საქართველოს 15-ქალა ნაკრები მომავალ კვირაში რუმინეთში გაემგზავრება და რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. 22 ნოემბერს, სნაგოვიში, საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

რადგან რაგბი ევროპა ახლა იწყებს 15-ქალა ტურნირების ორგანიზებას, ფორმატის კუთხით ბევრი რამ გაურკვეველია. გუნდებს არ აქვთ წინასწარ გაწერილი კალენდარი და გუნდები ინდივიდუალურად ათანხმებენ თამაშებს.

მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე მომავალს იმედიანად უყურებს:

„ჯერჯერობით ბუნდოვანი სურათია, რადგან ტურნირის ფორმატიც არ არის გარკვეული, თუმცა როდესაც ახალ საქმეს ეჭიდები პირველი ნაბიჯები უნდა გადადგა და ახლა ჩვენ ამ პროცესს გავდივართ. დაახლოებით 20 წლის წინ 7-ქალამ და დაახლოებით 35 წლის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სწორედ ასე დაიწყეს თავიანთი წარმატებული ისტორია“.

„ჩვენ ვმუშაობთ ქალთა რაგბის განვითარების 3-წლიან გეგმაზე და კონფერენც დივიზიონში ჩართვა, თუნდაც ასეთი ფორმით, გოგონებისთვის დიდი მოტივაცია იქნება. ვფიქრობ, ამ თამაშს ბევრი კუთხით ექნება დადებითი გავლენა“.

ისევე, როგორც საქართველოში, ასევე რუმინეთში, 15-ქალა ნაკრები ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს და მაისურაძეს მეტოქის შესახებ ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ აქვს. საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა პირველი ისტორიული თამაში ამა წლის გაზაფხულზე გამართა და ყაზახეთს ქუთაისში ორჯერ შეერკინა:

„სამწუხაროდ მეტოქეზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. მათ პირველი ოფიციალური შეხვედრა შარშან გამართეს და კონფერენც დივიზიონის ფარგლებში ბულგარეთი დაამარცხეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად ამ შეხვედრის ჩანაწერი ვერსად ვნახეთ. დიდი ალბათობით რუმინეთიც ჩვენი დონის გუნდი იქნება, რადგან ისინიც პირველ ნაბიჯებს დგამენ. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდებით და აქცენტი სრულად ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე კეთდება“.

„ვუყურე ჩვენი და ყაზახეთის ნაკრებების თამაშების ჩანაწერს, რამაც გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მომცა. ვეცადეთ ხარვეზების გამოსწორება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ვარჯიშებზე ბევრი რამ კარგად გამოდიოდა, თუმცა რა იქნება რეალური წნეხის ქვეშ მოედანზე გამოჩნდება. აქამდე გვქონდა მხოლოდ ერთი მართვადი ვარჯიში 18-წლამდე აკადემიის ბიჭებთან, თუმცა ეს შეფასების გასაკეთებლად საკმარისი არაა“.

საქართველოს რაგბის კავშირი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან (ჩეხეთი, ხორვატია, შვეიცარია), რათა მომავალი წლის დასაწყისში ორი თამაში გამართოს, როგორც კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, ასევე მის მიღმა (ამხანაგური თამაში). ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას რაგბი ევროპასთან, რათა 2026 ან 2027 წელს ჩვენი გოგონები რაგბი ევროპის მეორე დივიზიონში, ალაფაში ჩაერთოს, სადაც სისტემა შედარებით გამართულია, ვიდრე კონფერენც დივიზიონში.

Rugby.ge

რა ვთქვათ?ყაზახეთთან თამაშის გარდა,არავითარი გამოცდილება არა აქვთ და სათამაშო დონეზე ლაპარაკიც ზედმეტია,მაგრამ ვიწყებთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.ვაჟებში საბერძნეთი და რაგბი,არ გამიგია!ჩვენ გოგოებს,ნამდვილი რაგბი ნანახი მაინც აქვთ და 7 ქალას გამოცდილებაც აქვთ!ასე რომ ჩვენ მეტი უნდა შეგვეძლოს,წესით და რიგით.წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ,გოგოებს.არც წარმატებამ გაგაყოყჩოთ და არც დამარცხებამ დაგამტვრიოთ,ფრთები.ჯერ ახლა იწყებთ და ყველაფერი წინ გაქვთ,გამარჯვების სიხარულიც და დამარცხების სიმწარეც.ასე რომ მიდით,მიაწექით,ისწავლეთ,იბრძოლეთ,წინ იარეთ,გაიმარჯვეთ და სულ უფრო მაღლა ადით,რეიტინგში!
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება