საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყოჩაღად ვერ დაასრულა 2025 წელი. გულშემატკივარს საღერღელი აქვს აშლილი, ფიქრის საღრღელი.

ძალიან ხშირად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდისაგან. ეს კითხვა ისმის ყველგან - პირად საუბარში, საზოგადო კამათისას და ასე შემდეგ...

კითხვა, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანია. ვთქვათ პირდაპირ - გადაჭარბებულ მოლოდინს თუ საკუთარ თავზე საჭიროზე ნაკლებ წარმოდგენას ხეირი არავისთვის არასდროს მოუტანია და რატომღაც, რომ ჩვენ მოგვიტანოს. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად განვსაზღვროთ, სად ვართ დღევანდელი საფეხბურთო საზომებით და რეალურად რისი იმედი უნდა გვქონდეს სამომავლოდ.

ხშირად, ძალიან ხშირად ქართველი გულშემატკივარი ხდება გადაჭრბებული მოლოდინის ტყვე და მსხვერპლი. მერე ეს გარემოება ძალიან ცუდად გვიტრიალდება ხოლმე. ცუდია, როცა მიწაზე ენარცხები, იქამდე სულ მცირე ხნით ადრე კი ცა ქუდად არ მიგაჩნდა და დედამიწა - ქალამნად.

მსოფლიო თასის ახლახან დასრულებულმა შესარჩევმა ციკლმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ არ არის მზად პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე მოსახვედრად და ეს უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. შესაძლოა, სხვა მწვრთნელის ხელში ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა ასეა და ვინაიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვილი სანიოლთან განშორებას არ აპირებს, ზუსტად ამ მოცემულობას უნდა გავყვეთ.

კი ბატონო, მეც იმ ადამიანთა კოჰორტას მივეკუთვნები, ვისაც ჰგონია, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ვერ აჩვენებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, მაგრამ ფეხბურთში ჰიპოთეზების დონეზე ვერ ილაპარაკებ და ვერ დაამტკიცებ, რომ სხვა მწვრთნელის ხელში უკეთესად გვექნებოდა საქმე. ფაქტებია საჭირო.

ფაქტი კი გვაქვს, რასაც შეგვიძლია მოვეჭიდოთ. ეს ფაქტი თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოგებული (4:1) მატჩია. მაგრამ ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად სტაბილურობა ფასობს. ფასობს ის, რასაც ხშირად აჩვენებ და არა - რამდენიმე წელწადში ერთხელ.

და მაინც, თუნდაც ვილი სანიოლის ხელში, ყველა ველოდით, რომ საქართველოს ნაკრების თამაში და შედეგი უკეთესი გახდებოდა. პირადად მე, ნაკლებად მჯერა, რომ აღმართს შეჩვეული მწვრთნელი ისევ გაივაკებს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ამის სწამთ და სწამს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დროისთვის ფრანგი სპეციალისტი ჩვენი ნაკრების სათავეში აღარ იქნებოდა.

და მაინც, რა არის ის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ სანიოლსა და მის გუნდს? რა სიმაღლეზე უნდა იყოს ის თამასა, რომელზე დაბლაც საქართველოს ნაკრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვას?

ზემოთ გადაჭარბებულ მოლოდინებზე ვისაუბრე. სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ახსოვს ის დრო, როცა სამოქალაქომგამოვლილ ქვეყანაში, უშუქობაში, უწყლობაში და კიდევ ათას საშინელებაში საქართველოს ნაკრებს ინგლისისა და იტალიის დამარცხებას ვთხოვდით. ვთხოვდით კი არა, მოვითხოვდით და ინგლისთან საშინაო მარცხის მერე ნაკრების მწვრთნელიც შეგცვალეთ.

დრო გავიდა, დრომ რაღაც გვასწავლა, მაგრამ ძალიან ბევრიც - ვერა. ავიღოთ ახლახან დასრულებული მუნდიალის შესარჩევი ციკლი. ბევრი უპირობოდ ითხოვდა თურქეთის ნაკრების დამარცხებას და ცხრილში მის გადასწრება. ეს ურთულესი ამოცანა იყო...

საქართველოს ძალიან დაბალი დონის ეროვნული ჩემპიონატი აქვს. ვინც ეროვნული ლიგის მიმართ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას დამწამებს, ვეტყვი, რომ მე ჩვენი ცუდი მირჩევნია სხვის კარგს, მაგრამ ერთია ჩემი შინაგანი განწყობა და მეორე ის, რომ საერთაშორისო ფეხბურთი და ჩვენი პირველობა ისე არიან ერთმანეთს დაშორებულები, როგორც საქართველო და კუკის კუნძულები.

ჩვენთვის ერთი და ორი ფეხბურთელის გამოკლება ტრაგედიაა, თურქეთი კი ერთ-ორ დაშვებულს უპრობლემოდ შეავსებს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს", "ბეშიქთაშის" კადრებით...

ამდენად, საკითხის მაინცდამაინც ისე დაყენება, რომ თურქეთს უნდა გადავუსწროთ, საფეხბურთო მიამიტობაა და მეტი არაფერი. ამას ვერც სანიოლს მოვთხოვთ და ვერც მთლიანად საქართველოს ნაკრებს, რადგან თუ რესურსი არ გაქვს, ამ რესურსს ჰაერიდან ვერ მიიღებ და არც ჯადოსნური ჯოხი არსებობს, რომ ერთი აქნევით უწამლო პრობლემას.

სხვა საკითხია ის, რომ სანიოლის ხელმძღვანელობით ვერ შესრულა ძალიან ლოგიკური მოთხოვნა - მართალია, ძალიან რთულ ჯგუფში, მაგრამ მაინც, საქართველოს ნაკრების ამ ძალიან კარგმა თაობამ ვერ შეძლო და ვერ შექმნა თუნდაც ბრძოლის იმიტაცია, ინტრიგა და ესპანეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ისე დაეჩაგვრინა თურქეთს, რომ შესარჩევი ციკლის სტარტზევე ლამის ყველაფერი ცხადი გახდა.

აი, ზუსტად ეს უნდა მოვთხოვოთ საქართველოს ნაკრებს და კიდევ ის, რომ ერთა ლიგიდან მაინც გავიდეს ეცვროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ფაქტი ისაა, რომ ეს მოთხოვნა ვერ სრულდება და ჩვენ მხოლოდ ერთი ეპოქალური წარმატების ფონზე ვკარგავთ თაობას, რომლის დარიც მომავალში კარგა ხანს არ გვეყოლება. არ მინდა, ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა სწორედ ამას გვეუბნება...

ისე კი, არც ზედმეტი მოკრძალება ვარგა საფეხბურთო ამბავში. ჩვენ თუ შესარჩევი ციკლების ასე ჩაგდება ვაპატიეთ მთავარ მწვრთნელს, მალე ხელში შეგვრჩება წარუმატებლობას შეჩვეული ნაკრები. გასაგებია, სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ამისთვის პირადად ბევრჯერ ვუთხარი მადლობა...

მაგრამ რა ვქნათ ახლა, წლები შევალიოთ იმ მართლაც დაუვიწყარ წარმატებას? მის ჩრდილში ვერ განვითარდება ჩვენი საფეხბურთო ცხოვრება, რადგან დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთი სხვა არაფერია თუ არა მუდმივი ცვლილებები, მოგვწონს ეს თუ არა. წამითაც რომ დააგვიანო, ეგრევე მაგრად დაისჯები, მწარე ალიყური მოგხვდება. ასე რომ, ჩვენც ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, თორემ მერე გვიან იქნება, თუ უკვე არ არის...

ალეკო კაკაურიძე,

გაზეთი "ლელო"

ჟორა
საქმე მწვრთნელში კი არა, ბიჭებშია. ყველამ ერთდროულად დაკარგა ფორმა და ხვიჩას მეტი ყველა სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა. გუნდში უთამაშებელი კაცისგან, თურქეთის ნაკრების დამარცხებას რომ ითხოვ, სინდისი სად გაქვს? გამოსავალი ისევ ბიჭებშია და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ძირითადში დაბრუნდნონ. ყველას კარგად გახსოვთ როდის და რა გუნდი ჩაიბარა ვილიმ და ბრწყინვალე შედეგი დადო. მის შემდეგ ის უფრო გამოცდილი გახდა და არა პირიქით, ანუ მწვრთნელის კვალიფიკაცია არის, ამას ბიჭების კარგი ფორმა უნდა დაემატოს და ყველაფერი გამოვა.
ნოდარი
სიმართლეა რომ სანტოსის დროს გუნდმა მიაღწია იმას რაზეც არასდროს მიუღწევია, მაგრამ იმ ერთ შემთხვევას ხომ არ უნდა გასავაყოლოთ დღევანდელი თაობა, გადავხედოთ ჩვენზე პატარა ქვეყნებს და დასკვნა მერე გავაკეთოთ. კი ბატონო იყო წარმატება, მაგრამ წარმატებას წარმატება უნდა მოსდევდეს რამოდენიმე ჩვენთან იმის შემდეგ გუნდმა თითქმის ყველა თამაში საშუალოზე დაბალ დონეზე ჩაატარა, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა შეცვლიდა მწვრთნელს უკუსვლა ყოვლად გაუმართლებელია თვითკმაყოფა კი დამღუპველი.
D . V.
როგორც აზაროვმა თკვა ხალხის გვერდშიმდგომი მოსაზრება,რა უქნეს!პოლიტიკა სპორტში დაუშვებეია!იგივე ბუდუ!
ირაკლი
ქართველი სპორტსმენების მთავარი პრობლემაა უინტელექტობა,არასტაბილურობა,ფულისა და ქონების სიყვარული,მარიაჟობა,ამპარტავნობა,მცირედით დაკმაყოფილება!!!
ამატაკი
მთლად ზედმეტი დრამატიზება სიკეთეს არ მოგვიტანს. ფაქტია ის, რომ ჩვენ ისევ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში. არც თუ ურიგო ახალი თაობა მოდის. ასე რომ არ არის საჭირო ჰიპოტეტური 10 კვარას ლოდინი. ის რაც ჩვენ ნაკრებს შეემთხვა ამ შესარჩევზე, 100 % სამწვრთნელო შტაბის ახირება იყო. ვიღაცამ უდროო დროს გადაწყვიტა რომ აწი და იმის აქეთ "ჩვენ ვითამაშებთ ოთხი მცველით" არავინ ახსნა რატომ გადაწყვიტეს ასე, ვისი იდეა იყო? რა საფუძველი შეიქმნა ამისათვის, რა ახალი კუთხის მცველები დაგვემატა, ცენტრში შესაბამისი ხალხი გამოჩნდა, თუ ყველაფერი ერთად? დღევანდელი 4-3-3 რთული სქემაა და მის მაღალ დონეზე თამაშს სპეციფიკური კონტიგენტი სჭირდება ჯერ ეს ერთი და მეორე - შემადგენლობა კარგად უნდა იყოს შეთამაშებული და მიჩვეული ამ სქემით თამაშს. ერთი ხელის მოსმით ბიჭებისაგან რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის თამაში მოითხოვეს. სწორედ ამან მოგვიტანა სავალალო შედეგი- სრული ქაოსი და დაბნეულობა. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ამ სიტუაციაში ფეხბურთელებისკენ მომართა ისრები, როგორც ხდება ხოლმე. სად ვართ ეხლა? სამწუხაროდ ისევ იქ, სადაც ვიყავით - გზის დასაწყისში. მწვრთნელმა (რადგან დატოვეს) თავისი შტაბით უნდა მოიხსნან ვარდისფერი სათვალეები (გულშემატკივარს რომ გვაბრალებენ) და იქ უნდა დაბრუნდნენ საიდანაც დაიწყო ჩვენი მცირე თუ დიდი წარმატება - აუცილებლად დალაგდეს თამაშის დაცვითი ფაზა, გამოიკვეთოს ფლანგებზე აქტიურობა ( რაც ჯერ კიდევ დიდ დინამოს ახასიათებდა), ჩატარდეს გაბედული სელექცია ჩემპიონატში და ასაკობრივ ნაკრებებში. თუ ყველა ხელებს დაიკაპიწებს და ენერგიულად დაუბრუნდება საქმის კეთებას, შედეგი აუცილებლად მოვა, ამ სამწვრთნელო შემადგენლობითაც კი. ოღონდ შეცდომებს სჭირდება გაბედული, მართალი აღიარება და არა თითის შვერა-გადაბრალება. ერთიანი შემართებით შეუძლებელი არაფერია!
გიო 13
პირველ რიგში ადამინებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა! რატომ უნდა ვფიქრობდე ისე როგორც სხვა? ან “შენ” რატომ უნდა ფიქრობდე ისე როგორც მე? რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, მხედველობაში ჩვენი საფეხბურთო ნაკრები მყავს, აქ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით პრობლემა უფრო მარტივია ვიდრე გვგონია. და პრობლემის არსი მდგომარეობს ფეხბურთელების სათამაშო კლასში. უფრო მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, საჭიროა ბევრად მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი! რათქმაუნდა არამც და არამც არ ვაკნინებ იმ ბიჭების მონდომებას ვინც დღესდღეობით შეადგენენ სანაკრებო ბირთვს, პირიქით დიდ პატივს ვცემ მათ შრომას. მიუხედავად ამის ვიდრე არ გვეყოლება უფრო მეტი “კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი” მიზნის მიღწევა რთული იქნება.
DAVE
პირველი ის, რომ მსგავსი სტატიები უნდა იწერებოდეს ხშირად, განსაკუთრებით სანაკრებო მატჩბის წინ. მეორე - რა უნდა მოვთხოვოთ სანიოლსა და ნაკრების ფეხბურთელებსო, კითხულობს ავტორი, ხოდა გეტყვით რაც უნდა მოვთხოვთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ, თორემ დაგავიწყდებათ :) სანიოლს უნდა მოთხოვო, რომ თავისი სიტყვის ერთგული იყოს და ნაკრებში გამოიძახოს მხოლოდ ის ხალხი ვისაც საკუთარ კლუბში აქვს სათმაშო დრო მიცემული, არის ფორმაში და მზადაა დადოს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებში, ასევე ფეხბურთელები ათამაშოს ისეთ პოზიციაზე, რომელიც მისთვის აპრობირებუილია, მიჩვეულია კლუბში და მაგალითად მარჯვენა შემტევი წიტაიშვილი არ ათამაშოს მარცხენა მცველად. ფეხბურთელებს კი უნდა მოვთხოვთ ის, რომ საკუთარ კლუბებში დადონ მაქსიმუმი, ივარჯიშნ, მპიპოვონ ძირიტადში ადგილი, ქონდეთ სათამაშო პრაქტიკა, რომ სანიოლს თუ ვინც იქნება მწვრთნელი, ქონდეს არჩევანი, იყოს კონკურენცია ყველა ადგილზე, გამოძახების დროს მოედანზე იქნება თუ სათადარიგოზე, ახსოვდეს რომ მის უკან საქართველოა და ითამაშოს ჟინით, სისხლის ბოლო წვეთამდე !!! სულ ესაა, მარტივი ფორმულააა, დაიმახსოვრეთ ;)
zura222-ს
შენ და შენაირებმა ბევრი იმუშავეთ რომ საზოგადოება დაგეყოთ. შენ პირადად ყოველთვის მთავრობის ან ფედარეციის კრიტიკოსებს ნაცებს ეძახი. შენ უწოდებდი ქოჩორას და სხვებს ნაცებს. არა მარტო შენ და შენაირი უსახელოები კომენტარებში არამეტ, მთავრობის წარმომადგენელი მერიც ასევე ნაცად მოიხსენა. ახლა გამოდიხარ და რაღაც გენიოსობას აპირებ? ყველა ჩვენგანი მოგიწოდებდა ასეთ საზიზღრობები არ დაგეწერა. შენაირებმა მიიყვანეთ იქ სადაც ახლაა საქართველო არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით სოგადად ცხოვრებაშიც. ეს არის დასასრულის დსაწყისი და ამას დაახლოვებით 7-8 წელში აშკარად ყველა ქართველი მიხვდება. თქვენ ნაცებისგან შექმენით ბუა და ქართველი ერი შეგვიჯავრეთ. ეს მარტო ნაკრებზე არ აისახება, ეს მთელ ერზეა უკვე ასახული და ეს უკუქცევადია. უფსკრული სულ მალე გამოჩდება, როდესაც ქართველი საქართველოში 37-40% აღმოჩდება. გადევნეთ ყველა და უძახეთ ნაცი. დარჩით მატო და ბევრი გამარჯვებები მოვა უქართველოდ დარჩენილ საქართველოში.
zura222
იმიტომ დაამთავრა ცუდად რომ პოლიტიკაში ჩააბეს კი არა ჩაათრიეს ძალით ფეხბურთელები @ დაყვეს ნაცებად ქოცებად ალტინფოელებად ჯანდაბად და დოზანად @ და გუნდში შეიქმნა ფსიქოლოგიური პრობლემები და გარეგნულად კი ამბობდნენ რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენაა ჩვენ ერთი გუნდი ვართო მაგრამ აშკარად ეტყობა რომ რაღაცა გაუცხოებაა ბიჭებს შორის ! ჩვენთან ეხლაა ასე და სხვა ქვეყნებში უკვე ძალიან დიდი ხნის წინ გაიარეს ეს უბედურება მაგალითად ბრაზილიამ რომ წააგო 1966 წლის მსოფლიოზე მანამ 1964 წელს ბრაზილიაში მორიგი გადატრიალება მოხდა და ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები სულ ერთმანეთის ლანძღვაში იყვნენ ბრანკუს(პრეზიდენტის) და ბატისტას(ოპოზიციის ლიდერის) მომხრეები ერთმანეთს დაერივნენ და ფეხბურთელებიც გადაიბირეს დადაიწყო გუნდშიც არეულობა ! პელემ გარინჩამ და სხვებმა ილაპარაკეს მერე მაგაზე--გუნდში ერთობა არ იყო და პირველი და მთავარი მიზეზი ეგ იყო წაგებისო.ასევე იყო ინგლისის ნაკრებში 1970 წლის წინ გუნდი დაყვეს ტორებად ვიგებად ლეობორისტებად და ნამდვილი დომხალი იყო მოკლედ შოორს ბინძური პოლიტიკა სპორტიდააან !!!
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედისგან" აღარაფერი გვიკვირს...
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება