ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან

სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთისა და ბულგარეთისთვის მზადება დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს მატჩები არაფერს წყვეტს, მაგრამ ბრძოლა ორივე შეხვედრაში უნდა იყოს - გამოსასწორებელია ოქტომბრის საშინელი მატჩები, უნდა დავამტკიცოთ, რომ ესპანეთთან შინ მაინც თამაში შეგვიძლია და ბულგარელებს ძველი, ცუდი პერიოდი საბოლოოდ უნდა "ამოვუქაჩოთ." გარდა ამისა, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე აქვს, ვილი სანიოლია - ის, რომ არ ამოწურულა და შეუძლია, ახალი და კვლავ წარმატებული შექმნას.

ლეგიონერების შეხვედრებს თვალს მაქსიმალურად ვადევნებთ, ვიცით შემადგენლობაში ვინ რატომ არაა და ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს შემოგთავაზებთ სავარაუდო შემადგენლობას, ჩვენი ვარაუდით, ფრანგი მთავარი მწვრთნელი რასაც განიხილავს. ზოგიერთ პოზიციაზე კი ალტერნატივაზე ვიმსჯელებთ, თუკი ასეთი არსებობს, რადგან ყველგან მაგაზეც ვერ ვისაუბრებთ.

კარგია, რომ გიორგი მამარდაშვილი ახლა პრაქტიკით, ტონუსითა და გუნდის წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, ეროვნულ გუნდში კარგი ფორმითაა.

ესპანელებთან 5-მცველიან ტაქტიკას ვვარაუდობთ. ცენტრალური მცველების შემთხვევაში აქ საფიქრალი ფიზიკურად, არაფერია - საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ეს სამეული? ლუკა ლოჩოშვილზე იქნება დამოკიდებული - სანიოლი ისევ მარცხენა მცველად დააყენებს. ამ შემთხვევაში, ნარიმანიძის დებიუტი (3 ცენტრალურ მცველში) პირდაპირ ესპანეთთან რთული წარმოსადგენია.

თუკი 4 უკანახაზელს განვიხილავთ, მაშინ ლოჩოშვილი ნამდვილად მარცხენა მცველი იქნება, რადგან არჩევანი არც აქაა, სასტარტოში კი კაშია ითამაშებს, რაც ორი ცენტრალური მცველის პირობებში სახიფათოა. ასე რომ, ამის შანსი ნაკლებადაა.

მარჯვენა ფლანგს, ყველა შემთხვევაში გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაიბარებს და დიდი ალბათობით, მთლიანად და არა 4 მცველში. თუკი მარჯვნივ მის შემცვლელს ძალიან მოვძებნით, ასეთი ვლადიმერ მამუჩაშვილი შეიძლება იყოს. არსებულ ვითარებაში ალტერნატივა არც მარცხნივაა და გიორგი წიტაიშვილი გააკონტროლებს. ის "მეცში" ბოლოს სწორედ ამ პოზიციაზეა და წარმატებითაც.

ნახევარდაცვა

ოთარ კიტეიშვილი და ნიკა გაგნიძე ის  ფეხბურთელები არიან, ფორმიდან გამომდინარეც, ძირითად შემადგენლობაში რომ ველით. გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიცირებულია, თუმცა ის ბოლოს ცოტას თამაშობს და სასტარტოში ალბათ ისედაც ბულგარეთში გამოჩნდებოდა. ანზორ მექვაბიშვილიც არ დაგვავიწყდეს. დაცვითი უნარების გამო, მისი თამაში ესპანეთთან ლოგიკური იქნება, თუმცა ორი ნახევარმცველის პირობებში, მაინც რთული სათქმელია.

ვერ ვიტყვით, რომ ნახევარდაცვაში მრავალფეროვნება არაა, მაგრამ სანიოლი ნოდარ ლომინაძეს ნაკლებად ენდობა. ახლა გუნდში გაბრიელ სიგუაცაა. იმ ვითარებაში, როცა ე.წ.  პირველი ბურთის მოპოვებაც გვიჭირს და სტანდარტული მდგომარეობებისას თავის დაცვა, ამ ფეხბურთელების გამოყენება მეტად შეიძლება.

ხშირად გვინახავს, სანიოლი გვიან დამატებულ ფეხბურთელს შანსს მეტად რომ აძლევს და ასეთი ახლა გუნდში შოთა ნონიკაშვილია. 24 წლის ნახევარმცველი უკრაინაში ბევრს ნამდვილად არ თამაშობს.

როცა საქართველოს ნაკრები 5-მცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ყოველთვის ზურიკო დავითაშვილი ცვლიდა და ეს ახლაც ასე იქნება. ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგსა და ცენტრს შორის იტრიალებს. მთავარია, ესპანელებთან მათ შეტევის საშუალება მაქსიმალურად მიეცეთ.

რაც შეეხება ფორვარდს, გვგონია, რომ სანიოლი სამ ვარიანტს განიხილავს. ყველაზე რეალური ისაა, გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძემ შეცვალოს. რაც შეეხება გეგმა "ბ"-ს, ეს კლასიკური "ცხრიანის" გარეშე თამაშია და ე.წ. ცრუცხრიანზე ხან "კვარა" აღმოჩნდება, ხანაც ზურიკო და ხანაც რომელიმე ნახევარმცველი. ამ ტაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს ლომინაძეც იყოს. მაგრამ აქვს კი სანიოლს ასეთი ტაქტიკური მრავალფეროვნების რესურსი? - საკითხავი ესაა. რაც შეეხება მესამე გეგმას, ეს გიორგი ქვილითაის სასტარტოში ყოფნა, სტილის მაქსიმალურად შეცვლა თუ ძველთან დაბრუნება და საჯარიმოში მეტი ჩაწოდების მცდელობაა. ასეთ დროს ფლანგებს მეტი ყურადღება დაეთმობა.

დანარჩენს ერთად ვნახავთ...

• tedo

rogorc me davamtkiceb rom espanetis taxtis memkvidre var ...

• გოგა

რას ამბობთ, დაბრიყვებს ესპანელებს, ისეთი ტაქტიკოსია ვილი:) ვილის გარეშეც არამგონია ესპანელებს მოუგოთ,მაგრამ თურქეთისნაირ გუნდთან მინიმუმ ფეხბურთს ვითამაშებთ და 2 თამაშს არ წავაგებღ პირველივე ტაიმში, ამ ბიჭებს ჭკვიანი და ტაქტიკის ძლიერი მცოდნე მწვრთნელი ჭირდება, თორემ კი ვხედავთ, ალბანეთს ჩრ ირლანდიას სლოვაკეთს არ ყავთ ჩვენსე ძლიერი შემადგენლობა, მაგრამ თამაშოვენ ფეხბურთს, იქ მართლა მწვრთნელი იძახებს ფეხბურთელებს და არა ფედერაცია, სამარცზვინოდ წავა აქედან ვილი, მაგრამ ჩვენ რა? 2 ჯგუფი წავაგეთ და იგივე მოგველის მესამეშიც

• TT

ტოტალიზატორს ყომარობ ძმა?

• გაუმარჯოს ქოცკომპარტიას.

მზის სათვალეებიც არ დაგავაწყდეს «Надежда « тв-ის რომ უყურებ. 😁

• ლაშა

ბიჭებო, სანამ მხოლოდ დინამოს აკადემია იქნება, რომელიც კარგია, რომ არსებობს, მაგრამ მხოლოდ დინამოს აკადემია არაა საკმარისი. ქართულ ფეხბურთს როდის ეშველება იცით? გახსოვთ დე ლა ფუენტეს მადლობის გადახდა სხვადასხვა აკადემიებისადმი, საიდანაც გამოშვებულ იქნა ფეხბურთელები? განა ეს თუ გინდ დაარქვით მინიშნება არ იყო, შესაძლოა დე ლა ფუენტეს მიზანმიმართული არა, მაგრამ ღმერთმა ხომ მიგანიშნა თუ სადაა გამოსავალი? უნდა არსებობდეს აბსოლიტურად ყველა კლუბის აკადემია, ასაკობრივი კლუბების ჩათვლით, ვგულისხმობ, 17, 19, 20, 21 წლამდელ ბავშვებს, რაც გამოიწვევვს მეტ კონკურენციას, გაცილებით ძლიერ ჩემპიონატს და შესაბამისად კონკურენტუნარიან ნაკრებს. ასეთი სისტემაა დამკვიდრებული ესპანეთში, გერმანიაში და სხვ. საფეხბურთო ქვეყნებში და თუ ეს გაუგებარია ან ეხლა გაიგო მავანმა ან ვერ ასრულებს ამ სტანდარტს, მაგრამ შედეგი უნდა, ვგულისხმობ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას და იქ რომელიმე ნაკრებისთვის კონკურენციის გაწევას, ბრიყვია და აგრძელებს ქართული ფეხბურთის რეგრესს სსრკ-ის დაშლის შემდეგ!

• კონსტანტინე

თეორიული შანსი მაინც გვაქვს საქართველო — ესპანეთი 1:0 თურქეთი — ბულგარეთი 0:1 ბულგარეთი — საქართველო 0:2 ესპანეთი — თურქეთი 3:0 ასეთ შემთხვევაში გავალთ მეორე ადგილზე. ბურთი მრგვალია.

• კიდო

წვალება და ჯაგლაგი, როგორ უძლებთ ნეტავი.

• tngh

ესპანეთს მოტივაცია აღარ აქვს... ვფიქრობ არ წანაგებთ!!!

• მერაბი 61

მეგობრებო მჯერა ამ ნაკრების , მჯერა ფედერაციას კარგი პროფესიონალები ხელმძღვანელებენ, მჯერა სანიოლის, შეიცვლება თაობა და წავა კარგი პროცესი ბევრი ახალი ტალანტი მოდის, რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში იქაც ველოდები რეფორმების გატარებას, არ გეწყინოთ მე ვარ უბრალო გულშემატკივარი, მიყვარს ჩემი ქვეყანა ჩვენი პატარა საქართველო, ჩვენ გვაქვს პატარა რესურსი, მაგრამ ბევრი ტალანტები გვყავს სხვადასხვა სპორტული სახეობებში , ჭადრაკიდან დაწყებული აქ ვერ დავეტევით რომ დავასახელოთ, მეგობრებო გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს,წინ გამარჯვებისკენ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ, თქვენ გენაცვალეთ,

• ამატაკი-ს

1000%!!!

• გოჩა

ამ შემადგენლობით გინდათ მოგება

• ამატაკი

ვინმეს თუ სჯერავს რომ სანიოლი წელიწადში 200 000 მუშაობს ნაკრებში, "ნეტარ არიან მოწმუნენი". ცნობისათვის, კაცმა ირლანდიის ნაკრების შემოთავაზება არც განიხილა. ალბათ პარადოქსი სიტყვა რომ არ არსებობდეს,ჩვენი ნაკრების შემხედვარე ვიღაც უეჭველად მოიგონებდა. ხალხი არ გვყავდა და მსოფლიო დონის ტრენერები ჩამოყავდათ: ტოპმიოლერი და კუპერი. ეხლა 10 ჯერ ღირებყული ნაკრები გვყავს, წინანდელთან შედარებით და ტრენერად სანიოლი ჩამოიყვანეს(სადაც იმუშავა, ვარსკვლავები ციდან ნამდვილად არ დაუკრიფავს.). რაც არ უნდა ცაში აიყვანოთ, მისი ყველაზე დიდი სამწვრთნელო წარმატება, საქრთველოს ნაკრებში მოხვედრაა საჭირო დროს. "ვილიზე და კობიზე მეტად იცი ფეხბურთი?"- ოფსაიდში აღმოჩენილისთვის გამოცდილი არგუმენტია. ან კიდე: "ამ ნაკრებით გინდათ ესპანეთს და თურქეთს მოუგოთ?' - თქვე დალოცვილებო, აბა რომელი ნაკრები გსურთ, იქნებ გაგვაგებინოთ? მესი და რონალდუ უნდა იყოს თუ ათი კვარა საკმარისია? ნახეთ ცოტა ხნის წინანდელი ისლანდია, ცოტა იქეთ კოსტა- რიკა, ან სულ ადრე საბერძნეთი და დანია. წარმოდგენა არ ქონდა არავის ისეთი ფეხბურთელებით დადებულა ბრწყინვალე შედეგები. მათთან შედარებით ჩვენ არც მეტი არც ნაკლები 200 მლნ შემადგენლობა გვყავს. იტყვით ალბათ, ძირითადად რამოდენიმე ფეხბურთელის ხარჯზეო და აბა თქვენ როგორ გსურთ? 10 კვარა რომ გვეყოლება მაშინ უნდა მოვითხოვოთ შედეგი? გვყოლია ოდესმე ან მომავალში გვეყოლება უფრო ღირებული შემადგენლობა? ეს რაც შეეხება ნაკრებს, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატზე და ფედერაციის მუშაობაზე არც ღირს საუბარი. განა იმიტომ რომ სათქმელი და სასაყვედურო არაფერია. არა, უბრალოდ იმდენად ტრაგიკული მდგომარეობაა, იმდენად მტკივნეულია რომ გახსენებაც კი არ მოგინდება. ევროპაში დარჩა მხოლოდ 2 სახელმწიფო, ვინც კიდევ ჩამოგვრჩება ეროვნული ჩემპიონატის დონით.გვისწრებენ ფარერები, ლუქსემბურგი, მალტა... მეზობლებზე აღარაა საუბარი. აი, ეს არის რეალობა და შედეგი!დანარჩენი წმინდა წყლის რიტორიკაა..

• porto

არ გიჯერებენ რა :))))))))))))

• porto

ტელეფონს დახედე მოურინიოს მიყავხარ ბენფიკაში პირველ დამხმარედ და ანალიტიკოსად :))

• არჩი-ს

თუ ვერ ივიწყებთ კაშიას, წაიყვანეთ და გყავდეთ სახლში. რაღა დროს კაშია, ქვილითაია და კაკაბაძეა? ან მაგათი ნათამაშები დიდი ფეხბურთი სად ნახეთ? რას უწუნებთ უდინეზეში მოთამაშე ახალგაზრდა ბიჭს, რომელმა ითამაშა მაგაზე უკეთეს გუნდში ჩამოთვლილთაგან? თანაც ამ ბიჭს ყელაფერი წინა აქვს და არაა გამორიცხული კიდევ უფრო უკეთეს გუნდში ითამაშოს. შეცდომები 60-მილიონიანმა ზაბარნიმაც დაუშვა და იქნებ ისიც ვერ თამაშობს დიდ ფეხბურთს? პიკი ქონდათო ევროზე რომ ამბობთ, ვისთან იფრინეს და ვის გადაუარეს? მხოლოდ მეორე შემადგენლობის პორტუებს მოუგეს, ეგ იყო და ეგ. დანარჩენებს, ვისაც არ დაეზარა ურახუნეს მამარდას რუსის დოლს რომ არ მოხვედრია იმდენი. სწორედ თქვენისთანებმა აიყვანეთ მაშინ ზეცაში სანიოლი, თორემ ბევრი ევრომდე ითხოვდა მაგის შეცვლას. ცხადზე ცხადია რომ უფრო ძლიერი მწვრთნელია საჭირო, თორემ ეს თაობაც დაიკარგება და მერე უკვე გვიან იქნება თითზე კბენანი. 30 წლის თავდამსხმელს რომ 3 ბურთზე მეტი არ ექნება გატანილი, არ ჯობია მის ნაცვლად 16-17 წლის პატარა, პერსპექტიული ბიჭის გამოძახება? გამოცდილებას მაინც მიიღებს, მაინც ჩაგდებულია ეს შესარჩევი.....

• Givi

სანიოლზე ადრეც დავწერე ევროპის მერე უნდა წასულიყო და უფრო ძლიერი მწვრთნელი მოეყვანათ, მაგრამ... ეხლა ერთს ვიტყვი, როდემდე უნდა იძახებდნენ კაშიას, ქვილითაიას, ლობჟანიძეს, მამუჩაშვილს(დიდი პატივისცემით თითოეულის მიმართ)... მაგრამ ესენი ვეღარ მოუმატებენ აწინ და არ ჯობია ახალგაზრდა ახალი სახეები გამოჩნდნენ?

• არჩი - ვოოტს

მაკედონიასთან მაყურებლის არდაშვების გადაწყვეტილება პრემიერმა გახარიამ მიიღო, კობიაშვილი ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ეს არის სიმართლე, ხოლო სტადიონზე ფედერაციიდან და მთავრობიდან რამდენიმე კაცი თუ მივიდა, პრობლემას ვერ ვხედავ – სტადიონის 30% იყო დაშვებული. კობიაშვილი ფეხბურთელიც მაგარი იყო და პრეზიდენტიც კარგია. მისი საქმე მარტო ნაკრები არ არის და ბევრს აკეთებს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. იმედში აჩვენებენ ქვეყანაში გაკეთებულ საქმეებს, "კრიტიკულ" ტელევიზიებს მაგისთვის არ ცალია. უყურეთ იმედს, გასართობი გადაცემებიც კარგი აქვთ. მაგალითად, "მიმღერე", "ჩვენი შოუ" და ა.შ. მე პირადად ცეკვავენ ვარსკვლავები მოწონს ყველაზე მეტად. გაიხარეთ ქართველებო!

• Gio

ასეთი შემადგენლობის შერჩევა უკვე ნიშნავს რომ სანიოლი ამოწურულია. თავად სტატიის ავტორი არის დაბნეული, გამოძახებული მცველები როგორ გადაანაწილოს 4-მცველიან, 3-მცველიან ტაქტიკაში. თუმცა, როგორც სანიოლმა ბრძანა: "ტაქტიკა მნიშვნელოვანი არაა". რა არის ამ ორი თამაშის მიზანი? სანიოლისთვის: არ წავაგოთ ისე, რომ მერე ლიგა 2-ში სამსახური ვერ იშოვოს. ჩვენთვის მიზანი უნდა ყოფილიყო: მომზადება შემდეგი ეტაპისთვის, ახალი მცველების გამოცდა, კაშიასთან დამშვიდობება, კვარასთვის საუკეთესო მეწყვილის შერჩევა მის ფლანგზე. ეს შემადგენლობა სანიოლის მიზანს უფრო ემსახურება, ვიდრე საქართველოს მიზანს. ჩვენს საუკეთესო თაობას სანიოლს ვწირავთ. ბრავო, ფედერაციას!

• სულ კარგად ბრძანდებოდეთ

მე ჩვენ ნაკრებს უიმედობის დროსაც ვგულშემატკივრობდი და ახლაც გავაგრძელებ. ვლაპარაკობ მაშინდელ დროზე როდესაც წუმპეში ვიყავით და ძალიან უნიჭო ნაკრები გვყავდა.(ჟირესის ნაკრები) თქვენი სავარაუდო ვარიანტებიდანაც გამომდინარე (კაშია, მექვაბიშვილი)ვხედავ არანაირი შანსი არ გვაქს. მოგების შანსზე (ესპანეთან)არ ვლაპარაკობ რა თქმა უნდა, პერსპეკტივაზე ვსაუბრობ ახლო მომავალზე და მე პირადად ვერ ვხედავ. ისევ ადგილის ტკეპნას უნდა უყუროთ ასე 2-3 წელი.

• ჯუსიფრუტ

"მაგრამ აქვს კი სანიოლს ასეთი ტაქტიკური მრავალფეროვნების რესურსი?" - ორაზროვნად ნათქვამია, რას გულისხმობს სანიოლის შესაძლებლობებს თუ ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებს. სანიოლმა ნაკრების თამაში თუ არ გამოასწორა, თავისი შედეგი არ გაიმეორა და ნაკრები ევროპაზე ვერ გაიყვანა მაშინ გასაგებიან უნდა წავიდეს. მსოფლიოზე გაუსვლელობის გამო თან როცა ჩაკვე აკლდა გუნდს და ძირითადის რამედენიმე წამყვანი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებდა და ასეთ პირობებში მსოფლიოზე მოხვედრა მოთხოვო უსამართლობად მიმაჩნია. ერთადერთი მისი შეცდომა იყო აქ ერთა ლიგაზე ალბანეთთან ტაქტიკის შეცვლა და მარცხი. მაშინაც მახსოვს ჟურნალისტები ტვინს ღუნავდით ასეთი შეტევის პოტენციალით დაცვით თამაშზე რატომ გვაქ აქცენტიო და მერე უცებ გაქრით როგორც გჩვევიათ. ჩვენი ფეხბურთელების ხარისხი არ იძლევა ბურთით თამაშის საშუალებას. შემტევების ხარჟზე კონტრ შეტევა უფრო გამოგვდის ფაქტია. კიტეს გარეშე ვერ მოვდივართ საერთოდ დაცვიდან ბურთით და გადაგდებაზე ვართ, ჩაკვეს გარეშე არ შეგვიძლია სწრაფად თავისუფალი სივრცეების ბურთით გადალახვა და ათვისება. კვარა ყველას ვერ მოატყუებს, დავითაშვილი ყველას ვერ გაასწრებს და მიქაუტაძე საჯარიმოშია ეფექტური. ამ რგოლებიდან მხოლოდ თავდასხმაში გვაქ როტაციის საშუალება ესეც კვარას არ ეხება. და რა გინდა რო ქნათ? დაცვას არც სწრაფი პასი აქვს და არც სწრაფი აზროვნება ერთადერთი საბა გოგლიჩიძეა რომელსაც ვფიქრომ მხოლოდ გამოცდილება დარჩა მისაღები. თუ რამეში ვცდები მომწერეთ არგუმენტირებულად რამ მიგიყვანათ სხვა დასკვნამდე და აუცილებლად წავიკითხავ და გავაანალიზებ ჩემთვის თქვენ შეხედულებას. ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ ნაკრებს, ჟურნალისტების 90% უბრალოდ პოპულისტია და სატატიებიჩ შესაბამისი აქვთ. ესპანეთთან და თურქეთთან თამაშით და წაგებით ევროპის ჩემპიონატზე საქართელოს ნაკრების გამყვანი მწვრთნელი მოხსნეს. შეხედეთ საკუთარ ჩემპიონატს შეადარეთ, განხილვები აწარმოეთ, ხალისი მიეცით ფეხბურთელებს, შეცდომებზე მიუთითეთ ეროვნულ ჩემნპიონატში მომუშავე მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, აქ ისწავლეთ კრიტიკა ეგრევე საერთაშორისო ასპარეზზე რო გაცვივდით. რა გაგიკეთებიათ საკუტარ პროფესიაში იმაზე ღირებული ვიდრე სანიოლმა გააკეთა საქართველოს ნაკრებისათვის. ჟურნალისტების 90-95% გეხებათ.

• საოცარია - ს

აზრის ქონა უფლებაა, თუმცა არგუმენტებით ვისაუბროთ: 1) "ახალი ტრენერის მოძებნა არ არის ადვილი" - ადვილი რომ იყოს ფეხბურთის ფედერაცია საერთოდ არ იქნებოდა საჭირო, თუმცა სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობას. შეგახსენებ, რომ სანიოლის წლიური სარგო 200 ათას ევრომდეა, რაც ძალზედ ცოტაა და მაშინ, როდესაც მსგავსი ანაზღაურების მქონე მწვრთნელი გყავს ნაკრებში, შედეგებზე საუბარი საერთოდ უადგილოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინიმუმ 3-4 მილიონია საჭირო წლიურად, რომ კვალიფუციური სამწვრთნელო შტაბი დაიქირაო და შედეგიც მოსთხოვო! 2) "ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ისედაც ვიღებთ" ვერ დაგეთანხმები, რადგან ამჟმად გვაქვს სიტუაცია, როდესაც შესაძლოა გვყავდეს საშუალო დონის ევროპული მანქანა (ხატოვანი შედარება) თუმცა მესაჭედ გვყავს "ტრაქტორისტი" (ლირიული გადახვევა) ყველა პროფესიისადმი პატივისცემის მიუხედავად, ამიტომ ჩემი აზრით პოტენციალის 50 % საც ვერ ვიყენებთ, რასაც ასევე დაადასტურებდა კვალიფიციური მწვრთნელის მოყვანა. 3) "პროგრესირებადი თაობა, ძალიან ხმამაღლა ნათქვამია" - პროგრესირებად თაობას არ მივაკუთვნებ მხოლოდ მათ, ვისაც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდა. მოიაზრება ის ბიჭებიც (მაგ. ლომინაძე, ხარებაშვილი, ბართიშვილი, სალია და სხვანი), რომლებსაც ნაკრებში ასპარეზობის შანსი ჯერ არ მისცემია, თუმცა მათზე დიდი იმედები მყარდება. პროგრესისა და განვითარების პროცესი არაა 1 და 2 წლის საქმე, ამას მრავალწლიანი სტრატეგიის შემუშავება და მისი თანმიმდევრული აღსრულება ჭირდება. დღეს თუ არა ხვალ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ბიჭები ნაკრების ბირთვი გახდებიან და მათ უკვე სხვა მენეჯმენტი და სამწვრთნელო შტაბი უნდა დახვდეს, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

• ვოოტ

შედეგებსაც რომ თავი დავანებოთ, კობიაშვილი და ფედერაცია თუნდაც იმიტომ უნდა წავიდეს, რაც ჩრდ. მაკედონიასთან იკადრეს, როცა უეფას რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ ქომაგი სტადიონზე არ შეუშვეს და თავად კი მთავრობის წევრებიანად გამოიჯგიმნენ და ამისთვის ბოდიშიც არავის მოუხდია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ეს არასწორი, არასახელმწიფოებრივი და უკიდურესად არაქართული ჟესტი იყო და ამის ხაზგასმა არ ნიშნავს პოლიტიკურად ანგაჟირებულობას... და კიდევ, როცა სხვებს მოუწოდებ, არ იღლიცინონ ( რაშიც გეთანხმები), იმდენი მაინც უნდა "მოახერხო", რომ ეპითეტი - გულანთებული- ბრჭყალებში აღარ ჩასვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ღლიცინის უფლება მხოლოდ თავად გაქვს...

• საოცარია

გეხმიანები იმის გამო, რომ პოსტში გულისტკივილი იგრძნობა. რა შენიშვნები მაქვს. ახალი ტრენერის მოძებნა არ არის ადვილი. ასეთი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ისედაც ვიღებთ. (3-4 კაცის გარდა, დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს.) პროგრესირებადი თაობა, ძალიან ხმამაღლა ნათქვამია. სულ რამდენიმე პროგრესირებადი ბიჭი გვყავს. მოკლედ უფრო დიდ შარში ვართ, ვიდრე შენ გგონია.

• არჩი

ქართულ ფეხბურთზე "გულანთებულებო", მთავარია ფედერაცია წავიდეს, არაააა? ჩვენ, ვისაც თქვენსავით არ გვიყვარს საქართველო და ჩვენი ფეხბურთი, ვერ დავივიწყებთ ვერც კაშიას და ვერც სანიოლის დამსახურებებს. ამ შესარჩევის დაწყებიდან მამარდა ფორმაში არ იყო, ეხლა შედის. დაცვაში ვინ გვყავს? კაკაბაძე არის ის, რაც არის. გოგლიჩიძე ძალიან სამწუხაროდ, ვერ ქაჩავს დიდ ფეხბურთს (ვერც ლაცაბიძე, ნარიმანიძე არ ვიცი რას იზამს). ვერ ითამაშეს დიდი ფეხბურთი გელაშვილმა და კალანდაძემ, დვალი უგუნდოდ იყო და ფორმაში არაა, ერთადერთი ლოჩო ბრდღვნის (თუ გინახიათ მისი თამაში), აზაროვს შახტარში არ ათამაშებენ. ნახევარდაცვაში ჩაკვე არ არის, კიტეიშვილი ტრამვირებული იყო და ეხლა შედის მგონი ფორმაში, ქოჩორა შეცდომებს უშვებს და სპორტინგშიც არ ათამაშებენ. კარგი ბიჭები არიან, მაგრამ გაგნიძით, მექვაბიშვილით და სიგუათი და ლომინაძით გინდათ მოვუგოთ თურქეთს და ესპანეთს? თავდასხმაში ხვიჩა გადაღლი და ფორმაში არ იყო, ჟორჟიკა ეხლაც ვერ არის დონეზე, ბუდუმ ამ სეზონში პირველი გოლი წინა კვირას გაიტანა, ერთადერთი დავითაშვილია დონეზე. ეს რეალობაა, ჩვენი ბიჭები და ჩვენი ფეხბურთი მაინც გვიყვარს და ვქომაგობთ.იყო ამ ბიჭების პიკი ევროზე, გადაიარა, მაგრამ მაინც გაიბრწყინებენ მომავალში ეროვნულის მაისურით, ჯერ ახალგაზრდები არიან ჩვენი ლეგიონერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ვარსკვლავებს არ ვამბობ, მაღალი დონის ფეხბურთელები იმდენი არ გვყავს, რაც საჭიროა სტაბილურად მაღალი დონის თამაშებისთვის. ზოგიერთები ნუ ღლიცინებთ და პოლიტიკურად ანგაჟირებულები ნუ ხართ. გიყვარდეთ საქართველო და ქართული ფეხბურთი!

• FaBro

კომენტირებასაც კი აღარ აქვს აზრი. უკვე მერამდენედ ერთსა და იმავე კედელს ეჯახები,მაგრამ ჯიუტად იგივე ტაქტიკით და იგივე კედელს ასკდები. საქართველოს ნაკრებს არ ყავს მეგა ვარსკვლავები (ერთი ორის გარდა) და ეს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ საჭიროა ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ ნაკრებს რესურსის მაქსიმუმის მაქსიმუმს ამოწოვს! ასეთ შემთხვევაში კიდევ არსებობს შანსი მომავალი შესარჩევი ციკლი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდეს, ამ ციკლში კი უკვე ყველაფერი გარკვეულია. აქ არის ერთი კითხვა - არის სანიოლი "ის" მწვრთნელი??? მიმდინარე და წინა შესარჩევმა ციკლმა დაამტკიცა, რომ იგი ძალზედ შორსაა ამისგან, ამიტომ არ მესმის რა არგუმენტებით ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაცია და მათთვის გუნდრუკის მკმეველი ხალხი, როდესაც სანიოლის გაშვებას არც კი განიხილავენ. საჭიროა კვალიფიციული სამწვრთნელო შტაბის დაქირავება, რაც ნაკრებს წელიწადში დაახლოებით 3-4 მილიონი ევრო დაუჯდება. ამის შანსი ევროს დასრულებისთანავე იყო და თანხებიც არსებობდა, რადგან ევროს ფინალურ სტადიასა და შემდგომ პლეიოფში გასვლით, ფედერაციამ საჭიროზე მეტი თანხა გამოიმუშავა საიმისოდ, რომ მომავალი მინიმუმ 2 წლიანი ნაკრების განვითარების პროექტი დაეფინანსებინა. გვყავს პროგრესირებადი თაობა, ახალი ფეხბურთელებიც მოდიან და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების პირობებში ექნება ნაკრებს შანსი, თუმცა თუ დღევანდელი მიდგომა შენარჩუნდა დიდ ტურნირებზე გასვლის სანუკვარი ოცნება სამწუხაროდ კიდევ დიდი ხნით გადაიდება.

• ვოოტ

ტაილანდთან, მონღოლეთთან, ოქროს ურდოსთან, ჩაღათას ულუსთან და სენტ კიტსისა და კიდევ რაღაცის კუნძულებთან ამხანაგურ თამაშებს, ხომ არ აჯობებდა, წელიწადში ერთხელ ჩვენი პირველი და ახალგაზრდული ნაკრებები შეხვედროდნენ ერთმანეთს?!... დაშავდება რამე?!...

• უცხო

ქვილითაიამ რა უნდა დაამტკიცოც დაბერდა ნაკრებში და სამი გოლი აქვს სულ გატანილი რატო იძახებენ საერთოდ ვერ ვხვდები მაგის მაგივრად სხვა ახალგაზრდებს უნდა ეძლეოდეთ შანსი.

• გია

ყველა გულშემატკივარი სანიოლს აგინებს და რატომ არ უშვებენ? ფეხბურთის ფედერაცია კობის კანტორა ხომ არ არის?!. კაშიას კიდევ ნამუსი ეყოს, ქართული ფეხბურთი და ქართველი ხალხი შეიცოდოს და ნაკრებიდან წავიდეს.

• უსუსტესი მწვრთნელია და ალღოც საერთოდ არა აქვს

სანიოლი ჯერ კიდევ ევრომდე იყო გასაშვები, მარა ვინ შეისმინა, როცა ამას ვითხოვდით. აგერ, იაშკამ, მომავალ წელსაც ეგ იქნებაო, უკვე გამოგვიცხადა. ასე რომ ნაკრების მომავალი იქნება კიდევ უფრო საშინელი.

• დდდ

ქვილითაიას უფრო მეტი შანსი აქვს, დაამტკიცოს, რომ არ ამოწურულა, ვიდრე სანიოლს, მითუმეტეს თუ ცენტრალურ მცველად ათამაშებენ და კუთხურების დროს მხოლოდ კიტეს იმედად აღარ ვიქნებით... ამ შესარჩევში, შესაძლოა, ვეღარ მოასწროს, მაგრამ შემდეგ შესარჩევში გოლებსაც გაიტანს...

• ბზზზზ

ნორმალური მწვრთნელი საერთოდ განსხვავებულ შემადგენლობას გამოიძახებდა …ოკ მეკარეები ესენი დაცვაში კი იქნებოდნენ :გოჩოლა ხარებაშვილი ლაცაბიძე,გადრანი, გოგლიჩიძე ნარიმანიძე ლოჩო ( შეიძლებოდა გაფართოებულ სიაში ტაბიძე და დვალიც)აზაროვი მამაცაშვილი ან ტაბატაძე ნახევარდაცვა ზუკა კიტე ლომინაძე გაგნიძეები აბუ წიტა სიგუა ქოჩორა თავდახსმა კვარა მიქა ბუდუ ტაბატაძე კვერნაძე გულიაშვილი და გათართოებულ სიაში წასახალისებად მორჩილაძეს და ბასილაძეს …კი მართალი ბევრნი გამოდის მაგრამ მთავარია ერთმანეთთან შეწყობა ზოგიერთ ახალგაზრდულს დაუთმობდნენ შეკრების შემდეგ ვინც არ არის საკმარის კონდიციებში დარჩება განაცხადს მიღმა ( ბოდიში ვინც გამომრჩა ჩაკვე ხვადაგიანი ტრამვირებულია ოდიშარია ახლა ბრუნდება ტრამვიდან)ხოლო ძირითადს ვიმოერებ ამ არაფრის მომცემ თამაშში რომ მომავლისთვის მიეჩვიონ და საერთოდაც კვარა იმსახურებს იმას რომ მის ირგვლივ აშენდეს გუნდი და ვისთანაც მიჩვეულია ბავშვობიდან თამაშს ისინი უნდა იყვნენ გვერდში მოვიდა უკვე მათი დრო …1 . მამარდა 2 . გოჩო 3 ნარიმანიძე.4 .ლოჩო. ( მხოლოდ გამოცდილების გამო ) 5. გოგლიჩიძე 6 . აზაროვი. მათ წინ ბურთის ამომტანად 7. ლომინაძე.8. კიტე.9. ან ქოჩორა ან ზუკა 10 კვარა.11.მიქა. ბულგარეთთან და ეგეთ ნაკრებებთან 1.მამარდა.2 გოჩო. 3. გოგლიჩ.4. ნარიმანიძე.5 აზაროვი.6 ლომინაძე 7.ქოჩორა 8კიტე 9 ზუკა 10. კვარა.11მიქა …ესენი უნდა იყვნენ 1-2 წელიწადი ძირითადი აქ ბევრი ლავირება შეიძლება წიტათი ბუდუთი გაგნიძეებით ფლანგები და საყრდენი ზონა ხშირად უნდა იცვლებოდეს ასევე თავდახსმა და არ უნდა უცდიდე 85 წუთამდის …როდესაც გყავს ამდენი ერთნაირი დონის ფეხბურთელი თან ჩაკვეც მალე ბრუნდება ეგებ საზონოვიც ოდიშარიაც ძაან ნიჭიერი ბიჭია გუნდი აქვს უეჭველი შესაცვლელი და გაინძერით აგენტებო ასევე სალია უნდა წამოგვეწიოს ეგებ პარკაძემ დაქამბეკოს ასევე მოდიან ბართიშვილი და უმცროსი კვარა რაც იმას ნიშნავს რომ მალე 4-5 მაღალი დონის კი არა 10-15 გვეყოლება თანაც ეს ახალგაზრდები ნაკრებში 3-4 თამაშს( თუნდაც წავაგოთ მაგრამ არ მგონია ესპანეთის გარდა) სტაბილურად რომ ჩაატერებენ ყველა უკეთეს კლუბებში წავლენ და ეს იქნება გუნდის აშენება და არა ის რასაც სანიოლი აკეთებს არ შედვა მისი კაშია-კაკაბაძის დაცვით ყველას მადლობა მაგრამ არც ლოჩო და დვალი არის თანამედროვე მცველები …ესენი უნდა ჩანაცვლდეს საზონოვით ლაცაბიძით გოგლიჩიძე ხვადაგინი ნარიმანიძე არიან ახალგაზრდები ვისაც უნდა გარისკო და ენდო გადრანი ასაკის მიუხედავად უფრო თანამედროვე მცველია ვიდრე ზემოდ ჩამოთვლილნი ( ახალგაზრდებს არ ვგულიხსმობ რა თქმა უნდა ) დაცვას ჭირდება ბიძაო და აი გრანდებთან თამაშის დროს შეიძლება ხან ლოჩოს ან გადრანის ასევე ასაკის მიუხედავად არის კიდევ კარგი მცველი ( ცუდ კლუბში არც სლოვანი წყვეტს ვარსკვლავებს ) თოლორდავა … მოკარნახე მცველებიც მოიძებნება …თოლორდავას და გადრანს არც ართმევა ეშლებათ პირველი პასიც კარგი აქვთ ბურთის ამოტანაც შეუძლიათ მაგრამ ჩვენთან დარჭობილი მცველების ( სავარჯიშო მანიკენების ) მოდაა …იაშკააა ნუ ახურებთ რააა მიეცით მაგ იღბალა ოროსანს ფული და გაუშვით სახლში …თქვე იჯახაშენებულებო მაგაზე უკეთესი მწვრთნელი სახლში გყავთ სვანაძე ვინც ბევრად უკეთესი შედეგები დადო და ბევრად მაგარი გუნდები დაამარცხა ორი ევროპა ითამაშა ერთზე სასწაულ ჯგუფიდან გავიდა ჯგუფში ჩატოვა ნიდერლანდები ნახეთ რა მათი სოსტავი გრავენბერხი მატსენი ბრობბი ვან დე ვენი ზირკზეე სამერვილი ტეილორი ხარტმანი ვან ხეკკე ვარბრიუგენი ….ასევე ბელგიაც ვისაც ყავდა ოპენდა დე კეტელარე დე კიუპერ დე ვინტერი ხოლო პორტუგალიას კი მოუგო სადაც იყვნენ პედრუ ნეტუ ჟოაო ნევეში ფრანს კონსეისაო ფაბიო სილვა ნუნუ ტავარეშ … აძახებენ სვანაძეს ისრაელთან წაგებას მიგეცათ კვარა და მიქაუტაძე იმ ნაკრებისთვის როდესაც იყო ამის შანსი მაგრამ ესეც თქვენი და სანიოლის ბრალია შოტლანდიასთან არაფრის მომცემი თამაში დააყენეთ პრორაგატივად სადაც მაინც დაგსაჯად ბუნებამაც მსაჯმაც და მაინც წააგეთ და ისრაელსაც მოუგებდნენ და ეგებ ფინალშიც გავიდოდა იმ ინგლისისთვის მონაგები ქონდა ნაკრებს 3:2 3:0საც იგებდა იმ თამაშს პლიუს ოლიმპიადასაც ვითამაშებდით …შემდეგ იყო ჯგუფიდან გასცლა სადაც შვედეთი ჩატოვეს თავის ბერგვალით და სვენსონით ხორვატებსაც ასიამოვნეს მიაყოლეს სერბეთი და პოლონეთიც აი იმ უძლიერეს საფრანგეთთან ცოტა იღბალიც და ისევ გავიდოდნენ ჯგუფიდან …როდესაც ეგეთი მწვრთნელი გვყავს თან ნაკრების 80% მისი ბიჭებია რა ოხრობად გვინდა ეგ სანიოლი …ოკ გაგვახარა ვითომ მაგან დადვა შედეგი ოკ ჩავთვალოდ რომ მისი დამსახურებაა ( სადღაც 5-10 პროცენტი უბრალოდ იღბალაა) მივცეთ კომპენსაცია ქუჩას დავარქვათ მისი სახელი ოკ თუ გინდათ ძეგლი ან ბიუსტი დაუდგით დანიშნეთ საპატიო მენეჯერ-მრჩევლად ნაკრებში ( სვანა ცალყურში გაატარე) მაგრამ მწვრთნელობას მოაშორეთ სანამ არ დაუღუპია ეგ თაობები ….ამას ხვდება გულშემატკივართა უმრავლესობა ( ვინც თქვენ ფეხებზე გკიდიათ …ფუჰჰჰ დილეტანტები ….აუეეე თქვენზე ნაკლებად ბევრს არც ფეხბურთის ნიჭი ქონდა მერა რა რომ გერმანიაში არ უთამაშიათ თქვენზე მეტი ფეხბურთი აქვთ ნანახი ( თქვენ მხოლოდ ფინალებს და საკუთარ თამაშებს უყურებდით განხილვისას და წაკითხვით ხომ მითუმეტეს სამი წიგნი გადაშლილი არ გექნებათ წაკითხვა კი არა მაგალითისთვის ისიც საკმარისია პროფესიითჟურნალისტმა რომ მსოფლიო მოიგო …ასე რომ შეიგნეთ ამდენი ხალხის და გაუშვით ეგ ხეპრე …ეგ ხომ მოგზავნილს გავს აბდაუბდად აყენებს ფეხბურთელებს ვიმეორებ 11დან 6-7 არ თამაშობს თავიანთ საუკეთესო პოზიციებზე ალბანეთთან ხომ ძალით წაგვაგებინა არაფერს ვამბობ 1:7 -ზე …და რა ხდება თქვენაც მაგასთან შეკრული ძალად ღუპავთ ახალგაზრდებს …?! აბა რა უნდა ნაკრებში კაშიას როდესაც გყავთ ( ოკ როგორც იქნა დაინახეთ ნარიმანიძე)ლაცაბიძე და სხვა უკეთესი მცველები რა უნდა ქვილითაიას ნაკრებში როდესაც მორჩილაძე და ბასილაძე არიან …თუნდაც დოლტმურზიევი ათამაშეთ 5 წუთი მაინც რომ შემდეგ ვერ წაგვართვან სხვა ქვეყნებმა …არ ტკივა მაგ ტიპს ქართველი ტალანტების ბედი როგორც ჩვენ და როგორც ვხედავთ სვანაძესაც …მაგას დღეს თუ გაუშვებთ 2-3 წელიწადში არც ეხსომება საქართველო თავისი ფეხბურთით მაგაში ვაისი ბევრად ჯობს …ჩამოარიგა ტიპმა საფრანგეთის ქყალწაღებულ კლუბებში ბიჭები რა უნდა ზუკას 2 ლიგაში მაგრამ ვინ შეტენა ბორდოს ..?! ასე რომ სანამ დროა კიდევ გაუშვით თორემ მაგის ხელში აწი ვერც ერთა ლიგას მოვიგებთ რომ ევროზე გავიდეთ და ჯგუფიდან მითუმეტეს … ეგ არ იყო მაშინ მისი დამსახურება იქ იყო იღბალი რომ ორივეჯერ თბილისში ვითამაშეთ იყო ვაისის ინერცია და ბიჭების გმირობა ასევე მსაჯმა გვცა მაგატი პატივი ლუქსემბურგთან სხვას შეიძლება გაეტარებინა იგ მომენტი და არ გავდა მაშინ გუნდი იმ თამაშის შემომტრიალებელს …

• კოფე გნებავთ?

აქამდე ვინ უშლიდა ხელს სანიოლს რომ წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები? მაგრამ რაც არ გააჩნდა, რა უნდა ექნა? თვითონ თქვა ვსწავლობთო. სწავლა კიდევ სიკვდილამდეო, ნათქვამია. ან რა უნდა ვაჩვენოთ ესპანეთთან? ალბათ 100% ბურთის ფლობა ექნებათ, წინ ხვიჩა და ქვილითაია ირბენენ უაზროდ, დაიღლებიან და კარში ერთხელაც ვერ დაარტყამენ, დანარჩენები ვითომ დაცვას გაამაგრებენ და არც იქ არაფერი გამოუვათ, მარტო იამალი აიკლებს ვილის ავტობუსს. ნუ დაგვავიწდება რომ ესპანეთში მეორე შემადგენლობით შეგვჭამეს. სანამ ცენტრს არ გავაკონტროლებთ, როგორც ამას ესპანეთი აკეთებს, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.

• ბილეთები არ გამოგვაპაროთ

აბა რა, უკაშიაოდ რაა მამული? სანამ ბოლომდე არ გაიდირკება სანიოლი, არ შეეშვება კაშიას გამოძახებას? ათამაშეთ პატარა ბიჭები ესპანეთთან, რაღა დროს ქვილითაიაა, გამოცდილებას მაინც მიიღებენ სამომავლოდ. არ დაიწყება ნაკრების გაახალგაზრდავება და უარეს შედეგს მივიღებთ მომდევნო შესარჩევში!

• მწარე

სწორი ტაქტიკა იქნება 3*4*3. გოგლიჩიძე, კაშია,ლოჩოშვილი*გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი ან გაგნიძე,წიტაიშვილი*კვარა, დავითაშვილი, ზივზივაძე. მოგებით, მაინც ვერ მოიგებ, ჰოდა ეცდები მაინც. რა იცი, ბურთი მრგვალია.

• იკა

ესპანეთი წაგვლეკავს. ისე ესპანეთი-პსჟ რომ იყოს ვინ მოიგებდა?

• გეგმები და ვარიანტები ბევრი არსებობს

მეოთხე გეგმაცაა: მწარედ რომ წააგებენ ესპანეთთან, დაიხუროს ქუდი და ფედერაციასთან ერთად ჩუმად წავიდეს სახლში. ხალხიც დაისვენებს, ნაკრებიც და ქართული ფეხბურთიც!

• lasha

ჩემი ხედვით ევროპის შემდეგ სანიოლის ფორმაციი მთავარი ჩავარდნა იყო შუახაზის არასწორი ფრომირება. თუ დააკვირიდთ. და ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს თურქეთტან შუახაზი იყო მთლიანად მორღვეული, როგორც იტყვიან პრახადნოი დვორი. ამის გამო უპრობლემოდ მოდიოდენ თუქრები ჩვენს საჯარიმომდე. მაქსიმალურად დასატვირთია შუახაზი. სანიოლმა გამოავლინა სრული დიელტანტიზმი. ერთდროულად უნდა თამაშობდენ. კიტე-გაგნიძე-ლომინაძე-ქოჩორ. ეს ოთხეული და ფალნგებიდან. კვარაცხელია და მარჯვნევი, ვთქვათ დავითაშვილი, ესენიც უკან დაწეული ნახევარდაცვაზე ორიენტირებულნი. ასე ათამაშებს კვარაცხელიას ენრიკე და ეს სანიოლი ვინაა ეგეთი გამბედავი პირდაპირ ფორვარდად რო სვამს. ასეთი მძიმე ნახევარდაცვა. სკრავს ცენტრს. და დაცვაზეც აღარ იქნება ასეტი ზეწოლა.

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ

"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

სანიოლის კაპიტულაცია

სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე