ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, სტუმრად ესპანეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

„შეგვიძლია ვცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც ესპანეთის ნაკრები ასეთ დონეზე თამაშობს, უშანსოდ ხარ - ეს უნდა მივიღოთ. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო. რამდენიმე ფეხბურთელს მომდევნო მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა და ვიცით, რომ თურქეთთან შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ფეხბურთელებთან ბევრს ვსაუბრობთ და მომდევნო შეხვედრაში მათი მხრიდან სრულიად განსხვავებულ თამაშს ველი. სამი დღე ძალების აღსადგენად საკმარისი არ არის, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი ასეა მოწყობილი - არასდროს გაქვს საკმარისი დრო. ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ასეთ გრაფიკს და ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ.

ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ - ამჯერადაც ასე იქნება და მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს“.

NAKREBI.GE

• საჩინო

ბევრისგან განსხვავებით,მე პირადად,ესპანეთთან წაგებას კატასტროფად არ მივიჩნევ.გუნდმა ითამაშა და გამოავლინა თავისი ის შესაძლებლობები რაც გააჩნდა მოცემულ მომენტში(მომდევნო თამაშის გათვალისწინებითაც) და რისი საშუალებაც მიცა მეტოქემ.ტოლ-სწორად თამაში იმ გუნდთან ,რომელიც დაკომპლექტებულია სწრაფი,მოძრავი და ტექნიკური ფეხბურთელებით წარმოუდგენელია იმ ფონზე,როცა შენ ასეთები თითქმის არ გყავს.განსაკუთრებით დაცვის ხაზში გვაქვს ამ მხრივ დიდი გარღვევები.რაც შეეხება მეორე გოლზე კაშიას დადანაშაულებას,თავი გაწიაო,----ახლოდან დარტყმული ძლიერი ბურთის ყველას ეშინია და თავს არიდებს და არც კაშიაა გამონაკლისი ,მას სხვა კომპონენტებშიც ეყოფა გაკრიტიკება.ჯარიმა კი მსაჯის სინდისზეა.საფეხბურთო კოდექსში გარკვევით წერია:ხელით თამაში დარღვევად ითვლება მხოლოდ მაშინ ,თუ ფეხბურთელი ამას წინასწარ განზრახულად ,შეგნებულად აკეთებს.შემთხვევით ხელზე მოხვედრილი ბურთი დარღვევად არ ითვლება.მსაჯების აბსოლიტური უმრავლესობა ამ წესს მუდმივად არღვევენ და დიდ ზიანს აყენებენ ხოლმე ,სრულიად უდანაშაულო გუნდს.განმკითხავი კი არავინ არის.

• სვანსკი

გასდის და გვაბოლებს რატომაც არა.

• df

არავინ ამახვილებს ყურადღებას 1 ფაქტზე. თურქეთთან როცა 4 მცველიანი ტაქტიკით ითამაშა, ბევრი უკიჟინებდა, რომ ასეთ შემტევ გუდთან 5 მცველიანი ტაქტიკით თამაში ჯობდა და ჩვენ კარში გატანილი 3 გოლიც არასწორი ტაქტიკის შედეგი იყო. სანიოლმა გვიპასუხა, რომ 5 მცველიანი ტაქტიკა წარსულს ჩაბარდა და მას აღარ გამოიყენებდა, რადგან უფრო შემტევი და აქტიური გუნდი უნდა გაეხადა ჩვენი ნაკრები. ჰოდა, აგერ ვეთამაშეთ ესპანეთს და ისევ 5 მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, არადა ტიპმა ლამის დაიგინა რომ ამ ტაქტიკით აღარასდროს ითამაშებდა. როცა მწვრთნელი ასეთი არათანმიმდევრულია, ელემენტარულად პირში გატყუებს და მერე თავის სიტყვებზე პასუხს არ აგებს, ვინმემ ხომ უნდა მოსთხოვოს პასუხი. მეტი არაა ჩემი მტერი ფედერაციამ ეგ გააკეთოს, მაგრამ ჩვენ მაინც ამოვიღოთ ხმა.

• რეალისტი

რა უფრო ჯობდა, შეგვეკლა ესპანეთისთვის თავი და თუნდაც მოგვეგო და ძალაგამოცლილი, ტრავმირებული, დისკვალიფიცერებული ფეხბურთელებით დავრჩენილიყავით(ამ შემთხვევაშიც დიდი შანსი იყო წაგვეგო 6:3ან უფრო გამანადგურებელი ანგარიშით), თუ ძალების დაზოგვით მივსულიყავით ფინალის სწორ თამაშამდე. როცა სამდღიანი ინტერვალია თამაშებს შორის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით მოკლე სკამის მქონე გუნდებისათვის. მიუხედავად უსუსური თამაშისა, მე მაინც მწვრთნელის სტრატეგიას ვიზიარებ. მოთმინება ვიქონიოთ, წინ დიდი ბრძოლაა. გული მიგრძნობს მაგრად ითამაშებენ ბიჭები და მერე უფრო სწორად შეფასდება ესპანეთთან "დაგეგმილი" მარცხი.

• ბორია წიფურია

დასკვნა-ამოცანა ფეხბურთის თამაში არ ყოფილა

• გიორგი

სანიოლის მთავარი პრობლება: თვითკრიტიკის არ ქონა. მოგისმენით ეთქვას შეცდომა დავუშვიო? არა! და იმიტომ, რომ პასუხსაც არავინ სთხოვს და კონტრაქტს უგრძელებენ. ეხლა რაც შეეხება ნაკრების თამაშს… უსულგულო თამაშია პრობლემა და კიდევ ვითომ დაცვის თამაში. შეიძლება შემტევს 2 მეტრაში ედგა, აქტიურად არ აწუხებდე და ბურთი წაართვა?! ფეხბურთელი რომ გქვია, ხო უნდა გაბრაზდე მაინც ბურთი რომ არ გაქვს და პასს ვერ აკეთებ. ისინიც ადამიანები არიან?! თქვენ დააბრუნეთ ხალხი სტადიონებზე. ხალხი ვალებს იღებს ნაკრების თამაშების საყურებლად რომ ჩამოვიდეს და პატივი ეცით ამ ხალხს. თამაშის მერე ტრიბუნების წინ ტაშის დაკვრა საკმარისი არ არის!

• ლევანი

მე მგონია, რომ ევროს მერე და ჩეხეთ, ალბანეთის მერე, განსაკუთრებით, მაკრებს და უფრო მის მწვრთნელს დაემართა ქართული სენი, ანუ თავში ავარდნა, რატომღაც ამ კაცმა დაიჯერა, რომ კარგი მწვრთნელია. ძალიან მაინტერესებს, ზემოთ, ჩემს მიერ ნახსენები თამაშების მერე, ამდენ სისულელეს რომ აკეთებს (ჩამოთვლას არ დავიწყებ) რომელიმე ჟურნალისტმა, რაიმე ცოტა კრიტიკული კითხვა მაინც დაუსვა? რაღაც მეეჭვება, ჰოდა ესეც ფიქრობს რომ მაგარი ვარო. აცნობიერებს ეს კაცი, რომ ეს გუნდი ქვეყნის სახეა? და არა ვიღაცის კერძო კლუბი. წაგება ბევრი მაქვს ნანახი, ძალიან, ძველი დიადი დინამოც კი აგებდა ხოლმე, სპორტია ბოლო-ბოლო, მაგრამ გუშინ რასაც ვუყურე, ეს, ეს სირცხვილიც კი არაა, მე არ ვიცი რა იყო, სახელი ვერ მოვძებნე. ბოდიშს ვიხდი, ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ....

• სირბილის სწავლების ცენტრი

აღსადგენად 3 დღე არ გვყოფნისო და სხვებს 1 დღე რატომ ყოფნის? იმიტომ ხომ არა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ? იქნებ მოგეწვიათ სპეციალისტი, რომელმაც 1 დღეში აღდგენა იცის?

• ბუჯანგა

გენაცვალე სანიოლ...ესპანეთტან ამოცანა ნაკლები ყვითელი... თურქებთან ალბათ ნაკლები წითელი ბარათი....შე დალოცვილო პირველი ტაიმი ისე დაამთავრა ესპანეთმა 300ზე მეტი პასი ჰქონდათ...ჩვენ 40ზე ცოტა მეტი...სენ მგონი სათამაშოდ არ წაგიყვანია გუნდი..ესპანელების საყურებლად წაიყვანე... გენაცვალე ასპროცენტიან მომზადებაში..ეს თუ ვინმეს მწვრთნელი ჰგონია...

• ვარლამი

რა თქმა უნდა გვაჯობეს, ბურთი დაგვიმალეს, აგრეთვე ბერჯერ გადავრჩით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გოლი არასამართლაინად გაიტანეს, პირველი რა თქმა უნდეა იყო თამაშგარე მდგომარეობა და არავითარ პასიური, ხოლო რაც შეეხება მეორე გოლს, მე მგონი ჩვენ დამცველს ხელი ჰქონდა მიბჯენილი და ამიტომ ის ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყო

• გიორგი

თბილისელს. სწორს ტყუილში ურევ. 9 სისხლიანი წელიც იყო და დიფ სტეიტიც არსებობს. ასე რომ მიზეზ შედეგობრივი აზროვნების პრობლემა შენც გიდგას და ნუ გგონია რომ არ ყიყინებ.

• ხელი ხელს ბანს

მთავარია, მადლობა გადაუხადა ფედერაციას კარგი პირობებისთვის...))) ეს არ უნდა გამორჩეს ხოლმე!

• თბილისელი

ამ საიტის კომენტატორებს: თქვენ რუსული სტილის ცხოვრება გინდათ ,ხოლო ფეხბურთი,სპორტი და ხელფასები ევროპული. ასე არ გამოდის.ამ ფეხბურთის შედეგებს შრომა და თავისუფალი ბიზნესი სჭირდება, აბა ნოშიკო ნამორაძე და სხვა ქოცბიზნესმენები ფულს სპორტში და განათლებაში კი არ დებენ,არამედ მამამარჩენალთან და ქალაქის მერიაში მიაქვთ. არა მიიტანს და "მაკასინებიანი" ფსევდოჩეკისტი მამუკია ხვალ საქმეს შეუკერავს. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და იყიყინეთ ეხლა 9 სისხლიან წელსა და დიფსთეითზე.

• zaza

ეს გვეკაიფება ნამდვილად . ბიჭო , ამდენი წელი არაფერი შეგიცვლია და 3 დღეში რისი შემცვლელი ხარ???? მაგის მეტი საფიქრალი თუ არ გქონდა კვარაცხელია რატომ ათამაშე ან მიქაუტაძე? ავტობუსის ჩაყენებით რის მიღწევას ცდილობ ამდენი წლები , რა გინდა ?ხო , ხიზანა და დვალიშვილი არსად დაკარგო , მაგათი საფეხბურთო აზროვნება და მენტალიტეტი .... ! გაანებე კაშიას თავი , ვეღარ დადის !!!!!!!!!!!!!!!!!!

• ჰაჰა

მე არ მჯერა, რომ სხვა ტრენერი ამ თამაშს არ წააგებდა. მე ტრენერს არ ვაბრალებ, მე ვთვლი რომ ქართული ფეხბურთი ცუდ დღეშია.

• zaza

მდაა-ს შენ გაიხარე! მეგონა ჩემს აზრებს კითხულობდი .. ერთი ერთში გეთანხმები და ვინც შენს კომენარზე დისლაიქი დასვა , იმის საფეხბურო აზროვნება ...

• გიორგი

არაა ეს კაცი მწვრთნელი ჩვენთან ისწავლა ცოტა რაღაცეები ვერსად სადაც იმუშავა სეზონიც კი ვერ ჩაამთავრა უფრო მეტიც ვაისთანაც ახლოსაც კი ვერ მივა

• ჩემი ნაბადი

ვინც ნახეთ მე 10 წუთის მომენტი მიხვდით რომ კვარაცხელია არის საშუალოზე დაბალი დონე .. იმის მაგიერ პასი გაეკეთებინა ყვითელზე ითამაშა ..ბევრ ცუდ რამეზე მეტყველებს

• lasha

მთავარი პარადოქსი რაც არის არ არსებობს საფეხბურთო ექსპერტი, რომელიც შეძლებს გამოიცნოს თუ რა ირითადს გაიყვანს სანიოლი. ანუ ნაკრებს არ ყავს ძირითადი შემადგენლობა. რა წარმატებაზეა ხალხო საუბარი. მაინტერესებს რატომ არ ათამაშა გაგნიძე. რატომ დატოვა განაცხადის მიღმა ლომინაძე. ორივეს კარგი პრესა აქვს. ორივე კარგ ლიგებში თამაშობენ. და რატომ აყენებს რაღაც უნივერსიტეტიას მოთამაშეს ძირითდში? გამაგებინეთ ვინ თამაშობს ესპანეთის ნარი მოძრავ გუნდთან 3 ცენტრალური მცველით? პირიქით შუახაზი არ უნდა გააძლიერო, რომ დაცვას შეუმსობუქდეს საქმე? რა გონია ამას 8 კაცს დააყენებს საჯარიმოში და ესპანეთი ვერ გაიტანს? ესპანელს რომ საჯარიმომდე მიუშვებ 7 მეტრში იმის გამჩერებელი ვანღაა.

• riki

პირველი ტაიმი 4-0 უნდა წაგვეგო გავიმართლა და 1-0 დასრულდა, და ამ უსუსურმა ტიპმა მეორე ტაიმში ერთი ცვლილება არ გააკეთა ცოტა ბურთი მაინც რომ დაგვეჭირა.

• FaBro

სულ რომ ზეცა გაიხსნას და სასწაული მოხდეს, მსოფლიოზე მსგავსი თამაშით გამოსვლა სირცხვილი არ იქნება ვილი?! რა ვქნათ მერე, ან შენ რას გვეტყვი? მსოფლიო ჩემპიონატი უძლიერესი გუნდების ტურნირია და იმაზეც მადლობა თქვით აქ რომ საერთოდ წარმოდგენილები ვართო? ეს იქნება შენი და შენი ქართველი პროტეჟეების იდეა ფიქსი? ვაღიაროთ, რომ შენი წასვლის დრო უკვე დიდი ხანია დადგა. ევროს შემდეგ გავიძახი ამას. უნდა წასულიყავი და ხალხს დაამახსოვრდებოდი, როგორც მწვრთნელი, რომელმაც დიდხანს ნანატრი ოცნება აუსრულა საქართველოს. ახლაც არაა ძალზედ გვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს, რაც ნაკრების ევროზე გაყვანით მოიხვეჭე, მალევე გაანიავებ და საბოლოო ჯამში ცუდი სახელითა და რეპუტაციით მოგიწევს წასვლა. ს.ფ.ფ - ს - თუ მსგავსი თამაში უნდა ვაჩვენოთ, დანიშნეთ ნაკრების თავკაცად ჭიაბრიშვილი. ქართველია კი მაინც და ენის ბარიერს მოხსნით, მენტალიტეტი "რადნოი", ბიჭების ნახევარზე მეტიც მის ხელშია გამოზრდილი, ხარჯიც ნაკლები ექნება ფედერაციას მწვრთნელზე გასაცემი ხელფასის თვალსაზრისით და ვინ იცის...იქნებ ბევრად უკეთესი შედეგებიც დადოს, თუ არა და უარესი მუკვე წარმოუდგენელიც კია. საკმარისია ოდნავ სერიოზულ ნაკრებს შევხვდეთ, რომ ჭრაჭუნი გაგვიდის!

• pepe

ბურტს რატო არ გვაზლევდნენ მარტო ისინი ტამასობდნენ ისინი ცუდები არიან

• თბილისელი

"ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ"-აბა მარშრუტკით ხომ არ გაგაგზავნით? "პა ხოდუ" კობიაშვილს აულოკა...ეგ საუკეთესო პირობები საქართველოს მოსახლეობის გადასახადებიდან არის და არა პარტიული შემოწირულობების.

• ემიგრანტი

გაგეყვანა მაშინ მეორე სასტავი, ვისაც დასამტკიცებელი აქვს ნაკრებში, ჯიგარს მაინც ჩადებდნენ იქნებ ფრისთვის გამოგვეკრა ხელი. გაუგებარი გადაწყვეტილებები აქვს ამ კაცს, შეცვლებოც ესპანეთმა 10 წუთით ადრე დაიწყო ჩვენზე თითქოს იმათ ქონდათ გადასარჩენი თამაში. ყველაზე მეტად არ მომწონს როცა მწვრთნელს არ სჯერა თავისო შეგირდების და უკვე წასაგებად გაყავს მოედანზე, აზრი არაქვს ვის წინააღმდეგ! მოედანზე აუცილებლად მოსაგებად უნდა გახვიდე და ამისთვის მიიღო ყველა ზომა, ავტობუსი ჩააყენო მეორე სასტავი ათამაშო და ა.შ სანიოლის დონეს დიდი ხანია გაცდა ჩვენი ნაკრები და მოგვიწევს ასე ბორძიკი აწი.

• მახო

არ ვარ ფეხბურთის დიდი მცოდნე, მაგრამ ჩემი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივარი ვიყავი, ვარ და ვიქნები.ჩემი აზრით გუნდი, რომლის მწვრთნელის მიზანია ნაკლები ყვითელი მიიღოს, თავიდანვე განწირულია წასაგებად, ფაქტიურად მხოლოდ დაცვით თამაშზე ააგო სანიოლმა თავისი გეგმა. მოკლედ სანიოლს ამორტიზაციის ვადა უკვე გაუვიდა, დროა შეიცვალოს.

• პაატა

სანიოლი, ევროპულ საშუალო დონესთან მიახლოებული მწვრთნელია,სამწვრთნელო გუნდის სხვა წევრებზე საერთოდ აღარც ღირს საუბარი…

• სიმართლე მწარეა

აქ ცოფიანი ძაღლივით ყეფას- წადით თურქეთში და უქომაგეთ ბიჭებს. სხვა უკეთესი გუნდი და მოთამაშე ჩვენ არ გვყავს და უაზრო იდეების სროლას ( ის მოეწვიათ, ეს არ უნდა იყო გუნდში) თავი დაანებეთ. ვისაც ეს არ ესმის- არ ხართ პატრიოტები

• გორელი

აშკარად გადაიზარდა ნაკრები და გაასწრო სანიოლის დონეს,მეც ოპტიმისტი ვარ და მინდა თურქეთში მოგება მაგრამ რეალობა სხვაა,მეტი რა დაგვრჩენია,წარმატება ბიჭებს თურქებთან.

• გულშემატკივარი

არ უნდა ამდენი ემოცია და ღვარძლი- რა დონეც ვართ- ეგაა. არ გვყავს არსებულ შემადგენლობაზე უკეთესი და გამოცდილი ფეხბურთელი ქვეყანაში და შევეგუოთ. იმედია თურქეთთან იღბალი ისევ ჩვენს მხარეს იქნება და მსოფლიოზე გასასვლელი შანსი გვექნება

• კიგანი

ეს ბაყაყი Ჭამიაც რომ Ჩვენ გვაბოლებს! Თან ურცხვად.....

• ჰოი საოცრება))

მეც არ ვიფიქრე რატომ ეთამაშებიან ჩვენი ბიჭები ესპანელებს ასე მოშორებით-მეთქი? თურმე ყვითელი ბარათები რომ არ მიეღოთ. ძალიან გამიკვირდა მსაჯის სასტვენისთანავე ყველა რომ საკუთარ საჯარიმოში გაიქცა და იქიდან ცოცხალი თავით არავინ გამოდიოდა. ასეთი ტაქტიკა აურჩევია ვილის. ნუ აქ რა თქმა უნდა პრესინგზე საუბარიც ზედმეტია. მოკლედ, ასეთი ანტიფეხბურთი ჩვენს ნაკრებს ჯერ არ უთამაშია, უბრალოდ ისტორიას არ ახსოვს და ამასაც მოგვასწრო სანიოლმა. თურქებთან სხვა თამაში იქნებაო. და ვინ გვათამაშებს რო? ამას თურქები დებილები ხომ არ გონია? ესპანეთზე ბევრად მწარედ მოგვიგებენ!!! მერე იტყვის სანიოლი, ბიჭებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრესო, ან კიდევ, დავალება ვერ შეასრულესო, ინტენსივობა გვაკლდაო, ამინდმა არ შეგვიწყო ხელიო, მე პოზიტიური ადამიანი ვარ და ჩვენ ჯერ ვსწავლობთო. მიზეზები და თავის გასამართლებელი საბუთები ამათ არ გამოელევათ. ეს ფედერაციას გადაუხდის მადლობას კომფორტული მგზავრობისათვის, ფედერაცია ამას დაჰკიდებს მედლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გავიდა 10 წელი ამასობაში, სანატრელი გაგვიხდა 90-იანი წლების ქართული ფეხბურთი, როცა ვუტევდით მაინც მოწინააღმდეგეს. იმ დონეზე მიგვიყვანეს, რომ მართლა თურქებს ვუგულშემატკივროთ ხალხმა.

• Levani

პირველად გავიგე ასეთი რამე: ამოცანა- ნაკლები ყვითელი ბარათი

• მდაა

რა თურქეთიო რის მთავარიო …გვეკაიფებააა ეს … ?! და თბილისში არ გყავდა ეს მთავარი თურქეთი და რა … მოჭამე რო …?! მიუხედავად იმისა რომ თურქეთმა 0:6 წააგო ესპანეთთან და ჩვენც 2 გოლი გავუტანეთ 10/10 ზე …ეგ არ ნიშნავს რომ თურქეთი ჩვენი დონის გუნდია ჯერ შენი ტვინი რომ ვიცი ისევ 10/11 დაიწყებ თამაშს ესე იგი ისევ 0:2 ფორით თან ეგ პირველივე ტაიმში თან თურქები სახლში და გასვლაზე სულ სხვა გუნდია თუმცა ვნახეთ გუშინ ბულგარეთში 1:6 ( ვისაც შენ 3:0 კი მოუგე მაგრამ გაჭირვებით) მაგ მთავარ თურქეთს მსოფლიოს დონის ( და მაინცდამაინც ახლა გადაგვეკიდა ესპანეთისა არ იყოს )2 ფეხბურთელი ყავს გიულერ-ილდიზი მესამე აჰა ხვალ გახდება ოზუნი …ევროპის დონის ჩალხანოღლუ აკტიუროღლუ კეკჩუ ჩელიკ და დემირალი ….ეგ უკვე 8 ფეხბურთელი უმაღლესი დონის და სადღაც ამდენივე საშუალო დონის ფეხბურთელები პორტუს დორტმუნდის მანიუნაიტედის ბრაიოტონის და ასევე გალათასარაი-ფენერის ფეხბურთელები …ასე რომ რას გვაბოლებ ვის აბოლებ …ამ წელიწადნახევარში ორჯერ ეთამაშე და ორივეჯერ წააგე 6:3 ეგ თან მამარდამ და ბიჭებმა ივარგეს თორემ შენი შერჩეული დაცვით ორივეჯერ 3-3 გოლი მოგართვეს ახლა კი მადლობას ვეტყვი ღმერთს ( შენ კი არა ) რომ ზეგ 6 არ მოგაგართვან იმიტომ რომ დაცვას ისევ შენ აირჩევ …ხომ და ნახევარდაცვიდან კიდევ პორტუგალიაში მოთამაშე განაცხადს მიღმა დატოვე და ჭ კლასის ჩემპიონატში სათადარიგოები კი ძირითადში დააყენე …თუ იმას იტყვი დავასვენე მთავარი თამაშისთვსო და ხალხნო ( ხალხს რას ვერჩი ბოდიში ) ექსპერტებო უფრო სწორად თქვე ვაი და უი ექსპერტებო რაო ბურთების სხვაობას რომ ითვლიდით ( ქულებს კი არა ბურთებს ითვლიდნენ თურქეთმა 6 გაუშვაო )შეგისრულეს ?! ამოიღეს ბულგარეთთან ეგ სხვაობა …?! ..ვიმეორებ მეასეჯერ მსოფლიოს შესარჩევის ბოლო შანსი მოკლა ამ …მ როდესაც ძალად წაგვაგებინა სახლში ალბანეთთან ..აი მაშინ იყო ეგ გასაგდები თორემ გასაშვები 1:7-ის მერე იყო ..!!!და კიდევ მეასეჯერ ვიმეირებ სანამ არ შემოაბერდა ეს ბიჭებიც გაუშვით რა …!!!

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო

კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და ორკაცნაკლული "ჰამბურგის" მარცხი "კიოლნთან"

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ

"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია

[VIDEO] "ახლა რას იტყვით?"... "ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები "მამარდას" "ასტონ ვილასთან" მატჩს?

"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა

[VIDEO] ბითაძის დომინანტური მატჩი - "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?

[VIDEO] მამარდაშვილის პირველი პრემიერლიგური "მშრალი მატჩი" და "ლივერპულის" "ასტონ ვილასთან" გამარჯვება

[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" "რედ სტართან" დამარცხდა

[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა

გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში

[VIDEO] "კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო

[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა

გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

[VIDEO] როდესაც თავს ზევით ძალა არაა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

[VIDEO] ესპანეთი შეუჩერებელია - ბულგარეთს ადვილად მოუგო

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა