პოლონურ ლეგნიცაში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა შორის, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ
პოლონურ ლეგნიცაში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა შორის, თუმცა ჩვენები მხოლოდ 17-წლამდელებში გამოდიან, 3 ბიჭი და 1 გოგო.

უკვე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ქართველები არცთუ წარმატებით გამოვიდნენ. ასე მაგალითად, ბიჭებში ჩვენგან საუკეთესო ლაშა ფხაკაძეა, რომელიც 1218 ქულით 114 მონაწილეს შორის 80-ეა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი მესამე სერიაში 70-ე ადგილზე გასვლაა, ამაზე უფრო წინ წაწევა კი ვერც ერთ სერიაში ვერ შეძლო.

ირაკლი ქვლივიძე 1200 ქულით 86-ეა, გიორგი წიბლიაშვილი კი 1174-ით - 97-ე. დაბალი შედეგები გუნდურ მაჩვენებელსაც დაეტყო - ჩვენი სამეულის ჯამური მონაგარი 3592 ქულაა, რაც მხოლოდ 24-ე შედეგი აღმოჩნდა და პლეი ოფში ვერ მოვხვდით (იქ 16 ნაკრები გადის). რაც შეეხება პლეი ოფებს პირად პირველობაში, ის დღეს გაიმართება და ფხაკაძე ბრიტანელ აშე მორგანს შეხვდება, წიბლიაშვილი - მალაიზიელ ადამ ვონგს, ქვლივიძე - ავსტრიელ ალექსანდერ ბერჩლერს.

თეონა კუტალაძე თავიდან უკეთ ისროდა, მაგრამ მოკლე დისტანციებზე მოუკლო (ალბათ, დაიღალა). საბოლოოდ 1215 ქულა დააგროვა და 80 მონაწილეს შორის 62-ზე გავიდა. პლეი ოფში ის დღეს თურქ ილგინ კიზილგუნესლერს შეხვდება. შერეულ წყვილებში ის და ფხაკაძე 32-ზე გავიდნენ 2323 ქულით და პლეი ოფში ვერ მოხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა