საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საერთო აზრით, "პომების" ყველაზე დიდი დანაკარგი უკანახაზელი რიკი ფლუტია. ჯონსონი იძულებული იყო ის შინ დაეტოვებინა. თავდაპირველად ინგლისელთა თავკაცი ახალ ზელანდიაში ორი ცხრა ნომრის წაყვანას აპირებდა, მაგრამ რადგან ბენ იანგზს ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, დაზღვევის მზნით განაცხადში სამი ცხრა ნომერი შეიყვანა, ასე მოხვდა გუნდში იანგზთან და რიჩრად ვაიგელსვორსთან ერთად კიდევ ერთი ცხრა ნომერი ჯო სიმპსონი. შედეგად, ჯონსონს უკანა ხაზიდან ერთი ზედმეტი მოთამაშე უნდა გამოერიცხა და ეს სწორედ რიკი ფლუტი აღმოჩნდა.

ჯონსონმა ახალ ზელანდიაში 17 მორკინალი და 13 უკანახზელი იახლა. ამათგან ხუთი ისეთი მორაგება, რომელმაც 2003 წლის მსოფლიოს თასი მოიგო. წინა 2007 წლის მსოფლიოს თასზე კი 11-მა ამჟამინდელმა "პომმა" იასპარეზა, მათგან რვამ სამხრეთ აფრიკასთან ფინალში ითამაშა.

ინგლისელთა გუნდში გამოცდილებისა და ახალგაზრდების შესანიშნავი სინთეზია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი ჯონი ვილკინსონი მსოფლიოს თასზე მეოთხედ ითამაშებს. ყველაზე ასაკოვანი კი მორკინალი საიმონ შოუა, რომელსაც ახალ ზელანდიაში 38 წელი შეუსრულდება. ხოლო ყველაზე ახალგაზრდა წარმოშობით სამოელი შუამარბი მანუ ტუილაგია. ის სულ რაღაც 20 წლისაა.

"ნაკრების შემადგენლობის ზუსტად შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, რომ ამჯერად სწორედ ის მოთამაშეები შევარჩიეთ, რომლებსაც გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლობის მოტანა შეუძლიათ. რამდენიმე მორაგბესთან საკმაოდ მწვავე სატელეფონო საუბარო მქონდა.

ახლა ჩვენთვის აუცილებელია გუნდური სული და ერთობა შევინარჩუნოთ. ნაკრრბში რამდენიმე ძალზედ გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც ლიდერობა რეალურად შეუძლიათ, თუმცა კაპიტნად ყველამ ერთხმად ლუის მუდი აირჩია. დარწმუნებულნი ვართ, რომ ის თავისი შესანიშნავი თვისებებით ახალ ზელანდიაში გუნდის წარმატებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანია ამ უქმეებზე ირლანდიასთან სათამაშოდ კარგად მოვემზადოთ. ვეცადოთ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი." - თქვა მარტინ ჯონსონმა.

"პომების" თავკაცმა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ის მოთამაშეები შეარჩია, რომლებსაც ნაკრების ღირსად ბევრი სპეციალისტი მიიჩნევდა. ინგლისის ნაკრებში ვერ მოხვდენენ სამხრეთაფრიკული წარმოშობის მორაგბეები მორის ბოთა და ჰენრი ფური. ასევე გუნდის მიღმა დარჩა გარემარბი უგო მუნი, რომელსაც "ბარსბაროსების" შემადგენლობაში თბილისში საქართევლოს ნაკრებთან უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს არგენტინის ნაკრებთან გამართავს. 18 სექტენბერს კი "ბორჯღალოსნებს" დანიდინში დაუპირისპირდება.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: დენ კოლი, ალექს კორბიშერო, ენდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, დევიდ ვილსონი, დილან ჰართლი, ლი მაერასი, სტივ თომსონი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი, საიმონ შოუ, ტომ კროფტი, ნიკ ისტერი, ჯეომზ ჰესკელი, ლუის მუდი, ტომ ვუდი.

უკანა ხაზი: დელონ არმითიჯი, ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, მარკ კუეტო, მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰეპი, მაიკ თონდოლი, მანუ ტუილაგი, ტობი ფლუდი, ჯონი ვილკინსონი, ჯო სიმპსონი, რიჩრად ვაიგელსვორსი, ბენ იანგზი.

განაცხადში ვერ მოხვდენენ:

ტიმ პაინი, პაულ დორან-ჯოუნზი, ჯორჯ ჩატერი, მორის ბოთა, ჯო ვორსლი, კრის რობშო, ჰენრი ფური, ტომას ვალდრომი, ჩარლი ჰოჯსონი, რიკი ფლუტი, უგო მუნი, ჩარლი შარპლსი, ჯეიმზ სიმსპონ-დენიელი, დევიდ სტრიტლი, დენ კერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის