ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა.

ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2.

მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად აგრძელებდნენ პერიმეტრიდან შეტევას, თუმცა ამჯერად მიზანს გაცილებით მეტმა უწია, ნასროლი 10-დან 7 ჩავარდა, ბოლოს კი 16:2 გაქცევა მოვაწყვეთ და ტაიმი 16 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

მესამე მეოთხედში თორნიკე და გოგა აგრძელებდნენ დომინირებას, 10 ქულიანი გაქცევა და ჩვენი უპირატესობა 26 ქულიანი გახდა. კვიპროსელებიც გააქტიურდნენ, თუმცა ჩვენებურები მაღალი პროცენტით ისროდნენ და მოწინააღმდეგეს მოახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოო ჯამში მესამე მეოთხედი 68:41 მოვიგეთ.

მეოთხე მეოთხედი კამარ ბოლდვინის სამქულიანით გაიხსნა, საქართველოს ნაკრები მაღალი სიზუსტით უტევდა, ჯიკიჩმა შემადგენლობა მაქსიმალურად დატვირთა, რომ ჯამში ჩაგდებული და გაშვებული ბურთების სხვაობა შემცირებულიყო (იყო -43, დარჩა -8). დასკვნით ათწუთეული ლაღ და სწრაფ ტემპში წარიმართა, ქართველებმა კი ბოსნიასთან მატჩის წინ ხასიათი გამოიკეთეს.

მატჩის საუკეთესო მექულე თორნიკე შენგელია გახლდათ, კაპიტანმა 27 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბრყინვალედ გაისარჯა გოგა ბითაძეც, "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის ანგარიშზე 21 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება გახლდათ.

ევრობასკეტის მეხუთე ტურის მატჩი 4 სექტემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან 16:00 საათზე გაიმართება.

ოპაა
აღარ იდავოთ! თურქრთმა გადაასწრო სერბეთს და აწი ყველანაირად გვაწყობს მე-3 ადგილი. მთავარია მოვიგოთ დღეს, ჩვენი საქმე გავაკეთოთ! წარმატებენი დღეს ორივე ნაკრებს!
Bs
ახლა კიდევ ერთხელ გადავხედე და ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა. ჩვენ უნდა მოვიგოთ და ესპანეთმაც უნდა მოუგოს საბერძნეთს. ამ შემთხვევაში გავალთ მეოთხეზე. ეს ვარიანტი უფრო მისაღები მგონია. მოკლედ ყველა ვარიანტში მოგება გვინდა
ქორ-პარიკმახერი
ჩემი აზრით მეოთხე ადგილიდან გასვლა გვირჩევნია, მაგრამ მოგების შემთხვევაში ეგ შეუძლებელი იქნება და წაგების შემთხვევაში დიდი ალბათობით საერთოდ ვერ გავალთ. ამიტომ მოვიგოთ აჯობებს და მერე ვიფიქროთ სხვაზე. აქამდე რაც დავწერე უბრალოდ თემის განხილვა მინდოდა და მაგიტომ დავაკომენტარე
ქორ-პარიკმახერი
ხოდა მეც იმას ვამბობ რომ მეოთხე ადგილზე გასვლის შემთხვევაში,,დ" ჯგუფიდან ვინც არ უნდა იყოს ყველასთან გვაქვს მოგების შანსი და შემდეგ ეტაპზე გავდივართ თურქეთზე. მაგრამ თუ მესამე ადგილით გავედით, მაშინ ვხვდებით სერბეთის კატლეტის ქვეშ. და რაც შეეხება ესპანეთის მოგებას საბერძნეთთან, სულ რომ ასი ქულით მოიგოს ჩვენ თუ ჩვენი თამაში მოვიგეთ ვერ გაგვასწრებს, ვერააა!
ქორ-პარიკმახერი
რეგლამენტის მიხედვით თუ ქულები თანაბარია პირველ რიგში უპირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრებს. ანუ თუ მოვიგებთ და ესპანეთიც მოიგებს ვერ გაგვასწრებს. და ვერ გადავა მესამეზე
ქორ-პარიკმახერი-ს
რა აჯობებს ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენზე არაა დამოკიდებული მე3ზე გავალთ თუ მე4ზე. მოგების შემთხვევაში ჰავდივართ მე3ზე თუ საბერძნეთი უგებს ესპანეთს და მე4ზე თუ ესპანეთი მოუგებს საბერძნეთს. წაგების შემთხვევაში გავდივართ მე4ზე თუ საბერძნეთი იგებს და მე5ზე თუ ესპანეთი იგებს. მეორე, 1/8 ფინალში სავარაუდოდ პოლონეთს შევხვდებით, იმიტომ რომ დ ჯგუფში ბოლო თამაშებს სამივე მოიგებს და პოლონეთი იქნება 2, და ისრაელი პირველი 1/4 ფინალშიმ მართალია აჯობებს თურქეთთან შეხვედრა ვიდრე სერბებთან, მაგრამ იქამდეც მისასვლელები ვართ.
Bs
ეგ მესამეზე თვ გავედით ხომ?მერე? მერე ხო დაგმარხავთ სერბეთი!, მაგას მეოთხეზე გასვლა არ სჯობია და საფრანგეთთან (ან ,არ არის გამორიცხული იმავე ისრაელთან) თამაში, სადაც უშანსოდ არ ვიქნებით და წარმატების შემთხვევაში სერბეთს კი არ დავეტაკებით, არამედ თურქეთს, იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არა?
ქორ-პარიკმახერი
რა გვირჩევნია: მე-3 ადგილით გასვლა და მერვედფინალში სავარაუდოდ ისრაელი, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ წრეში უეჭველი განადგურება სერბეთთან, თუ მე-4 ადგილით გასვლა და არცთუ ისე ცალსახად ძლიერი საფრანგეთი, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში სერბეთზე სუსტ თურქეთთან ომი? საინტერესოა რა სჯობია, ოღონდ თვალაბეიშვილივით ზღაპრები არ დაწეროთ #)
ვაჟა მასწავლებელი
ევრობასკეტის საიტის მიხედვით 2 სექტემბერს ჩატარებული თამაშების შედეგად სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს თორნიკე გუნდისთავი და გოგა კახეთიდან ამომავალი ცისკრის ვარსკვლავი! მომილოცავს. ისე მიდის საქმე 1/8 ფინალში ან ისრაელს, ან პოლონეთს შევხვდებით.
თემური
ორი სიტყვა ჯიკიჩის ხედვებთან დაკავშირებით: 1. თოკო და სანდრო თავისი ამპლუათი წმინდა მე-4 ნომრები არიან, ამდენად მაგათი ერთად ყოფნა უცილობლად ერთ-ერთის თამაშიდან ამოვარდნას იწვევს - ეს კარგად გამოჩნდა გუშნდელ, აშკარად სუსტ გუნდთან მატჩში; 2. სრულიად არ არის დამუშავებული ისეთი ეფექტიანი კომბინაცია, რომელსაც პიკ-ნ-როლს ეძახიან - სწრაფი და მოქნილი ბითაძისათვის, ასევე სხვა მაღლებისათვის ეს უნდა იყოს მთავარი იარაღი; 3. ხშირ სიტუაციაბში, როდესაც ბითაძე დაცვაში ენ-ბი-ეის სტილში პერიმეტრზე გადის, აუცილებლად უნდა იყოს დამუშავებული სქემა, როდესაც სამწამიანში ვინმე მაღალი რჩება და არა ისე, როცა მოწინააღმდეგის მაღლის დამზღვევად სანაძე, ანდრონიკაშვილი ან ბოლდუინი გვევლინება.და მაინც, წარმატება ბიჭებს!
უფროსი
ცოტა შევცდი. საბერძნეთმა რომ წააგოს ესპანეთთან, დ ჩვენ რომ მოვიგოთ ბოსნიასთან, საბერძნეთსაც 8 ქლა ექნება (ისევე, როგორც ჩვენ და ესპანეთს). ამ სამი გუნდის ერთმანეთთან თამაშებში გაშვებული და ჩაგდებული ქულების საერთო სხვაობა განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. ბერძნებთან დიდი სხვაობით დავმარცხდით, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვერ გავალთ მესამე ადგილზე. საბერძნეთის წაგება არ გვაწყობს.
ბს
ბოლდუინი და ანდრონიკაშვილი დღე და ღამე სამქულიანებზე უნდა ვარჯიშობდნენ. სირცხვილია რომ დღევანდელ კალათბურთში გამთამაშებელი სამქულიანს ვერ ისვრის და თავს არიდებს.
გივი-ს
სანდროს კიდე გაგულიანება უნდა?ვერ ხედავთ ჰიმნს ისედაც არ მღერის
ადამიან-ს
ხელი მაისვი
სამართალი
ოჩხიკიძე 21 წლისაა.
ვახტანგი
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავდივართ ჯგუფიდან თუ ბოსნიასთან წავაგებთ და ესპანეთი საბარძნეთს მოიგებს, სხვა ყველა ვარიანტში გავდივართ 4-ე ან 3-ე ადგილით
S.K.K.
ჩვენმა ხელბურთელებმა ბოსნიას ჯერ ევროზე მოუგეს ბოლო მატჩი, შემდეგ შესარჩევში ორივე, მათ შორის ბოლო გადამყვეტი. მიბაძეთ!
ვახტანგი
ყველაზე კარგი ვარიანტია ბოლო ტურში მოვუგოთ ბოსნიას და ესპანეთმა წააგოს, ასეთ შემთხვევაში მესამე ადგილით გავალთ და სხვა ჯგუფის მეორე ადგილოსანს შევხვდებით. საბერძნეთს მოტივაცია აქვს დიდი მოგების შემთხვევაში პირველი იქნება ჯგუფში და მეოთხეს შეხვდება ანუ სუსტს, წაგების შემთხვევაში კიდევ მესამეზე გავა და ბევრად ძლიერ მეორეს შეხვდება. იტალია ყველა ვარიანტში მეორეზე ან პირველზე გავა, ბოლო ტურში კვიპროსს ხვდება და გარანტირებული მოგება ექნება
ადამიანი
რა წაიღეთ ტვინი და შენგელია ღმერთამდე აიყვანეთ გამოჩნდა იტალიასთან ნული ქულა ნეტა საიდან და იქიდან რომ დაკეტეს და არ გაატოკეს. რატო ქმნით კულტს სპორტმენისგან მაგაზე უკეთესები არიან.ესპანეთი ლიგა კიდო ეს წლია ასაკობრივებში 16 18 20 ბში 8 ადგილი.იტალიასთან დამარცხდა.იტალიის ასაკობრივები 20 ბში 1 ადგილი 18 ბში 3 ადგილი 16 ბში 4 ადგილი.ახლა კიდო იტალიამ მოუგო ესპანეთს.გადავიდა უფრო სუსტ ლიგაში .იტალიელებმა ისე დაკეტეს ქულა არ ჩააგდებიეს.რა წაიღეთ ტვინი ამ შენგელიათი კერპი შექმენით სუფთად.
ბუჯანგა
ბოლო ტურში ბოსნიას თუ მოვუგეთ 3 მოგებით გავდივართ..მინიმუმ მეოთხე ადგილზე..თუ ასევე ბოლო ტურში ბერძნებმა მოუგეს ესპანე;ლებს მაშინ მესამე ადგილით გავალთ...ჯგუფიდან 4 გუნდი გადის
მასტერს
თუ ჩვენ, ესპანეთს და საბერძნეთს ერთნაირი ქულები გვექნება (ანუ, თუ ჩვენ მოვუგებთ ბოსნიას და ესპანეთი მოუგებს საბერძნეთს), ამ სამ გუნდს შორის დაითვლება ქულები და საბერძნეთთან -41 ქულა გვაქვს. ამიტომ, დიდი ალბათობით მეოთხე ადგილიდან გავალთ. თუ ღმერთმა არ ქნას და წავაგეთ, მაშინ უნდა წააგოს ესპანეთმაც და ასეთ შემთხვევაში გავდივართ. მოკლედ, ბოსნია მოსაგები გვაქვს!
უფროსი
ამ მომენტისთვის ესპანეთი უწერიათ მესამე ადგილზე, იმიტომ რომ 3 გუნდს აქვს 6 ქულა. ამ სამი გუნდის ერთმანეთთან თამაშებში ესპანეთს აქვს საუკეთესო ჩაგდებული და მიღებული ბურთების საერთო სხვაობა. თუ ჩვენ ბოსნიას დავამარჩხებთ და ესპანეთი საბერძნეთს მოუგებს, მაშინ მარტო ჩვენი პირადი შედეგი ესპანეთთან იქნება გადამწყვეტი, და ჩვენ დავიკავებთ მესამე ადგილს.
უფროსი
თუ მოვიგებთ, 100% გავალთ შემდეგ ეტაპზე. აი ეს დაგუგლეთ: eurobasket AND "head-to-head games" AND tiebreakers
Nodal-ს
ჯგუფიდან 4 გუნდი გადის და თუ ბოსნიას მოუგებთ დიახ 100% გავალთ, არავის დამოკიდებული არ ვიქნებით. წაგების შემთხვევაშიც გავალთ თუ ესპანეთმა საბერძნეთან წააგო.
მამუკა
ესპანეთი ჩვენზე წინ რანაირად არის, პირადი მოგება არ ითვლება? თუ ბურთების სხვაობაა უპირატესი?
nodari
ver vigeb mogebit 100 -ani rogor gavdivart. espanetma tu moigo ikneba chven. espsneti da saberdzneti 8-8-8 kula. italia chatvale gasulia. 8 inebit samidan romeli 2 gava. bodishi kartuli shrifti ar makvs
BOSS
ყოჩაღ ბიჭებს,მიუხედავად იმისა რომ კვიპროსი დაბალი დონის გუნდია!მთავარია ბოსნიასთან იგივე შემართებით ვითამაშოთ და ბალტიისპირელი მსაჯები მოგვაშორონ…მჯერა მოვიგებთ და ჯგუფიდან მესამე ადგილიდან გავალთ.ღმერთი ჩვენკენ!
იხვი
მოსაგები მოვიგეთ, მაგრამ მთავარი მატჩი წინაა, ბოსნიასთან.სწორედ ბოსნია ითვლებოდა ჩვენს მთავარ კონკურენტად და სწორედ მათთან გადაწყდება ყველაფერი.
გივი
ჯიკიჩი ერთდროულად ვერ იყენებს თოკოს და სანდროს....მეორე კიდო მამუკელაშვილი აფსაიდში ყავთ მარტო თოკოზე აწყობს თამაშსს. როცა ორივე მოენდაზეა სანდრო დასჯილი ბავშვივით კუთხეში დგას და უმოქმედოდ არის...იტვირთება შენგელია დაკეტავენ და თამაში წაგებულია....სანდროს ადგილას არ ჩამოვიდოდი. ბოსნიამ საბერძნეთს მოუგო და ჩვენ გაგვიჭირდება თუ სანდრო არ გამოიყენა სწორად ჯიკიჩმა
ჯელა
აქ ყველა კომენტარი წავიკითხე.ზოგი დადებითი იყო,ზოგი უარყოფითი და უფრო მეტი ირონიული.ქომაგი და გულშემატკივარი თუ ხარ ბოლომდე იყავი.ერთი მოგებით ცამდე აყვანა და ერთი წაგებით მიწაზე დანარცხება ჩვენზე მეტად არავის გამოსდის.რატო კაცო რატო?ერთი თამაში დაგვჩა.მოდით დველოდოთ შედეგს.გულშემატკივრებმა ვუგულშემატკივროთ და ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.შრიფტზე წკაპუნი ადვილია
გიო
ოჩხიკიძეს და მისთანებს, მარტო პატრონი ვერ გიშველით, თუ ბუნებამ არ გიშველათ

ახლა გაიგეთ ?
ნიკა
ანუ კომენტარები რომლებიც არ მოგწონთ არ აქვეყნებთ? მაგარი ბიჭები ხართ. საღოლ.
თემო
საქართველოს ნაკრები მასპინძელ ისრაელს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა .... კვიპროსი
გიორგი
მამუკელაშვილი საქართველოს ჰიმნს რატომ არ მღერის?არ ეკადრება??
ვაჟა მასწავლებელი
გვყავდა თორნიკე ერისთავი, გვყავს თორნიკე გუნდისთავი! დიდება ორივეს საქართველოსთვის თავდადებისათვის!
სიკო
საუკუნის გამარჟვება!
სოსო
ყიჩაღ გოგას მაგრად ითამაშა,მამუკელაშვილი არ მომეწონა
გოგა_ს
ტონს დაწიე ნუ ტლიკინებ, გილოცავთ გამარჯვებას ყველას.
ალექსანდრე
კარგი პროცენტით ესროლეს ორიანები, 16/26. დღეს აშკარად დავალება იყო პერიმეტრი და ეგეც მშვენივრად შეასრულეს.
სამი ასო
მზეებო რაღაც მინდა გკითხოთ, ბოსიანს თუ გავუყარეთ გავდივართ?
საბა
მამუკელაშვილმა ცუდათ ითამაშა!
Giorgi
ხო ხედავთ როგორ არგო შენგელიას მსაჯებზე გინება. მიდი თოკო შეუბერე.
გოგა
ოჩხიკიძე საიდან მოჩხრიკიძეს?
Giga
ფარქვეშ ვერ შედიან და ვერ აგდებენ,სამ ქულიანები მიგვდის თორე წავაგებდით..ესეთ არაპროფესიონალურ კალსთბურთს სრცერთი გუნდი არ აჩვენებს..კვიპროსელები უფრო შედიან ფსრწვეშ ვიდრე ჩვენები..
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
სლოვაკეთი - საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "მორიერენსეს" მოუგო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
[VIDEO] პსჟ "მარსელთან" 0:1 დამარცხდა - ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "მარსელთან" 0:1 მარცხდება
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს სასატარტო შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მე-12 ადგილი დაიკავა
ქართველი ლეგიონერების მონაგარი | კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ – 4-4
"ქუთაისი" ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
"ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის" - ალონსომ მბაპე შეაქო
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
კვერნაძემ სერია B-ში იფრინა [VIDEO]
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს - მამარდაშვილი და მიქაუტაძე
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალთან" მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
[VIDEO] "რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო" - ხვიჩა კვარაცხელია
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს