარა მყავს ჩემი ჭრელა, წაიყვანეს...)))
ნეტაი თქვენა რაააა.....
კაცო, ვერ გამიგია რატომ ნერვიულოთ ასე? ამ ოთხ გუნდში სულ 10 ქართველი ფეხბურთელიც არ მოგროვდება ჯამში, რომლებმაც ძირითადში ითამაშეს. ჰოდა რა აზრი რომელი აფრიკელი თუ სალვადორელი მოთამაშეების გუნდმა წააგო? ერთს მგონი კაპიტანიც კი უცხოტომელი ჰყავს. რით ვერ ხვდებით, რომ ეს გუნდები დიდი ხანია უკვე აღარ არიან ქართულები? სახელებიღა აქვთ შემორჩენილი. რა უნდა ქართულ გუნდში უცხოელს საერთოდ, თანაც მეორეხარისხოვანს? ერთი ფერადკანიანი ნატურალიზებული რომ დავინახო ნაკრებში, იქვე შევწყვეტ გულშემატკივრობას. არ მაინტერესებს რა ხდება გერმანიაში, სომხეთში თუ საფრანგეთში. არც პსჟ მინდა მაგალითად და არც ჩელსი, ყველამ მიხედოს თავის თავს. მე მაინტერესებს მხოლოდ ჩემი, ეროვნული, ადგილობრივი და არა ვიღაც ჩამოყვანილი, რომელიც საქართველოს რუკაზეც ვერ გაჩვენებთ. ეხლა გინდა ჰომოფობი დამიძახეთ, გინდა ფაშისტი და შოვინისტი. სანამ დამოუკიდებელი და ეროვნული ხალხი არ მოვა ფედერაციაში, მანამდე ჩემპიონატს არაფერი ეშველება. ჯგუფებშიც რომ გასულიყვნენ ეს უბადრუკები, წარმოგიდგენიათ იქ რა ნერვების გლეჯა გელოდებოდათ? ორნიშნა ანგარიშებით წააგებდნენ ყველა თამაშს. ჰოდა, მადლობა უფალს, რომ ყველაფერი მალე დამთავრდა. ვუსურვოთ ფეხბურთელებს კარგი დროის გატარება, ბევრი დარმავოი ფული გაუბედურებული ხალხის ჯიბეებიდან, განსაკუთრებით ჩამოსულებს, მაგათ უფრო მეტი მადა ექნებათ. ))) თევზი თავიდან ყროლდება, ეს არასდროს დაგვავიწყდეს.....
გელა
რა ვიხილეთ და რასაც ველოდით.გულის სიღრმეში მეც და ბევრ ქართველს მაინც ეგონა,რო კიდე ერთი ნაბიჯით წინ წავიდოდით,მაგრამ....
სირბილის სწავლების ცენტრი
ფეხბურთელის მიერ შესრულებული ყოველი მოძრაობა, მისი მწვრთნელების კულტურაზე მიუთითებს!
ID
სანამ სახელმწიფო არ შექმნის პირობას, რომ ბიზნესს კომერციული ინტერესი გაუჩნდეს ფეხბურთში (და არა მარტო გულზე მჯიღის დასარტყამად და პატრიოტული PR განცხადებების საკეთებლად), შესაბამისად არ შეწყვეტს ბიუჯეტიდან ფულის ტენვას ფედერაცია(ებ)ში (რომელიც არასდროს საკმარისი არ იქნება და კორუფციის და ნეპორიზმის წყარო იქნება მუდამ) და ამით ტრაბახს, სანამ ქართველი გულშემატკივრების (და არა მარტო) უმეტესობა არ მიხვდება იმას რომ სახელმწიფოს სპორტი საკუთარი კორუფციული სიბნელეების გასაპრავებლად ჭირდება - არაფერი საშველი არ იქნება. თევზი ყოველთვის თავიდან ყროლდება - და ეს თავი თუ უწიგნური და პარტიული კომპრომისებით დანიშნულია (მარტო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ეხება). მაშინ უფრო მძაფრ სუნს უშვებს და ამ დღეშია ახლა ქვეყანა, ქალაქი, სოფელი და ამიტომ ფეხბურთიც...
alexandre
64 წელს, ჩემპიონები რომ გავხდით, იყო შანსი ჩემპიონთა თასზე გვეთამაშა. მანამდე საბჭოთა გუნდები საერთოდ არ მონაწილებდნენ ევროთასებზე. 65 წლიდან წარადგინეს მხოლოდ თასების თასზე კიევის დინამო. ორი წრე გაიარეს, მესამედში სელტიქს შეხვდნენ, იქ წააგეს 0-3, საპასუხო მატჩი თბილისში იყო. ასეთი ქომაგობა იშვიათად ყოფილა სტადიონზე. სულ ვიძახოდით, მაშინდელი დინამო ჩვენი სასწაული იყო: მსოფლიოში ორი საუკეთესო შემტევი ფრთა, ყველაზე ტექნიკური ნახევარმცველი ჟორა სიჭინავა (თვით პელემ რომ აჩუქა ძეკვი ჯვრით, იმდენად მოიხიბლა მისით 1965 წელს), უჭკვიანესი შოთა, სიომა, უმაგრესი ხურცილავა (65 წლიდან სულ ძირითადში რომ იყო), თავდადებული ზეინკლიშვილი ცხოვრებოვი და ბორია სიჭინავა. ილო, ვახტანგ რეხვიაშვილი... და სულ ვიძახოდით: "გაგვიშვით ევროპაში!" მართალია ათი წელი დაგვჭირდა ევროთასის ასაღებად, თაობებიც გამოიცვალა, მაგრამ...! და დღესაც მახსოვს, როგორ ვოცნებობდით "გაგვიშვით ევროპაში". და მგონი ეხლა დროა დავიწყოთ ხვეწნა-მუდარა, "არ გაგვიშვათ ევროპაში". ეეეჰ, ჩვენი კლუიბების ფეხბურთი.......
ბოროტი ბეჰემოტი
ხომ გეუბნებოდით, გაფრინდებიან-თქო, მააშ! აბა, ახლა პირი გააღეთ და სთქვით "აააა", სთქვით "აააა"
სტალინი
ევროთასებს ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ევროპული ფედერაციის კლუბები გამოეთიშა: უელსის სამოყვარულო და საქართველო. დანარჩენი ყველა მაჩანჩალა ერთი კლუბით მაინც აგრძელებს თამაშს
მ.ფ.
ტორპედო,დილა,სპაერი,იბერია,დინამო,ბათუმის დინამო ეს გუნდები უნდა კონკურირებდნენ ერთმანეთთან.მეორე ეშელონის გუნდებიდან კოლხეთი,სამგურალი,სამტრედია,თელავი,შუქურა,ლოკომოტივი და სხვა დანარჩენები.აი ის ძირითადი"ჩონჩხი"რაზეც უნდა აშენდეს ქართული საკლუბო ფეხბურთი!
მენტალიტეტის პრობლემა
გეუბნებით რა შენი მანქანას რომ იყიდიან და დახეულ ჯინსებს ჩაიცვამენ ეგ გონიათ მსოფლიო ჩემპიონობა....ჯიბის ფულისთვის თამაშობენ ხალხი რომ უყურებს არაფერი...მერე ზოგს მენისკი აქ თორემ მარადონა იქნებოდა!
გია
ამის მერე იმას განიცდიან მომავალ წელს ოთხი ქართული კლუბის ნაცვლად სამი კლუბით იქნება საქართველო წარმოდგენილი. მე თუ მკითხავთ არცერთი კლუბი არა რის ღირსი გამოვიდეს ტურნირზე.
ფეხბურთი
პრობლემა მდინარის სათავეში უნდა ვეძებოთ. საფეხბურთო ქვეყანაში, სადაც თავპირის გლეჯვა უნდა იყოს კანდიდატების, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხდება ადამიანი, რომელსაც კონკურენტი არ ყოლია. სრული ნოუსენსია. სიმართლიდან იწყება ყველაფერი, მხოლოდ სიმართლიდან.
გიორგი
yvelafers rafer eguebit ?!
jorj
გულშემატკივრებს მადლობა რომ ღელავთ და წუხილს გამოთქვამთ საკლუბო ფეხბურთის მიმართ.სანამ სახემწიფო იყენებს სპორცმენებს თავის პიარისთვის რომ ბიუჯეტიდან აფინანსებს შედეგები არ იქნება სამწუხაროდ. თვითეული გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტის რომ მოთხოვს სახემწიფოს რატომ იხარჯება ბიუჯეტის ფული როცა შედეგები არ არის საკლუბო ფეხბურთში მაშინ შეიძლება რაღაცა შეიცვალოს.
სიმართლეს გაუმარჯოს
რავიხილეთ და კრისტალბეთმა და კიდე ვიღაც ჩინოვნიკები გამდოდრდენ ხალხის ხარჯზე..
გგ
არ წამიკითხავს სტატია, პირდაპირ კომენტარს ვწერ: რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან და - არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. თუ რამე სხვა წერია, ან რამე სხვა ვიხილეთ, - შემისწორეთ.
TT
სტატიის ბოლოში რომ წერთ მთავარი თემა თუ რის გამოც ვართ ამ დღეში , ახლა ცხელ გულზე ამის თქმა არ შეიძლებაო-აი ზუსტად ეგ უნდა იყოს ამ სტატიის მთავარი სათქმელი თორემ მთელი სტატია არის ,, ტრეში”. აგერ უკვე 30 წელია არავინ არ ამბობს მაგ სათქმელს ,,ქართულ ჯიგრულ პონტში” ერთი ქეცბაიამ ამოიღო რაღაცეებზე ხმა და საწყალი გადაასახლეს. ყველა ყველას ძმაკაც- ბიძაშვილია ამ საწყალ ქართულ ფეხბურთში.
L.J.
"Qutaisis proeqti progress ganicdis"avtoro ver dagetanxmebi :(

კარგი სტატიაა,მაგრამ რა ხეირი?სტატიის ბოლოში ცალკე სტატიის თემააო,რომ წერთ,აი სწორედ ის სტატია უნდა დაწეროთ და რაც შეიძლება მალე.
ქობულეთიდან
არაფერი სიახლე და არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.მივეჩვიეთ ამ ყველაფერს, აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ..იცით ყველაზე ცუდი რა არის? საშველი რომ არსაიდან ჩანს! ერთ ერთი ფაქტორი ჩემის აზრით არის ჩემპიონატის ჩატარების სისტემა, რა მოგვცა უკეთესი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლამ მეტყვის ვინმე? პირიქით, უარესი მივიღეთ.გუნდი რომელიც ნოემბერში გახდა ჩემპიონი, ან გავიდა საპრიზო ადგილზე,ივნისისთვის ის გუნდი მთლიანად გადახალისდა და ახალი გუნდი ჩამოყალიბდა, რას უნდა ველოდოთ მისგან? დავუბრუნდეთ ძველ, კლასიკურ სისტემას, რომელსაც მთელი ევროპა მიჰყვება და მაისის ბოლოს რომ გუნდი საპრიზო ადგილს დაიკავებს, ივნისის ბოლოსთვის ასე თუ ისე ტონუსში იქნება, შემადგენლობასაც შეინარჩუნებს და შედარებით უკეთესადაც გამოვა ევროპაზე.
q
ვიხილეთ ერთი რამ ქვეყანა არის ქაქში და უბედურება ისაა საზოგადოება რო ვერ ხვდება ამას და სწორ ანალიზს ვერ აკეთებს. ქვყეანაში არის ტოტალური მორალური და ზნეობრივი დეგრადაცია. როდესაც სახლი წივება - ქვეყანა და მისის მოსახლეობა ცდილობს მასზე ხელის მოთბობას. ეს არის კოტასტროფა. პირველ რიგში თავად საზოგადოებაა ამორალურობის პიკზე. ერი რომელიც იმ დონეზე მივა არჩევნებზე საკუთარ ხმას 50 ლარზე ყიდის. არ აქვს მნიშვნელობა ვიგენ იღებს ოპოზიცია თუ პოზიცია. ეს არის სრული კრახი მორალის. ზუსტად ამას ნიშნავს - ხედავენ როგორ იწვის ქვეყანა და ხელს ითბობენ ეს 50 ლარი მაინც შემრჩესო. აი ეს დეგრადაციაა გამოსახული ქართულ ფეხბურთში როდესაც 4-0 აგებ და კარში არ დაგრიტყამს, არათუ კარში, სირბილიც გეზარება ხო უნდა მიხვდეტ რო ამ მოთამაშეების მიზანი მხოლოდ ფულია. და ამ ფულის შოვნა საკუთარი გუნდის მარცხით.
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
[VIDEO] "სპაერი" ვენაში "აუსტრიასთან" 0:2 დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა