რადგან რუსული მედია ხშირად არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს, ამ ამბის ობიექტურობას ვერ დავიჩემებთ, მაგრამ Sport Baza-ს მტკიცებით, პსჟ „სოსიედადის“ ნახევარმცველ არსენ ზახარიანით დაინტერესდა.

გამოცემა ირწმუნება, რომ პარიზული კლუბის სკაუტები ზახარიანის თამაშს აკვირდებიან, მას განიხილავენ როგორც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს, „სოსიედადი“ ტრანსფერზე თანახმა არაა, მაგრამ მზადაა შეთავაზება განიხილოს.

აღნიშნულია, რომ „პარი სენ ჟერმენისთვის“ პრიორიტეტული ვარიანტი ზამთარში „პორტუს“ 18 წლის შემტევის დიოგუ მორას შეძენაა და თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ზახარიანის დამატებას ეცდებიან. არსენის პსჟ-ში გადასვლას ხელი შეიძლება პარიზულ გუნდში უკრაინელი ილია ზაბარნის ყოფნამ შეუშალოს, ხოლო პლუსი ისაა, რომ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელის ფასი არც ისე მაღალია - 7.5, მილიონი ევრო.

22 წლის ზახარიანმა გასულ სეზონში სან-სებასტიანელთა რიგებში ტრავმების გამო მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა.

ვნახოთ, გახდება ზახარიანი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, თუ ეს მხოლოდ რუსული პრესის მორიგი შემოგდებული ცრუ ინფორმაციაა?..

სამწუხაროდ ეს პოსტი არ მინახია.ვაჟა,ხომ არავისში გეშლები?სად და როდის შევასხი რუსებს ხოტბა,იქნებ შემახსენო?!ტყუილად,მხოლოდ ეროვნების გამო არავის ვაგინებ,ზოგიერთი ტვინნაღრძობივით,მაგას ხოტბას თუ უძახი,მაშინ შენც იმ ტვინ ნაღრძობთა სიაში ყოფილხარ და სულელებთან დავას არ ვაპირებ.ერთი რამე ჩაიცე თავში,მხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო,ვიღაცის სიძულვილია,სწორედ ის ფაშიზმი,ყველა რუსს რომ მიაკერეთ,იმათაც კი,ვინც რუსეთის ფაშისტურ მთავრობას გამოერიდნენ,რადგან მოძმე უკრაინასთან ომი არ უნდოდათ.მთელი ერის დამნაშავედ გამოცხადებაზე საშინელი ცოდვა და დანაშაული არ არსებობს.გერმანელმა ფაშისტებმა,სწორედ მაგით დაიწყეს და რით დაამთავრეს,ალბათ ეგ მაინც იცი.თვითონ ეგენი გაასამართლეს!ყველას ეგ მოელის,ვინც ფაშიზმის მქადაგებლად გადაიქცევა.ფაშისტური მთავრობა,ჯერ კიდევ არ ნიშნავს,რომ მთელი ერი ფაშისტია.ყველგან არის კარგიც და ცუდიც.ამდენი თუ არ გესმის,უსაშველო ყოფილხარ.
გიგო
გამორიცხულია, პსჟ სანაგვე ურნა არ არის, ჩემპიონთა თასის მფლობელია.
გიგო
გამორიცხულია, პსჟ სანაგვე ურნა არ არის, ჩემპიონთა თასის მფლობელია.
Sportall-ის რედაქციას
მეტი საქმე არ გაქვთ რომ ასეთი მონაჩმახების გამოქვეყნებაზე კარგავთ დროს?!
ციციკორე
კარგი, რუსულის მეტი სხვა უცხო ენა თუ არ იცი, მილიონი საშუალებაა, უცხოური საიტები თარგმნო. ეს რუსული ნაგვის მუდმივი ციტირება რაღაა?!
Porto
პაშინიანი უკვე კოსმონავტია :))))
ხოოხ
ზახარიანს ვინ იყიდის როდესაც 1 თამაშის შემდეგ 6 თვე მკურნალობა სჭირდება თორემ ნიჭი აქვს რა არაუშავდა როდესაც იწყებდა თან მაგარი მიქარა რომ სომხეთის ნაკრები არ აირჩია და ღრუსეთის ნაკრებით უნდოდა გამხდარიყო სუპერსტარი როგორც კი დებიუტი ქონდა ღრუსეთის ნაკრებში და უკვე გამოირიცხა სომხეთი ეგრევე დაეწყო ტრამვა ტრამვაზე თან ღრუსეთი მიბლოკეს ჩელსიმ დაბლოკა ეგრევე მისი ტრანსფერი ომის დაწყების შემდეგ და დიდი ვაი ვაგლახით ამოყო თავი სოსეიადში და ხან ზის სკამზე უფრო მეტად კი წევს კლინიკებში …ასე იცის სამშობლოს გამყოდველობამ ასე რომ მაგას პსჟ კი არა არცერთი ნორმალური კლუბი არ იყიდის არავის არ უნდა უხადოს ფეხბურთელს მილიონობით ხელფასი და პლის მკურნალობებში ხარჯოს კიდევ ფული ეგეთი ხრუსტალის ფეხბურთელები არის ძაან წამგებიანი …თუმცა პსჟ-მ ეგეთი ერთი იყიდა დემბელე მაგრამ აქ ორთავეს მაგრად გაუმართლა გუნდმა ლიგაც მოიგო დემბელემ ოქროს ბურთიც მიაყოლა მაგრამ მგონია ეგ იყო მისი მეორე გამობრწყინება ( პირველი დორტმუნდში სადაც მაგარი იყო ბარსაში ჩაისვარა მთლიანად) ეგებ გაასამოს მარა რაღაც მეეჭვება … ხოლო პსჟ-ს კი ვურჩევ თუ რისკავენ და არ ეშინიათ ტრამვიანი ფეხბურთელის ყიდვა მაშინ ჩაკვე იყიდონ ცოტა მეტი კი დაუჯდებათ მაგრამ სად ზახარიანი და სად ჯანმრთელი ჩაკვე …ეგ და კვარა დახატავენ პსჟ-ს კვარა -ჩაკვე-დუე და წინ თუ კი ვინმე კარგ ფინიშერს იყიდიან ( რამუში ვერ ქაჩავს დემბელე ტრამვებშია სულ ) მართალია კარგი ფინიშერი დეფიციტია ჰოლანდი მიუწვდომელია კეინიც ლევანდივსკი დაბერდა ასევე კიდევ ერთი უფასო რჩევა პსჟ-ს ფინიშერებში მსოფლიოს ათეულში უკვე არის მიქა და ისიც იყიდონ აჰა-ჰა დაუჯდეს 45 მილიონი ჩაკვე20 სამაგიეროდ შეტევა იქნება კოსმოსი წინ მიქა მის უკან კვარა მარცხნივ დუე მარჯვნივ ცენტრში ჩაკვე თან სამთავეს შეუძლიათ მუდმივად პოზიციების გაცვლა …რეალის რეკორდს მოხსნიან ( ზედიზედ სამჯერ ლიგა ) ახა ამდენი უფასო რჩევა და წადით გაინძერით აწი …
Анекдоты армянского радио
პაშინიანს NASA და NBA აკვირდება. ან კოსმონავტი გახდება, ან კალათბურთელი.
ვაჟა
უი მართლა. იტყუებიან რუსები? ყველაფერ რუსულს ხოტბას ასხავ და გამიკვირდა ასეთი კომენტარი.
Porto
აბა რელაში გადავიდაო? :))))))
მატყუარა რუსები
ლა ლიგა ხომ აიკლო სოსიედადში თამაშით 2 სეზონში 17 ჯერ ათამაშეს და ახლა პსჟ იყიდის 7.5 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს. 😁

საფონოვის ყოლამ,ზაბარნის ყიდვას ვერ შეუშალა ხელი!ვერც ზაბარნის ყოლა შეუშლის ხელს,ზახარიანის ყიდვას,მაგრამ რჩება ერთი კითხვა,არის ზახარიანი,პსჟს დონის ტალანტი?ძალიან კარგი ბიჭია,მართლაც ტალანტი,მაგრამ თვითონ პსჟს,უკვე იმდენი ტალანტი ჰყავს,ძალიან პრობლემური იქნება,რაში უნდა დასჭირდეს მისი თავი.პსჟ,დღეს ევროპის ტოპ გუნდია და მაგ დონეზე,ცოტა ადრე მგონია.ერთსაც დავამატებ,მისი თამაში,კაი ხანია აღარ მინახავს და შესაძლოა დიდი პროგრესიც ჰქონდეს.რუსული მედიისგან,იმდენი მტკნარი ტყყუილი მოვისმინე,რომ მათი სიმართლეც ძნელი დასაჯერებელი გახდა,თორემ არსენის საწინააღმდეგო,არაფერი მაქვს.
llcl
ისევ ვანდა ნარაზე წერეთ, ნუ შეგვჭამეთ ამ რუს-მონღოლთა სომეხით, სოსიედადში არ ათამაშებენ და პსჟ-ში ვის რა ბერძენიშვილად უნდა
ნიკი
ჯერჯერობით რა ᲗამაᲨსაც აᲩვენებს, ბურᲗების მომტანაᲗ Თუ გამოდგება. ვისაც ესმის ფეხბურთი იქნებ იმაᲗ დაინახეს პოტენციალი
გიორგი 3
პსჟ-ში მეკარის და დაცვის მხრივ კატასტროფა ხდება. ნუთუ ასეთ არაფრისმომცემ ტრანსფერებზე უნდა ხარჯონ ფული არაბმა მფლობელებმა? კვარას შემდეგ არავინ ხეირიანი არ შეუძენიათ, პირიქით დონარუმა, რომელმაც პრაქტიკულად მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა გაუშვეს გუნდიდან და საშუალო დონის შევალიე მოიყვანეს.
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რუსეთიდან გააღწია - ზახარიანი "სოსიედადში" ჩაირიცხა
პსჟ "სოსიედადის" იაპონელი შემტევით დაინტერესდა
თითქმის იგივე, რაც ხვიჩას - ცნობილია, რა ანაზღაურებას მიიღებს ზახარიანი "სოსიედადში"
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
ზახარიანმა "სოსიედადში" პირველი გოლი გაიტანა და სასწაულად გაიხარა [VIDEO]
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "სოსიედადს" მოუგო
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კაპელო: შეუძლია თუ არა ზახარიანს კვარაცხელიას მსგავსი დებიუტი ჰქონდეს?
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"ზახარიანი სიკვდილს არ აპირებს" - "სოსიედადის" პრესატაშე
რუსებმა ზახარიანის ბედი ამჯერად "აიაქსს" დაუკავშირეს - ამსტერდამელთა ბორდი ამ ტრანსფერს არ დაბლოკავს?
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
პსჟ-ისთან მარცხის შემდეგ "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა