ცხოვრება ზოგჯერ მზიანის ნაცვლად ქარბუქში გამოწრთობილ ბილიკს ჰგავს. ბავშვობა, რომელიც დისციპლინის, სტრესის ანდა დაუნდობელი გამოწვევების გარემოცვაში გადის, ბევრისთვის შეიძლება დამაზიანებელი იყოს, მაგრამ არა ყველასთვის… ასეთი გზა ხომ უმტკიცეს, შეუდრეკელ ადამიანებს აყალიბებს?! ზოგიერთი მოზარდის ხვედრი მსუბუქია - ტკბილეული, სათამაშოები, ახდენილი ოცნება-სურვილები… წარმოსახვითი სილუეტის მოპირდაპირე მხარეს კი პატარა ქერა ბავშვს ვხედავთ, რომელიც ისე იბრძვის, წვალობს და შრომობს დასახული მიზნისთვის, როგორც მცოცავი დედამიწის აღმოსავლეთში კლდეთა სისტემიდან. ის ხომ ყინულიდან ყინულზე გადადის, რომ საბოლოოდ მიაღწიოს ევერესტს, დაიპყროს ყველაზე მაღალი მწვერვალი და დედამიწას ზემოდან გადმოხედოს.

სწორედ ასეთი აღზრდა აყალიბებს ჩვენი დროის ლეგენდებს. მკაცრი ხელი, სიტყვა და სამაგალითო დასჯა სისხლს ადუღებს, რომელიც უკვე მთელი ცხოვრების განმავლობაში მონადირედ ხდის და ეს მისი ბუნებრივი მუხტია, აქ ყოველი წამი ძვირფასია, იცის განსხვავება “საჩუქრებში”, რომელიც მოგებასა და წაგებას მოჰყვება და ისიც იცის, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს ცხოვრება. ახლა, ამწამს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი არა მხატვრული ჩანახატის დასაწყისი, არამედ ნიდერლანდელი გენიოსის, მაქს ფერსტაპენის ცხოვრების აღწერაა. მძიმე ბავშვობა, მკაცრი მამა, სამაგალითო სასჯელი და საბოლოოდ - დაპყრობილი ევერესტი. ფორმულა 1-ს თუ უყურებთ, ხუთი წითლის ანთების შემდეგ როგორც წესი ანშლაგი იწყება, თუმცა ყოველთვის თვალში ლუის ჰამილტონის ლამაზი ჩაფხუტი (მუდამ განსხვავებული და ორიგინალურია), გულშემატკივრები მომარჯვებული სმარტფონითა და ფერსტაპენის ბოლიდის აგრესიულ გადაადგილებას დაინახავთ.

ალბათ გახსოვს 2021 წლის სეზონი, დახუნძლული ავარიებით, დაძაბულობით, გააფთრებული გულისცემითა და დასასრულით, რომელმაც მსოფლიო ისე გაყო ორად, როგორც ერთ დროს ბარსელონა რეალის მატჩის დროს იყოფოდა. სწორედ მაშინ შეარქვეს მაქსს შეშლილი, მისმა შეუპოვრობამ, გამარჯვების დაუოკებელმა სურვილმა, მიზნისკენ სწრაფვამ შეაძლებინა და პირველი მსოფლიოს ტიტულიც მოაპოვებინა.

დღეს ასეთი უკვე 4 აქვს და მეხუთესაც უმიზნებს, თანაც როგორ? მაკლარენების სრული დომინაციის პერიოდში, ნიდერლანდელმა წარმოუდგენელი რამ შეძლო, მთელი წელი იბრძოლა და ლიდერ ლანდო ნორისს 12 ქულით ჩამორჩება(104 იყო მაქსიმუმი ლიდერთან).

ირონიაში ნუ ჩამომართმევთ და თუ ჩემპიონი გახდება თამამად ვაღიარებ, ფერსტაპენმა დაამარცხა მაკლარენიც, მერსედესიც, ფერარიც, საკუთარი გუნდიც, არც თუ ისე კარგ სიტუაციაში მყოფი თანაგუნდელიც და პლუს საკუთარი ბოლიდიც… არასდროს ვყოფილვარ “შეშლილის” გულშემატკივარი, უფრო მეტს გეტყვით, მის კარიერაში ყველაზე დიდი მოწინააღმდეგის ბანაკში ვარ… წლებია ჰამილტონის ფანობას მივყვები და მწარედ მახსოვს 4 წლის წინ “იას მარინას” ბოლო წრეზე რაც მოხდა, წლევანდელ სეზონამდე ვერც ნიდერლანდელზე გაიგონებდით ჩემგან დადებით შეფასებას, მაგრამ საბოლოოდ, უყურებ, უყურებ და იაზრებ იმას, რაც ზოგადად სპორტს გენიალურს ხდის. როგორ იბრძვის, წვალობს, უტევს და… და, რა თქმა უნდა, იმარჯვებს. მთავარი გამარჯვება კი შესაძლოა წინ ელოდებოდეს, ვინ იცის…? სეზონის ბოლო რბოლაც მოახლოვდა, კატარის შემდეგ ფორმულა 1-ის სამყარომ საუდის არაბეთში გადაინაცვლა, სადაც "იას მარინას ავტოდრომზე" ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა.

6 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ნახევრადჰიბრიდული ძრავიანი სუპერმანქანები საკვალიფიკაციო წრეებს გაივლიან და გაირკვევა თუ ვინ რომელი ადგილიდან დაიწყებს რბოლას.

რაც შეეხება სეზონის მთავარ სანახაობას, ხუთი წითელი ზუსტად 17:00 საათზე აინთება და ცეცხლოვან დასაწყისსა და დასასრულსაც ვიხილავთ. შეგახსენებთ, ჩემპიონობისთვის სამი პილოტი იბრძვის. მთავარი ფავორიტი ლანდო ნორისია, ბრიტანელს 408 ქულა აქვს და კომფორტული უპირატესობითაც სარგებლობს. ფერსტაპენი 396 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ოსკარ პიასტრი 392 ქულით მესამე. სამივე პილოტს საკუთარი სტრატეგია ექნება, ზოგიერთი მეტად გარისკავს, ზოგი კი შეეცდება რომ მინიმალური პოზიცია დაიკავოს და ჩემპიონობა იზეიმოს.

არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ კონსტრუქტორთა დავაშიც დაძაბულობაა. მოგეხსენებათ, მაკლარენი ჩემპიონი დიდი ხნის წინ გახდა, თუმცა მეორე ადგილისთვის ერთმანეთს მერსედესი და რედ ბული დაუპირისპირდებიან. გერმანულ-ბრიტანულ გუნდს 459 ქულა აქვს, ხოლო ავსტრიულს - 426. სიმჭიდროვეა დიდი ოთხეულის ქვემოთაც, მე-6 ადგილისთვის ერთმანეთს რეისინგ ბულსი (92) და ასტონ მარტინი (80) შეერკინებიან, ხოლო მერვესთვის - ჰაასი (73) და კიკზაუბერი (68).

ლევანი
ძალიან კარგი სტატიაა, ძალიან. სიართლე გითხრათ მგონია პიასტრი გაისვრის, ნორისი ემოციურობის ხარჯზე შეცდომას დაუშვებს
მამუკა
ძალიან საინტერესო სტატიაა, მეც ასევე ინდივიდუალურად ჰემილტონის გულშემატკივარი ვარ და გუნდებში მერსედესის, თუმცა ფერსაპენის წლევანდელ გამოსვლას გულგრილი ვერ უყურებს ვერცერთი f1-ის მოყვარული. დაე ძლიერმა გაიმარჯვოს ჩვენ კი დავტკბეთ სეზონის ბოლო რბოლით
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
გენიალური მაქს ფერსტაპენი - ნიდერლანდელმა "სუძუკაზე" პოულ პოზიცია არავის დაუთმო
ფერსტაპენის დომინანტური გამარჯვება და დისკვალიფიცირებული "მაკლარენი" - სეზონის ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგა