მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა, რომელიც თურქეთთან წინა შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია:

"ბოლომდე ახლაც არ მესმის, რატომ გამაძევეს. თამაშის დროს მწვრთნელობა იოლი არაა, მეოთხე მსაჯთან კითხვებით ხშირად მიდიხარ, ის კი გეუბნება, დამშვიდდი, დაწყნარდიო. ერთხელაც ჩემმა ემოციებმა იძალა. თანამედროვე ფეხბურთში ეს ცუდია, როცა პასუხებს ვერ იღებ და ფაქტობრივად, ისე ხდება, როგორც სკოლაში. მეხუთე შეცვლა საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან შევუტიეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ჩავთვალე, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იყვნენ, თამაშის სცენარის შეცვლა შეეძლოთ.

4 მცველითა და ამ სისტემით მარტიდან ვთამაშობთ. დაცვითი სისტემის შეცვლა ჩემი გადაწყვეტილებაა. ერთა ლიგაზე უკრაინასა და ალბანეთთან დავრწმუნდით, რომ ის სქემა აღარ მუშაობდა. ამას თაობათა ცვლა ემატება და გვირჩევნია, ახალ ტაქტიკაზე ახლავე, წინასწარვე გადავეწყოთ. ის შეცდომები, რაც თურქეთთან დავუშვით, უფრო ინდივიდუალური იყო და არა სქემიდან გამომდინარე.

გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავებული გუნდია. მითუმეტეს, მოკლე დროში მეორე მატჩი გვაქვს. თამაში ახლა უფრო ორგანიზებულად უნდა დავიწყოთ.

მადლობა მსაჯებს, რომ ტრიბუნიდან მატჩს უფასოდ ვუყურებ. ცუდი ისაა, რომ თამაშამდე ფეხბურთელებთან მეტი საუბარი მომიწევს, რადგან უშუალოდ შეხვედრაში მათ ვერ დაველაპარაკები.

ბულგარეთს 3 წლის წინ შევხვდით. ორივე თამაში კარგი გამოდგა, შედეგის მიუხედავად მეორე მატჩში კარგად ვითამაშეთ. ახლა ბულგარეთის ნაკრები უფრო ორგანიზებული გუნდია და მათთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა. მთავარი საფრთხე არა კონკრეტული ფეხბურთელებიდან, არამედ ბულგარელთა თამაშის სტილით, მაღალი პრესინგითა და კარგად სტრუქტურირებულად თამაშიდან ველით.

იმ პირველი 21 წუთის შემდეგ, რაც თურქეთთან ჩავატარეთ, თუ ბულგარეთის ნაკრები არ დავაფასეთ, დიდი შეცდომა იქნება".

ხვიჩა მაგარია!
და რაში ჭირდება მოურინიოს დაკერვა? გადაუხადონ რასაც მოითხოვს და მგონია, სიამოვნებითაც ჩაუდგება ჩვენს ნაკრებს სათავეში. მილიარდობით ფულს ხარჯავენ მანქანებში და სამინისტროების კაბინეტების მოწყობაში, რემონტში და ავეჯში, თავად ფედერაციაც არ არის ღარიბი, გადაუხადონ და ჩამოვა. უსაშველოს ნაღდად არ მოითხოვს. დავუსახოთ მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა და თუ ვერ გაქაჩა, წავიდეს. ბიჭებია ცოდვა, ასე დაიკარგა წლები ვაისის ხელში და ასე დაიკარგება ეს ოქროს თაობაც. ჯერ კიდევ ევროს წინ ვამბობდი რომ დაბალი დონისაა სანიოლი და რას ამბობო, კაცმა ევროზე გაგვიყვანაო. ბიჭები გავიდნენ, თუ არა და ვინმემ დაასახელოს რამე ნორმალური ტაქტიკა ან სახლში დამუშავებული ერთი ახალი კომბინაცია მაინც სანიოლის მოფიქრებული. შეცვლებიც კი უშედეგო და დაგვიანებული აქვს. არაფერს ვერჩი, უბრალოდ თვითონ აღიარებს რომ ვსწავლობთო, სწავლა კიდევ სიკვდილამდეო - ბრძანებს მგოსანი. ვიზრდებითო, ნამდვილად იზრდებიან, აგერ გურამა უკვე 40-ს უკაკუნებს. გაიზარდეთ და იყავით ბატონო.
suxumchanin
კიდევ ერთხელ დადასტურდა რა ძალაა ნაკრებისთვის კიტეიშვილი
inviz9
დღესაც რომ ვერ მოიგებთ, დარწმუნებული ვარ მაინც არ გადადგები-კონტრაქტს ვცემ პატივსო იტყვი-წადი შენი დაბდური დდშ ამ კარგ თაობას ღუპავ შე უვიცო-წაეთრიე ვილი და ხიზანაც თან წაიყოლე-იაშკა და კობი თქვენ კი გაჩუმდით
Kkk
სანიოლი დროზე თუ არ წავიდა, ამ თაობას ჩაკლავს

ხო ჩვენ ჩვენს საქმეში ხელმოცარულები ვართ და სანიოლი მწვრთნელობაში წარმატებული. ზოგადად ფეხბურთი გიყვარს და თვალს ადევნებ? გულშემატკივრები "ხელმოცარული პრიფესორები" არიან ამ სპორტის მამოძრავებელი და ისინი თუ გამოაკელი, დაჯექით და ისიამოვნეთ შენ და სანიოლმა მხოლოდ.
მირო
მოიყვანეთ მოურინიო,ის ეხლა უგუნდოდაა,დაკერეთ და ნახავთ რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს,ან სხვა ვინმე იყოს,მაგრამ მაღალი დონის,გამოცდილი მწვრთნელი.სანიოლი ტაქტიკაში სუსტია,ყოველთვის შეცდომებით იწყებს და მეორე ტაიმში გამოსწორებას ცდილობს.ეს მეორდება ყველა თამაშში.კარგი მწვრთნელის ხელში თურქეთს მოვუგებდით კიდეც,მინიმუმ ფრე მაინც იქნებოდა.სანიოლი ვერ იყენებს სათანადოდ იმ მასალას,რაც ხელთა აქვს.
გიორგი
რამდენი ხანია გავიძახი ვეტერანი მცველები ჩავანაცვლოთ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭებით არაფლის მომცემ მატჩებშითქო არც ეხლაა გვიან გამოცდილება პაექრობის დროს მოდის მიეცით აზპარეზი ახალგაზრდებს თუ ფეხბურთელი ვერ ხვდება მიახვედრეთ მაგრამ გეშინიათ სხვა კუთხით არ შეფასთეს მავანი ფეხბურთელის არ თამაშება
კახი
ხო ხედავ რო ამოწურეს შენი თავი, წადი ნაკრებიდან და მადლობასაც გადაგიხდით რაც ჩვენთვის გააკეთე 4-4-2 არარცერთი ნაკრები აღარ თამაშობს ისეთ სისწრაფეებზე ავიდა ფეხბურთი და შენ ეხლა მოინდომე ამით თამაში. ესპანეთთან გახსოვს 7-1 თი. იქაც ამ ტაქტიკით ითამაშე

მხოლოდ არასრული 2 წელი ბორდოში, სულ ეს არის მისი სამწვრთნელო კაიერა და აქ იპოვა ძლივს სამსახური, რაც არ იცის რას ვთხოვთ? კი ბატონო ევროპა ჩავუწეროატ აქტივში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ახალ ეტაპზე გადასვლა და უკეთესი კვალიფიკაციის მწვრთნელის მოძებნა. ჩეხეთთან და ალბანეთთან წავაგეთ, ვერცერთი მოვუგეთ უკრაინას, კაბო ვერდეს ვერ მოვუგეთ და ფარერებთან 1:0. მხოლოდ კრიზისში მყოფ სომხეთთან წამატება თუ იყო ჩვენი მიზანი არ მეგონა.
ლუზერების რისხვა
ოჰო, რამდენი ხელმოცარული პროფესორი გვყოლია აქ. ყველამ როგორ იცით სანიოლზე მეტი და კლავიატურაზე კაკუნის მეტს ვერაფერს მიაღწიეთ?
იკა
ქინა სტატიაში ამბობთ ფეხი მოიტეხა, ველოსიპეტიდამ გადმოვარდაო და ოპერაციას იკეთებსო და პრესკონფერენცია პალატაში მოაწყო?
იკა
ვეღარ გავიგე, თუ ველოსიპეტიდან გადმოვარდა და ოპერაციას იკეთებს, ტაქტიკა საოპერაციო მაგიდაზე დაამუშავა?
napoleoni
კაშიას წასვლა ეხლა პოლიყიკურად წამგებიანია.არჩევნების მერე წავა. . . ეხლა ოპოზიციას სალაპარაკო მიეცემა.მთელი ლიბერასტეთი აფეთქდება. . .
Levan-ს
მადლობა! მართალია 4 1 4 1 ითამაშა ალბანეთან სახლში სოფასქორმა შემიყვანა შეცდომაში.
რაგბის ფანი
ვინც სიტყვა გატეხოს და ესპანეთთან 4 მცველით არ ითამაშოს, ის იყოს ბალერონი. ესპანეთთან 0-7 ვერ ფასწავლათ ჭკუა.
გია
სამწუხაროდ ამ შესარჩევს ისე ჩავამთავრებთ, რომ კაშიას და სანიოლს არ შეცვლიან და გუნდის ფორმირებისთვის დროს ვკარგავთ. კაშიას კიდე თავმოყვარეობა უნდა ეყოს და წავიდეს: სხვა მაგაზე მეტ შეცდომას მაინც არ დაუშვებს.
Gurinio-s
5 მცველიანი ტაქტიკა რომ დაგვიმუღამეს, ახლა მეც გამახსენდა ეგ მომენტი, მადლობა! უკრაინას და ჩეხეთს შეიძლება ვერც 4 მცველით მოუგო, ორივე ძალიან დაბალანსებული და ჩვენთან შედარებით გამოცდილი გუნდია. ვნახოთ, შემდეგ თამაშებზე უფრო გამოჩნდება მოგვცემს თუ არა ეს სიახლე რაიმე უპირატესობას.
რაგბის ფანი
ამოვიდა ყელში! ვინც რეიტინგში ჩვენზე წინაა, იმასთან 5-3-2 უნდა ითამაშო. ვინც შენზე უკანაა, იმას ეთამაშე 4-3-3. უმარტივესია ლოგიკა!
მოქალაქე
ეს კაცი არის თავის საქმის პროფესიონალი, რაც რესურსი აქვს გუნდს იმას აყენებინებს მაქსიმალურად, ფეხბურთელმა თუ არ შეასრულა ეგ სხვა თემაა, ისე კი საწყენია თურქეთთან პირველივე წუთებზე კონცენტრაცია არ გვქონდაო რომ ამბობს ყველა ფეხბურთელი, ამხელა მოლოდინია, ამდენი ხალხი შემოგყურებს, აბა რისი კონცენტრაცია აქვთ, მითუმეტეს ჩვენნაირი გუნდისთვის პირველივე წუთებზე და თან უაზრო გოლის გაშვება მორალურად ცუდად მოქმედებს, განვითარების ახალ ეტაპს გადის ჩვენი გუნდი, რასაც ახალი თაობიდან წამოშველებები და ახალი სახეები და ძალები სჭირდება, ამაზე ფედერაციაც უნდა ფიქრობდეს და მწვრთვნელიც, ვილის რაც შეუძლია აკეთებს მჯერა, დანარჩენი უკვე ფეხბურთელის უშუალო ხედვაზე და ყოჩაღობაზეა. ამ კაცმა მთელი გული ჩადო ასეთ წარმატებამდე რომ მისულიყო ჩვენი გუნდი, თავს ზევით კი ძალა არ არის.
კომენტატორი
კაპიტანმა მატჩის შემდეგ საიტების შეფასებებს უნდა შეხედოს და გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხვიჩა საშუალოდ ყოველ თამაშზე 7-დთან ახლოსაა, ე.ი. ის უნდა გახდეს კაპიტანი, ციტაიშვილმა კარგად ითამაშა, მაგრამ ეს ჩვენი სისუსტე: ჩვენი ფეხბურთელის 3 ნაბიჯი უდრის მოწინააღმდეგის 1-რთს, ამიტომ შეცვალა ის სანიოლმა, ყაზაიშვილი შეცვლიდა ჩაკვეს, ლომინაძეს შეუძლია დვალი შეცვალოს და საბამ აუცილებლად უნდა ითამაშოს ბულგარეთთან.
გენო
საერთოდ წვერის გაუპარსაობა მიუთითებს უდისციპლინო ფსიქოლოგიაზე!!!!!!! შეიძლება ჯარი არაა მაგრამ ადამიანის საქმესთან დამოკიდებულებაზეა საუბარი
FAbro
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, რაც ქვეყანაში ხდება, იგივე ხდება სპორტშიც, მათ შორის ფეხბურთში. არც ფედერაცია და არც ნაკრების მესვეურნი არ თვლიან თავს ანგარიშვალდებულად იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელიც ხშირად უკანასკნელ სახსრებს იღებს სპეკულიანტების მიერ დათრიული ბლეთების შესასყიდლად და სტადიონზე საქომაგოდ მისასვლელად. ის ევროპის ჩემპიონატი, იყო ძალიან დიდი გამართლება და არაფერი მეტი, რაც მხოლოდ ფეხბურთელების მოწადინების, ინდივიდუალური ოსტატობისა და თავდადების შედეგი იყო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მაშინ ნაკრები ასე თუ ისე ოპტიმალური შემადგენლობით გვყავდა და ძირითადის ყველა ფეხბურთელს (მეკარის ჩათვლით) საკლუბო დონეზე მუდმივი პრაქტიკა ქონდა. ამ შესარჩევი ციკლის საწყის ფაზაზე ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, ბევრი ფეხბურთელი არაა ფორმაში, პიკს რომ თავი დავანებოთ, ბევრიც კი საერთოდ ვერ გვეხმარება, რაც ბუნებრივია თამაშის ხარისხზეც აისახა. ყოველივე ამას სანიოლის ექსპერიმენტატორული მისწრაფებებიც დაემატა და ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ყველა სტატიაში ვაკომენტარებ და აქაც დავწერ, რომ სანიოლი არაა ის კაცი, რომელიც ნაკრების თამაშის ხარიხს აწევს და განავითარებს, არც ფედერაციაა ის ფედერაცია, რომელიც ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ პარტიული წანაზარდი და "შაიკაა" სადაც ძმაკაცობით, ნათლიმირონობით და ქართული ჯიგრული პონტით წყდება ყველაფერი და არა სხვაგვარად! ესაა სიმართლე და სანამ ასე იქნება ქვეყანასა და სპორტში, მანამდე დიდ შედეგებზე ნუ გვექნება პრეტენზია, ნურც სპორტში და ნურც რომელიმე სხვა სფეროში. p.s გურამ კაშია, იქონიე სინდის-ნამუსი და თუ ფეხბურთის გარეშე ვერ ცხოვრობ კვეკვესკირს მიბაძე (კანკავას თუ მიბაძავ მთლად უკეთესი) და სამწვრთნელო შტაბში დასაქმდი! არ ყოფილხარ ურიგო კაპიტანი და ცუდად ნუ დაამახსოვრდები ქომაგს, არ ღირს პირადი ეგოს დაკმაყოფილება ამად.

სანამ ორ სწრაფი,საკმაოდ ტექნიკური,ფიზიკურად ძლიერი და პოზიციურად კარგად მოთამაშე,საიმედო ცენტრალური მცველი არ გვეყოლება,4 მცველით თამაში,ყოველთვის ბომბზე ჯდომა იქნება.კაშიაზე არაფერს ვიტყვი,გოგლიჩიძე სწრაფიც არის,ტექნიკურიც,მაგრამ პოზიციურად ხშირად ცდება და არც პირველი პასი აქვს,სახარბიელო,სხვები კი,დვალი და საზონოვი ჯერ ვერ თამაშობენ.ბულგარეთთან ჩაკვე-კიტეს არყოფნაში,სამი ნახევარმცველით თამაშს ალბათ ვერ გარისკავს,მაგრამ თამაშის მიმდინარეობის მიხედვით,დავითაშვილი გადავა ხოლმე,მესამე თავდამსხმელის პოზიციაზე.
ცოტნე
კაშია ათამაშე ძმაო.. არ დაგეკარგოს.. რომელ თაობათა ცვლაზე ლაპრაკობ . ამას ჩვენ დებილები ვგონივართ .. აგერ კვევსკირი წავიდა ფა ეგრევე სამწრთვნელო შტაბში აიყვანეს . როდემდე უნდა ვუთმინოთ ეს ძმაკაცობა და მეგობრობა. მართლა სანამ არ დაგისტვენთ მანამდე ითამაშე
ლევანი
saba-ს, ალბანეთთან სახლში, დააყენა 4 1 4 1 სქემა, სასწაული, ჩემი აზრით. რაც მოხდა ვიცით, ბიჭები დარბოდნენ და არ იცოდნენ ვის, სად, რა ექნა. კიდევ ერთი სასწაული ის იყო, რომ იმ თამაშის მერე თქვა, სწორი სქემა იყო და მომავალშიც გამოვიყენებო. რა ვიცი აბა...

მშვენიერი გადაწყვეტილებაა 4 მცველი, მაგრამ 4-4-2 არის უაზრობა საქართველოს ნაკრებისთვის, რაც გამოჩნდა. მოედნის ცენტრში 3 ნომინალური ნახევარმცველი გვჭირდება და დაცვაში სწორად შერჩეული ხალხი.
რომა
2გოლი გავიტანეთ და მესამე ფორვარდის დამატება საჭირო არ იყოვო... თამაშს სტაიონიდან უყურე თუ ფლეშკორიდან? მეორე გოლი 98წუთზე გაიტანეს ბიჭებმა და მთელი ნახევარი საათი 10 კაციან თურქებს მომენტს ვერ უქმნიდით.... ილუზიებში ცხოვრობს ეს კაცი
Levani
კარგია 4 მცველი,მაგრამ ორივე სწრაფი უნდა იყოს ცენტრში. ახლა გვყავს ნელი კაშია და კონდიციაში ნაკლებად მყოფი გოგლიჩიძე.არც ლოჩოშვილია ცენტრში საიმედო-არა აქვს საკმარისი დახვეწილობა.ვერც დვალზე ვიტყვი რომ სწრაფია. მოკლედ გოგლიჩიძე უნდა შევიდეს ფორმაში და მეწყვილე უნდა ვუპოვოთ
noko
ინდივიდუალურ შეცდომებს მე-15 წუთზე სქემის შეცვლით არ ასწორებენ. იყო ინდივიდუალური შეცდომებიც და ტაქტიკური შეცდომებიც, მაგრამ არ აღიარება შენი შეცდომების ძალიან ცუდია
ნაცარქექია
ბულგარეთთან ხვიჩა კაპიტნად! არავითარი კიტე და დედოვშჩინა კიდევ გუნდში. ვინც ყველაზე დაფასებული და აღიარებული გვყავს მსოფლიოში, ის უნდა იყოს კაპიტანი, რომ მსაჯს ცოტათი მაინც ქონდეს მისდამი რიდი და პატივისცემა. კიტემ ისიც არ იკადრა ერთი საიელეფონო ზარით მაინც ჩაეყენებია გულშემატკივარი და წუხილი გამოეთქვა რომ გუნდს ვერ ეხმარებოდა. ჩაკვე ხომ საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. ეს უმაქნისი ფედერაცია რატომ არ ასაჩივრებს სანიოლის წითელს? ან ხომ შეეძლოთ თხოვნით მიემართათ უეფასთვის თამაშის ერთი საათით გვიან დაწყების თაობაზე? არა მგონია ბულგარელები ყოფილიყვნენ წინააღმდეგი, უფრო ეგრილებოდა საღამოს და ხალხიც კალათბურთსაც ვუყურებდით წესიერად. ვინმე საერთოდ ფიქრობს ამ ქვეყანაში ხალხის კომფორტულად ცხოვრებაზე?
გიო-ს
სოციალური ქსელების წაშლა რომ შველოდეს მაგ საქმეს....)) სულ არ იყო კალაძის ავტოგოლების დროს ეგენი, მაგრამ დღესაც მწარედ ახსენებს ხალხი. აქედან ვერ ამოშლიო. ხომ გაგიგია?)))) ისე, რაც უფრო გაჯიუტდებიან კაშია და სანიოლი, მით მეტ შეცდომას დაუშვებს გურამა. ჯობია წავიდეს. გვირჩევნია, სხვა ახალგაზრდამ დაუშვას შეცდომა, ვიდრე მაგან. მაგას პერსპექტივა აღარ აქვს, აი ახალგაზრდა კი გამოცდილებას შეიძენს და ნაკრებს გამოადგება მომავალში.
la
მგონი გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. კაშია არ ზის პრესკომფერენციაზე :)
თაობათა ცვლაო?)))
რომელ თაობათა ცვლაზეა საუბარი? ერთი კაცი ძლივს წავიდა, ისიც ხალხის დაჟინებული მოთხოვნით. ლორია არ ითვლება, მანამდეც იყო უკვე მამარდა პირველ ნომრად კარში. ვინც გასაშვებია, იმას ვერ უშვებთ და მაგიტომაც დაიჭირეთ კაი ჩიტი თურქებთან.
დავით 67
როგორ ყველაფრის მცოდნე ხალხი გვყავს. საიდან ასეთი პროფესიონალური განათლება ფეხბურთში, პირდაპირ საოცარია. კაშიას ნაცვლად გოგლიჩიძე, თურმე დაბრდღვნის ყველაფერს. ერთი სანიოლის ნაცვლად ვინ გინდათ იმას ვერ ამბობთ და ეს მიკვირს. გაიგეთ მთავარი, რომ ფეხბურთელი გვყავს ერთი, გუნდი შედგება 11 ფეხბურთელისგან. ეს იცოდით თუ არა? ეხლა ნომრები არეულია და შეიძლება ზოგს 99-ც ეგონოს. ბევრმა შეიძლება გამაკრიტიკოს,მაგრამ სანიოლზე უკეთესად როგორ იცით თუ ვინ სად უნდა დააყენოს. ვარჯიშებს ესწრებით? მოკლედ რა. ევროზე სულ სანიოლის ქება დიდება მესმოდა, ეხლა ყველა აგინებს. სუფთა ქართული ხასიათი. ყველაფერში ეგრე არ არის?
gurinio
უკრაინასთან ორივე და ჩეხეთთან გასვლითი თამაშის დროს ალბათ. ფაქტი იყო, რომ დაგვიმუღამეს ეგ ტაქტიკა და რაღაც უნდა შეცვლილიყო, ან ტაქტიკა ან შემსრულებლები. შეიცვალა ტაქტიკა, რაც ჩემი აზრით სწორიც იყო, მაგრამ 4-3-3-ში ან 4-4-2 ში ნელი კაშია სარგებლის მაგიერ ზარალს მოგვიტანს ყოველთვის.
გიო
წაშალა სოციალური ქსელები გურამამ და ზოგადად ცდლილობს რეალობას თვალი აარიდოს, კარი ეგოისტია და თავის ილუზიებში ცხოვრობს ტრენერი რისთვის არის? ჩვენ ყველანი თუ ვხედავთ რომ წასვლის დრო მოვიდა ნუთუ ეგ ვერ ხედავს?
riki
კაშო ან ვილი როდის მორჩებიან თითის უკან დამალვას? რა უნდათ სანამ სტადიონზე არ დაუსტვენს ხალხი არ უნდა წავიდეს? დააყანედე დაცვაში გოგლიჩიზე ლოჩო ან ხვადაგიანი, ვინგბექებად კიდე აზაროვი და გოჩოლეიშვილი
Saba
ალბანეთთან თბილისში 4:3:3 იყო და წავაგეთ. იქ 5 მცველი გვყავდა და მოვიგეთ. ვერ გავიგე რანაირად გამოიტანა ვილიმ 4 მცველზე გადასვლის აუცილებლობა. შემისწორედ თუ მეშლება.
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა