მონაკოში ევროპული ტურნირების წილისყრის დასრულების შემდეგ, UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა POLITICO-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს კითხვა რუსული კლუბების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნებაზე და უნგრეთისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის მინიჭების შესახებაც დაუსვეს.

"ჩვენი პოზიცია რუსული გუნდების დაბრუნების მიმართ უცვლელია - უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს! იმედი მაქვს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ მედიის გარდა ინფორმაცია არ მაქვს. გვინდოდა, ახალგაზრდების, 17-წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონების საერთაშორისო დონეზე დაბრუნება და ჩვენი აღმასრულებელი კომიტეტის მხარდაჭერაც კი მივიღეთ, მაგრამ შემდეგ პოლიტიკური ისტერია მოხდა.

აღმასრულებელი კომიტეტის გარკვეულ წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მათ არ შეიცვალეს აზრი, მაგრამ გვთხოვეს დავლოდებოდით, რადგან პირადად იმდენად შეურაცხყოფილები იყვნენ, რომ ამის ატანა აღარ შეეძლოთ.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვებს განსხვავებულად უნდა მოვეპყროთ. თუ ისინი სლოვენიაში სათამაშოდ ჩამოვიდოდნენ, დარწმუნებული ვარ, სლოვენიელი ბავშვები მათ ჩაეხუტებოდნენ და დაელაპარაკებოდნენ. ამავეს იზამდნენ ინგლისელები, შოტლანდიელები, და ავსტრიელები, და ვინც არ უნდა იყოს... ისინი გაიგებდნენ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, რომ ერები ერთმანეთის მტრები არ არიან, მაგრამ პოლიტიკოსებს ეს არ აინტერესებთ.

კიდევ ერთიც, ბავშვი ხმასაც კი არ აძლევს. ისინი არცერთ პოლიტიკოსს არ უჭერენ მხარს. მათ არ აქვთ უფლება, შეხვდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ პრაგმატული უნდა იყო და ზოგჯერ უნდა დაიცვა ის ადამიანები, რომლებსაც პოპულისტი პოლიტიკოსები ესხმიან თავს", - აღნიშნა ჩეფერინმა რუსეთზე საუბრისას.

ჟურნალისტმა UEFA-ს პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ფინალი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, ამის გამო რას იტყოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ურთიერთობაზე რუსეთთან და მის უკრაინასთან დაძაბული ფონის შესახებ.

"თუ ამასთან დაკავშირებით პრობლემა მექნებოდა, პოლიტური ორგანიზაცია გავხდებოდით. პატივს ვცემ უნგრელებს. პატივს ვცემ უნგრეთის მთავრობას ზუსტად ისევე, როგორც გერმანიის მთავრობას ან ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყნის მთავრობას.

თუ ფიქრობთ, რომ კონკურსებს მხოლოდ მათ დავუნიშნავთ, ვინც მეინსტრიმულ პოლიტიკას შეესაბამება, მაშინ ცდებით. ანუ, არ მგონია, რომ ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები ადამიანის უფლებების დაცვის დამცველებიც იყვნენ.

ასე რომ, უნგრეთთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. სხვათა შორის, უნგრეთის მთავრობამ სპორტულ ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადო, ვიდრე ყველა იმ მთავრობამ, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ფეხბურთისთვის არაფერს აკეთებს", - აღნიშნავს ჩეფერინი.

ჩეფერინს ასევე ჰკითხეს, ფიქრობდნენ თუ არა ღაზაში ომის გამო ისრაელის კლუბების საერთაშორისო შეჯიბრიდან მოხსნაზე.

"პირველ რიგში, ის, რაც იქ მშვიდობიან მოსახლეობას ეხება, პირადად მე მტკივა, მკლავს. ამის დანახვა აღარ შემიძლია. მეორე მხრივ, მე არ ვარ სპორტსმენების აკრძალვის მომხრე. რადგან რა შეუძლია სპორტსმენს გააკეთოს თავისი მთავრობის ომის შესაჩერებლად?!

ეს ძალიან, ძალიან რთულია. რუსული გუნდები უკვე 3,5 წელია დისკვალიფიცირებულნი არიან, შეწყდა თუ არა ომი? - არ შეწყდა. ასე რომ, ახლა არ ვიცი. უნდა ვთქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის არსებული ვითარების გამო, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა იყო.

ახლა ეს უფრო სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლაა, ვიდრე პოლიტიკოსების, რადგან პოლიტიკოსები, ცხადია, ძალიან პრაგმატულები არიან ომებისა და მსხვერპლის საკითხში. ვერ ვიტყვი, რა მოხდება. ყველაფერზე საუბრობენ, მაგრამ პირადად მე, სპორტსმენების გარიცხვის წინააღმდეგი ვარ.

მაგალითად, ყოფილმა ფეხბურთელმა, დეიან სავიჩევიჩმა, რომელიც ამჟამად მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, თქვა, რომ 1992 წელს, როდესაც იუგოსლავიას ევროპის ჩემპიონატზე თამაში აუკრძალეს, ყველა ფეხბურთელი სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგი იყვნენ. ისინი ყველა სისტემის წინააღმდეგი იყვნენ. სისტემა არადემოკრატიული იყო და ა.შ. მაგრამ ისინი პოლიტიკური სანქციების გამო გააძევეს. შედეგად, დასავლეთის მიმართ სიძულვილი დღემდე არსებობს.

მაგალითად, სერბეთში, თუ "ნატოს" შესახებ რეფერენდუმზე მიხვალთ, 80 პროცენტი წინააღმდეგი იქნება. ასე რომ, ჩემთვის, სპორტმა უნდა სცადოს გზის ჩვენება, მაგრამ არა სპორტსმენებისთვის შეჯიბრში მონაწილეობის აკრძალვით. სიმართლე გითხრათ, რუსეთ-უკრაინის ომის დროს თითქმის ისტერიული პოლიტიკური რეაქცია გვქონდა. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ვიმოქმედეთ, ჭეშმარიტად გვჯეროდა, რომ სპორტს შეეძლო ამ ტრაგედიის დასრულებაში დახმარება. სამწუხაროდ, ცხოვრებამ სხვა რამ დაგვანახა.

ვერ ვხვდები პოლიტოკოსმა, რომელსაც ხოცვა-ჟლეტის შეჩერებისთვის ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს, მშვიდად როგორ უნდა დაიძინოს და ყველა გარდაცვლილი და მშვიდობიანი მოქალაქე არ დაინახოს. გაქვთ იდეა როგორ გადაჭრას ფეხბურთმა ეს პრობლემა? - არ არსებობს".

გურულო
67, მშობლები რომ ჰყავთ მერე რა? 17 წლის ბავშვს უკვე საკუთარი შეხედულებები უყალიბდება და ადვილი შესაძლებელია მშობლის შეხედულებებისა რადიკალურად განსხვავდებოდეს მისი შეხედულებები. ჰოდა რა ხდება ასეთ ვითარებაში შენი აზრით? შვილია დასახვრეტი თუ მშობელი ვინ წყვეტს, შენნარირი ცალტვინები? ან ბაბუაშენმა ან მამაშენი თუ ძღვენი ჭამა, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა თუ რაფერაა საქმე, შენც გააგრძელებ მათ ტრადიციას? მოკლედ, შენისთანა ცალტვინა არსებების რუსთაველზე რომაა გამოფენილი 4 თვეზე მეტია და ჯერ კიდევ არ იციან, რომ უმცირესობაში არიან და მათი აზრი არაა მთელი ქართველი ხალხის აზრი! და რაც მთავარია, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟს რომ აწყობენ. ესეც არ ესმით! სხვა მისიას ისინი ვერანაირად ვერ შეასრულებენ, მითბუფრო რევოლუციაზე ოცნებაც ფუჭი ოცნებაა მათი მხრიდან! არა აქვთ ამის რესურსი და იმიტომ, მაგრამ, იმდენად იდიოტი ისტებლიშმენტია იქ შეკრებილი და ზუსტად ასეთივე ისტებლიშმენტის იდეოლოგიით იკვებებიან. არც კი ესმით ეს ყველაფერი! დაწყევლილი ნაროდია მოკლედ, შენი არ იცოდეს და სხვისი არ გესმოდესო, სწორედ მაგათზეა ზედგამოჭრილი.
ლია
დავით 67-ს.ასიანი გეთანხმები! მომწონს თქვენი პოლიტიკური აზროვნება, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოგდით .
მამუკა
ესე ყველა ერთიანად როგორ გამოსირდით, უმრავლესობა ევროპის ქვეყნები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ რუსეთისგან გაზის შესყიდვას და სპორტსმენებზე ტეხენ ჯოხს პუტინს უჭერ მხარსო, ჯერ პირველ რიგში თქვენ თავში ეძებეთ დამნაშავეები და მერე ადანაშაულეთ სხვები, იმ გამოსირებული ზაბარნისა არ იყოს საფონოვი გააგდეთ გუნდიდანო, თითქოს საფონოვი ავტომატით ომობდეს რუსეთის მხსრეს ან პუტინის აქტივისტი იყოს. ცოტა ტვინი გაანძრიეთ ბლიად, სპორტსმენი აკეთებს თავის საქმეს და ვისაც ეხება პოლიტიკა და ომების მოგვარება იმათმა აკეთონ თავიანთი საქმეები.
დავით 67
ამ კაცს ვითომ არ უნდა სპორტის გარევა პოლიტიკაში,რაც შეუძლებელია. სპორტი იგივე პოლიტიკაა. რას ნიშნავს 17 წლისანები გვინდოდაო.? ხმას არ აძლევენო)) 1 წელიწადში სხვანაირად იფიქრებენ. აქ ბავშვები თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ მათ ხომ ჰყავთ მშობლები? ისინი ისე ზრდიან როგორც რუსული პოლიტიკა კარნახობს, ამიტომ არავინაა მათგან ჩასახუტებელი. მე რომ არასრულწლოვანი შვილები მყავდეს, რუს ბავშვებთან ( რუსეთში მცხოვრებ) ურთიერთობას ავუკრძალავდი, თუ პოლიტპატიმრების შვილები არ არ არიან. თუ სხვა ქვეყანაში იზრდებიან და იციან რა სისხლისმსმელი სამშობლო აქვთ, მაშინ რა თქმა უნდა პრობლემა არაა.
პაციფისტია თუ ხუილო ჩეფერინი?
ასეთი ადამიანები ასეთ მაღალ საერთაშორისო თანამდებობებს არ უნდა იკავებდნენ. სირცხვილია იყო თუნდაც სპორტული საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და ამბობდე სპორტი პოლიტიკა არ არისო. ყველაფერი რაც ცხოვრებისეულია და ყოველდღიური არის პოლიტიკა, მითუმეტეს ასეთი პოპულალური სპორტი ფეხბურთი. დედამიწაზე რამდენიმე მილლიარდი ადამიანი ადავნებს თვალყურს ფეხბურთს და ვიღაც იდიოტები ყოველთვის ამტკიცებენ რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ თურმე. კი მაგრამ ვინ უნდა გამიჯნოს იმ მილლიარდი ადამიანიდან ვინც ასევე ყოველდღიურად იტანჯება აგრესორისაგან სხვადა სხვა ხერხებით? იმ აგრესორის დიდ პატარა ამყარებს თავის ქვეყნის აგრესიას სხვების მიმართ და ვისაც ეს არ ესმის ამბობენ სპორტი პოლიტიკა არ არისო. ცდებით ძალიან დიახ ფეხბურთიც პოლიტიკაა. ის ვითომ პატარები რომ იზრდებიან ყველა თაობები გვხოცავენ ჩვენ.
ლინო მაისურაძე
ბატონო ჩაფერენ,რომელ ბავშვებზე საუბრობთ თქვენ?!..რა ჩახუტება?!..რა ცრემლები და ძმობის და მეგობრობის მტკიცებაზეა საუბარი,როცა ბავშვებს მშობლები დაეღუპათ,2022 წლიდან მოყოლებული უკრაინაში,ბევრი უსახლკაროდ დარჩა,ასევ ობლად და ძალიან ბევრნი გაიტაცეს რუსებმა,ასე უბრალოდ აიყვანენ და გადაიყვანეს რუსეთში.ხოლო,ასე რომ სწუხხართ რუსი სპორტსმენების მოკვეთაზე საერთაშორისო ტურნირებიდან,იმ რუს სპორტსმენთა,ფეხბურთელთა უმრავლესობა გულმხურვალედ უჭერს მხარს პრეზიდენტ პუტინს და მის ავანტიურას მიწების დაპყრობაზე,ხოცვა-ჟლეტვაზე და თქვენ მიედ-მოედებით,სათქმელს არ ამბობთ!
ცუდად იცნობს რუსებს
კარგი ადამიანები ყველა ერშია, რა თქმა უნდა რუსებშიც, მაგრამ ისინი ისე ცოტანი არიან, რომ სათვალავშიც არ მიიღება. აი, ერთად აღებული ერი, ძირითადი მასა კი სამწუხაროდ გახლავთ ზომბირებული და ჩაციკლული რუსეთის უძლეველობაში. ამ ხალხს(სხვათა შორის ბევრ სხვა ერებთან ერთად) ჯერ კიდევ 70 წელი აცხოვრებდნენ ტყუილში და სიღატაკეში. შემდეგ კი დაიწყეს დაკარგულის დაბრუნება, მათ სხვანაირი რუსეთი ვერც წარმოუდგენიათ. დაჩაგრეს ჩეჩნები, წაგვართვეს აბხაზეთი, მოლდოველებს დნესტრისპირეთი და აწარმოებენ სისხლისმღვრელ ომს უკრაინის დასაპყრობად. მხოლოდ ძალა დაახევინებს უკან. ან უნდა შიგნიდან დაიშალონ, რაც ძნელი დასაშვებია, რადგან ხალხი პრაქტიკულად დამონებული ყავთ. 17 წლისები კი არა, 5 წლის ბავშვებიც არ უნდა ათამაშო სხვებთან, რომ ბავშვობიდანვე იცოდნენ რის გამო ვერ იტანს მსოფლიო ცივილიზაცია მათ დამპალ ქვეყანას.
tngh
ევროპამ ყოველგვარი ღირებულებები დაკარგა... "მაი კამპიც" და "კაპიტალიც" ევროპაში, გერმანულ ენაზე დაიწერა.
დავითი
სრულიად ჩვეულებრივი და პრიმიტიული რუსულ-კაგებეშნიკური ნარატივი: მე რა შუაში ვარ, როცა პოლიტიკოსები ვერ უვლიან საქმეს! არადა პასუხი ძალიან მარტივია: ეს შენი პოზიცია უნდა იყოს შე ვირის პენისო, რომ იმ "ხალხს" ვისი ქვეყანაც ბავშვებს ხოცავს და ვინც ამაზე პროტესტს არ გამოთქვამს, აუკრძალო ნებისმიერ ცივილიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩეფერინი რომ დამპალი პუტინისტია, ამას არ უნდა ბევრი მტკიცება!
ქართლელი
რომელ ბავშვებს ჩეფერინ, უკრაინელი ბავშვების გაუპატოურებას და მკვლელობებს ოვაციებით რომ ხვდებიან! რუსული ფული სისხლიანია, ყარს და ნუ ეპოტინებით!
gzp
იმედია ამოძირკვავენ რუსული ფულის გავლენებს ამ ორგანიზაციებში. ძალიანაც კარგი რომ ჩაერია პოლიტიკა და მოიყვანეს ჭკუაზე რუსულ კორუმპირებული ფინქციონერები. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, როგორც კირჩხიბი არ დაიწყებს სწორად სიარულს ისე რუსეთი ვერ გახდება ნორმალური სახლმწიფო დღევანდელო კონფიგურაციით.
დათო
ევროპა ევროპას არ გაავს.თქვენ კარგათ ხართ არ უნდა დაუშვათ არცერთი ნაკრები რუსეთის ეგენი უჭერენ მხარს პუტინს და უკრაინელების მკვლელობას.
RR
ეს ჩეფერაც კაი ხუილოა.
გიგო პაპა
ეტყობა მოაკლდა გაზპრომის დაფინანსება და ცდილობს ლავირებას ჩეფერინა:)
ჩეფერინს
და 1-2 წლის შემდეგ ეგ ბავშვები ხმას ვის მიცემენ არჩევნებზე, წითელქუდას? )) იცი რომ ლამის აკვნიდან ზრდიან უკვე ევროპისა და ამერიკის სიძულვილით? ჩართე რუსული არხები, ნახე რა გადაცემები გადის მთელი დღე. 90% ომზე, სამამულოში გამარჯვებაზე, რუსეთის ძლევამოსილებაზე. 14 000 უკრაინელი ბავშვია გატაცებული რუსეთში. უკრაინის სიყვარულით აღზრდიან?)) ეროვნული იდეოლოგია, იმპერიალიზმი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი. ნახე მაგათი ბავშვთა ბანაკები, ვითომ გასართობი თამაშობები, სინამდვილეში ყველაფერი ემსახურება რუსეთისა და რუსების დომინანტობას დანარჩენ სახელმწიფოებზე. ექსკურსიები კოსმოსურ ცენტრებში, ყოველ წუთს ომთან დაკავშირებული თარიღების აღნიშვნა და გახსენება, ბავშვები ყვავილებით ხელში ძეგლებთან და მემორიალებთან, პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. ასეთი აგიტაცია და პროპაგანდის შემდეგ, ჩეფერინი გვეუბნება რომ სპორტსმენი უმანკო ბავშვია თურმე და ვერაფერს შეცვლის.))) წარმოდგენაც არ აქვს როგორი ფსიქიკის მატარებლები არიან უკვე ისინი, ვის დაშვებაზეც საუბრობს.
ცოფიანი სპილო
შე რუსების კონსერვა, და იქ რომ ათასობით ბავშვი დაიხოცა, მილიონობით ლტოლვილად იქცა, შენი ლაქლაქი უშველით და ვაგორავოთ ბურთი რუსებთან ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი მომხდარა? მარა სულ ეგეთი თვალთმაქცები ხართ, აგერ საქართველოს გამო რა სანქციები დაუწესეთ რუსეთს? ნული, ოლიმპიადით და მსოფლიო ჩემპიონატითაც დააჯილდოვეთ.
Gomako
ანუ რა გამოდის ევროპარლამენტარები და სხვა პოლიტიკური ლიდერები ერევიან დამოუკიდებლი ორგანიზაციის საქმეებში?!უეფას პრეზიდენტმა ფაქტიურად აღიარა რომ მის თანამშრომლებს,ატერორებენ,აბულინგებენ და უეფას საქმეებში ერევიან...ესეც თქვენი დემოკრატია... (ფარსი რომელიც უგუნურთა სამართავად შეიქმნა) არაფრით განსხვავდება ავტოკრატიისგან,დიქტატურისგან და კომუნიზმისგან. P.S. რუსეთის დედაც,ღმერთი უხდის სამაგიეროს რაც ჩვენ დაგვმართა,მაგრამ ცოტა გლობალურად იაზროვნეთ!!!!! სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ ყველას ევროპასაც,ამერიკასაც,რუსეთსაც და ჩინეთსაც,ყველას აქვს კონკრეტული ინტერესი მორჩილება,მართვა და ფული
პუტინ ხუილო
არ გვინდა ღორისტანი ევროპულ ფეხბურთში
სლავა უკრაინი
დააბრუნო კიარა ,სამუდამოთ უნდა მოკვეთო ღრუსეთი ციბილიზებულ სამყაროს
[VIDEO] ფუტსალი. მძიმე მატჩი ბრატისლავაში - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა
"პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ჩემს სხეულზე ზრუნვა დავიწყე, მაგრამ ბურგერებსა და პიცაზე უარს ვერ ვიტყვი" - უსმან დემბელე
"სიტყვები არ მაქვს, ალ ხელაიფი ჩემთვის მამასავითაა. ჩემს ამჟამინდელ და ძველ კლუბებს მადლობას ვუხდი" - უსმან დემბელე
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
სლოვაკეთი - საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "მორიერენსეს" მოუგო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
[VIDEO] პსჟ "მარსელთან" 0:1 დამარცხდა - ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "მარსელთან" 0:1 მარცხდება
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს სასატარტო შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მე-12 ადგილი დაიკავა
ქართველი ლეგიონერების მონაგარი | კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ – 4-4
"ქუთაისი" ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
"ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის" - ალონსომ მბაპე შეაქო
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
კვერნაძემ სერია B-ში იფრინა [VIDEO]
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს - მამარდაშვილი და მიქაუტაძე
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალთან" მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
[VIDEO] "რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო" - ხვიჩა კვარაცხელია
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
"ვინც რუსეთისგან გაზს ყიდულობს, ეხმარება ამ ქვეყანას და უნდა მოვკვეთოთ?!" - UEFA-ს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიიღეს დისკვალიფიკაცია ბელარუსებმა
ჩეფერინმა რუსებს შეუთვალა - "უკრაინაში ომის დასრულებამდე საერთაშორისო ტურნირებზე ვერ დაბრუნდებით"!
"რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან" - FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა