"ვოლაბების" მწვრთნელმა რობი დინსმა "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში ენტონი ფაინგაა, რადეკი სამო და დენ ვიკერმანი გაამწესა
ამასობაში ავსტრალიის ნაკრები სამი ერის გათამაშების ბოლო მატჩისთვის ემზადება. "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ ძირითად შემადგენლობაში ენტონი ფაინგაა, რადეკი სამო და დენ ვიკერმანი გაამწესა.

ჯეიმზ ორვილი, რომელიც ახლახან გუნდის კაპიტნად აირჩიეს შაბათს ეროვნულ ნაკრებში 77-ე კეპს მოიხვეჭს. სამო "ვოლაბების" ძირითადში ადგილს 2004 წლის შემდეგ პირველად დაიკავებს, ხოლო ვიკერმანმა ბოლოს სასტარტო შემადგენლობაში 2008 წელს ითამაშა. ის ამჟამად მეორე ხაზში ნათან შარფს შეუწყვილდება.

ფაინაგაას კი ნამდვილად გაუმართლა. ის დინსმა შუამარბ ადამ ეშლი-კუპერის ნაცვლად დააყენა, რომელიც ფრთაზე ჩხუბისთავ ჯეიმზ ოკონორს შეცვლის. ოკონორი ადრეც შემჩნეული იყო თანაგუნდელებთან მუშტი-კრივის გამართვაში. მან დისციპლინა ამჯერადაც დაარღვია და დინსმა ის დროებით მოკვეთა გუნდიდან.

ავსტრალიელებს შესანიშნავი შანსი აქვთ სამი ერის წლევანდელი გათამაშება მოიგონ. ამას ისინი სამხრეთაფრიკელებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც გასულ უქმეებზე პორტ ელიზაბეტში "ოლ ბლექსის" დამარცხება შეძლეს. დღესდღეობით ორივე გუნდს ცხრა-ცხრა ქულა დაუგროვდა. გამარჯვებული, ცხადია, პირველ ადგილს დაიკავებს, რაც მსოფლიოს თასის წინ მათ შესანიშნავ განწყობას და საკუთარ ძალებში რწმენას შემატებს.

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ვოლაბები" და "ოლ ბლექსი" მსოფლიოს თასზე უმთავრესი ფავორიტები არიან და, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, ფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ბრიბენული დაპირისპირება, მსოფლიოს თასის ფინალის ერთგავრი რეპეტიცია იყოს.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ენტონი ფაინგაა, 12. პატ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. დენ ვიკერმანი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რადეკი სამო.

16. საია ფაინგაა, 17. სალესი მააფუ, 18. რობ საიმონსი, 19. ბენ მაკკალმენი, 20. სკოტ ჰიგინბოთამი, 21. ლუკ ბარჯესი, 22.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახლი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 9, 3. სამხრეთ აფრიკა – 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

FainGaa
22 ზე არ ვიცი მაგრამ 2 ზე FAINGAA ყავს :))
beka
22 ზე ვინ ყავს ავსტრალიასს ? მიდი ავსტრალია მოიგეეე რაა და გახდი ჩემპიონიიიი
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა