<p>„ეკიპის“ ცნობით, არაა გამორიცხული, „ბრივი“ მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა დატოვოს და ის ჯო ელ-აბდმა შეცვალოს, რომელიც საფრანგეთში დაბრუნდება, Pro D2-ს კარგად იცნობს და გუნდის ტოპ-14-ში გადაყვანა შეუძლია.</p> <p> </p> <p>Rugbyrama კი იტყობინება, რომ იაპონიასთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებში რიჩარდ ქოქრილის პოზიციები შესუსტებულია, მის შემცვლელად რაგბის ფედერაცია პრიორიტეტულ კანდიდატად 51 წლის ბრონკანს მიიჩნევს და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. </p> <p> </p> <p>ბრონკანი „ბრივის“ თავკაცი 2023 წლიდანაა, ხოლო იქამდე ავსტრალიის ეროვნულ გუნდში მწვრთნელის თანაშემწე იყო. ის ადრე „ტულუზას“ და „კასტრს“ ედგა სათავეში.</p> <p> </p> <p>„ბრივში“ ვახტანგ აბდალაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე და გიორგი შველიძე თამაშობენ.</p>
გიორგი
აქ ხალხი კიდევ მაისაშვილის დაბრუნებაზე ლაპარაკობს. არადა, მაისაშვილი ახლაც აფათურებს ხელებს სანაკრებო ამბებში, რაც სავალალოა. სხვა საქმეს რომ მოკიდოს ხელი, არა?
გიორგი
მაისაშვილის კისერზეა არასწორი სელექცია ქოქრილის დროსაც. სამწუხაროდ, ეგ კაცი ვე მოიშორა ქართულმა რაგბმა.
გიორგი
მაისაშვილიც სანიოლივით იყო. არასდროს უთქვამს ჩემი ბრალია წაგებაო.
მგელი გერონტი
Სწორი გადაწყვეტილებაა!
.
გელა აფრასიძე,ჯერ კიდევ 20 წლამდელთა ნაკრების ერთერთი ლიდერი იყო და პირველ ნაკრებშიც ადრევე ჰქონდა დებიუტი.მერე საფრანგეთში წავიდა და მძიმე ტრავმის გამო,ძალიან დიდი ხანი გაუცდა.მისი მთავარი ღირსება,თამაშის აჩქარება იყო ყოველთვის(ჩვენ ნაკრებში),თუმცა აჩქარება რისკიცაა და შეცდომებიც მოსდევს ხოლმე.დღეს რომ საკმაოდ ცუდ ფორმაშია,არ ნიშნავს,რომ ცუდი მორაგბეა.აკრეფს ფორმას და სულ ცოტა,არავისზე უარესი არ იქნება.ნაკრებში დაბრუნება,მისთვის დიდი სტიმული იქნება.კრიტიკა კრიტიკაა,მაგრამ ყველანაირი ბრალის აკიდება,როგირც ჩვენ სინამდვილეში ხდება,ნებისმიერ ადამიანს აკომპლექსებს და ფანტაზიის შეზღუდვისაკენ უბიძგებს.მერე კი ვუჩივით,უფანტაზიოდ თამაშობენო.სადაც ფანტაზიაა,იქ რისკიც არის,რომ ან შენ დაუშვებ შეცდომას,ან კიდევ პარტნიორიც ვერ გაგიგებს და ბურთს დაკარგავ.შეცდომების გარეშე, სრულყოფამდე ვერ მიხვალ.ამიტომ ახალგაზრდა სპორტსმენებს,გარისკვის და ამით სრულყოფისაკენ სვლის საშუალება უნდა მივცეთ.ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში რომ გადავიდა,სულ თავიდანვე ვადევნებ თვალყურს და მის შესახებ,რუსულ მედიასაც ვეცნობოდი.მოსკოვის ლოკომოტივში,სიომინმა კარგად დაინახა მისი ტალანტი,მაგრამ სხვებისათვის ის მატაობაზე გადაგებული ლაწირაკი იყო,რომლის მსგავსებიც,საკუთარ აკადემიაშიც,დუჟინობით ჰყავდათ.მის გაშვებაზე,ლოკომოტივის ქართველმა ფუნქციონერმა დაადო ვიზა და სიომინი აატირა.ყაზანშიც,პირველი მწვრთნელი დიდად არ აფასებდა და მისგან დაცვაში თამაშს მოითხოვდა,მის პოზიციაზე კი,ზურიკო თამაშობდა.მოვიდა სლუცკი და ზურიკოსთან ერთად,თანდათან ხვიჩას შეშვებაც დაიწყო.ზურიკო რუბინის დაცვის ხაზთან რომ მოიგდებდა ბურთს,სრული სისწრაფით გარბოდა წინ,გზაზე რამდენიმე მეტოქესაც ატყუებდა,მაგრამ საჯარიმოს ხაზთან წესიერ პასს ვეღარ აკეთებდა,ან კიდევ არაზუსტად ურტყამდა,კარში.გრძელ დრიბლინგში იღლებოდა და ძალა აღარ ჰყოფნიდა.ხვიჩა უკან არ ჩამოდიოდა,მაგრამ წინ მეტწილად ყველას ატყუებდა და ჩაწოდებას აკეთებდა.მისი პარტნიორები ბურტყუნებდნენ,ეგ ბურთს დაჰკარგავს და მერე ჩვენ გვიწევს უკან სირბილიო,მაჰგრამ სლუცკი ყველას აჩუმებდა და კვარას გამოწვრთნას აგრძელებდა.ზურიკოს სათამაშო დრო შეუმცირდა და როტორში გაუშვეს იჯარით,მერე საფრანგეთშიც გააღწია და იქაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა,ძალიან სიღრმიდან წამოწყებულ შეტევაში,ბოლოს ძალები აღარ ჰკმაროდა,დამაგვირგვინებელი დარტყმის,ან პასისათვის.უკვე ბოლო ხანებში დაიწყეს მისი უნარების სწორად გამოყენება და კი ვხედავთ,რამდენად სასარგებლო გახდა,გუნდისათვის.ხვიჩამაც ბევრი რამე ისწავლა სლუცკისაგან,სამაგიეროდ როცა რუბინმა საკმაოდ კლასიანი ცენტრალური თავდამსხმელი,დესპოტოვიჩი შეიძინა,ხვიჩამ ფრთები გაშალა.დესპოტი მის პასებს საჭირო მისამართს აძლევდა და გოლები გაჰქონდა.გუნდის თამაშმა სილამაზე და მიზანდასახულობა შეიძინა და სტადიონმა,გავსება დაიწყო,გუნდმა კი,ცხრილში აღმასვლა.ხვიჩასთვის ძირშივე ფრთები რომ დაეჭრათ,დღეს მართლა სადმე ყაზახეთში ითამაშებდა.მას ყველა გადამწყვეტ მომენტში სწორი მწვრთნელი შეხვდა და მისი ტალანტი,ვარსკვლავობამდე გააბრწყინეს.ჩვენ აკადემიებს თუ ასაკობრივ ნაკრებებს,სწორედ ეს თავისუფლება აკლიათ,რომელიც სათამაშო დისციპლინასთან ერთად,იმპროვიზაციასაც დაუშვებს.ბავშვებს უყოველ ნაბიჯზე,მოედნის კიდიდან,მწვრთნელები,მშობლები კიდიდან უყვირიან რა უნდა გააკეთოს და ძირშივე უკლავენ ფანტაზიას და ინიციატივას.რაგბიშიც,ფეხბურთშიც,კალათბურთშიც...არადა ბავშვობა ის ასაკია,როცა უნდა შეცდე დაეცე,წამოდგე და კვლავ დაეცე,რათა იმის გაკეთება შესძლო,რასაც მანამდე ვერ აკეთებდი.შენებურად გააკეთო,შენი სტილი შეიმუშაო,შენი ტექნიკა შექმნა და უკვე მოზრდილობაში,ამას ფიზიკა,ტაქტიკა და აზროვნებაც რომ დაემატება,სრულფასოვანი სპორტსმენი გახდები.ეს თავისთავადობა აკლიათ ჩვენ ახალგაზრდებს.ჩვენ მათგან ბავშვობიდანვე ვითხოვთ შედეგს და ისინიც აღწევენ,მაგრამ როცა ზრდასრულ ასაკში შედიან,მათ ისინი უსწრებენ,ვისაც ბავშვობაში სჯობნიდნენ,რადგან ისეთი რამეები იცოდნენ,რაც ბავშვებმა ჯერ არ უნდა იცოდნენ,და უფრო გვიან ისწავლონ.სამაგიეროდ იმას არ სწავლობდნენ,რაც მათ ასაკში უნდა ესწავლათ და გამოდის რომ ბავშვობაში ადგილობრივ,მცირე მასშტაბის გამარჯვებებს,მომავალი დიდი წარმატებები ამჯობინეს მისმა მშობლებმა და მწვრთნელმა.სწორედ ამას გადაარჩინეს ზურიკო,მამარდაშვილი,ხვიჩა და კიდევ სხვა სპორტსმენები,მათმა მშობლებმა,რომლებიც თვითონაც სპორტსმენები იყვნენ და ეს მეცნიერება,სხვებზე კარგად იცოდნენ.არც ერთი ამათგანის მშობლებმა არ დააჩქარეს შვილების წარმატებები და როცა დრო მოვიდა,კი ვხედავთ,რა სიმაღლეზე არიან მათი შვილები.
misha
გაუზრდეთ დაფინანსება ქართულ რაგბს და დაანებეთ ჯიბეში ფულის ჩადებას და ყველაფერი კარგად იქნება .
თოკო
მოსყიდვა საკადრებელიც არ არის.. ქოქრილის სელექცია არის გაუგებარი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. მაგ (და არცერთ) მორაგბეს აზრადაც არ ვაკადრებ რომ ვინმე მოისყიდა, მითუმეტეს რომ ზაფხულის ტესტებზე არ ყავდა გამოიძახებული ეგ მორაგბე და შესაბამისად მაგ აზრის დაშვებაც კი არ არის გამართლებული.
ქართველი
არ ვიცით რა დონის მწვრთნელია, ფაქტი ერთია რაც შეიძლება სწრაფად შესაცვლელია ახლანდელი. შერკინების მწვრთნელი კი ქართველი გვჭირდება, დაუბრუნეთ ბორჯღალოსნებს შერკინება.
alexandre
თოკო, ნამდვილად ვერ შეგეკამათები. სამწუხაროდ ასე ღრმად ვერ ვარ ჩახედული მოთამაშეების ფორმაში, შესაძლებლობებში. რაც შენ თქვი, გამოდს რომ, აფრასიძემ მოისყიდა მწვრთნელი და, სავარაუდოდ, ფედერაციაც? დღეს ხალხი სსარკ სუკის თანამშრომელს მ.სააკაშვილ უჭერს მხარს, და სხვებს ეძახიან "რუსოო" - ეს აღარ მიკვირს და სხვა რაღა გამაკვირვებს. მთავარია შენც და მთელ ერსაც ბედნიერ 2026 წელს გისურვებ.
თოკო
თამაშის ხარისხი რო დავიკიდოთ - ვინც ეგ შეცდომები ჩაიდინა, რომლებმაც წაგვაგებინა ეგ თამაში რომ არ უნდა ყოფილიყვნენ გამოძახებულნი და მაინც გამოიძახა ეგ მწვრთნელის ბრალია არ არის? იმას არ ვიძახი რომ აფრასიძე ან მამამთავრიშვილი სუსტი მორაგბეები არიან ორივეს გამორჩეული და სახასიათო უნარები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა მესამეხაზში გყავს მორაგბეები, რომლებიც ტოპ 14-ში და პრო დ2-ში რეგულარულად თამაშობენ და მოგყავს შავი ლომის მორაგბე ასეთ პრინიციპულ თამაშზე, რომელსაც წელიწადში 6 თამაშზე მეტი კლუბში არ უგროვდება - მანდ არ არის მწვრთნელი დამნაშავე? აფრასიძე კიდე იგივე შეცდომებს უშვებს წლების მანძილზე, ჩამოსაწერი ნამდვილად არაა მაგრამ ასეთ სარისკო მატჩზე ალანია გაფართოებულშიც კი არ გამოიძახეს.
.
ჰოდა ამის შემდეგ,როგორ გინდა სანიოლი გაამტყუნო? თოკოს.ესპანელებმა აქცენტი 7 კაცა რაგბის განვითარებაზე გააკეთეს და შედეგად,სწრაფი და ხელით კარგად მოთამაშე მორაგბეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მიიღეს.რამდენიმე ხარისხიანი მორკინალის დამატებით,ესპანეთის 15 კაცა ნაკრები საკმაოდ დიდ ძალად გადაიქცევა და უკვე ისე ჩანს,რომ ამ პრინციპით დაკომპლექტებული 18 წლამდელების ნაკრები,ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა.მათ წინსვლის სწორი გზა აღმოაჩინეს და ჩვენ თუ გადაგვისწრეს,6 ერში სიამოვნებით მიიღებენ.მათ ხომ ქვეყანაში გაცილებით უკეთესი ეკონომიური მდგომარეობა აქვთ,ქვეყანაში სიმშვიდეცაა და მათთან ახლოსაც არიან,გეოგრაფიულად.ესპანეთის დამატება,6 ერის ბოსებისთვისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება და მათ პორტუგალიაც შეიძლება დაიმატონ,ან კიდევ გერმანია გააძლიერონ.საქართველო კი,მათთვის შორეული უცხო სხეულია,რომელიც ფინანსურ მოგებას არ ჰპირდებათ,არც ჩვენი სათამაშო სტილი მოსწონთ და არც ამხელა მანძილზე ფრენის პერსპექტივა.მომავალი წლიდან დასანერგმა ტესტმატჩების ახალმა სისტემამ აშკარად გვაჩვენა,რომ სხვების გაძლიერების და მათ გვერდით,თანაბარ დონეზე გასვლის პერსპექტივაზე რაგბის მამები ყაბულს არ არიან.
თოკო
ერთ ადგილზე ვიტკეპნებით და ერთა თასის გუნდები რატოა პროგრესის საზომი ვერ ვხვდები. პორტუგალია მითუმეტეს თვითონ დასუსტდა მსოფლიოს შემდეგ ტაჯერის, ფერნანდეშის და მარკეშის გარეშე. სოუსა გედეშს ორი წელი გაუცდა. პორტელა არსად ჩანს შეიძლება დოპინგზეც ჩავარდა და ბეტანკურმა კარიერა დაამთავრა ნაადრევად. ეხლა ვინმე სანამ რამეს იტყვით ჩვენს ნაკრებს რომ 5 ლიდერი გამოაკლო ორჯერ სუსტი გუნდი გვეყოლება. სათამაშო გეგმა არ გვაქვს. შეტევა არ გვაქვს ბოლო-ბოლო ამდენი თამაში ვითამაშეთ ტესტებზე ქოქრილთან და ყველა შეტევა ინდივიდუალური უნარებით დავდეთ არცერთი კომბინაცია არ გვიქნია. მწვრთნელს მეტი რა ევალება?! სად ხედავთ ამ პროგრესს ვერ ვხვდები თავს იტყუებთ? დარტყმა-ახურვას ვთამაშობთ და ყოვლად უტვინო რაგბის, ესპანეთს ჩვენი ფიზიკური მომზადება რო ქონდეს გაგვხევდნენ შუაზე მხოლოდ იმის გამო რომ რაგბს თამაშობენ და არა ერთ ადგილზე ჯახი და დარტყმა ახურვას.
alexandre
კაცია და გუნება. იაპონიასთან ბოლო 2 წუთის გამო თუ მწვრთნელის შეცვლაა საჭირო, არ ვიცი?! რა, ან აუტში არ დაერტყა, ან ჯარიმა არ აეკიდა, ხომ მოგებული იყო ის თამაში? ანუ, 2 მოთამაშის 2 შეცდომის გამო, ისიც ბოლო 2 წუთში - ამის გამო შეცვლა?! რომ მოგვეგო ხომ ცაში ავიყვანდით! ჩემი მოკრძალებული აზრით, მაინც ასეა თუ ისე 1970-იან წლებიდან ვუყურებ რაგბს, არ იქნება სწორი კოკერელის შეცვლა. თუ მაინდამაინც, ზოგადად ბევრად ძლიერი სპეციალისტი მოიყვანონ, ბევრად ავტორიტეტული, ვიდრე ბრივის მწვრთნელი.
gogig
ეს ფრანგი დიდი ვერაფერი მწვრთნელი უნდა იყოს.
იკა
მაისაშვილზე მეტი გააკეთა რომ შეცვალეთ?
ნიკო
ადრე დაიწერა, რომ 1+3 ხელშეკრულება ჰქონდა კოკერილს. ისე, პირდაპირ რთული სათქმელია, მისი მოსვლა დადებითად წაადგა ნაკრებს, თუ არა. ერთი მხრივ, ვერ გავედით მეორე განსათეს ჯგუფში. მეორეს მხრივ, 2023 წლის პირტუგალიასთან ფრის და ჯგუფში ბოლო ადგილის შემდეგ, პორტუგალიასაც და ერთა თასის სხვა გუნდებსაც საგრძნობლად გავასწარით, იაპონიას მოვუგეთ, არც იტალიაში თამაში იყო ურიგო. ვნახოთ, ახალი რას იზამს, წარმატებები ვუსურვოთ მასაც, ჩვენს ნაკრებსაც და კოკერილსაც.
ზაზა
რამდენადაც ვიცი, კოკრილისთვის (თუ ქოქრილისთვის) პირგასამტეხლო არ ექნება ფედერაციას გადასახდელი. კონტრაქტი 2+2 -ს ითვალისწინებდა. რა გეგმები და მოლოდინებიც იყო, უნდა გაემართლებინა. ჩანს რომ შედეგი ვერ დადო და, ვფიქრობ, მარტივად დაემშვიდობებიან.
თენგაბი
საპირგასამტეხლო რომ არ გადავიხადოთ, დარჩეს გუნდში კოკერილი, შევქმნათ სამწვრთნელო საბჭო, დავამატოთ ბრონკანი და მაისაშვილი. რუსთაველმა ქაჯეთის ციხე დარიელის, ავთანდილის და ფრიდონის გაერთიანებით აიღო. გამოცდილი მწვრთნელები არიან, შეაჯერონ საკუთარი აზრები ერთმანეთისას და იქნებ საუკეთესო ვარიანტები მივიღოთ. ცდა ყველაფრის ღირს.
დდდ
ა ბატონო, თქვა კაცმა ალალად - წაგებაზე პასუხისმგებლობა ჩემზეაო და ეგრევე წყალიც შეუყენეს... აბა, სანიოლს ათქმევინებ მაგას, ყველას და ყველაფერს აბრალებს საკუთარი თავის გარდა...
.
ამ შემთხვევაში,ფედერაციას კოკერილისთვის კარგა მოზრდილი პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს და აქვს ამის საშუალება?არც ახალი კანდიდატის მონაცემები იწვევს ისეთ ნდობას,რომ დარწმუნებული იყო,ეს მწვრთნელი მდგომარეობას გამოასწორებს და გვიღირს,კოკერილისთვის ფულის მიცემა,წასვლის საზღაურადო.კარგად აწონ-დაწონა უნდა საქმეს,რომ ფულიც ტყუილად არ გადავყაროთ და ვერც საქმე გამოვასწოროთ.
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მე მენეჯერი ვარ და არა მწვრთნელი" - ამორიმი "იუნაიტედის" ხელმძღვანელებს დაუპირისპირდა
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
წიტაიშვილმა 84 წუთი ითამაშა - "მეცმა" "ლორიენთან" ქულა მოიპოვა
"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია" - დეკლან რაისმა ვიქტორ იოკერეში დაიცვა
ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან - აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა
ალონსო როდრიგოს თამაშით კმაყოფილია - ბრაზილიელი "რეალიდან" წასვლაზე აღარ ფიქრობს
ჯუდ ბელინგემმა "რეალს" "კრისტალ პალასიდან" ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
"მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს" - ჰანსი ფლიკი
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - სანდროს ბრწყინვალე მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
[VIDEO] "ბარსელონამ" "ესპანიოლს" გამარჯვება გამოგლიჯა - "ბარსას" მეკარე ვირთხას შეადარეს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] რაისის პირველი დუბლი პრემიერლიგაში - "არსენალი" კვლავ შეუჩერებელია!
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
კახა ასეიშვილი: თამაში მშია, მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
თარჯიმანი აღარ სჭირდება - lamontagne.fr-მა ვასილ ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
ლეგიონი გუშინ: ტოპ 14-ში ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ვასილ ლობჟანიძე: "ბრივი" მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე დამიკავშირდა
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა