ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ

"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ

2025/26 წლების სეზონში ‘შავ ლომს’ მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი უკაპიტნებს. 29 წლის ბორჯღალოსანი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა.

ახალ ამპლუაში მისი დებიუტი იტალიურ ტურნეზე შედგა, რომლის ფარგლებში ‘შავი ლომი’ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ ფრენჩაიზებს - ‘ძებრესა’ (12:26) და ‘ბენეტონს’ (15:22) ეთამაშა.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდის, ‘შავი ლომის’ კაპიტანი. ამ პასუხისმგებლობასთან ერთად პირველი თამაში ცოტა რთული იყო. მისაღები იყო გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლია გუნდს დამატებითი მუხტი შესძინოს, ან პირიქით. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი თანაგუნდელებისგან, რამაც საქმე გამიიოლა და კაპიტნობის კუთხით მეორე თამაშში ბევრი რამ გამოვასწორე“ - ამბობს მიხეილ ბაბუნაშვილი და იტალიური ტურნეს შესახებ გვიყვება:

„ახალი სეზონი ‘შავი ლომისთვის’ განსხვავებულად დაიწყო. რაგბი ევროპის სუპერ თასის ნაცვლად ვეთამაშეთ იტალიურ გუნდებს, რომლებიც წლებია გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში თამაშობენ. ეს იყო ბევრად უფრო ხარისხიანი და კონკურენტული ორი თამაში, ვიდრე გასულ წლებში სუპერ თასზე გვქონდა, რაც გუნდის განვითარებისა და შეთამაშებისთვის უკეთესია და ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება ჩელენჯ თასის მომავალ გათამაშებაზეც აისახება. სუპერ თასზე ისეთ გუნდებთან გვიწევდა თამაში, რომ მერე ძალიან ჭირდა ჩელენჯ თასზე გადართვა. მხოლოდ მოედანზე ვხვდებოდით რამხელა განსხვავება იყო ტემპსა და ინტენსივობას შორის, ახლა კი სწორედ იმ დონის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ, როგორებთანაც შეხვედრა დეკემბერსა და იანვარში მოგვიწევს“.

„ზაფხულის პერიოდში გუნდი ძალიან ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. მათ ნაცვლად საფრანგეთიდან და დიდი 10-იდან ახალგაზრდა მორაგბეები შემოგვიერთდნენ, რომლებიც კარგად ჩაერთვნენ სავარჯიშო პროცესში. ისინი ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან და არც სისტემასთან მორგების კუთხით ქონიათ პრობლემები. ყველა მათგანს ეტყობოდა მონდომება და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, რათა საუკეთესოდ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები“.

„მიუხედავად ამისა პირველ თამაშში (ძებრესთან) გვქონდა შეცდომები, რაც შეუთამაშებლობით იყო გამოწვეული. მეორე თამაშამდე ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ და მცირე დროის მიუხედავად ბევრი კომპონენტი გავაუმჯობესეთ: დაბალანსენული იყო ფეხით თამაში, დარტყმა-ახურვა, უკეთ გავისარჯეთ რაქში, კიდევ უფრო დაიხვეწა მოლში თამაში“.

„მაღალ დონეზე იყო დაცვის თამაში. მე პირადად არასდროს მქონია ამხანაგური შეხვედრა, რომლის დროსაც ჯარიმა კარში დაგვირტყამს, იტალიელთა კაპიტანმა კი მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერ მიუთითა კარისკენ. თუმცა სულ დაცვაში თამაში შეუძლებელია და ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა ისაა, რომ მეტად ვაკონტროლოთ ბურთი და წნეხი მეტოქეზე გადავიტანოთ“.

ბაბუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ‘შავი ლომის’ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩართვის შემთხვევაში ქართული რაგბი უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება და ეს კონკურენტუნარიანობის კუთხით კარგი იქნება თავად ჩემპიონატისთვისაც:

„იტალიელები წლებია გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატს თამაშობენ, რაც მთელი წლის განმავლობაში ხარისხიან თამაშებს გულისხმობს, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ორივე გუნდმა უძლიერესი შემადგენლონა დაგვიყენა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მათ ყავდათ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, თუმცა ორივე მათგანს უშეღავათო ბრძოლა გავუმართეთ. პირველიდან მეორე თამაშამდე პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ჩვენ თუ ამ დონის გუნდებთან ხშირი თამაშის შესაძლებლობა გვექნება, მოკლე პერიოდში ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავა“.

„სწორედ ამიტომ გვჭირდება გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი. მწირი ისტორიის მქონე ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის გასულ ორ გათამაშებაშიც დაამტკიცა, რომ კონკურენტული გუნდია. პირველ სეზონში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსური გუნდი ‘სქარლეთსი’ დავამარცხეთ; შარშან ტოპ 14-ის ‘ვანს’ მოვუგეთ; ახლა იტალიურ გუნდებს ვეთამაშეთ ტოლ-სწორად. თუ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის კარი ჩვენთვის გაიღება, დარწმუნებული ვარ პირველივე წელს მეტოქე გუნდებს არაერთ სიურპრიზს მოვუწყობთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მთელი წლის განმავლობაში, კვირიდან კვირამდე მაღალი დონის თამაშები გვექნება. ვფიქრობ, ქართული რაგბი და ‘შავი ლომი’ იმსახურებს ამ ტურნირის სრულფასოვან წევრად ყოფნას“.

Rugby.ge

ეეჰ,ჩვენ რომ ვფიქრობთ,კარგია,მაგრამ ისინი რას ფიქრობენ,ეგ არის გადამწყვეტი.ფაქტია,რომ თუ არ დაგვიშვეს,რეგრესი გარანტირებული გვექნება.დონეს ვერ შევინარჩუნებთ.მაგ თამაშების ვიდეო ვერსად ვნახე და ვინმემ თუ იცით,იქნებ მომწეროთ.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

15-ქალას ელიტური მეტოქე

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო

"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს

"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ

"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა

"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე

"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია

"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე

"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია

ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"