სუპერლიგის გურჯაანში პარასკევს დაწყებული მე-3 ტური დღეს ბათუმში დასრულდა. ერთმანეთს 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა. ბათუმს, რომელსაც აქამდე 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდა, 3 მოგების მქონე კსუ-კავკასია ესტუმრა. ორივე გუნდმა კარგი სტარტი აიღო და შეხვედრასაც საკმაო ინტერესი ახლდა. გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის გამორჩეულ ფავორიტებში ეწერებოდა და ეს სტატუსი ბათუმელებს ერგოთ, რომლებმაც კსუ-კავკასია 12 ქულის სხვაობით – 76:64 დაამარცხეს.

ბათუმმა ისე იმარჯვა, არც უნერვიულია. თანაც, ზღვისპირელებს მხოლოდ 2 ლეგიონერი ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ქართველი მოთამაშეებს არ უჩივის. ამერიკელები – მაირინ ტომასი და ჯერემი შოუ საკმაოდ ძლიერები არიან, თუმცა ქართველები რომ არ ყოჩაღობდნენ, ბათუმი შორს ვერ წავიდოდა. პირველი პერიოდის 17:12 მოგების შემდეგ მასპინძლებმა მეორე ათწუთეული 26:17 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდნენ.

ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ბათუმელები ისე მივიდნენ გამარჯვებამდე, რომ მეტოქემ ჩამორჩენის 8 ქულაზე ნაკლებით შემცირება ვეღარ შეძლო. საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, ვითარება მოედანზე არ დაძაბულა. გამარჯვებაში ყველაზე სოლიდური წილი მაირინ ტომასმა დაიდო, რომელმაც 26 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ჯერემი შოუს. აკაკი დვალიშვილი ბათუმელებს 9 ქულით, 9 მოხსნითა და 2-2 დაფარება-პასით შეეწია. კსუ-ში 19 ქულით საუკეთესო იყო ქსავიერ ბელი. 7 ქულა და 7 მოხსნა ნიმაია ბენსონის ანგარიშზეა.

სუპერლიგაში 2 დაუმარცხებელი გუნდი დარჩა – ქუთაისი და ბათუმი. ორივეს 1-ით ნაკლული, 2-2 მატჩი აქვთ გამართული. შემდეგ ტურში ქუთაისი თსუ-ს უმასპინძლებს, ხოლო ბათუმი ვსა-ს დიღომში ესტუმრება.

სუპერლიგის მორიგი, მე-5 ტური 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს 5 ქალაქში – ზესტაფონში, ტყიბულში, თბილისში, ქუთაისში და რუსთავში გაიმართება!

GBF

“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს