მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

უამინდობის გამო, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში გამართა. ვილი სანიოლის და გიორგი მამარდაშვილის პრესკონფერენცია კი, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შეკრების ესპანეთში ჩატარება ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო. მნიშვნელოვანი იყო საკლუბო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ძალების აღსადგენად მეტი დრო მიგვეცა. ძალიან კარგი კვირა გვქონდა. ბოლო ორი დღე ცოტა წვიმიანი იყო, თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის.

ვიცით, რომ საქართველოს და ესპანეთს შორის დიდი სხვაობაა. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე შევამციროთ ჩვენს შორის არსებული სხვაობა. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, ხვალ მოთამაშეებს ექნებათ იმის ჩვენების სურვილი, თუ რა ისწავლეს გასული თამაშების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან ჩატარებული ჩვენი ბოლო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი კიტეიშვილის ტრავმა იყო. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სურთ იმის ჩვენება, რომ სხვაობა ესპანეთსა და საქართველოს შორის მცირდება. უნდა ითამაშონ ამბიციით და შიშის გარეშე. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ კარგ თამაშზე და ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვართ.

როდესაც ესპანეთს, პორტუგალიას და მსგავსი უმაღლესი დონის გუნდებს ეთამაშები, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5-6 უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი იგივე დონის ფეხბურთს ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან თუ არა მოედანზე იამალი, ოლმო, უილიამსი. იგივე სირთულის თამაში გვექნება და ამისთვის მზად ვართ".

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ესპანეთთან უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში განსხვავებული იქნება. გასვლაზე ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და რთულ თამაშს ველით.

მართალია, ესპანეთს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, თუმცა მათ ნაცვლად იგივე დონის მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს. ბევრი უნდა ვიშრომოთ მოედანზე, თავი კარგად დავიცვათ და შეტევაზე ამის შემდეგ ვიფიქროთ. ეს არის ერთადერთი გზა ესპანეთის ნაკრებთან შედეგის მისაღწევად".

ესპანეთი - საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თურქეთთან და ბულგარეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.

NAKREBI.GE

ჭინჭრაქა
შიში მაინც ოხერი ყოფილა, არა მამარდ?))))) მწვრთნელი და დაცვის ხაზი შეცვალეთ გიორგი, სხვა საშველი არა აქვს ნაკრებს.
ზურა
არ დაივიწყოთ ბიჭებო ერთი ქართველი ათ თურქს ამარცხებდა.

ეგრე თურქებმა ითამაშეს და შედეგი ცნობილია.მსოფლიოში ნაკრები არ მეგულება,რომელიც ესპანეთს დაცვაში ჩაჯდომას აიძულებს და ბურთს გაუკონტროლებს.ჩვენც ვცადეთ 4 მცველით თამაში და ის შედეგიც გვახსოვს.იმ ბიჭების ადგილზე,მათზე სულ ოდნავ ნაკლები ბიჭები დაიმატეს,მაგრებიც და ნაკრებში გამოცდილებიც.ასე რომ ჩვენი შეღავათი,მხოლოდ მათი შესაძლო შეუთამაშებლობა იქნება და ეგეც,მხოლოდ შეღავათი.მათთან უკვე აქვთ ნათამაშები და იციან რაც ელით,ამიტომ რეალისტურად მიუდგებიან საქმეს და იმედია რაღაცას გამოვადნობთ.ჩვენი მთავარი მატჩი,თურქებთან გველის.
გელა
ბიჯო, ბურთს თამაშობთ ამხელა კაცები, რა შიშზე ლაპარაკობთ. თქვენხელები ომში იბრძვიან. რა შიში?
ჩემი აზრით
იამალი,უილიამსი და ოლმო სხვა დონის არიან როგორც ჩვენთვის კვარა.ამიტომ გვიჩნდება შანსი.მაგრამ რამდენიმე დღეში მთავარი თამაში თურქებთან გველოდება ამიტომ თავს ვერ შევაკლავთ და იქნებ ფრე გავაგოროთ.
მწარე
ეს ხალხი აშკარად სხვაგან ბანაობს ან სხვა ტელევიზორში უყურებს ფეხბურთს. ესპანეთს ჩვენზე ძლიერი გუნდი ყავს. მეორე კი არა მესამე გუნდსაც ან მოვუგებთ ან არა. ესპანეთის მეორე ნაკრები თავისუფლად მოუგებს ბევრ გუნდს, მაგალითად პოლონეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, ყაზახეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უნგრეთს, ბულგარეთს, და სხვა. თანაბრად ეთამაშება დღევანდელ იტალიას, თურქეთს შეიძლება მოუგოს კიდეც. ეს ის თურქეთია ჩვენთან თამაშამდე 3 საათით ადრე რომ ჩამოვიდა, მოგვიგო და ეგრევე გაფრინდა. არავინ არ ამბობს ამას, თვითმრინავიდან გადმოსულმა გუნდმა მოგვიგო. პ.ს. რას იბრიქებით? შევქმნათ ნაკლები მოლოდინები. პესიმიზმი კი არა რეალობა. შედეგი უფრო იქნება, პ.ს.ს. დიდგორის ტაქტიკა იყო სწორი შეფასება, ხაფანგში შეტყუება, მოწინააღმდეგის რიგებში მცირე ძალებით პანიკის დათესვა და გამარჯვება. ეგ უაზროდ შეტევის ტაქტიკა, მარაბდის ბრძოლაში იყო. შედეგად მოყვა ქართველთა მორიგი გენოციდი.
ცისკარა
ეხლა თუ ესპანეთის მეორე შემადგენლობასაც ვერ მოუგეთ, მაშინ საერთოდ რა გინდათ მსოფლიოზე? 3-0 ზე ნაკლები ანგარიში არც განიხილება. უნდა ამოტენოთ ბიჭებო! თან ისე, რომ თურქებისთვისაც გეყოთ ძალები. როგორ უნდა მოვუგოთ თურქებს? გადაახვიეთ და უყურეთ როგორ დაახია ბურთი თავზე ესპანეთმა, მაგაზე უკეთესი სახელმძღვანელო არ არსებობს და ვერც სანიოლი გამოიგონებს ახალ ველოსიპედს. აბა წარმატებები!!! 6 ქულა გვჭირდება და უნდა ავიღოთ!
Giorgi
წარმატებები ბიჭებო. ხვალ მჯერა რომ მოვიგებთ რითი გჯობნიან? მთავარიაა ბოლომდე ბრძოლა, თქვენ შეგიძლიათ მთელი ქვეყანა გაახაროთ და თავი არ დაზოგოთ ამისთვის წინ უფრო მეტი წარმატებები გველის ერთად
Levani
ნუ "ესქპერტობთ" ერთი. 4-4-2 არ არის სუპერშეტევა. იგივე დაცვაა-ოღონდ კარებთან მძორი კაშიას ნაცვლად ცენტრში გყავს გაგნიძე და ზემოთ იწყებ ართმევას. 5-3-2 იყო გაჭირვების,ნელი მცველების გამო. ახლა ყველა დარბის და იქვე,ცენტრშივე უნდა წაართვა ბურთი და არა ავტობუსი (თურქეთთან,ჩეხეთთან,ესპანეთთან)
მალხაზ ჯობავა
მაგი თოფურიაა ჩვენი ჯოკერი მტრის ზურგში. ა, ნახავთ თუ ყველაფერი არ აურია ესპანელებს.
კახა
Ძალიან რᲗულია ესპანეᲗᲗან დადებული Შედეგის მიᲦწევა ცოტა არაორდინალური ტაქტიკას მოსაფიქრებელი ისინი ავტობუსს ელოდებიან და ამ დროს დიდგორის ტაქტიკა იქნებ გამოგვადგეს ეგრევე მᲫაფრი პრესისგან და გონზე მოსვლა არ ვაცალოᲗ მოკლედ ᲩავუხტეᲗ მუხრან ბატონისა ეს ყველაფერი ხუმრობას ბრძოლის ყოველი მოედნის ყოველ გოჯისᲗვის ერᲗმანეᲗისᲗვის Თავი გაწირა და არავიᲗარ ᲨემᲗხვევაᲨი Ძალიან სენი ოᲦონდ მე არ დააბრალეს ეს მიდგომა ანადგურებდა ᲗიᲗქმის ყველა Თაობას და კიდევ რომ ვერ ისწავლა ფლანგიდან ცენტრი დაბალი პასი არ გადის 99 ᲨემᲗხვევაᲨი ანუ Ჩვენ საᲩუქარი არ უნდა გავუკეᲗოᲗ
უშიშარი ტახი
ევრე რა, რა შიში, რის შიში- სადაც 7:1 წაგვიგია ამათთან აწი რითი უნდა შეგვაშინონ. მივაწვეთ ბოლომდე, რას ვკარგავთ:))
გიგი
ბიჭებო,ესპანელებს ეყოლებათ ზამენაზე ილია თოფურია!
კახა
ვინმემ მიაწვდინეთ ხმა სანიოლს რო 5-3-2 ტაქტიქით ითამაშოს. ამ ტაქტიკით მოვიგეთ ერთა ლიგა, ამ ტაქტიკით გავაგდეთ საბერძნეთი და ამ ტაქტიკით დავამარცხეთ რონალდოს პორტუგალია და რომ არა კიტეიშვილის ტრამვა ესპანეთთან რის შემდეგაც გაგვითანაბრა ვინ იცის ფინალშიც გვეთამადა. წარმატებები ბიჭებს და ღვთის წყალობით იქნებ არ წავაგოთ.
მამარდას
ნუ გაიხდით საქმეს ისე რომ თავდაცვა მოგიწიოთ. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. მერე კი ნუ იფიქრებთ, თავიდანვე ამაზე იფიქრეთ და შეუტიეთ.
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია