ლეგნიცაში მიმდინარე ჭაბუკ მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ პლეი ოფებში ყველა ქართველი დამარცხდა
პოლონურ ლეგნიცაში მიმდინარე ჭაბუკ მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ გამართულ პლეი ოფებში ყველა ქართველი დამარცხდა.

ჩვენებურებიდან ერთი წრის გავლა მხოლოდ ლაშა ფხაკაძემ მოახერხა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზეც საუკეთესო იყო გუნდში. მას პირველ წრეში მეტოქედ ბრიტანელი აშე მორგანი ერგო, რომელმაც შესარჩევი ეტაპი ჩვენებურზე ბევრად უკეთ ჩაატარა - 33-ე იყო (ფხაკაძე მე-80-ე).

თუმცა პლეი ოფი სხვაა და აქ ქართველმა გაცილებით მეტი შეუპოვრობა გამოავლინა - სამ პერიოდში მშრალი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა. ასეთმა დასაწყისმა წარმატების იმედი ჩაგვისახა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფხაკაძემ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და მომდევნო წრეში უკვე თვითონ წააგო სამივე პერიოდი შვეიცარიელ ალექსანდრ კურჩოდთან.

ამ დროს ჩვენი გუნდის სხვა წევრები გავარდნილები იყვნენ. გიორგი წიბლიაშვილმა მალაიზიელ ადამ ვონგთან ასევე სამივე პერიოდი დათმო, ირაკლი ქვლივიძემ ავსტრიელ ალექსანდერ ბერჩლერს პირველი პერიოდი კი მოუგო - 27:25, მაგრამ მომდევნოები წააგო და გავარდა.

თუმცა გუშინ ლეგნიცაში ქართველებიდან ყველაზე დასანანი მარცხი მაინც თეონა კუტალაძემ იწვნია, რომელსაც პირველ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. მან პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო - თურქ ილგინ კიზილგუნესლერს ორი პერიოდი მოუგო (28:27; 28:26).

ამის შემდეგ რაც მოხდა, ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო - თურქმა ზედიზედ იმარჯვა მომდევნო სამ სეტში. არადა, კუტალაძემ მესამე პერიოდი მინიმალური სხვაობით დათმო - 26:27, მომდევნოებში კი ფარ-ხმალი დაყარა - 24:29 და 24:25 წააგო. როგორც ვხედავთ, მას შეხვედრის მეორე ნახევარში გაუჭირდა. ასევე დაემართა გუშინწინაც, საკვალიფიკაციო ეტაპზე - თავიდან გრძელ დისტანციებზე ბევრად უკეთ გამოვიდა, ვიდრე ბოლოსკენ, შედარებით ახლოებზე.

ამით ჩვენთვის პოლონური ტურნირიც დასრულდა, რადგან გუნდურ პირველობაში პლეი ოფებში ვერ გავედით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა