ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

11 ნოემბერს, შეკრების მეორე ვარჯიში ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების სავარჯიშო პროცესში 12 ნოემბერს ჩაერთვება.

ესპანეთთან და ბულგარეთთან მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის წევრებმა, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი კვერნაძემ ისაუბრეს.

ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.“

გიორგი კვერნაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი".

წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

NAKREBI.GE

• კაი ერთი-ს

ღარიბაშვილიც მეგრელია? ))))) რა შუაშია ვინ რომელი კუთხიდანაა წარმოშობით. აფერისტები ბანგლადეშშიც არიან.

• კვარაცივია

ამ კვარაზე რომ არ აფეტიშებდე უაზროდ, გექნებოდა სწორი, ლოგიკური აზრის ჩამოყალიბების კარგი შანსი

• კაი ერთი

ეგ კვარაცხელიას ეხება პირველ რიგში და არა ზურიკოს! ცოტა აზრზე თუ მოხვალთ, ამ აფერისტი მეგრელის ფანობა, კაი იქნება, მარა უიმედო სიტუაციაა რეალურად დდდ

• 100%

ვნახოთ თქვენს მთავარ პოდიუმზე რა დეფილეს მოაწყობთ. ..........

• აუფ-ს

100%-ანი ხარ. აქ ხშირად შეხვდებით გამონათქვამს: ეგ ატორიტეტით სარგებლობს. ან გასახდელში ავტორიტეტია. )))) ბიჯო, ბარემ თქვი რომ გუნდში გაქანებული დედოვშჩინაა და მოგვასვენეთ. კვეკვესკირი ჯერ ხეირიანად არ იყო წასული და უკვე სამწვრთნელო სტაფში ზის. იგივე განმეორდება კაშიას შემთხვევაშიც. და რა წარმატების იმედი უნდა გვქონდეს ამის შემდეგ. ნაკრებია თუ ნაცნობობით დასაქმების ცენტრი? აქეთ დედოვშჩინა, იქეთ ნეპოტიზმი, პლიუს არაპროფესიონალი მწვრთნელი და ვართ ზუსტად იქ, სადაცაა ჩვენი ადგილი, ანუ 52 თუ 53-ე მთელს ევროპაში. ვინმე იღებს ამაზე პასუხისმგელობას? გინახავთ ვინმე თავისი ნებით გადამდგარი? სანამ ესე გაგრძელდება, ნუ გვექნება წარმატების იმედი!

• c-ს

ის ბურთი რომ გაგვეტანა კიდეც, მართლა გჯერა რომ არ წავვაგებდით იმ თამაშს?))) სანამ ცენტრს უბრძოლველად დავუთმობთ მოწინააღმდეგეს, თითქმის ყველა თამაშს წავაგებთ. ცენტრის ჩაბარება ნიშნავს ორი ტაიმის დაცვაში ჯდომას და ყურებას როგორ უბრახუნებენ მამარდას ვისაც არ დაეზარება. სანამ არ ვისწავლით ტოტალურ პრესინგს მოწინააღმეგის ნახევარზე(თუ საჯარიმოს მისადგომებთან არა), სულ ამ დღეში ვიქნებით. სამწუხაროდ სანიოლმა ამდენი წლების განმავლობაში ვერც ცენტრი ვერ გაამაგრა და ვერც პრესინგის თამაში ასწავლა ბიჭებს. აი ჩამოვა ესპანეთი და დააკვირდით როგორ პრესინგს ეთამაშებიან ჩვენს ბიჭებს, საჯარიმოდან ბურთს არ ამოატანინებენ. თუ უაზროდ არ მოიგერიეს წინ. და ყოველივე ამის შემდეგ რომელ წარმატებაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია? მწვთნელი სუსტი, ფედერაცია არაკომპეტენტური და ნაცნობობით დაკომპლექტებული, დაცვა სუსტი, ნახევარდაცვა უხერხემლო, მხოლოდ თავდასხმა გვყავს ნორმალური. რადიკალური ცვლილებებია საჭირო, გვჭირდება ძლიერი მწვრთნელი, ახალგაზრდა ბიჭები დაცვაში და შუა ხაზში, მათი შეთამაშება, ფედერაციაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მერე წარმატებებიც მოვა. აი მერე ზურიკო უკვე ვეღარ იღორებს, რადგან ეცოდინება რომ შემდეგ თამაშში პროფესიონალი მწვრთნელი დასჯის და მინიმუმ შემდეგ თამაშში აღარ დააყენებს ძირითადში. ეს უკვე დისციპლინის საკითხია. მაგალითად ოსიმენის მოყვანაც შეიძლება. ზურიკოზე გაცილებით მეტად ღორობდა თავიდან, სხვათა შორის არც ხვიჩა გამოირჩეოდა პასების დარიგებით, მაგრამ მალე დაალაგა სპალეტიმ ეს ამბავი გუნდში. ამიტომაცაა რომ დღევანდელ ფეხბურთში ყველა მწვრთნელი გუნდურობაზე ლაპარაკობს, თორემ რომელი ნორმალური შეცვლიდა ხვიჩას, დუეს ან დემბელეს და სრულ თამაშს არ ჩაატარებინებდა? იმ თამაშს კი მაინც წავაგებდით, რადგანაც სუსტი გუნდი გვყვავს, უხერხემლო. ვერც კიტე ვერ ქაჩავს და მგონია რომ ამ საქმეს ვერც ჩაკვეს დაბრუნება უშველის. ახალი სისხლია საჭირო. პატივისცემით ყველასთან!

• FaBro

გულწრფელად რომ ითქვას ეს ორი შეხვედრა შემდგომი შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებელი სპარინგ-მატჩები უფროა ვიდრე რაიმე სხვა შინაარსობრივი დატვირთვის მქონე, ამიტომ უმჯობესი იქნება ახალი ფეხბურთელებისა და ტაქტიკური სქემების დატესტვა. რეალურად მნიშვნელობა აღარ აქვს 0:3 წავაგებთ თუ 0:7 -ს, ამიტომ მინიმუმ 3-4 ფეხბურთელს უნდა მიეცეს შანსი დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები.

• აუფ

ვის ჯერა რომ სანიოლი ერთა ლიგას მითუმეტეს ბ ლიგაში მოიგებს …???მსოფლიოს რომ დამთავრდა ეგ უკვე ალბანეთთან წაგების შემდეგ ვიცოდი არადა ჩვენს გარდა ნახევარი მსოფლიო წავა ზაფხულში სათამაშოდ …უბრალოდ შეხედეთ ტიპმა ძალად წაგვაგებინა ალბანეთთან მაგას სხვა არაფერი ქვიოდა ეგეთ სუსულელეს 1 კლასელი არ იზამდა ( ან ფედერაციამ ვალი დაუბრუნა უეფას და გასცეს ეგ თამაში რომ პირველ ადგილზე არ გავსულიყავით ჯგუფში და თუ რა ვალები რა ვიც ალბათ ევროზე გასვლაში დაგვეხმარეს რას გაიგებ რა ხდება კულუარებში ან სკამზე გადაცვალეს ხომ იცით გინდ ფიფა გინდ უეფა ჯურღმულია ჭინკებით სავსე რასაც ესენი კადრულობენ …..)…ასე რომ იქვე იმ საღამოს დასამარდა მსოფლიოზე ოცნება ( კიდევ გამახსენდა უცნაური ფაქტი …მუდრიკი თხარეს რაღაც წამალი ცხენზე სწრაფად დარბოდა ჩვენთან თამაშებში ჩვენ შეგვისრულა თან ორთავე თამაშში და ოოხ საოცრებავ ერთ კვირაში დოპინგი უპოვნეს დაბლოკეს ხოლო შედეგების გადახედვაზე სხვი ვინმეს კი არა ჩვენებს არ ამოუღიათ ხმა …უბრალოდ გაიხსენეთ პოლონეთში თამაში იმ მუხლამდის ტალახში სადაც ჩვენებს სიარული უჭირდათ ეგ ანტილოპასავით დაქროდა და რა გარანტიაა რომ მხოლოდ მუდრიკს ქონდა დოპინგი იმ თამაშებში და სხვებს არა …) მიუხედავად იმისა რომ არ იყო ადვილი ჯგუფი ოთხივე ნაკრები ევროს მონაწილენი იყო დიდი სხვაობა კლასში არ იყო და გვქონდა შანსი კიდევ ერთი სასწაულის ( შანსი გვქონდა კი არა მოგებული გვქონდა ის ჯგუფი ძალად რომ არ წაეგო სანიოლს ან შეიძლება ფედერაციას ) მოხდენის და იქნებ პლეიოფში ისევ თბილისში გვეთამაშა და ყველაზე ძლიერი იტალია შეგვხვედროდა დღევანდელი იტალია ვერაა ისეთი გრანდი რომ ვერ შეებრძოლო მითუმეტეს თბილისში ჩემი აზრით ბერძნებს უკეთესი გუნდი ყავთ …კარგი ეგ წარსულია ისევ იქნება წილისყრა და შეგვხვდება ისეთივე დონის ნაკრებები ხვალ რომ ჩეხეთთან ან უკრაინასთან ვეთამაშოთ ( არცერთი არაა თურქეთზე ნაკლები ) გვაქვს კი რამე შანსი მოგების ..?! მეტსაც გეტყვით სანიოლის ტენდეცია არის უკვე ისეთი რომ პულსიც კი არ ესინჯება ესპანეთთან წაგების შემდეგ ( თან დიდი ანგარიშით 0:3 ახაა1:4 მინიმუმი) ჩავლენ ბულგარეთში და იქ მაქსიმუმ ფრე დადოს (0:0 ან1:1 ) უღიმღამო უვარგისი თამაშით …აქ საქმე მგონი კიარა უეჭველი ეგრეა აირია ნაკრები გაიყო ალბათ ბებრები ცალკე საშუალო ანუ კვარას თაობა ცალკე და ახალგაზრდები კიდევ ცალკე თან უპატრონოდ ეგ არის უსამართლობის ბრალი …მაგალითისთვის მე ვარ კვარა და მყავს ნაკრებში ბავშვობის ძმაკაცები თაან მაგარი ფეხბურთელები ამ მომენტში საუკეთესონი თავიანთ პოზიციებზე ერთს წლებია უკვე საერთოდ არ ეძახის ნაკრებში დატოვა ევროს მიღმა მიხვდა ამას კანკავამ დაუთმო თავისი ადგილი მაგრამ სანიოლმა მის მაგივრად სიგუა ( სიგუას შემოვევლე მაგარი ბიჭია) წაიყვანა პრინციპზე ეგ არის აზაროვი …მეორე ძმაკაცი კი წლებია სკამზე ზის ( ზურიკო ) მესამესაც ერჩოდა დიდი ხანი ბოლო დროს კი ათამაშებს მაგრამ უკუღმა სადაც იმ ფლანგზე ვერ გამოსდის ვერაფერი სახეირო … სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით რა ხდება მაგრააამ მე რომ კვარას ადგილზე ვიყო ეს სიტუაცია რომელიც წლები გრძელდება ნაღდად არ მომეწონებოდა მინიმუმ …და ალბათ ნაღდად ეგრეც არის უბრალოდ კვარა თავმდაბალი ბიჭია და ერიდება სკანდალებს მაგრამ ვისთან ერთადაც გაიზარდა და თვალდახუჭული არიან შეთამაშებულები არავის ახლოს არ უკარებს სანიოლი მე კი მჯერა რომ ეს ოთხი ერთად რომ იყოს მოედანზე და სხვებიც მათი თაობის და არა პენსიონრები მინიმუმ უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდა ნაკრები და საერთოდ ეგეთი დონის ფეზბურთელი როგორც კვარაა იმსახურებს რომ ის იყოს კაპიტანი და მის ირგვლივ აეწყოს გუნდი და არა კაშიას ხედვით და ირგვლივ ….ვისთანაც უადვილდება ვისთანაც აქვს ქიმია ისინი უნდა თამაშობდნენ ნაკრებში ….არგენტინას 16 წელიწადი დასჭირდა 2006 დან 2022 მდის ვერ მიხვდნენ რომ მესი არის მათი მთავარი ძალა და მის ირგვლივ აშენდეს გუნდი …საინტერესოა ჩვენ მივხვდებით თუ არა ამას საერთოდ …!!! თქვენი არ ვიცი მე კივხვდები სანამ ვილიკო იქნება ნაკრებში მას არ ეყოფა მაგის ტვინი და ისევე ჩააფლავებს ევროს ერთა ლიგას და მერე შესარჩევსაც როგირც მსოფლიოს ქნა ( მეეჭვება რომ ეგ შვეიცარიის უნგრეთის ავსტრიის მომგები იყოს ) …დაველოდები მის შეცვლას ისევ მსოფლიოს ( ანუ 4 წელიწადი კიდევ) ერთა ლიგას ბიჭები უკვე იქნებიან 28-29 წლისანი თან პატარა კვარა წამოეწევა სალია ბართიშვილი და კიდევ გამოჩნდებიან ვინმენი ეგებ ნორმალური ( თუ კი იპოვნეს ან რათ უნდა ძებნა) მწვრთნელით ვეღირსოთ მსოფლიოსაც …იმედით ცხოვრობსო ადამიანიოო …მაგრააააამ ძირითად ადამიანი უფრო ადრე კვდება ვიდრე იმედი ….)))

• ჟორა

ნათქვამი რომა: "ოცნებას კაცი არ მოუკლავსო", ისეა ჩვენი საქმე.

• c

ძალიან გთხოვთ ყველანაირი კუდების მობმით. ვინც წაიკითხდავს ცოტა იფიქრეთ ჯერ, სანამ ნაადრევ დასკვნებს გამოიტანთ: ზურიკო დავითაშვილს დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს ბავშობიდან. ახალგაზრდულიდან ცხადია და ძალიან მინდა რომ დიდიწ არმატებები ჰქონდეს. მარა მის საყურადღებოდ და მერე უკვე ნაკრებისაც ასევე. ძალიან გული მწყდება, მაგრამ მე რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, არასდროს აღარ მოვიწვევდი ნაკრებში, თუ კიდევ გააკეთბს იმას, რასაც უკვე მერამდენედ აკეთებს! პასს გადამწყვეტ მომენტში არ აძლევს ხოლმე. ეს ყველამ იცის, მარა სამწუხარო ისაა, რომ გადამწყვეტ თამაშებში აკეთებს ამას უკვე მერამდენედ. მინდა მის გასაგონად დავწერო, მე მესმის რომ ძმაკაცია კვარა, მესმის რომ ჯანსაღია კონკურენციაც და რომ გინდა დაუმტკიცო მასაც და სხვებსაც, რომ აგერ მე არანაკლებ მაგარი ვარო და ასე.შ. გასაგებია ეს, ეს ახალგაზრდული ჟინია და კიდევ კარგი არის, მარა არ შეიძლება უბრალოდ კვარას დონის ფეხბურთელი გყავდეს, ის პასს გაძლევდეს ყოველთვის და შენ კი უმნიშნელოვანეს მომენტებში არ უბრუნებდე. სამი ერთზე გავიდნენ მეკარესთან და წავიდა და დაარტყა სადღაც ცაში. ზურიკო, ის პასი რომ მიგეცა მარცხნივ, რომ გამძვრალიყო (ვერ გაძვრებოდა და არაუშავს, ცდიდი მაინც) გოლი ი ქნებოდა 100% და იმ თამაშს შეიძლება აღარ წავაგებდით. ასე რომ ეს ღორობა, ვარჯიშზე შეიძლება და აქ არის მთელი ქვეყნისთვის ფეხის დადება. გაიგე. ასე რომ ნიჭში კი არ არის საქმე მხოლოდ, ამაში ეჭვია რავის ეპარება, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ , მარა საფეხბურთო აზროვნებაში და მეგობრულ თავშეკავებულობაში. სადაც საჭიროა აიღე თამაში კი ბატონო, სწორედ აუცილებელია ეს და ეს შეგიძლია, მარა თუ პასს კიდევ არ მისცემ შენ თანაგუნდელს, რომელიც უფრო ხელსაყრელ კი არა, 100% საგოლე მდგომარეობაშია, ესეიგია ფერხებ ნაკრებს და მაშინ არაა მანდ შენი ადგილი. ძლივს რაღაც გამოვიდა ამ ბოლო პერიოდში და ეს ეგოისტობა უკვე საინტერესოც აღარაა, ეხება იგივე წიტაიშვილსაც სხვათაშორის. ასე რომ ზურიკო ეხლა დაკვირვებით გიყურებ და ვიცი , საგოლე პასსაც გააკეთებ და მერე ზუსტად ამიტომაც ბევრი გოლის მოვა პირადად შენ ანგარიშზე. წარმატებები ბიჭებს და ნაკრებს და ქვეყანას

• კონსტანტინეს!

შენს, პირს შაქარი!!!!!!!!!!!!!

• კონსტანტინე

თეორიული შანსი მაინც გვაქვს საქართველო — ესპანეთი 1:0 თურქეთი — ბულგარეთი 0:1 ბულგარეთი — საქართველო 0:2 ესპანეთი — თურქეთი 3:0 ასეთ შემთხვევაში გავალთ მეორე ადგილზე. ბურთი მრგვალია. ლ

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

სანიოლის კაპიტულაცია

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა

სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება

კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა