კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. კვლავ მოიგო დილამ და უკვე ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, რადგან მეორეადგილოსანმა იბერია 1999-მა თავისი შეხვედრა ფრედ დაასრულა. კიდევ, გრძელდება დინამო ბათუმის წარუმატებელი სერია: ამჯერად წყალტუბის სამგურალმა გაიმარკვა ბათუმში.

იბერია 1999 1:1 გარეჯი

მასპინძლები ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით დაწინაურდნენ. 18 წლის მცველმა სანდრო ალთუნაშვილის პასის მერე ოსტატურად მოატყუა მცველი და მაღალ კუთხეში დარტყმით გაიტანა. ეს ამისულაშვილის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

გარეჯმა 87-ე წუთზე გაათანაბრა: გიორგი ვეკუამ ჩააწოდა ბურთი, რომელიც მოხვდა ალთუნაშვილს და ფორვარდმა ლევან პაპავამ ზუსტად გადაგზავნა კარში. ეს პაპავას მეცხრე გოლია სეზონში.

ეს გარეჯის ზედიზედ მეექვსე ფრეა. გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა.

დილა 1:0 კოლხეთი 1913

გორის დილამ ბოლო 13 მატჩიდან 12 მოგება აქვს. ფოთელები კი ბოლო ადგილზე არიან და ქულებშიც თანდათან იზრდება მათი ჩამორჩენა: უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან მეცხერადგილოსანს.

ამ მატჩში ერთადერთი გოლი ისრაელის წარმომდგენელმა აბდალა ხლაიხალმა გაიტანა. მან ირაკლი ბუღრიძის კარგი პასი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარგად შესრულა. ეს 74-ე წუთზე მოხდა.

დილა მეტწილად მინიმალური სხვაობით იგებს, თუმცა მათთვის მთავარია, რომ იგებს და უკვე 6 ქულით უსწრებს იბერია 1999-ს.

დინამო ბთ 1:2 სამგურალი

სამგურალმა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. აი, ბათუმელები კი ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, წყალტუბოელთა კაპიტანმა დემურ ჩიხლაძემ კუთხური ჩააწოდა და ირაკლი ჯანჯღავამ დასწრებაზე თავურით ეფექტურად გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ბათუმელთა 18 წლის მეკარე მათე თურმანიძემ რთული ბურთები მოიგერია.

მატჩის ბოლო წუთებში დაიძაბა სიტუაცია. 90-ე წუთზე მასპინძლებმა ლუკა ქაფიანიძის შორეული დარტყმით გაათანაბრეს...

ბათუმელებმა ბურთი ცენტრში სწრაფად წამოიღეს, გამარჯვება სურდათ და უტევდნენ, თუმცა არბიტრის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე სამგურალმა გაიტანა. კონტრშეტევა, ვინისიუსის პასი, კლაუდიო სებოლინიას პირისპირ გასვლა და გოლი. ბრაზილიური გოლი იყო - 1:2...

erovnuliliga.ge

მამუკა
ერთ რამე გირჩევთ ასე რომ გვანახებთ უბრალოდ ვიდეოს დაგოლებს სტატისტიკა დაწერეთ ვის რამდენი ჯარიმა ქონდა დარტყმა ბურთის ფლობა ცოტა დააინტერესე ეს ხალხი აბა გინოსავით რომ ზიხართ და უყურებთ ეგ კი არარი ფეხბურთი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის