<p>AS-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "მამარდაშვილის პრობლემა", სადაც ავტორმა ხაიმე ესტებანმა დანანებით აღნიშნა, რომ ქართველი კარგ სიტუაციაში არ აღმოჩნდა, რადგან „ლივერპული“, რომელმაც ის 30 მილიონ ევროდ შეიძინა, ოფიციალურ მატჩებში არ ათამაშებს და მთავარ მოქმედ პირად ალისონი რჩება:</p> <p> </p> <p>„დარხეული ხმების მიხედვით ბრაზილიელ მეკარეს ინგლისის დატოვებას და საუდის არაბეთში ან იტალიაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სეზონის დასაწყისიდანვე უდავო ძირითადი მეკარეა. ამით მამარდაშვილი უკმაყოფილო უნდა იყოს, რამეთუ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებსა და „ვალენსიაში“ პირველი გოლკიპერი იყო, ახლა კი მატჩებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს. სლოტმა გიორგი წინასასეზონო ყველა სპარინგში ათამაშა და სავსებით შესაძლებელია, „მილანთან“ არადამაჯერებელმა ასპარეზობამ იქონია გადაწყვეტილებაზე გავლენა. </p> <p> </p> <p>ამ ვითარებიდან გამომდინარე, მან ყოველდღე უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ნახევარი ევროპიდან ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ არჩევანი „წითლებზე“ შეაჩერა. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა და სიტუაციის შეცვლა შეუძლია, თუმცა როგორც ჩანს, სლოტმა ამ სეზონისთვის კარის დარაჯი აირჩია. ალისონს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ძნელად წარმოსადგენია იქამდე დატოვოს გუნდი“.</p>
Დავითი
Ნაპოლეონი კი არა ჟოზეფინა ხარ სუფთა!! Არაა შენი საქმე ფეხბურთი ბალეტს მიხედე, ბალეტს!!
napoleoni
ოდნავადაც არ მანაღვლებს ამ ბიჭის კარიერა.მე მანაღვლებს საქართველოს ნაკრები.იმ საქართველოს ნაკრები რომელიც ამ ბიჭს საერთოდ არ ანაღვლებს. . .ეხლა უთამაშებელ მეკარეს საქართველოს ჩემპიონატიდან უნდა დავაყენოთ კარში ვინმე.მამარდაშვილი დაღუპავს ნაკრებს სულერთია.მაგის შემხედვარე დაცვა სრულ პანიკაშია.ერთი თავით დაბლებთან აგებენ მეორე სართულს ჩვენი მცველები.რატომ?იმიტომ რომ მამარდა ვერ ბედავს გამოსვლას მაშინაც კი როცა კაციშვილი არ უშლის.ფეხით თამაშისას ხო სულ მთლად მტერია ქვეყნის.ან აუტში ისვრის ან პირდაპირ საგოლე შეტევას აწყებინებს მეტოქეს.როცა სწრაფად უნდა შეიყვანოს მაშინ უნდა გაწვეს ,ხოლო როცა უნდა დააწყნაროს მაშინ შეყავს გიჟივით ბურთი.ტიპი აზროვნებაში არის ნულს ქვემოთ.უბრალოდ ხაზზე მართლა მაგარია მარა მალე მაგ თვისებასაც დაკარგავს.ლივერპულში კი ნამდვილად კრეტინები სხედან.შარშან სულ ცოტა 15 გოლი მაინც იყო მამარდას სინდისზე ვალენსიაში.
სიმართლე
სანამ ის პრ**ი სლოტია მწვრთნელი, მამარდას შანსიც არ მიეცემა. ამ ეტაპზე გამოსავალი ორია: ან ალისონმა ტრავმა უნდა მიიღოს ან "ლივერპულმა" თმაშები უნდა წააგოს, რათა სლოტი გააგდონ
ს
კაცს თვეში ხელფასი გამოსდის მილიონ 500 ათასი ლარი და აქ იმაზე მსჯელობის სწორი გადაწყვეტილება მიიღ თუ არაო :) ის ხალხი სიგარეტის ფული რო არ აქვთ :)
ll
ისეთ გუნდში აღმოჩნდა სათადარიგოდანაც ოქროა და გაანებოს ყველაფერზე ფიქრს თავი თავისი საქმე აკეთოს ფრიადზე და შედეგებიც მოვა!
ჟორა
მამარდამ ესპანეთის ნაკრების მეკარე ამოაგდო სასტავიდან და ალისონიც არაა იაშინი. ამასთანავე, ეს რომ მოხდეს შანსი უნდა მიეცეს და შანსიც გამოჩნდება. ნუ ჩქარობთ, კაცი ახლა იწყებს ნამდვილი ფეხბურთის თამაშს.
ქუთაისელი
გიორგი თავის ადგილს მაინც იპოვის. დაელოდება შანსს, თუ ვერ მიიღებს გაანათხოვრებენ სხვა კლუბში. მეკარის თამაშისგან რომ სიამოვნებას იღებ - ასეთი პროფესიონალია მამარდა. შოუს კანონი ითხოვს, რომ ის იყოს წინა პლანზე. ასე, რომ, მე მჯერა ისევ მალე ვიხილავთ გიორგის მთავარ როლში.
მერაბი
იცის თავისი საქმე. ჩვენ გვინდა, რომ სულ ითამაშოს. დავიცადოთ, მალე თავის საუკეთესო თამაშებს აჩვენებს!
ამაშია საქმე
არავინ გარისკავს სახელოვანი,ბრაზილიის ნაკრების მეკარის სკამზე დასმას.ლივერპულში ალისონი წლებია თამაშობს სადაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული.ალბათ ფანებიც ბევრი ყავს.მამარდას პატარა შეცდომასაც არ აპატიებენ.გამოსავალი ან ალისონის გაყიდვა ან მამარდას განათხოვრება.სხვა ჩვენთვის სასიკეთო ვარიანტს ვერ ვხედავ.
დავით 67
Piper-ს.ჰო მაგრამ იქაც ნოიერის შემცვლელად უნდოდათ. ვფიქრობ არ იყო კარგი არჩევანი,არც ლივერი დარც ბავარია. უნდა დალოდებოდა, რაღაც დრო
უფროსი
მამარდაშვილი ძალიან მალე გახდება ლივერპულის ძირითადი მეკარე.
გ.ხ.
კარგები ხართ,წერეთ … უფრო გააძლიერებთ
Piper
ბაიერნს უნდოდა მაგრამ ჯერ არ ქონდათ შეთავაზება გაკეთებული.
მდააა
რას პანიკიორობთ ამ ჟურნალისტის თამადობით ვააა …რა ვალენსიაში ეგრევე დააყენეს კარში 5-10 თამაში იქაც იჯდა სკამზე თუ ნაკრებში დაგავიწყდათ მთელი ესპანეთი გუგუნებდა მამარდაზე მაგრამ კარში ლორია იდგა მამარდა კი სკამზე …არაუშავს აქაც გამოტოვებს რამდენიმე თამაშს ღმერთი მისცემს შანსს და მაგ თქვენ ალისონს სანატრებელი გაუხდება ოღონდ კარში დავბრუნდე და ჯანდაბას ისევ გამიტანონ 2-3 გოლი ყოველ თამაშში როგორც ეხლა უშვებს აი მამარდას კი ძვრას ვერ უზამენ რამდენიმე სეზონს ….და ნუ დაიწყებთ იმასაც პრაქტიკა აკლია ნაკრებისთვისო ….პროფესორი ყოველთვის პროფესორია !!!! ეგ უპრაქტიკობა კი დაცვას დაეტყობა მაგრაად ჯერ ნორმალურნი არ გვყავს ( 50 წლისანებს არ ვგულიხსმობ მაგათ პრაქტიკა კი არა პენსია ურჩევნოდეთ)აი დვალი გოგლიჩიძე მოურჩენელი საზონოვი და ახალგაზრდულების მცველები ყველანი არეულ სიტუაციებში არიან …და თუ კიდევ ისევ კ და კ პლიუს გველესიანი ( მგონი ისევ უკლუბოდ არის და გადავრჩით) მესმის ყველას ძველი დამსახურებები მაგრამ შეირგე და ჩვენც შეგვარგე რააა ….ჯობია ახაკგაზრდულისც( 21ეროპელთა დაცვამ ) წაგვაგებინოს და ისწავლონ ნაკრებში 4 მცველით თამაში ვიდრე ეს ძველი დინოზავრებით 5 იანი დაცვა ….ამგენით თურქეთს მაინც ვერ მოუგებ შანსიც არ გვაქ ვნახეთ ევროზე ეგ თურქეთი და მის შემდეგ ბევრად მოუმატეს ჩვენ კი “რაზგონით” მაგრად დავიწყეთ მაგრამ შემდეგ ჩაგვაკვდა ხელში გადაბერებული დაცვა წავაგეთ ყველასთან ვისთანაც კი ნაღდად არ შეიძლებოდა …სომხებთან თამაშებს არ ვთვლი არ არიან ისინი ჩვენი საზომი …
ზურიკოს
სხვის უბედურებაზე გინდა იხეირო? ეტყობა რა "კაციც" ხარ
Roma
Რა ნახევარი ევროპა სთავაზობდა، პირველად მესმის ლიერის გარდა ვის უნდოდა? Მე არ გამიგია დაწერეთ აბა თქვენ თუ იცით.
ნიკი
Თუ ალისონს 2027-Ში უმᲗავრდება, 2026-Ში გაყიდიან, რომ მერე უფასოდ არ გაუᲨვან. ამ ერᲗ წელიწადი მამარდა Თასებზე იᲗამაᲨებს და ᲨეეᲩვევა გუნდს
ზურიკო
მამარდას მთავარი კოზირი არის იღბალი, რის შედეგადაც კონკურენტი მეკარე ისეთ ტრამვას იღებს, ლამის მთელი სეზონის გამოტოვება უწევს. ამიტომ ცოტა დაელოდეთ, ალისონიც გაიტრამვება და შებერავს მერე მამარდა )))
გეო
1 წლით ხომ სთავაზობდნენ "ბორნმუტს" . სკამის ხეხვას , მანდ თამაში არ ჯობდა? მერე ალისონიჩ წავიდოდა.
იხვი
რა სისულელეა. რა შუაშია მილანთან მატჩი, ალისონი დიადი მეკარეა და სლოტი სკამზე დასვამს? პირველ მეკარედ რომ ალისონი განიხილებოდა თავიდანვე, ორი აზრი არის ამაზე? თავის შანსს მამარდა მიიღებს, თასებზე როგორც მინიმუმ, მერე წავა ალისონი და ჩადგება გიორგი კარში. ან წავა არენდით კიდევ ერთი წელი, არც ეგაა დიდი პრობლემა. 24 წლისაა ჯერ, მთელი კარიერა წინ აქვს, ახლა ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან ერთად მუშაობს და ეს განვითარებაში დაეხმარება.
დავით
ეხლა დაიწყებენ არ უნდა გადასულიყო დარჩენილიყო და კიდე სხვა რაღაცეებს მოდით დაწყნარდით მამარდამ იცის თავის საქმე.
მამუკა ბათუმი
დავრლოდოთ სექტემბრის მეორე ნახევარს და ყველა ვნახავთ როგორ ჩაჯდება მამარდა ძირითადში. მე მჯერა გიოსი!
გიორგი
ეს ევროპელი ჟურნალისტები, ქართველებზე აღარ ვამბობ, ხშირად სისულელეებს წერენ და თვითონვე ჯერავთ, ან ფეხებზე კიდიათ, მთავარია წერონ. ლივეეპულში არუნდა წასულიყოო რო წერს, ვითომ რეალი, ბარსელონა ან სხვა გრანდები კალთებს ახევდნენ მამარდას და ეს მანდამაინც ლივერში წავიდა. წავიდა იქ საიდანაც რეალური წინადადება ქონდა და ალბათ გარანტიაც, რომ მიეცემა შანსი ძირითადი მეკარეც გახდეს. მითუმეტეს ალისონიც აღარ ჩანს უშეცდომო და აუღებელი..
ლეო
ყველა სხადასხვა აზრი აქვს. მე ვფიქრობ, მამარდა, არ უნდა გადასულიყო, სანამ ალისონი იყო იქ. რადგან ალისონი, ჩემი აზრით, უფრო ძლიერი მეკარეა (ნუ ცოტათი მაინც) და მამარდას სკამზე ჯდომა გარანტირებული ქქნებოდა. ნაკრები უთამაშებელი მეკარის რისკების ქვეს დგება და ეს ცუდია...
Levani
არაფერი ისეთი არ ხდება რაც არ იყო გათვლილი. მამარდამაც იცოდა რომ ალისონი უცებ მეორე ნომრად არ იქცეოდა. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია-მამარდა შანსს მიიღებს და გამოიყენებს.
S.K.K.
არ უნდა დახარბდე ფულს საკუთარი განვითარების ხარჯზე.
.
რა სიტუაციაც მაშინ იყო,სწორად მოიქცა,ვინც არ რისკავს,შამპანურს ვერ სვამს.არავინ იცოდა,რომ ალისონი გადაწყვეტილებას შეიცვლიდა და არც ის არის ფაქტი,რომ მამარდა ვერ შესძლებს პირველ მეკარედ ქცევას.ძალიან ძნელია,ცოტა გამართლებაც საჭიროა,მაგრამ მამარდაშვილი მეომარია და ბრძოლას არ შეუშინდება.წუხანდელ თამაშში,არც ალისონი იყო უნაკლო და სულაც არ არის გამორიცხული,მისი ტრავმის გარეშეც კი,კონკურენციაში,მამარდა გადავიდეს პირველ ადგილზე.
სიკო
ალბათ თასებზე ათამაშებენ!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
იქნება თუ არა მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონშიც - "ლივერპულმა" სლოტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო