ეროვნული ლიგის XXXIV ტურმა ორხელისუფლებიანობა დაგვიტოვა. "იბერიამ", რომელიც უფრო ახლოსაა ქართულ ოქროსთან (თანაბარი ქულების შემთხვევაში, "დილასთან" უპირატესობა ექნება ურთიერთშეხვედრების მხრივ), თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.

უპირატესობა გუგა ნერგაძის გუნდს ჰქონდა, თუმცა მხოლოდ გვიანი გოლით მოიგო. ეს გოლი კი ამირან ძაგანიამ მიითვალა. ახალგაზრდა ფორვარდმა მანამდეც შეაგდო მნიშვნელოვანი გოლები, თუნდაც იმავე "დინამოსთან" მეორე წრის მატჩში. ის კარგად მოერგო "იბერიას"...

"დილას" ეჭვქვეშ არ დაუყენებია თავისი უპირატესობა წყალტუბოს "სამგურალთან". მართალია, გორელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, თუმცა გოლი მაშინღა გაუშვეს, როცა თამაშის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ტორპედომ" იოლად აჯობა ფოთის "კოლხეთს". შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ქუთაისელთა ლიდერმა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ვინც გოლი და ორი "ასისტი" მიითვალა.

"გაგრამ" ულაპარაკოდ მოუგო "გარეჯს" და მიჯრით მეორე თამაშში გაიტანა 4 გოლი. ეს გაგრელებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ყოველგვარი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნეს ადგილი ერონვულ ლიგაში.

ბათუმის "დინამომ" გასვლაზე სძლია "თელავს". უდიდესი ალბათობით, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ გუნდს აღარ დასჭირდება პლეი-აუტში თამაში ელიტაში დასარჩენად, განსხვავებით "თელავისგან". დიდი ალბათობით, ამავე ბედს გაიზიარებს "გარეჯიც".

ახლა კი გთავაზობთ "ლელოს" ვერსიით შედგენილ, ეროვნული ლიგის XXXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება გამოვიყენეთ.

მეკარე

ფილიპ კლიაიჩი (ტორპედო, 8) - სიმართლე ითქვას, სიმბოლური ნაკრებისთვის მეკარის არჩევა გაგვიჭირდა. არჩევანი ისევ "ტორპედოს" სერბი გოლკიპერის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ჯერ ერთი, "მშრალად" შეინახა კარი, და მეორეც - აუტსაიდერმა "კოლხეთმა" საკმაოდ ბევრჯერ დაარტყა კარის ჩარჩოში და მეკარე ყველა შემთხვევაში საიმედო იყო.

დაცვა

გიორგი ჯგერენაია (იბერია 1999, 2) - ძალიან დამაჯერებლად ითამაშა თბილისის "დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით მოგებულ შეხვედრაში. მშვიდად და კლასის დემონსტრირებით იდგა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევებში კარგად იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს.

მათე ცინცაძე (გაგრა, 5) - ალბათ, არ გვიწყენს, ცოტა უკან რომ "დავწიეთ" და ამპლუა შევუცვალეთ. გამოცდილი უნივერსალი მშვენიერ ფორმაშია. "გარეჯთან" შეხვედრაში ულამაზესი გოლი შეაგდო, ისევე, როგორც წინა ტურში. ვფიქრობთ, თანდათან იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას.

ნიკა კალანდარიშვილი (დინამო ბთ, 5) - ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "თელავთან" საგარეო შეხვედრაში და ანგარიში გახსნა. ეს გოლი ბათუმის "დინამოსთვის", პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო გარდამტეხი. ზღვისპირელებმა მართლაც რომ უძვირფასესი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ნახევარდაცვა

აბუბაქარ კონტე (დილა, 6) - მორიგი კარგი მატჩი "დილას" მალელი ლეგიონერისგან. გოლი შეაგდო "სამგურალთან" შეხვედრაში და თავისი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. "დილასთვის" ყველა გოლი და ქულა მნიშვნელოვანია. გუნდი საჩემპიონო მარულაში სრული ძალითაა ჩართული.

ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, 4) - მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში. "კოლხეთთან" შეხვედრაში, უბრალოდ, შეუჩერებელი იყო. მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. უკეთესი მონაგარი ერთ შეხვედრაში ბევრისთვის სანატრელია.

რატი არდაზიშვილი (გაგრა, 4) - "გაგრას" მთავარი "ფანტაზისტა" ძალიან ნაყოფიერი იყო "გარეჯთან" მოგებულ შეხვედრაში. კარგად მოქმედებდა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა - ჯერ დავით მუჯირი მოამარაგა, მერე კი მათე ცინცაძეს უპასა.

დმიტრი მანდრიჩენკო (დინამო ბთ) - მისმა გოლმა "თელავთან" შეხვედრაში ბათუმელებს ორბურთიანი უპირატესობა დაუბევა. მოლდოველი გამოცდილია და თუ ბათუმის "დინამომ" პლეი-აუტის გარეშე შეინარჩუნა ადგილი ეროვნულ ლიგაში, ამაში მისი წვლილი დიდი იქნება.

თავდასხმა

დეო ბასინგა (დილა, 3) - კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ფორვარდი გორის "დილადან". კონგოს ნაკრების მთავარმა თავდამსხმელმა გახსნა ანგარიში წყალტუბოს "სამგურალთან" საშინაო შეხვედრაში. გოლის გატანაც იცის და მინდორზე დიდი მოცულობის სამუშაოსაც ასრულებს.

ამირან ძაგანია (იბერია 1999, 3) - თავისუფლად შეგვიძლია, ტურის მთავარ გმირად შევრაცხოთ. რომ არა მისი გვიანი გოლი, "იბერია" დიდი ალბათობით ვერ მოუგებდა თბილისის "დინამოს" და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გორის "დილა" იქნებოდა.

გიორგი ხარებაშვილი (გაგრა, 3) - "გარეჯთან" შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული და ოთხიდან ერთი გოლიც სწორედ მან გაიტანა. მან გოლი არ აღნიშნა, რადგან ადრე სწორედ "გარეჯის" ღირსებას იცავდა.

მწვრთნელი

გუგა ნერგაძე (იბერია 1999, 2) - "იბერიამ" პირველ ნომრად ითამაშა თბილისის "დინამოსთან". ჩემპიონობის მთავარმა პრედენდენტმა თანდათან გაზარდა წნეხი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის კარზე და საბოლოოდ საწადელსაც ეწია. ვფიქრობთ, ახალგაზრდა სპეციალისტისთვის ასეთი მატჩები უდიდესი გამოცდილების წყაროა.

ალეკო კაკაურიძე

გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისი" გაანადგურა, გონსალო გარსიამ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა...
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
ოფიციალურად - "ჩელსის" მწვრთნელად როსენიორი დანიშნეს
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
უკან "ბარსელონაში" - ჟოაო კანსელო კვლავ ევროპულ გრანდში ითამაშებს
ვინისიუსს "რეალის" გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს და ლონდონური კლუბი არ შეიძენს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"სპორტინგმა" "ვესტ ჰემისგან" ბრაზილიელი შემტევი შეიძინა
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
პრესკონფერენცია ძვირად დაუჯდა - "იუნაიტედმა" ამორიმი გაათავისუფლა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
[VIDEO] ტაბატაძემ "კადისი" მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ...იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა - "ჩელსიმ" "ეტიჰადიდან" დამსახურებული ქულა წაიღო
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
Marca-მ ლა ლიგის პირველი წრის სიმბოლურში "ბარსელონას" 3 ფეხბურთელი შეიყვანა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...