კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე შეხვედრაში იმ გუნდმა მოიგო, რომელიც კაცნაკლული თამაშობდა. თელავმა დაამარცხა იბერია 1999, რომელსაც ზედიზედ 30 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. და წყალტუბოს სამგურალმა სძლია ფოთის კოლხეთი 1913-ს.

იბერია 1999 2:3 თელავი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. თელავმა მოახერხა ამის გაკეთება, იბერიელებს თბილისში 3:2 მოუგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა.

ისიც დავწეროთ, რომ გია გეგუჩაძე დაუბრუნდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას. მან იბერია 1999-ის მწვრთნელის პოტზე შეცვალა ლევან კორღალიძე, რომელის ხელშიც გუნდი შარშან ჩემპიონი გახდა და წლეულსაც წაუგებლად ლიდერობდა, მაგრამ გუნდი ევროტურნირებზე გამოვიდა წარუმატებლად.

დავუბრუნდეთ დღევანდელ თამაშს. სწრაფი გოლი გავიდა: გიორგი ტაბატაძის ჩაწოდებულს მოჰყვა განელი დერეკ აგიაკვას თავური და იბერია 1999 დაწინაურდა.

32-ე წუთზე თელავის მდგომარეობა თითქოს დამძიმდა, რადგან ტატო ჟივიძემ მეორე გაფრთხილება მიიღო და გააძევეს. თუმცა მალევე, თელაველთა მარცხენაფლანგელმა ფირუზ გაბიტაშვილმა ახლოდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ორი გოლი ვნახეთ. ისევ მასპინძლები გავიდნენ წინ, როცა გურამ გოშთელიანის პასის მერე ნიკოლოზ დადიანმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი... ეს დადიანის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მერე კი თელავიდან გაათანაბრა ჯადული იობაშვილმა: მან ანდრია დევდარიანის პასით ახლოდან გაიტანა.

მეორე ტაიმში კი თელავმა სულაც მოიგო. 85-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა ცაციით ძლიერად დაარტყა და გიორგი მაკარიძემ რეაგირება ვერ მოახდინა - 2:3.

ასე მოიგო თელავმა ათი კაცით. სამივე გოლი მაშინ გაიტანა, როცა კაცნაკლული თამაშობდა.

სამგურალი 2:0 კოლხეთი 1913

როგორც თბილისურ მატჩში, ასევე წყალტუბოშიც მოიგო გუნდმა, რომელიც 10 კაცით თამაშობდა. წყალტუბოს სამგურალს უკვე მე-5 წუთზე გაუძევეს ჯეფერსონ ჯერალდო. უხეშობა და პირდაპირ წითელი... არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა VAR-ზე გადამწომების მერე შეცვალა ყვითელი წითლით.

სამგურალმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა ანგარიში, კერძოდ, კუთხურს მოჰყვა ბრაზილიელი ველისოლის ერთი შეხებით დარტყმა და გოლი. ასე არნიშნა ველისოლმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს კი ისევ სამგურალმა გაიტანა. ვინისიუსმა მოიპოვა პენალტი და გიორგი ფანცულაიამ გამოიყენა - 2:0.

erovnuliliga.ge

თომა
ეროვნულ ჩემპიონატს ტოტალიზატორის სახელი ქვია. ნეტა სხვაგან, სადმე, რომელიმე ქვეყანაში მსგავსი რამ გაგიგიათ? ყველაფერი უცნაური აქ როგორ უნდა მოხდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და გადავიდეთ შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე, ფაქტია რომ გაზაფხული-შემოდგომაზე გადასვლამ არ გაამართლა და ყოველ წელს უკან-უკან მივდივართ.
მერაბი ჩხოროწყუ
ჩიხურამ გამოაგდო ჯერ ბეითარი,მერე ბურსასპორი, მახსოვს ზესტაფონის თამაში ბრიუგესთან იღბლის ამბავი თორემ ზესტაფონი გავიდოდა,ახლა რა მოხდა ნაკლები ფული იდება ფეხბურთში თუ, რატომ ხდება უკუსვლა, ერთი რაც უნდა გაკეთდეს უეჭველად, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, საჭიროა კარგი მენეჯმენტი, დაწერეთ თქვენი აზრი, მადლობა,
ხო
ამათზე სტატიას როგორ წერთ… დროს რაში კარგავთ
ცოტა-გიგო.
მაგარს ყომარობენ დრო აქვთ ვერავინ ვერაფერს იტყვის გუნდს კრიზისი აქვს! ამნაირი შანსი ყოველთვის არ ექნებათ.იმედია მოვა დრო და აღმოაჩენენ ცხვირიდან ამ ჩალიჩს .მაფიოზი გეგუჩაძეც მოვიდა....აი მაგიტო არ უნდა გაეშვათ კორღალიძე!
ჩემპ. ლიგაზე მომავალ წელს შევა
რას ერჩით? მაგარი ჩემპიონი ყავს კრისტალ ბეთს. 😂
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა