ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

ესპანეთი - საქართველოს (2:0) მატჩის შემდეგ სათქმელი ბევრი არაფერია, მაგრამ ობიექტური მსჯელობა აუცილებელია.

მატჩისწინაზე ნამატჩევს

ყოველთვის მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, შეხვედრამდე რა მოლოდინები და განწყობები არსებობდა, მერე ყველაფერი მწვრთნელს ან რომელიმე ფეხბურთელს რომ არ დავაბრალოთ.

პირველ რიგში, ესპანელთა სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, არასდროს გვითქვამს, რომ ეს შანსებს მკვეთრად გვიზრდიდა. "ფურია როხას" მთავარი ძალა გუნდურობაში, ბალანსსა და კონკურენციაშია. თუკი ვინმემ ჩათვალა, რომ სამ ქულასთან ახლოს ვიყავით, მწარედ შეცდა.

რაც გამოჩნდა, ვილი სანიოლს ასე არ ჩაუთვლია. ფრანგმა მწვრთნელმა საკუთარი და გუნდის გამოცდილებიდან ისწავლა და ესპანელებთან ისევ 4 მცველით არ წარსდგა. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. გავიხსენეთ, როგორ ვითამაშეთ ესპანელებთან სხვადასხვა ფორმაციით და რა განსხვავება არსებობდა. მეორეა, რომ მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებები შედეგს ვერ მოიტანს და ამის ზუსტი რეცეპტი არც ჩვენ გვაქვს/შეგვითავაზებია.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, თურქეთთან მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი დაპირისპირების წინ შემადგენლობა როგორ გადახალისდებოდა. ამას ახლადმომჯობინებული ხვიჩა კვარაცხელიაც ემატებოდა. ჩვენ თუ დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ფეხბურთელების გამო ვფრთხილობდით, სანიოლმა ეს სიფრთილე არა მათი უთამაშებლობით, არამედ კონკრეტული დავალებებით დაძლია, არ ეუხეშათ და ჯარიმებს მორიდებოდნენ. ამას მატჩის შედეგის გადაწყვეტის შემდეგ ლიდერების მოხსნა მოჰყვა და მაინც დამტკიცდა ის, რასაც დაბეჯითებით ვამბობდით - ჩვენ გუნდს არ აქვს რესურსი მოკლე დროში ამ დონის ორ მოწინააღმდეგეს ბრძოლა გაუჩაღოს.

რა უნდა გაგვეკეთებინა?

სანიოლის დავალებებზე, ანუ იმაზე, რაც საკუთარი ყურით არ მოგვისმენია, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრებიდან თუ ესპანური მატჩის სცენარიდან გამომდინარე, ჩვენ გუნდს უნდა ეცადა, ბურთს მოიპოვებდა თუ არა, კვარაცხელია-მიქაუტაძის მეშვეობით სწრაფი შეტევა განეხორციელებინა, მაგრამ ამის სრულფასოვანი მცდელობა ფაქტობრივად, ერთხელ გამოვიდა, როცა "კვარა" დატრიალდა და უშუალო მეურვე პორო გააფრთხილებინა.

როგორ ვახერხებდით ევრო 2024-ზე უფრო მეტ და წარმატებულ კონტრშეტევას? - ჯერ ერთი, მოწინააღმდეგეებმა ჩვენი მთავარი იარაღი სრულფასოვნად შეისწავლეს და ესპანელთა მწვრთნელმა ეს არც დამალა და მეორე, სწრაფ იერიშებს ბურთის ცენტრში მოპოვება და შემდეგ შენი თავდამსხმელებისთვის კომფორტული სივრცის შექმნა უნდა მოჰყვეს. როგორც ჩანს, სანიოლმა რისკი მინიმუმამდე დაიყვანა და იმ ფონზე, როცა თანაბარ ქულებზე ბურთების ბალანსს უპირატესობა აქვს, ამ მოცემულობას გაუფრთხილდა.

არსებობდა სხვა გზა? - თეორიულად, ფეხბურთში ყველაფერი არსებობს, მაგრამ ის, რომ ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობაში დაეტოლო, ეს ფაქტობრივად, არავის გამოსდის. ეგ კი არა, გუნდს რომ ამოესუნთქა, ამის საშუალებაც არ გვეძლეოდა.

კვლავ ხუთმცველიანი ტაქტიკის დაბრუნებით სანიოლმა სცადა, მოსალოდნელ მასირებულ შემოტევებს უფრო მყარად დახვედროდა, ამავდროულად კი ფლანგებიდან შეტევა მეტად წარემართა, მაგრამ თუ ჩვენ მარცხენა და ესპანელთა მარჯვენა ფლანგს შევხედავდით, არც ერთი გამოგვივიდა და არც მეორე.

რა თქმა უნდა, როცა კვარაცხელია და მიქაუტაძე გყავს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, მაგრამ ესპანეთთან ამის შესრულებას სულ სხვა დონე სჭირდება.

არის ტრაგედია?

ესპანეთში წაგება, ვისთანაც თურქები შინ განადგურდნენ, ტრაგედია ვერ იქნება. ცუდი ისაა, ჩვენი საუკეთესოდ წარმოჩენილი მხარე რომ დავკარგეთ და ვერც ახალი მოვირგეთ ისე, როგორც საჭიროა. ბურთთან კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი თუ არ "დამეგობრდა", არაფერი გამოვა.

ტრაგედია არა, მაგრამ დიდი პრობლემაა ის, ჩვენი ბიჭების ნაწილს დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლიათ, რის გამოც მწვრთნელს ხან ერთი მხარისთვის უწევს უპირატესობის მინიჭება, ხან მეორესთვის(აქ ქეცბაიას ნათქვამი გაგახსენდებოდათ).

რა ამბიციებიც ჩვენ დავისახეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშო და ამისთვის "რეალის", "იუვენტუსის" თუ "ინტერის" გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომოლექტებულ თურქებს აჯობო, მეტია საჭირო, აბა უკვე მიღწეულ დონეს ვერავინ წაგვართმევს და საშუალოზე დაბალ გუნდებთან უსუსური მატჩებიც წარსულს ჩაბარდა.

რა იქნება თურქეთში?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული პრობლემები ნამდვილად ვერ ექნება, რადგან უხეშად და ცოტა არასასიამოვნოდ კი ჟღერს, მაგრამ "წასაგები წააგეს." ახლა მთავარია, გუნდი გადამწყვეტ და სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრას თურქეთში როგორ წარმართავს. როგორ წარმათავს მწვრთნელი თამაშს ისე, რომ საბოლოოდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ასეთი რანგის დაპირისპირებებში უკანმოუხედავი შეტევები ისედაც არ ხდება.

დიდი ალბათობით, სანიოლი 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება და მიუხედავად იმისა, სექტემბერში ამან არ გაამართლა, ფლანგზე კვლავ ლუკა ლოჩოშვილს ველით. ამის მიზეზები ზემოთაც განმვარტეთ, გოჩოლეიშვილი და აზაროვი უფრო შემტევები არიან, ვიდრე მცველები. გაგახსნებთ, ერთი თვის წინ, ლოჩოშვილის გასვლისა და აზაროვის შემოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ბევრად უკეთ ათამაშდა, მეტი თავისუფალი ზონა იპოვა და თითქოს ყველაფერი ხელის გულზე დევს, მაგრამ...

თურქებთან შინ კარგად შევიდა ნიკა გაგნიძე და ალბათ ქოჩორაშვილი-კიტეიშვილთნ ერთად ახლაც დაიწყებს, ზურიკო დავითაშვილი კი სასტარტოს დაუბრუნდება.

რა და როგორც არ უნდა დავგეგმოთ, მთავარი მაინც ჩვენი ლიდერების თამაშზე იქნება დამოკიდებული. ახლა გუნდს უფრო გამხნევება სჭირდება, დანარჩენი კი მერე ვთქვათ.

• Gio

რა ტრაგედია?მიწაზე დავეშვათ.ათი თავით მაღლა დგანან!

• იურა ზაქარაშვილი

ისევ ყოყლოჩინობა და ბაქი-ბუქი - შედეგი ისევ ტრადიციული იქნება, თუ არა და ნახავთ - ბოლოდან მეორე ადგილი ჩვენია. სამაგიეროდ სუპერვასკვლავი თუ ვასკვლავთ ვასკლავი ხომ გვყავს, ისე როგორც გოლების მანქანა - ჟორჟი, რომელსაც ერთი ორი გაუვარა და თითქოსდა პრემიერლიგის გუნდები ხოცავენ ერთმანეთს მისი გადაბირებსთვის, მერე რა რომ არც თურქებმა თბილისში და არც ესპანელებმა, ბურთი საერთოდ არ მიაღებინეს, იგივე ითქმის კიტეზე და ნაქებ ქოჩორაზე....პირდაპირ ვიტყვი ვისაც ეგონა რომ საქართველოს ესპანეთთან რაიმე შანსი ჰქონდათ ან თურქეთს აპრიორი მოუგებთ, კარგი გაგებით ავადმყოფები ხართ და მკურნალობა გჭირდებათ, თუ უკვე გვიან არ არის. ჩვენი გუნდი დღეს მზად არ არი,რომ ა და ბ კატეგორიების ევროპულ გუნდებს ტოლ-სწორად ეთამაშონ, პრინციპულ, ე.წ. 6 ქულიან შეხვედრებში, სომხეთი,მონგოლია და კიდევ კაზახეთი, ასევე აზერბაიჯანი კი ბატონი. ჯერ იყოდა ესპანეთის დანაკლისებზე იყო ერთი ალიაქოთი, მერე კვარას ტრამვასა და ლიეტვიურ მსაჯზე,უკანასკნელი ლარები გაიღეს აცუნდრუკებულგა ქართველებმა ტოტალიზატორებში, ჩვენების მოგებაზე, როგორ სამარცხვინოდ წააგეს [ანგარიშს არ ვგულისხმობ] კი ვნახეთ. ახლა თურქებზე გადაერთვნენ და...არც ახსენდებათ,რომ ამ ერთი თვის წინ თბილისში მოგვიგეს უშანსოდ და მეორე გოლი ბოლო დამატებით წუთზე გავიტანეთ, როცა 3 უკვე, აქაეთ გქონდა მიღებული. ამ სტატიაშიც მოყვანილი ანალიზი, რაღაც სივცეებსა და გაგნიძე აზაროვზე სრული ბოდვაა სასურველის რეალობად წარმოჩენის მორიგი მცდელობაა - სივრცეები მხოლოდ მაში გაჩნდა როდესაც ისინი კაცნაკრნული დარჩნენ და უკან ჩაჯდნენ. გუნდს რომელსაც მაღალი პრესინგი არ შეუძლია, დღეს როგორ უნდა მოიგოს!!, თუნდაც თურქეთის დონის გუნდთან არ მესმის, იმ იმედით რომ კვარა გაიქცევა და გაიტანს ალბათობა მიზერიაა, ამის გაკეთება მას ნებისმიერ სუპერგუნდში შეუძლია, მაგრამ ნახევარდაცვაში ქოჩორას,კიტეს, ანზორას და კიდევ.. რა მნიშვნელობა აქვს გვარებს, კლასის ფეხბურთელები გყავს ვერაფერს გახლდები, თუნდაც სუპერვასკვლავი იყოო, რაშიც მე, ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც..იგივე ეხება მეკარეს, კი ბატონო რამდენიმე ეფექტურ სეივს გააკეთებს,შეიძლება პენალტიც აიღოს, პირად სტატისტიკას არ გააფუჭებს მაგრამ გასაშვებს, მაინც გაუშვებს და ვაგებთ....ისე ფეხბურთი რაგბი ან კალათბურთი არ არის, სადაც ძლიერი გუნდი 99-პროცენტით მოუგებს მასზე სუსტს, შეიძლება ყველაფერი მოხდეს და გაგვივარდეს....კარგი იქნებოდა მართლაა.. ხოო!!კიდევ კაშიაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა - რომ წამეესიეთ ამ ბიჭს ისინი, ვისაც ყოყლოჩინობის მეტი არაფერი იცით და გგონიატ სამყაროს ისტორია, აწყმო და მომავალი [ფეხბურთს ვგულისხმობ] ჩვენ ვართ, ხომ ნახეთ როგორ ითამაშა ესპანეთთან, სწორედ კაშიას დამსახურებაა იდიდესი იმაში რომ 2 გავუშვით და არა 7. საერთოდ ნაკრების აქილევსის ქუსლი დღეს ნახევარდაცვაა და არა დაცვა, როდესაც ნახევარდამცველები ბურთს ვერ იჭერენ 1/2 წთ. რომ დაცვას ამოსუნთქვის და გადაწყობის საშუალება ჰქონდეს, რა თქმა უნდა შეცდომებიც იქნება. ნახევარდაცვის უნიათობის გამო შემტევებიც უბურთოდ არიან და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იქ ვის დააყენებ - კვარას თუ კვერნაძეს. სწორედაც ამის გამო ვართ ფიფას რეიტინგში მაჩანჩალებს შორის 67 ადგილზე და უნდა შევეგუოთ ამ მოცემულობას, ხოლო თუ მოხდა სასწაული და თურქებს მოვუგეთ - ესპანეთან ეს არ გამოვიდა, მერე იგივე ესპანეთი და ბულგარეთიც მივაყოლეთ - მაგას რა სჯობს.....

• მალხაზ ჯობავა

ნახე რომელ გუნდებში თამაშობენ ჩეხები და მერე ფარერები?

• jo

ეს ნაღდად ბიძოს ბუღალტერია

• გუსანი

სურვილი ერთია და რეალობა მეორე, რომელიც უნდა გავითვალისწინოდ... რაგბისგან გასნხვავებით ფეხბურთში მეტადაა შესაძლებელი- სწორედ დაგეგმვის, კონცენტრაციის და გამართლებით შენზე ძლიერი დაამარცხო, თურქეთი კი ყველა პარამეტრით ჩვენზე ძლიერია. სასწაული იქნება ჩვენი გამარჯვება ამ რესურსით. ზოგადად ჩვენ ნაკრებს ერთი თამაში სეზონში გამოსდის რესურსის მაქსიმალური გამოყენებით, იქნებ ეს დღე ჩვენი გახდეს, გარანტია არ იქნება გასვლაზე მაგრამ ბევრ რამეს გადაწყვეტს... მე მტკივნეულ საკითხს გავაჟღერებ, ფიზიკურობაში ნაკლებად და რესურსი გვაქვს ტვინით თამაშში გავიზარდოთ, ამისთვის კი ბავშვთა ფეხბურთში ფედერაციამ გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები (ფსიქოლოგებიც)უნდა მოიწვიოს....

• მალხაზ ჯობავა

ფარერებმა ლაო, შენზე პატარა არა ვარო?

• მალხაზ ჯობავა

შეხედე რა ანგარიშით დამარცხდა შენი გამნადგურებელი ჩეხეთი, ფარერებთან?

• ხასანა ძია

83% 17%-ზე როგორ ფიქრობ ღვთისავარ კატასროფა არ არის?ქვეყნის ნაკრები გქვია კლუბში ესეთი თამაშისთვის მყარად იჯდები სათადარიგოების სკამზე ამ ნაკრებში მეკარეს უნდა უმადლოდეთ მეტი რომ არ გაგვიტანეს,ჯერ პატრიოტი უნდა იყო შენი ქვეყნის და გიყვარდეს აი ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ გვეშველება რამე თუ არა,

• alexandre

მე ერთში დარწმუნებული ვარ: ბიჭები თავს შეაკლავენ და ბოლომდე იბრძოლებენ! ამიტომ ჩვენი მხარდაჭერის და უფლის წყალობის იმედად - გამარჯვება! გაიხარეთ და გაგვახარეთ!

• Goga

სწრაფი ფლანგის მცვეელები გბჭირდება. არ ვიცი დაკვირვებული ხართ თუ არა, მაგრამ აზაროვთან ერთად ხვიჩას მეორე სუნთქვა ეზსნება, იმიტომ რომ აზაროვი ჩარბენებს აკეთებს აქტიურად და მოწინააღმდეგის მარჯვენა ვინგერი თავისთან გადაყავს, რაც ხვიჩას დამზღვებ საყრდენთან ერთი-ერთზე ტოვებს. აზაროვმა სასტარტოშო უნდა დაიწყოს, კაშიას მაგივრადნლოჩო გოგლიჩიძესთან ერთად, საყრდენი ტრიო ქოჩორა-კიტე-გაგნიძე და წინ ზურიკო-ხვიჩა ჟორჟი. 4-3-3 რა

• ამაშია საქმე

უბრალოდ ამჯერად არ გაგვიმართლა კენჭისყრაში პირველ და მეორე კალათის ყველაზე ძლიერი გუნდები შეგვხვდა.ამიტომ რადგან ნორმალური ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვს საბიოლმა არ გარისკა და უფრო მნიშვნელოვანი თამაშისთვის შეინახა.რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იყო ამის ყურება მაგრამ ესპანელებისთვის თავის შეკვლა უფრო უაზრობა იქნებოდა.დაველოდოთ იქნებ გაგვიმართლოს თურქებთან.

• პროფესიონალი

კომენტარებიდან ავარჩიოთ საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი ყველა პროფესიონალი აქაა შეკრებილი.შეხედეთ ევროპის ძლიერ ნაკრებებს რა ანგარიშით მარცხდებიან ესპანეთთან. აი მითხარით გისმენთ ყურადღებით რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ნაკრებს?მოვიყვანოთ მაღალი დონის სპეციალისტი მწვრთნელი და მერე რა იქნება მოვუგებთ ამ ესპანეთს თუ ბურთს გავაგორებთ?თუ პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით?რა შესაძლებლობაც აქვს ნაკრებს იმას თამაშობენ...

• levoo

რა თქმა უნდა არსებობდა. უთამაშებელი ფეხბურთელების ნაცვლად უნდა ათამაშოთ ის, ვისაც კლუბში აქვს სათამაშო პრაქტიკა მუდმივად. სულ ეგაა და ბიჭები თავის პოზიციაზე დააყენოთ.

• რაგბის ფანი

მაშინ თქვენ გვითხარით უკეთესი გეგმა.

• kokito

სანილის გეგმა რა არის რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო ესპანეთან მერე მოგვეგო თურქებისთვის თურქეთში? მერე უნდა ვიყოთ იმის იმედზე რომ თურქები წააგებენ ესპანეთან ჩვენც წავაგებთ ესპანელებთან ჩვენ მოვუგებთ ბულგარეთს თურქებიც მოუგებენ ბულგარეთს და ბურთების უკეთესი ბალანსით გავალთ მე 2 ადგილზე ? ეს არის გეგმა და რომ მოხდეს ისე რომ წავაგოთ თურქებთან ან ფრე ვითამაშოთ ან ესპანეთმა ითამაშოს ფრეე თურქებთან ან ჩვენ ვერ მოვუგოთ ბულგარეთს მაშინ რას შვებით ალტერნატიული გეგმა რა არის?

• kokito

თურქებს ორმაგი მოტივაცია ექნებათ 14 ში და იქ გველის ომი პირდაპირი მნიშვნელობით ძაან შემართული იქნება თურქეთი წინა თამაში მოიგეს გასვლაზე დიდი ანგარიშით და ჩვენთან ჩადებენ ყველაფერს ფაქტობრივად ფინალის ტოლფასია ეს თამაში მათთვის ჩვენთვის ეს თამაში არის შანსის შენარჩუნების ხოლო თურქებისთვის ფინალის ტოლფასი ურთულესი მატჩი გველის ჩვენ რომც მოვიგოთ არ გვაქვს გარანტია რომ გავალთ რადგან თურქებთან გავთანაბრდებით და მაინც გვექნება კიდევ სათამაშო 2 თამაში და თურქები თუ მოგვიგებენ ფაქტობრივად გაინაღდებენ მე 2 ადგილს რადგან სახლში აქვთ ბულგარეთან სათამაშო რომელსაც დიდი ალბათობით მოიგებენ ხოლო ჩვენ ესპანეთს ვეთამაშებით თურქების შემდეგ.

• რაგბის ფანი

ესპანეთის მეშვეობით მთავარ კონკურენტ თურქეთთან +4 ბურთების სხვაობა დავდეთ. კლავიატურის ლომების ინტელექტი არ გვაინტერესებს.

ჩვენი მცველები რა გუნდებში თამაშობენ,ეგ შეადარე,სად თამაშობენ ესპანელები,იმას და გასაგები გახდება,რატომ ვერ ვუწევთ,ღირსეულ წინააღმდეგობას,ესპანელებს.საბა გოგლიჩიძე,უკვე ვარსკვლავად რომ შევრაცხეთ,იტალიის აუტსაიდერში თამაშობს და ისიც არა ყოველთვის.დვალმა ძლივს ბულგარულ კლუბში დაიწყო თამაში,ლომინაძე,პორტუგალიის აუტსადერში გადავიდა და ჯერ ახლა იკიდებს ფეხს.კაშია სლოვაკიაშია,მაგრამ უკვე ასაკშია,ტრავმებიც თავს ახსენებს და ძველებურად შეუცვლელი ფეხბურთელი აღარ არის,კაკაბაძე,პოლონეში,გუნდის კაპიტანია,სტაბილურად თამაშობს და კარგიცაა,მაგრამ ეს პოლონეთის ჩემპიონატია,გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგაში კარგად ირჯება და პროგრესირებს,მაგრამ თავის გუნდში,მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და იქაც,მაინც უფრო ნახევარმცველი ეთქმის.დაცვაშიც უმატებს,მაგრამ დრო უნდა,დაცვაშიც რომ საიმედო გახდეს.ის და კაკაბაძე,ერთი პოზიციის კონკურენტები არიან,წესით,მაგრამ სანიოლი,მარცხენა ფლანგზე უფრო ათამაშებს ხოლმე.იქ ლოჩოშვილი გვყავს,რომელიც მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს და რა თქმა უნდა ტოპგუნდების ლიდერებს ვერც ერთი ვერ სჯობნის.აზაროვს შახტიარში სათამაშო დროის დეფიციტი აქვს,მაგრამ ფიზიკურადაც და პოზიციურადაც ხშირად იჩაგრება,მძლავრი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლაში.რეიტინგში სადაც ვართ,იმ დონის გუნდებში თამაშობენ ჩვენი ბიჭების უმრავლესობა და ყველა წესით,შენზე ძლიერს რომ ხვდები და თან აუცილებლად მოსაგები თამაში გაქვს,ან გელოდება,მხოლოდ კლასის ხარჯზე ვერ დადგები,სხვა რაიმეც უნდა მოიფიქრო.წესით თურქეთმა უნდა მოგვიგოს,რადგან მათი რეიტინგის(27) ჩვენთან შედარება(68),მათ საგრძნობ უპირატესობისაკენ მიგვითითებს და თუ გაგვიჭირდა,ნუ გადავულით ბიჭებს!რაც შეუძლიათ,ყველაფერს გააკეთებენ და უფრო მეტსაც,მაგრამ მონდომება ყოველთვის არ კმარა და ნუ დავაჭრით თავებს,ჩვენ ფეხბურთელებს,თუ არაფერი გამოგვივიდა.თუ გამოგვივიდა და გავიმარჯვეთ,ეგ იქნება გმირობა,თორენ წაგება,სწორედაც მოსალოდნელ შედეგად უნდა ჩაითვალოს.რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებ,საქართველოს ნაკრებს.

• გიორგის

გაბრაზდებოდა ქოჩორა მაგალითად და რა მერე მიიღებდა ყვითელს და თურქეთდან ვეღარ იქნებოდა, ეთამაშებოდნენ ორმეტროზე ახლოს მჭიდროდ. ამით ფიზიკურად გადაიღლებოდნენ და რას მოვიგებდით ამით? ვერაფერს მაინც წავაგებდით და თურქეთისთვის ძალები აღარ შეგვრჩებოდა ვის რად უნდოდა ეგეთი თავდადება და ვაჟკაცური ბრძოლა?

კლასში უპირატესობა,აზროვნების სისწრაფეში უპირატესობით იწყება,რაც მეტოქეზე სწრაფად მოქმედებასაც ნიშნავს და სათამაშო უპირატესობას გაძლევს.თუ ტექნიკა საშუალებას გაძლევს,რომ რისი გაკეთებახც გინდა,ზუსტად შეასრულო,მიიღებ უპირატესობას,ესპანელებს რომ ჰქონდათ,ჩვენთან.

აგერ,დისლაიქიც დაუწერია ვიღაცას.იქნებ მიპასუხოთ,საქართველოს ნაკრებში,ფეხბურთში,ან რაგბიში ვინმე დარბის სწორად?სხვებიც შეადარებენ და სხვაობას რომ შეამჩნევენ,მერე დაფიქრდებიან.მე,პსჟში ბარკოლა რომ დარბის ძალიან მსუბუქად,ეგ მგონია სწორი სირბილი.ისიც მგონია,რომ ფეხსაც არასწორად დგამენ,ჩვენი სპორტსმენები და ამითიც ჰკარგავენ მანძილს.სპეციალისტი რასაც შეამჩნევს,ჩვენ რა თქმა უნდა იმას ვერ ვხედავთ.თქვენი შენიშვნები ვფიქრბ ყველას დააინტერესებს.

• გიორგი

უსულგულო თამაშია პრობლემა და კიდევ ვითომ დაცვის თამაში. შეიძლება შემტევს 2 მეტრაში ედგა, აქტიურად არ აწუხებდე და ბურთი წაართვა?! ფეხბურთელი რომ გქვია, ხო უნდა გაბრაზდე მაინც ბურთი რომ არ გაქვს და პასს ვერ აკეთებ. ისინიც ადამიანები არიან?! თქვენ დააბრუნეთ ხალხი სტადიონებზე. ხალხი ვალებს იღებს ნაკრების თამაშების საყურებლად რომ ჩამოვიდეს და პატივი ეცით ამ ხალხს. თამაშის მერე ტრიბუნების წინ ტაშის დაკვრა საკმარისი არ არის!

• სირბილის სწავლების ცენტრი

წკების წინ სანიოლი მიხვდა სირბილის პრობლემა რომ იყო ნაკრებში და შესაბამისი სპეციალისტი მოიყვანა. შედეგიც მაშინვე დავინახეთ. ახლა გამოჩნდა, რომ ვიდრე ძალისმიერ სირბილს თანამედროვე სირბილით არ ჩაანაცვლებენ ისევ ცალკარას ყურება მოგვიწევს. ვიდრე ამ პრობლემას არ მოაგვარებენ თურქეთის დონის ნაკრებე ვერ მოუგებენ, სამწუხაროდ.

• კონსტანტინე

ძალინ ჭკვიანურად ათამაშა სანიოლმა ჩვენი ნაკრები. ავტობუსმა გაამართლა. თან ბარათებსაც ავარიდეთ თავი. სხვანაირად რომ გვეთამაშა, წავაგებდით არა 2:0-ს, არამედ 10:2-ს, და დანარჩენ თამაშებს დაეკარგებოდა აზრი. ახლა კი რაღაც შანსი მაინც რჩება.

• გულ-შემატკივარი

საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს და ცოდოა ეს ნიჭიერთა კრებული მაგ კაცის ხელში. არ იცის სანიოლმა ფეხბურთი. მაგაზე ბევრად დიდი ვარსკვლავები იყვნენ და ვერ გახდნენ დიდი მწვრთნელები. სანიოლის სტრატეგოსობა იქ დამთავრდა, ალბანეთმა სახლში რომ თავზე გადაგვახია ბურთი. გაიხსენეთ, როგორ მოვხვდით ევროპაზე. გავიარეთ ლუქსემბურგი (ვარიც გაიხსენეთ) და ისტორიაში ყველაზე უსუსური საბერძნეთი. თავად ევროპაზე მოვიგეთ ერთი მატჩი უმოტივაციო პორტუგალიასთან და სანიოლს ლამის ეროვნული გმირის წოდება მივანიჭეთ. ამ ბიჭების ნიჭით გახლავთ, თუ რამ იქნა მოგებული,ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთელების წილი ბევრად დიდია, ვიდრე მწვრთნელის. ესპანეთს ვერ მოვუგებთო...მეორე შემადგენლობა ჰყავდათ, უდავოდ კარგი ბიჭები, მაგრამ როცა ასეთი განწყობით გახვალ, ვერავის ვერ მოუგებ. თურქეთთან უნდა მოვიგოთ და იმიტომ იყო ასეთი თამაშიო...ჯერ ერთი, როგორ უნდა მოუგო თურქეთს გასვლაზე, იქ უფრო მძიმე ბრძოლა იქნება, ვიდრე ელჩეში იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიჭებს გამარჯვებას ვუსურვებთ და ვლოცავთ !!!

• გიგო პაპა

ვოოტ, მშვენიერი მიმოხილვაა ღმერთმანი, შეუძლია სამწვრთნელო შტაბს სწორი დასკვნების გამოტანა, თუ რა თქმა უნდა წაიკითხავენ. რაც შეეხება დიდგორს, სახლში უნდა მოგვეწყო თურქებისთვის, გასვლაზე ფაქტიურად გამორიცხულია, ჩვენი მარცხისა და თურქების მიერ ბალკანელების განადგურების გათვალისწინებით. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი შემართებით გამოვლენ და თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე? ასე რომ შანსები 20-80 გვაქვს.

• ლევანი (ესპანეთიდან)

წაგება რომ ტრაგედია არ არის ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ როგორ ითამაშა გუნდმა.ეს უბრალოდ ფეხბურთი არ იყო.ამ თამაშით საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი წყალში ჩაყარა, თუ დღემდე რაიმე კარგი გაუკეთებია. აქ მოგებაზე არ არ არის ლაპარაკი. ესპანეთის ამ ნაკრებს შეიძლება მსოფლიოს ნაკრებმაც ვერ მოუგოს. აქ საქმე თამაშზეა. თუ სანიოლი ამას თამაშს ეძახის, მაშინ ფეხბურთი აღარ არსებობს და რატომ ვიშლით ნერვებს. ცოტა გვაქვს სანერიულო ქვეყანაში?

• ლევანი

მართლა დავამოტოთ კომენტარი? და ამით შეიცვლება რამეში? უბრალოდ სიმართლე თქვით (თქვენს გულში მაინც) ,ჩვენმა ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა?მცველი რომ დარტყმულ ბურთს ზურგს შეაქცევს,არ მოხვდესო,იქ მთავრდება ყველაფერი. კაშიას კი არ ვაბრალებ ნაკრების წაგებას, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელიაო, ასე ნათქვამი. როცა ვეღარ აკეთებ შენს საქმეს ,ჯობია გაეცალო და ახალგაზრდებს მიცე საშუალება. მით უმეტეს როცა იცი ფედერაციაში დაგასაქმებენ.

• გურამი

გენაცვალე ძმაო! ჩემი სათქმელი სთქვი! ვგიჟდები ამ უცოდინარე დურაკების კომენტარებზე. ჩვენს ფეხბურთელებს მივმართავ! თქვენს გვერდით გვიგულეთ ნაღდი გულშემატკივრები!

• zaza

აქ არავინ აკრიტიკებს ნაკრებს მარცხის გამო და წაგების გამო ესპანეთან ესპანეთში ყველა ვხდებით რომ ესპანეთს ესპანეთში 100 დან 99 % ვერ მოუგებ და წააგებ აქ ხალხი აღშფოთებულია და გაბრაზებულია ჩვენი ნაკრების მიერ ნაჩვენებ თამაშის ხარისხზე რაც იყო კატასტროფა ფაქტიურად ცხოვრობდნენ ჩენს ნახევარზე და საჯარიმოში მაგაზე ვართ გაბრაზებულები და არაა იმაზე რომ რატომ ვერ მოვუგეთ და რატო წავაგეთ თამაშის ხარისხი იყო სან მარინის დონის.

• გიორგი

მე ერთი რამ არ მესმის თუ ასე თამაშს ვაპირებდით მაშინ თავიდანვე დაგვეყენებინა კვერნაძე ლომინაძე გაგნიძე წიტაიშვილი დავითაშვილი და დაგვესვენებინა თურქეთის წინ ლიდერები ამ ბიჭებს მაინც გამოვდიდით და გავსინჯავდით თუ შეტევაში და წინ თამაშს არ ვაპირებდით რა აზრი ქონდა კვარას მიქაუტაძის კიტეიშვილის დაყენებას რამდენჯერაც ბურთი მივიღეთ იმდენჯერმე უკან წამოვედით ფაქტია რომ სანიოლმა ამოწურა თავის თავი ამ ნაკრებში ჩემი აზრით დროა ახალი უფრო მაღალი კვალიფიკაცის და გამოცდილების მქონე მწვრთნელი ვიპოვოთ მადლობა ვილის ყველაფრისთვის მაგრამ ჩემი აზრით დროა უფრო წინ გავიხედოთ ტაქტიკურად და სტრატეგულად უფრო განსწავლული გამოცდილი და ძლიერი მწვრთნელი გვჭირდება.

• გიორგი

ალმათის კაირათმა ბევრად უკეთესად ითამაშა რეალთან ვიდრე ჩვენ ესპანეთან ეს იყო პირდეპირი მნიშვნელობით ცალკარა.

• Sanioli

არ ვარა სანიოლი ვერ ხვდებით

• Lelo

Სანიოლი არის უსუსტესი მწვრთნელი ესპანეთთან წაგება არ არის პრობლემა პრობლემა ის არის გუნდი რისთვის იყო მოედანზე არავინ იცოდა ასეთი შეშინებული გუნდი საერთოდ არ მინახავს არსად ესე ნაკრები არასოდეს თამაშობდა მაშინაც კი როცა სუსტი გუნდი იყო ბევრად. Თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელი ბევრს ნიშნავს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კი ძალიან სუსტი და არაშემოქმედებითია. Თურქეთში ჩვენი შანსები ძალიან მცირეა ამიტომ.

• ჟორა მაასტრიხტელი

აბა,წავიდა კომენტარები!..ექსპერტები და ანალიტიკური აზროვნების სიბრნეების გადმოფრქვევა,ტაქტიკური ვარიაციები!..ეჰე,ქართველნო არ შედრკეთ,ოსმალებთან გველის დაპირისპირება!

• შემირცხვენი თქვენნაირი "ვაი ქომაგები"?

აბა, წავიდაა ბიჭების ლანძღვა-გინება არა"ვაი გულშემატკივრებო? მოიგებენ აქებთ, წააგებენ მიწასთან ასწორებთ, ზოგიერთები კი დაუკრეფავში არიან გადასულები: დაწყებული ვიღაცა ვაჟა მასწავლებლით და დამთავრებული მისნაირებით. როცა რაღაცა არ მოგწონთ, სიტყვები მაინც შეარჩოეთ, ეგ ხომ მაინც შეიძლება? არა! მაიმც და მაინც გინება და ლანძღვაა თქვენნაირებისთვის მისაღები.

• irakli17-ს

მხოლოდ შავ ან თეთრ ფერში რატომ ხედავთ ყველაფერს, ან დღეგრძელობა უნდა იყოს და ან დედის გინება? გამართლებას რას ეძახით, ტაქტიკა თუ სწორად შეარჩია მაგრამ მაინც წავაგეთ, ეს გამართლებაა? წერია, ძველიც დაგვავიწყდა და ახალიც ვერ ავითვისეთო, სხვას რას ეძებთ. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ყვითლიანები ალბათ არ იქნებიანო ეს ავტორი წერდა და დააყენეს, მაგრამ ფრთხილადო, დაავალეს. ძალიან კომპეტენტური სტატიაა, არც ვაი-ვიშია და არც უადგილო ქება და ვერ გავიგე რას ითხოვთ

• ვაჟა მყრალს!

შენს, კომენტარს, რომ ვკითხულობდი, თან ცხვირზე ხელი მქონდა აფარებული, ბინძური სუნის გამო! ფუუუ...

• გუჯა

ეჰ, ესპანელებივით სირბილს მაინც ვისწავლიდეთ, ტექნიკაზე პასებზე და პრესინგზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ახლო მომავალში.რაც ვნახე ჩვენი ფეხბურთელებისაგან განსხვავებით ესპანელი სანამ ბურთს მიიღებს, მანამდე უკვე იცის რა გააკეთოს, ჩვენი კი სანამ დაამუშავებს, პასს მოიფიქრებს უკვე დაპრესინგებულია და ბურთიც დაკარგულია.

• კაკა

წაგებაც არის და წაგებაც..ესეთი სტატისტიკა აქვთ ხოლმე ძლიერ გუნდებთან სან მარინო,ლიხტენშტეინს,გიბრალტარს..ძაან შემრცხვა

• tngh

დღევანდელ ესპანეთთან წაგება, თანაც 2:0 ტრაგედია არ არის. დღეს ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. წინ თურქეთთან თამაშია... გადამწყვეტი. იმედია მაქსიმალური სიფრთხილით და ყურადღებით სურველ შედეგს მივაღწევთ!!!

• L.J.

100%it getanxmebi yvelapershi,zhurnalistic rom am vitom taqtikaze kritikas erideba da saniols traks wmends esaa ubedureba...

• ვოოტ

ყველაზე ცუდ მოლოდინებს ის ფაქტი აჩენს, რომ ესპანელებთან დაგეგმილი (როგორც ნამატჩევს გაირკვა) წინასათურქეთო რეპეტიცია აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ჩავარდა და მამარდას თუ არ ჩავთვლით, არც არაფერში გვივარჯიშია... ჰოდა, ფსიქოლოგიურ მომენტებზე სხვა დროს იყოს და ვისაც არ გეზარებათ, მივყვეთ სუფთა საფეხბურთო კომპონენტებს: სანამ სანიოლი პლანეტებსა და გალაქტიკებზე აჯაზებდა, ქოჩორამ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა, რომ არც ბურთით და არც უბურთოდ, არაფერი გამოგვივიდა... ნუ, ბურთით რა უნდა გამოგვსლოდა - ბურთთან ყველაზე მეტი შეხება, ალბათ, მამარდაშვილს ჰქონდა, მაგრამ უბურთოდ თამაშში რაღამ შეგვიშალა ხელი?!... მართლა უცხოპლანეტელებს ვეთამაშებოდით და დაგვაჰიპნოზეს?!... ყველამ ვიცით, რომ უბურთოდ თამაში განუწყვეტლივ მოძრაობას, სწორი პოზიციის შერჩევას, მეტოქისთვის თავისუფალი სივრცეების შეზღუდვას და საკუთარი პარტნიორებისთვის ასეთი სივრცეების გამოთავისუფლებულ ემსახურება, რაც თავის მხრივ ვარჯიშებზე ოფლისღვრით და ურთიერთდაზღვევა-შეთამაშებულობით მიიღწევა... რომელიმე ეს კომპონენტი გვეტყობოდა?!... არადა, ესპანეთზე უკეთესი სპარინგ პარტნიორი ვიღან უნდა ინატრო, თუკი ბურთით არაფერი გამოგდის და უბურთოდ თამაშში აპირებ გენერალურ რეპეტიციას?!.. როცა 5 მცველით თამაშობ და რეალურად 10 კაცით იცავ თავს, როგორ შეიძლება, იმდენი თავისუფალი სივრცე დატოვო, რამდენიც ჩვენ მთავარ დამწიოკებელ პედრო პოროს და ფერან ტორესს ჰქონდათ მარჯვენა ფლანგზე?!... აქ იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, რომ მარცხნიდან მრავალფეროვნების ხათრითაც აღარ უტევდნენ, ჩვენები თუ მოიგერიებდნენ ბურთს მარცხენა ფლანგზე, თორემ ეს ორი კაცი მარჯვნივ ბურთს ისე უპრობლემოდ იღებდა, 10 მეტრიან რადიუსში არავინ ედგა, რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა და ეს ყველაფერი უთავმოყვარეოდ ჩაყენებული ავტობუსის პირობებში. არ ვიცი, 4 მცველიან ტაქტიკაში ლოჩოშვილი რამდენად უკეთესად აითვისებს ამ სივრცეებს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ კალაძის 18 მეტრიან ავტობუსს არავინ შეგვატანინებს სტადიონზე და ალბათ, ამ ტაქტიკაზე ხელი უნდა ავიღოთ - არ გვაქვს გენში, არაა ჩვენი საქმე, არ გამოგვდის და ძალაა?!.. სხვა რამეში ვივარჯიშოთ, ბატონო, ცოტა გვაქვს სავარჯიშო?!... აი, მაგალითად, პრესინგის დაძლევაში და დაცვიდან ამოსვლაში, მაგრამ ვარჯიში არც ამაში გამოგვივიდა, ( არადა, თურქებთან უეჭველად დაგვჭირდება) რადგან მოკლე პასებსაც კი ვერ ვახერხებდით, ესპანელები განსაკუთრებული ძალისხმევისა და პრესინგის გარეშე, უმარტივესად იბრუნებდნენ ბურთს და აღარც სავარჯიშოს გვიტოვებდნენ არაფერს... რაშიც ვარჯიშის თუ წავარჯიშების მცდელობა გვქონდა, სწრაფ კონტრშეტევას ვგულისხმობ, ამ ფუფუნების საშუალება უკვე თავად ესპანელებმა აღარ მოგვცეს - კვარაზე ბარათის ხარჯზე და ქოჩორაზე უბარათოდ, ტაქტიკური ჯარიმების ხარჯზე გაანეიტრალეს ორივე მცდელობა, რითაც მკაფიოდ მიგვანიშნეს, რომ ჩვენგან განსხვავებით, სავარჯიშოდ არ იყვნენ გამოსულები მოედანზე და ჩვენ კი უბრალო სპარინგის გამო საკვანძო მოთამაშეების ჯანმრთელობით არ უნდა გაგვერისკა და ვინაიდან ესპანელთა ეს მესიჯი სრულ თანხვედრაში მოდიოდა ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ( რა ამაყად ჟღერს) გადაწყვეტილებასთან, სწრაფი კონტრშეტევის აღარც ხალისი და აღარც მცდელობა აღარ გვქონია - ვერც ამ კომპონენტში გავივარჯიშეთ და ახლა იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ თურქები ვერ გაბედავენ ჩვენს შეჩერებას ტაქტიკური ჯარიმების ხარჯზე?!... გაბედავენ და თანაც უფრო უტიფრადაც, გააჩნია, რამდენზე გავიწევთ - განა რამდენ ყვითელს ან წითელს შეჰკადრებენ თურქების ღრიანცელით მხარდაჭერილ მასპინძლებს?!... ჰოდა, რაღაში შეგვრჩა ვარჯიში?!... კი ბატონო, მამარდა კარგად გვივარჯიშეს, მადლობა მასაც და ესპანელებსაც, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდუალური ვარჯიში იყო და გუნდურობის ნიშან-წყალსაც არ შეიცავდა - ნუთუ ასე ძნელია, კართან ზურგით მდგომ მამარდაშვილს ან გნებავთ, გოგლიჩიძეს ვინმემ ქართულად შეუძახოს, რომ უკან არავინ უდგას და ზედმეტი კუთხური არ აიკიდოს?!... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამაზე არც არავის უფიქრია და როგორღა ვივარჯიშებდით?!... დარჩა რამე?!... ეჰ, დარჩა თურქებთან გასამართი დიდგორი და იმედი იმისა, რასაც ფეხბურთთან ნაკლებად აქვს კავშირი - ყველა დაღმართს აუცილებლად უნდა მოჰყვეს აღმართი და გუშინდელ ვარჯიშ-თამაშზე დიდი დაღმართი კიდევ ძნელად წარმოსადგენია, მაგის იქით მხოლოდ უფსკრულია და თუ მაინცდამაინც უფსკრულზე გვაქვს სწორება, ჯანდაბას, ვისთანაც გინდათ, ოღონდ მაგათთან ნუ ჩავიჩეხებით...

• lasha

მე აღარ მაქვს სანიოლის იმედი. კაცი რომ 40 წლის კაშიას ეყრდნობა ნიშნავს რომ მას ჩვენი ნაკრების მომავალს ვერ ხედავს. დიახ ასეთი უსუსური თამაში მაგის ბრალია. კაშიას ვერ ელევა. ამიტომ ითამაშა 5 მცველით. რადგან კაშიათი 4 ით კატასტროფა იქნება. 5 მცველის მინუსი ისაა რომ მოედნის ცენტრში გაკლდება მოთამაშე. უნდა ექნა ის რომ. უნდა დაემატებინა გაგნიძე და ლომინაძე. ვინც ადევნა თვალი ყველამ ნახა რომ მოედნის ცენტრს ესპანელები აბსოლიტურად უპრობლემოდ აგდმოდიოდენ და ჩვენს საჯარიმოსღან აწყობდენ შტურმს. ეს არის არასწორი სტრატეგიის ნიმუში. როცა არანორმალურად მოძრავ ესპანეთს მოედნის ცენტრში უხვედრებ 3 კაცს ნაცვლად 5 ისა

• 1

ყაზაიშვილი

• ზურა

არ დაგვავიწყდეს საქართველოს ნაკრებების თამაში სულ ახლახანს,საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დავიწყეთ.ნაკრებს,როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას დიდი გამოცდილება სჭირდება.

• ირაკლი17

მივმარᲗავ ამ სტატიის ავტორს. Ძალიან გᲗხოვᲗ ნუ ამარᲗლებᲗ მწვრᲗნელსა და ფეხბურᲗელებს, როდესაც არასწორები არიან. ეს ყველაზე მეტად გამაᲦიზიანებელი რამაა. აქ წაგებაზე არაა ხალხი განრისხებული. წაგებიᲗ, გასაგებია, დიდი ალბაᲗობიᲗ, მაინც წააგებდი ამ მატᲩს, მაგრამ არა ასე უსუსურად. სტატისტიკა ნახეᲗ საერᲗოდ, ნულები რო გვიწერია ყველა ᲨეტევიᲗ პუნქტᲨი? და კიდევ, რა გადააკვდიᲗ ამ ᲗურქეᲗს? იქაც რომ ვერ მოიგო ან საერᲗოდ წააგო? ეს Შენი სისულელე ვიᲗომ ტაქტიკა დაგრᲩება .... Ში. არ ᲨეიᲫლება ასე, ნუ ამარᲗლებᲗ ნაკრებს ასეᲗ დროს. ეს არის ქვეყნის უპატივცემლობა. ორი ასეᲗი ნაკრების წინააᲦმდეგ Თანაბრად ᲗამაᲨი არ ᲨეუᲫლიაᲗ? მეცოდებიან, აი ვაი. მაᲨინ რა უნდა ასეᲗ ნაკრებს მსოფლიოზე ამიხსენიᲗ ხალხო? რა ნაკრებიც ესპანეᲗᲗან იყო წარდგენილი, ასეᲗ საცოდავ ნაკრებს მსოფლიოზე რა ესაქმება? პ. ს ეხლა არ ᲗქვაᲗ ევროზე მასე ხომ გავედიᲗო. ევროზე ვიმსახურებდიᲗ და გავედიᲗ და აქ არ იმსახურებენ გასვლას. არ იმსახურებენ და წერტილი.

• ლჯ

აღარ უყურო. უვიცი ხარ

• ლჯ

აღარ უყურო. უვიცი ხარ

• ამატაკი

თურქეთთან მატჩამდე ჯერ არ არის კრიტიკის დრო. ფეხბურთში ამა თუ იმ გუნდისა და ნაკრების სიძლიერეს, მოგეხსენებათ უამრავი კომპონენტი განსაზღვრავს. კონკრეტული მატჩის რეზულტატის მიზეზებს კი მოცემული სიძლიერის გარდა, კიდევ თითქმის ერთი იმდენი ფაქტორი თან ერთვის. ჩვენთვის, რიგითი გულშემატკივრისთვის ამ უამრავი შემადგენელის აღქმა არ არის იოლი ამბავი და ცოტა რომ სურათი გავამარტივოთ გადავხედოთ ტრანსფერმარკეტის მონაცემებს. გუშინდელ მატჩში სხვათაშორის იყო პოზიციები, არცთუ უმნიშვნელო სადაც საქართველოს ნაკრები აღემატებოდა მოწინააღმდეგეს: მეკარე 30 მლნ. (მამარდა) 28მლნ (სიმონი) , შეტევა - ესპანეთის 3 ფეხბურთელი ჯამში 100 მლნ , საქართველოს 2 ფეხბურთელი ჯამში - 120 მლნ. დანარჩენში კი სხვაობა კოლოსარულია: ნახევარდაცვა 3 ესპანელი ჯამში - 235 მლნ საქართველო 3 ფეხბურთელი ჯამში - 13,5 მლნ დაცვა: ესპანეთი 4 ფეხბურთელი ჯამში 188 მლნ, საქართევლო 5 ფეხბურთელი ჯამში- 11,4 მლნ. როგორც ხედავთ იმდენად დიდია სხვაობა, რომ სხვა კომპონენტები როგორც არ უნდა განისაზღვროს, შანსები თითქმის ყოველთვის არის მიზერული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთი ვერ ითამაშო და შენი ხელწერა ვერ წარმოაჩინო. რაც გამოვიდა ევროპაზე, მიუხედავად ანგარიშისა. რაც შეეხება თურქეთს, აქ ასეთი დრამატული მოცემულობა სულაც არ გვქვს, მეტიც მათ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ: ფაქტიურად არ ყავთ 9-იანი, კვალიციცირებული ფორვარდი თურქეთს ამ მომენტისათვის არ ყავს.ჩვენთან ათამაშეს აქთუროღლუ, რომელიც ღირს 23 მლნ, მაგრამ ფენერში ძირითად მარცხენა ვინგერია.ჩვენთან მატჩისას 5 ნახევარმცველის ფასი ჯამში -209 მლნ იყო, კვარას თუ მივუმატებთ ჩვენი ნახევარდაცვა (5) ჯამში - 105 მლნ. დაცვა თურქეთი (4) ჯამში - 31,7 მლნ, საქართველო (4) ჯამში- 9,1 მლნ. როგორც ვხედავთ ამ მონაცემებით თურქეთსა და ესპანეთს შორის უზარმაზარი სხვაობაა, ასე რომ ჩვენი შანსებიც ხელშესახებია. ოღონდ არის რაღაცეები რომელიც ვილიმ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და პირველ რიგში კაშიას ძირითადი. მისი საქმეა 3 ცენტრით ათამაშებს თუ 2, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არმქონე ხანდაზმული მცველი დააყენო (ფასი 0,2 მლნ) და ახალგაზდა, სწრაფი ბიჭები (მაგ. აზაროვი- 5 მლნ) სკამზე დასვა არაფერში არ ჯდება. ამ ყველაფერს რაც დავწერე, რათქმაუნდა მატჩისწინა სრულ სურათზე არა აქვს პრეტენზია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც ქმნის. რაც შეეხება შედეგს, გადამწყვეტი იქნება ბიჭების მონდომება, ბრძოლისუნარიანობა და თავდადება. ამ მატჩში სულსა და გულს თუ ჩადებენ, გვყავს ჩვენ ის შემადგენლობა, რომელსაც ძალუძს თურქეთთან დადებითი შედეგის დადება. ღმერთი თქვენსკენ, ლომებო!

• მწარე

ისინი პირველ რიგში ჩვენზე სწრაფად აზროვნებენ. გადწყვეტილებას ჩვენზე სწრაფად იღებენ. მაგალითად სანამ ჩვენიანმა (გვარებს არ ვამბობ) ბურთი მიიღო და დაამუშავა 3-4 ესპანელი წართმევაზე მიცვივდა. და ასე იყო მუდმივად. ამას დაუმატეთ გუნდურობა და ბოლოს ტექნიკა. ჰოდა წააგებ აბა რა იქნება.

ვისით შეიძლებოდა შემადგენლობის გაძლიერება,ვინ გყავს, ესპანელებს რომ აჯობებს და არ ვიცით?რომ გვყავდეს,68 ადგილზე კი არ ვიქნებოდით,მსოფლიოში!თუ ვინმე გეგულება,არ დამალო,ნოემბერშიც დაგვჭირდებიან.

პირველი წრე დამთავრდა და ბურთების ბალანსი,ჩვენც და თურქებსაც ნულოვანი გვაქვს.მეორე წრეში საწყისი პირობები უკვე თურქებს აქვთ გაცილებით უკეთესი.ჯერ ერთი სამი ქულით გვისწრებენ და ჩვენთან არწაგებაც კი,უკვე თითქმის მეორე ადგილის ტოლფასია,ბულგარეთს სახლში იღებენ და გასვლაზე რომ ასე გააუბედურეს,სახლში ნებისმიერი ანგარიშით მოუგებენ,ეპანეთში კი,შეუძლიათ ჩვენსავით ავტობუსების პარკი დააყენონ კარის წინ და უკვე ჯგუფის გამარჯვებულ ესპანელებს,ცოტა უფრო ხისტად ეთამაშონ,რომ ფეხებს გაუფრთხილდნენ და არააუცილებელი ტრავმები არ აიკიდონ.ჩვენთვის ჯერ თურქეთში როგორი მოსაგებია და თუ შევძელით,ბულგარეთთან გასვლაზე განა რამდენით უნდა მოვიგოთ,რომ თურქებზე უპირატესობა მოვიპოვოთ?ბულგარეთს ქულა არა აქვს და ჩვენთან ყველაფერს დადებენ,რომ აიღონ!ესპანეთთან ძალების ბალანსი ვნახეთ და სად იქნება თამაში,არც მაგას უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა.აშკარაა,რომ საკმაოდ მცირე შანსები გვაქვს,მაგრამ სანამ გვაქვს,ყველაფერი უნდა ვეცადოთ და ბედის იმედი ვიქონიოთ.ბედი,პირველ რიგში თურქეთში გვჭირდება,თორემ თუ ვერ მოვიგეთ,მერე ყველაფერი აზრს დაჰკარგავს.ისევ და ისევ,კარგ თამაშს და იღბალს ვუსურვებ,ჩვენს ნაკრებს.

• ვაჟა მასწავლებელი

თამაში დაიწყო თუ არა ოთახში საშინელი სუნი წამოვიდა ტელევიზორიდან!? - დაფიქრების შემდეგ ძლივს მივხვდი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მამარდას გარდა არასწორად შერჩეული??? . . . . პამპერსები ეცვათ და სუნმა ალიკანტედან თბილისამდე მოაღწია!

• კიეზა

დღეს ესპანეთის ნაკრები საუკეთესო თუ არა სამეულშია..და დიახ ვერ მოსთხოვ ვერც ბიჭებს და ვერც მწვრთნეკს მოგებას..მაგრამ 80 წუთამდე ერთი შეტევა არ გვინახავს.როცა თავდასხმაში გყავს კვარა თუნდაც არა საუკეთესო ფორმაში და ბრწყინვალე ფორმაშუ ჟორჟი..ვერ დავიჩემებ ექსპერტობას..მაგრამ შემადგენლობის დაყენება კონკრეტული თამაშისთვის ყველაზე დიდი მინუსია სანიოლის..ჩემს აზრს ვიტყვი..მადლობა გაწეული სამსახურისათცის და გავუშვებდი..გაიზარდა ნაკრები და უფრო მაღალი დონის მწრთნელია საჭირო..ბიჭებს მადლობა და წარმატებები

• გურამ მოშორდი ნაკრებს. ოეეე დაბერდი.

ჩვენ კომენტარებს არც არავინ აგდებს რამეს და იქნებ სპორტალის ჟურნალისტმა რამე დაწეროთ კაშიას თამაშზე. მესმის რომ ასეთი რამ არ იქნება ლამაზი. მაგრამ ჩვენ ნაკრებს ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არა აქვს რომ ასეთი ბალასტები აიტანოს დაცვის ცენტრში. აღარ შეუძლია არაფრის მაქნისი აღარაა, დაჩაჩანაკებული მამაკაცის განსახიერებაა მინდორზე. ვერ ხტება, ვერ დარბის, სისწრაფეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. წადი რაა ვინ ხარ ბოლო ბოლო გურამა ხარ თუ შაშა კოლო რა @@@@ცი?

• ჰაჰა

ეხლა ვიპოვე ევროპალიგის რეიტინგი, 26-ე ვართ. მაგრამ ცხრილებს რომ გადავხედე 5 გუნდი გადის დღეის მდგომარეობით, ვისაც ჩვენზე ნაკლები რეიტინგია. აქედან გასვლის შანსი მიზერია.

• ერიჰაა

ლომინაძე რატომ არ ათამაშა? ფული აიღო თუ ჯერ მზად არ არი? მოდი ჯერ ამ კითხვას გავცეთ პასუხი.

• არსებობს სხვა გზა?

ყველა გზა კაშიამდე მიდის. ვაისი დვალიშვილს და ამისულაშვილს ვერ გაცდა, სანიოლი კაშიას და კვეკესკირს, ახლა უნიჭო მექვაბიშვილიც მიემატა. მე არ ვიძახი წაგება მხოლოდ კაშიას და მექვაბიშვილის ბრალია. უბრალოდ ვხედავ მათ ადგილზე სხა მინიმუმ უკეთ ითამაშებს. ლომინაძე განაცხადის მიღმა დატოვა სანიოლმა და მექვაბიშვილი ძირითადში ათამაშა, შემდეგ მამუჩიშვილით შეცვალა. ორივე ვიცით ნაკრებში რასაც წარმოადგენენ და ჩემი აზრით ლომინაძისათვის დრო უნდა მიეცა. უსახური თამაშიც ვერ ვაჩვენეთ და იქნებ ახალი სახე (ლომინაძე) მაინც დაგვემახსოვრებინა. მგონი ორივეს (მექვაბიშვილ, მამუჩიშვილს) სჭობია.

• ჰაჰა

შემდეგ ეტაპზე გადის 12 გამარჯვებული, აგრეთვე 12 მეორეადგილოსანი და 4 უეფას ნაციონალური ლიგის რეიტინგით 4 ყველაზე მაღალი. ჯამურად ეს არის 28 გუნდი. საინტერესოა საქართველო რეიტინგულად რომელ ადგილზეა? ა ჯგუფში და ბ ჯგუფში სულ 32 გუნდია. უნდა ვიფიქროთ რომ პირველ მეორე ადგილებზე აქედან 24-ვე გავა. შესაძლოა გამონაკლისებიც. ასეთი ერთი ან ორი იქნება. ანუ ჩემი ვარაუდით თუ ვართ რეიტინგში 26 გუნდში, მაშინ გავდივართ. ნაციონალურ ლიგაზე ჩვენ ჯგუფში ნე-3 ადგილზე გავედით, ანუ წესით მე-4 ებზე წინ ხომ უნდა ვიყოთ? ანუ ჩემი ვარაუდით 28 გუნდში ვართ. მაგრამ მოსალოდნელია ვინმე ჩვენს უკნიდან გავიდეს შესარჩევის ან პირდაპირ ან მე-2 ადგილზე. კარგი იქნება თუ ფედერაცია მოიკითხავს ჩვენ რეიტინგს. მე ვერსად ვიპოვე. ჰო, ეს მგონი სეიტინგია ვიდრე ჩვენ ვიცით-ფიფას რეიტინგი.

• მამედა

სხვა გზა ნაღდად არ არსებობს: ყველა გზა რომში მიდის....))))

• L.J.

Zedmetad ar "toxlot" da ar gaakritikot batoni vili??tragediaa aba raa 100 wutshi karisken rom ar ixedebi,edzebet saniolis gasasamartlebeli argumentebi(turqebi turme ganadgurdnen),ar gitydebat???

• კოფე გნებავთ?

ესპანელებივით პრესინგის თამაშს თუ არ ვისწავლით, თურქეთთან კი არა, მალე მონღოლებთანაც კი გაგვიჭირდება მოგება. ნახევარი გუნდი უკლასოა, რომელ წარმატებაზეა საუბარი? დონე არ გვაქვს, ნახეთ რომელ გუნდებში თამაშობენ ჩვენები და რომელში თურქები. ჟორჟი, ხვიჩა და მამარდა არ ითვლება.

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა

ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება

რემსიმ მექსიკური კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა

კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს

ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს

საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა

L'Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს - საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს

მბაპე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა

"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ

10 მილიარდი დოლარი - "ლეიკერსი" გაიყიდა

ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა

"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა

[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა

"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია

ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია

"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა

"კვარა" დაიწყებს - ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა

"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს

"კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო

"კვარა" დაიწყებს - ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

L'Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს - საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა