საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და ბიზნესპარტნიორი გახდა.

„ძალიან მიხარია, რომ ისეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში ვაკეთებ ინვესტიციას, როგორიც „გრანდ ავენიუა“. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე იფიქრო სამომავლო საქმიანობაზე, რომ შენს შრომას და მიღწევებს სათანადო გაგრძელება ჰქონდეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ჩემი აზრით, „გრანდ ავენიუ“ ისეთი პროექტია, რომელიც ბევრ ქალაქს დაამშვენებდა. ის ნამდვილად იქნება ქალაქის ახალი ცენტრი“ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

„სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე იფიქრონ მომავალზე. ეს ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რადგან მეც არაერთი ინვესტიცია გამიკეთებია აქტიური სპორტსმენობის დროს.

ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები უკვე იწყებენ მომავალზე ფიქრს და ორმაგად სასიხარულოა, რომ იმ კომპანიაში აკეთებენ ინვესტიციას, სადაც მე ვარ ერთ-ერთი პარტნიორი. ეს მათი პირველი ნაბიჯებია ბიზნესში და მიუთითებს მათ ინტელექტსა და წინდახედულობაზე“ - ამბობს ზაზა ფაჩულია.

არქის გუნდში სჯერათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის წვლილს შეიტანს პროექტის განვითარებაში:„ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ლეგენდა შემოუერთდა „გრანდ ავენიუს“. თქვენ იცით, რომ ინვესტორები არიან გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია, ასევე უკვე 7 წელზე მეტია ზაზა ფაჩულია არის არქის პარტნიორი. ამ თანავარსკვლავედში ხვიჩას დამატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „გრანდ ავენიუს“ მასშტაბურობას.“ - განაცხადა არქის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

„Grand Avenue“ არის პროექტი, რომელიც თბილისში, დინამოს სტადიონთან ახლოს, ც. დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. აქ უმაღლესი დონის საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი, 11 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, მეგა ჯიმი, პადელ ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, 36 მეტრიანი შიდა და გარე აუზი - ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.

R

სიმართლე
გასული საუკუნის 60-იანი წლები, ტელევიზიით გადაიცემა თბილისში ხალხის მასების საზეიმო გამოსვლა, გადაცემა მიჰყავს ეროსი მანჯგალაძეს. დადგა სპორტსმენთა გამოსვლის ჯერი და ეროსი აცხადებს: "და აი, გამოჩნდნენ ჩვენი სპორტსმენები - მოდიან კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანები..."
პატრიოტი
მაგარი ხარ შაქრო პაპა
პატრიოტი
არავის შურს და ყველას უყვარს ჩვენი სპორტსმენები. მაგრამ კორპუსების მშენებლობაში ფულის ჩადება არავის მოსწონს, ჩადოს ფული და იყიდოს რომელიმე გუნდი მაგალითად, წალენჯიხის, რუსთავის, თბილისის, როგორც ამას დიდი სპორტსმენები აკეთებენ უცხოეთში, არ არის მოსაწონი მოქმედება ბატონებო ხვიჩა, მამარდა, თორნიკე, ხვიჩა ჭკვიანი კაცი მეგონა, მაგრამ შორს ვერ გაცდა ტალახაძეს, ლიპარტელიანს, პეტრიაშვილს
ზაზა
მე ყველა კომფორმისტის და “პროპკის” დ…. შ…. ყველაფერს რომ პოლიტიკურ ჭრილში ხედავთ, აი მაგრად მკიდია ნებისმიერი მთავრობა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტები. უბრალოდ მეცოდებით ბიჭო ასეთი ბრემები რატომ ხართ, ზოგმა ეკოლოგიაო, ზოგმა რატომ მდიდრდებაო, როცა სხვას უჭირსო? მეტი კი არ იყვნენ ორჯონიკიძე, ტროცკი და კიდევ სხვა ტვინგამორეცხილი სოციალისტები. ზუსტად ასეთი ლოზუნგები ქონდათ, ვინც მათნაირად არ ფიქრობდა ხალხის მტერი და მოღალატე იყო. ხო და თქვენ ზუსტად ერთი ერთში იმეორებთ მათ აზრებს და ხედვებს. და მერე გწყინთ სოციალისტები რა შუშიაო. შუაში კი არა და თავშია. მე კონკრეტულ თემას ვეხები, კონკრეტულ მოცემულობაში ბრიყვულად რომ აზროვნებთ ამას გიხსნით და ვიღაცამ ამის გამო კონფორმიზმი და ქვეყნის დაღუპვა დამაბრალა :)) სიმართლე გითხრათ ქვეყანა, თქვენ და თქვენმა ახლო წინაპრებმა დაღუპეთ, ჯერ იყო და პატრიოტ კაცს ზვიადის მიეტმასნეთ და მერე ზურგში დანა ატაკეთ, მოიყვანეთ შევარდნაძე ზარზეიმით, “დაჟე” დაუჩოქეთ, მერე იყო და მიშა ვარდებით მოიყვანეთ, ყანწებით სვამდით მის სადღეგრძელოებს, მერე იყო და ბიძო მაგარიაო ფულებს დაგვირიგებს, ბოლოს და ბოლოს კაცი მილიარდერიაო და ხელში აყვანილი მოიყვანეთ :)) და ამის მერე კიდევ მე ვარ ქვეყნის დამაქცევარი? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და გილოცავთ ახალ წელს. პ.ს. მოკითხვა გრეტა ტურმბერგს, პლანეტა გვაქვს გადასარჩენი :)))
სოსო
Gurulo-ს და tazo-ს,როგორ ეჭყინათ,ამათმა კონფორმისტმა მნიშვნელობა საერთოდ არ იციან პროპაგანდისტები რასაც ჩასძახებენ იმას ამოიძახებენ,სუპი ჭამია ხალხია!!!
tazo
თქვენისთანა,წარუმატებელი,ბოღმიანი,შურიანი,უქნარა,გაუნათლებელი, თვეობით ქუჩაში მოწანწალე,მოთარეშეები აშენებთ ქვეყანას?
Gurulo
ნიჭიერი,შრომისმოყვარე და მშენებლობაში,თავისი შრომით ნაშოვი ფულის ჩამდები აქცევს ქვეყანას და თქვენნაირი,თვეობით ქუჩა ქუჩა მოწანწალეები აშენებენ არა? :))თან რა ნიკით წერ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
საქართველო
Gurulo და ზაზა!!თქვენნაირმა კონფორმისტმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა!!!
Gurulo
კი,აკოფ მაგარია!
Gurulo-ს
კაია ჯაგა გოროდი?
tazo
აბა,რაა, რა შენება,რა მაღალსართულიანები,მიწურს,ბანიან სახლს და ,,სარაიას,, რა ჯობია...
Gurulo
მართალი ხარ,არ ვაშენოთ,კარვები დავდგათ და ფიცრულები შევჭედოთ...ვაი თქვენს პატრონს..
Gurulo
ამაზრზენი ხალხის ,ამაზრზენი კომენტარები...100% ნათქვამია,ფურთხის ღირსი ხარ საქართველო... ასეთი ხალხის აღზრდისთვის ფურთხიც ცოტაა..
ლადო
ვერ გავიგე ეს თბილისი ურაზმეროა??სადღა აშენებთ ამ კორპუსებს? ან ვისთვის აშენებთ?რუსებისთვის?არაბებისთვის?ინდოელებისთვის?რავი ქართველებისგან დაიცალა ქვეყანა და ვინც აქ ვართ ის მაგ ფასის ბინებს მთელი ცხოვრება ვერ იყიდის!!
Gurulo -s
ერთ დღეს თავზე რო დაგვენგრევა თბილისი და ბათუმი მერე დაგვიწყე ეგ შეგონებები,მართლა "სუპი გვაქვს სუპსა ვჭამთ" ხალხი ხართ,მეტს არც იმსახურებთ,არაფერზე უკმაყოფილება არ გამოთქვათ და მოიწამლეთ თბილისის სმოგში!!
ზაზა-ს
რა შუაშია სოციალისტების?თქვენ ეტყობა თბისში არ ცხოვრობთ და არ ზრდით პატარა შვილებს,რომლებიც სამშენებლო მტვრისგან და ტყვიისგან იტანჯებიან,ვეღარ იტევს თბილისი და ვეღარც ბათუმი ამდენ კორპუსებს და მშენებლობებს,ხო შეიძლება ვინმემ გაითავისოს ეს?
ზარბაზანას
ვინც თეატრებს,მუზეუმებს,ეკლესიებს აშენებს და მრავალი წელი,დამსახურებულ ადამიანებს დახმარებას აძლევდა,მასაცუნამუსოდ აგინებენ,არც ხვიჩასთვის დაუკლიათ გინება და მრუდე სულის ხალხი,ენაბილწობას მაინც არ დაიშლიან.იქ რაც დგას,იგივე იღვრება და მორჩნენ თავის მოკატუნებას.თითი თითზე რომ არდაუდიათ,ქვეყნისათვის,ისინი რომ აგინებენ იმათ,ვინც ქვეყანა,თუნდაც ერთხელ მაინც გაახარა(ხვიჩამ კი,მრავალჯერ გაახარა)ვინ არის საგინებელი?ამანაც რაიმე მოიპარა?საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს ქართულ ბიზნესში აბანდებს,ესეც არაბების ფული ხომ არ არის?ისიც კი არ ესმით,რომ ნებისმიერი ბიზნესი,მოგებით არსებობს.შენ იმუშავებ ზარალზე,ან ისინი?ცოტა ხომ უნდა იფიქრონ?თუ ასაშნებელი არ არის,მაშინ მერიას მოსთხოვეთ,რატომ აშენებებინებენ,ამდენს,რომ ქალაქს აღარ სჭირდება.მეც ვფიქობ,რომ ამდენი მშენებლობა ნამეტანია,მაგრამ ვისაც პასუხი მოეთხოვება,იმას მოსთხოვეთ.გინებით და ძალისმიერი აქციებით,ქვეყანას არაფერი ეშველება.ქვეყანას მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომით და მოსმენით ავაშენებთ.
Gurulo
თფუი,ავადმყოფი ერი ვართ!კაცი თავისი ნაშრომით ნაშოვ ფულს მშენებლობაში აბანდებს,ნარკოტიკებსა და პროსტიტუციაში ხომ არა.რამ გაგაბოროტათ,დაგბოღმათ და აგამძ..ერათ ასე,თქვე ნაცარქექიებო!გასკდით გულზე.წარმატება და სპორტული იღბალი ყველა ქართველ სპორტსმენს!
ნიკა
სპორტის ყველა სფეროში საგოიმეთია!!
ზაზა
ვკითხულობ კომენტატებს და თვალებს არ ვუჯერებ, ამდენი სოციალისტი და ულტრა მემარცხენე შეხედულების მქონე სად შეიკრიბეთ? კიდევ კაი რომ 1937 წელია არ არის, თორემ უმეტესობას ხელი არ აგიკანკალდებოდათ ისე დახვრეტდით, საშუალოდ თუ დიდად შეძლებულებს. ოდნავ შეძლებულებს კი გააკულაკებდით. მართლა გულდასაწყვეტია, თუმცა საშიშიც.
დავით 67
სპორტსმენი და არა სპორცმენი. ეგ სიტყვა ვერ გისწავლიათ და სხვა რამეს მიხვდებით? თბილისს აღარ ჭირდება სახლები. თბილისი არის დაბალზე, ეკოლოგია საშინელი, ხალხის ნაკადი 10ჯერ მეტი.

ჩავყევი მეც კომენტარებს ვეძებდი იქნებ მეპოვა კომენტარი სადაც შური და ბოღმა არ იქნებოდა. სამწუხაროდ მხოლოდ ეს ერთი კომენტარი ვნახე ასეთი.
ირაკლი
სხვა სპორტსმენები რიგში დგანან,ვინ იქნება შემდეგი?
gzp
აბა რა, არქი კიდე გააძვირებს ბინებს! დააძეხით ქართველ ხალხს !
იკა
როგორი თემაა იცით? მეფე რომ შიშველია და არაფერი დაფარული აღარ არსებობს. ჯერ იყო ზაზა ფაჩულია, შემდეგ თორნიკე შენგელია, შემდეგ მამარდაშვილი და ეხლა ხვიჩა. ყველა მორალური ავტორიტეტი ვინც იყო, შიშველია და ამაზე პასუხს სტადიონზე იგრძნობენ როდესაც ნახევრად ცარიელ სტადიონზე მოუწევთ თამაში.
ხუ ინდრავა
ის აზრი, რომ თავისი შრომით აქვს ნაშოვნი და როგორც უნდა ისე განკარგავს თანხებს, მაგაში ორი აზრი არაა რა თქმა უნდა. საუბარია იმაზე, რომ ხვიჩას ეს ბიზნესი, არის ის ბიზნესი რისი ყიდვის საშვალებაც ქართველების ალბათ 95% არ აქვს, და ვისაც აქვს, ეს არის ემიგრანტები და წლებით ნაგროვები თანხები, შორს ოჯახიდან და სამშობლოდან მყოფი ქართველები. აი ეს არის ამორალური, ანტი ხალხური, ანტი ეროვნული. ჩემის აზრით ხვიჩასთვის ეს გადაწყვეტილება ნაადრევია, თუ მან ასე გააგრძელა ეჭვი მაქვს საშუალო სტატისტიკურ ფეხბურთელად დაქვეითდება. ზოგადად სპორტსმენების უდიდესი უმრავლესობა გაუნათლებელი ხალხია, ხვიჩაც შესაბამისად გაუნათლებელი ბიჭია, წინადადებას თუ აბავს არ ნიშნავს რომ მას ღრმა ღირებულებები აქვს. როდესაც სპორტსმენი აანალიზებ, რომ ბიზნესი რომელშიც ხარ და პროდუქტს რომელსაც აწარმოებ,- შენი გულშემატკივრების უდიდესი უმრავლესობა მატერიალურად ვერ შეწვდება და ამის გამო უარს იტყვი, ეს არის განათლებულობა, როდესაც აზროვნებით ეპოქას უსწრებ
მაკლერი ხარ ხვიჩა?
ამ ბიჭის ჯერ კიდევ კორონას დროიდან აღარ მჯერა. კრინტი არ დაუძრავს რა მოხდა სინამდვილეში ჩრდ. მაკედონიასთან თამაშამდე. ასე რომ მაგისა და მამარდას ზღაპრებს ინვესტიციებზე ნულის ფასი აქვს ბევრ გულშემატკივარში. არ ჭირდება ხალხს ფაჩულიას ჭკუის სწავლება, ყველამ კარგად იცის სად იყიდოს ბინა.
ხვიჩა: ბიჭები უკვე იწყებენ მომავალზე ფიქრს
ანუ აქამდე ქუჩაში ეძინათ თურმე. თუ მდგმურად იდგნენ? თუ სახლ-კარი არ გქონდათ, ჩვენ შეგიგროვებდით ფულს.

საქართველოს მოსახლეობა ამ დროს,სუპი გვაქვს სუპსა ვსჭაამთ!
საბა
გიგო პაპი, რა შუაშია ცოლი?ცოლები თუ რამეს აკეთებენ ქმრების ჭკუაზე დადიან?
Achi
Ravici me ver davijereb es xvichas piradidi Didi survilit iyos Ravi es modas ayolili pulianebis ambavia rogor ar Unda gagichndes pexburtels survili Roca ramodenime millions ixeb celicadshii modi ert klubs shevqni anda sadac davibade I'm qalaqis klubs viyidi da avawyob Ravi dzmao wigni waikitxet rame magas girchevdit iyvnen Didi pexburtelebi magram stroikashi ar deben puls ravi
კიკუები
რას დაემსგავსეთ ქართველო სპორტსმენებო??ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ ფულს იშოვეს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე!!შეეშვით თბილისს ვიხრჩობით სამშენებლო მტვრისგან!!
სანდრო
ყველა სპორტსმენი გააქოცეს,ახლა პარლამენტში ადგილს იზომავენ!!
გიორგი
ყველაზე ხარბი,ფულის მოყვარე,მარიაჟი,ძალაუფლების მოყვარე ხალხია სპორტსმენები!
ვახო
ცოლი რა შუაშია?თვითონ აზროვნება არ გააჩნია თუ გემოვნება?რა პატარა ბავშვია?
ვაახ რა ხალხი ხართ?!,
ვისაც ჩვენი სახელოვანი სპორცმენების გშურთ და გენანებათ, არა ადამიანები ხართ! ვერ გავიგე თქვენი რა მიდის? თავიანთი შრომით იღებენ ფულს და ამით რასაც უნდათ იმას გააკეთებენ, ჩავიკითხე კომენტარებინდა ერთ რამეში დავრწმუნდი, რომ თქვენნაირების საშველი არ არის! ჩვენს სახელოვან სპორცმენებს ვუსურვებ, ყველაფერ საუკეთესოს! ამას იმსახურებენ!
უზარბაზნო მეზარბაზნე
აბა ცხოველთა თავშესაფრის ან საბავშვო თეატრის მშენებლობაში ხომ არ ჩადებენ ფულს? ძელავოი ხალხია, ზაზა ბიჟნეშმენია, აბა როგორ?
დიფსთეით გლობალუროვი
ფული რყვნის ადამიანს, მით უმეტეს პატარა ასაკში. მაგალითად იამალიც კმარა.......
წყალქვეშა ფეხბურთელი
და გარე აუზი ვიღასთვის აშენდება, სტაიანშჩიკები იცურავებენ თუ ტურისტები იჭყუმპალავებენ? :)

ილია თოფურია,ესპანელი მომღერალს როსალიას მართლა ხვდება??ესპანურ პრესაში დაიბეჭდა!
სტალინ-ოღლი
ერთი სართული რომანოვას შეუნახეთ, მეფის შთამომავალია ბოლო-ბოლო. )))
უვიცი
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გაუნათლებლობაზე საშინელება ერისა და ქვეყნისთვის არაფერია. ვერ დავიჯერებ რომ ვაჟა-ფშაველა ან მერაბ კოსტავა, ფულიც რომ ქონოდათ, ამათი ინვესტორი გამხდარიყო.

მოკლედ, ქართველი სპორტსმენები უკვე მოსიარულე სკანდალები არიან!😅
ქალთმოძულეებ-ს
რათქმაუნდა ყველაფერში ხო ისევ ქალი უნდა დაადანაშაულოთ!🤦😅
დაგაგვიანდა გენოოოო
ამათ ისე ადარდებთ თბილისის დამახინჯებული იერ-სახე, კეთილმოწყობა, სუფთა ჰაერი და საცობები, როგორც ჩვენ, ქალაქ სიქტივკარის მდგომარეობა. ფული აქვთ და სულ ფეხებზე კიდიათ ვინ როგორ შეწუხდება. აბა, შევავსოთ სტადიონები, ვუგულშემატკივროთ კიდევ, ბოლო თეთრები უძვირეს ბილეთებში, უჭირთ თურმე ბიჭებს....მართლაც ვეღარ გაიგებს კაცი, სპორტსმენები არიან თუ დეველოპერ-ინვესტორები. წადით რა სამტრედია-ხაშურ-ზესტაფონ-საგარეჯოში და იქ ააშენეთ რაც გინდათ. თბილისს თავი დაანებეთ!!!
ნიკა
ბიჭოო,რა გულისრევის არიან ეს სპორტსმენები,ყველაფრისგან ფულის კეთება შეიძლება??
საქართველო
ველოდებით ბასილაშვილს,თოფურიას,წიტაიშვილს,მამუკელაშვილს,ბითაძეს,რაგბისტებს,ძიუდოისტებს და ა.შ,აბა ერთმანეთს ხო არ ჩამორჩებიან ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთებაში!?💵🤷,ღმერთო შენ დაგვიფარე!!

აღარ იციან ფული რითი იშოვონ,რა იყოთ რამ გაგამგელათ?რითი ვერ დაძეხით?აღარ იციან რა ბინძური გზებით გამდიდრდნენ კიდევ უფრო,სულ ფეხებზე კიდიათ თბილისი რო იხრჩობა ამდენა მშენებლობებით!ალბათ ესეც პოლიტიკაში მოვა!!
ლელა კაკულია
ნეტა ჟორჟი თუ იყიდის არქის ჰაერს??:)
SOS
გადავარქვათ საქართველოს ნაკრებს სახელი და დავარქვათ დეველოპერების ნაკრები!🤦
ნეტა შემდეგი ვინ იქნება?
დატრიალდება ზურიკო, გაიკრავს ჯიბეზე ხელს, მიბაძავს ძმაკაცს?))))))))))))) მოთაფლავს ფაჩულია? საკითხავი აი ეს არის....)))))))))

დეველოპერებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!
გიგო პაპა
მგონია, ამ არჩევანში მაინც მეუღლის გადაწყვეტილებამ გადაწონა. არა მგონია ხვიჩა სასახლეების მადევარი ბიჭი იყოს. ყველას გვახსოვს როგორ მოკრძალებულად ცხოვრობდა რუბინის ბაზაზე და მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდა. თუმცა წლები გადის და ადამიანები ხშირ შემთხვევაში იცვლებიან. შეიძლება ხვიჩას შეხედულებაც შეიცვალა ცხოვრებაზე და ვცდებოდე. ყოველ შემთხვევაში ისეთი შემართებით ვეღარ ვუგულშემატკირებ, როგორც აქამდე. ასევე სხვა ბიჭებსაც. არ მშურს ნამდვილად, ყოველთვის დიდი კოტრაქტი მსურდა ხვიჩასთვის, მაგრამ მგონია რომ არაა ლამაზი გაჭირვებულ ქვეყანაში ასე ცხოვრება. მოსახლეობის უმეტესობა ზღარზე და ზღვარს დაბლა ცხოვრობს, სამმილიონიან ქვეყანაში რომ მილიონი სოციალური დახმარების შემყურეა, შენ რაღა გეაპარტამენტება ძმაო?
ბრეჟნევი
ხრუშჩოვკაა თუ დუპლექსი?
ზაზა
ბიჭო რა გჭირთ რა გაღუნეთ ტვინი. კაპიტალი მისია, პატიოსნად მოიპოვა და სადაც უნდა იქ დააბანდებს. უნდა არქში, უნდა ეფლში თუ უნდა მაიქროსოფთში. ეს რა ხალხი ხართ თქვენ? ან კიდე რა იცით ვის რა აჩუქა და რამდენი ბინა აუშენა ხვიჩამ? არ გინდათ საკუთარ თავებს მიხედოთ. პ.ს. საახალწლოდ პრემიერ ლიგა არ ისვენებს და იქნებ ეგ თქვენი 4 ლარი ამ ჯერზე მაინც შეინახოთ და ისევ არ ითამაშოთ და უფრო არ დაიბოღმოთ, თქვე მართლა ხელმოცარულო ლუზერებო.
მალხაზ ჯობავა
და შენ სოდოური ბუხრის ნაცრიდან ჩახვედი თბილისში?

აი სულით ვაჭარი
ზახარა
თქვე მამაცხონებულებო ოფიციალური მილიონრები ხართ და რა გაგიჭირდათ არქის ინვესტორები რომ გახდით ალბათ თითი გატაკათ ერთ ადგილას ვიღაცამ და სულ კუნტრუით შედიხართ სუყველა ფულიანები
ბლომად დააყრევინეს?)))))))))
რომ ვერ ააშენოთ, მერე სად მიდიხართ?))))))))) დრონი მეფობენ, არა მეფენი!
ხანდახან ტექსტი მაინც შეცვალეთ, სანამ არქის ქება-დიდებას აღავლენთ
ბიჯო, რა დღეში ჩაგყარათ ამ ფაჩულიამ. ერთი და იგივე ტექსტი რომ დაგიწერათ და თუთიყუშებივით გამეორებინებთ ყველას, არ გიტყდებათ?
შურიანებს და ბოღმიანებს!
ნუ გშურთ წარმატებული სპორცმენების! თქვენ ბედოვლათები და უსაქმურები იყოთ: რა ზაზას, ხვიჩას,ლაშას,მამარდას და სხვების ბრალია? აქ ტყვილად კლავიშებზე კაკუნს წადით და თქვენც იშრომეთ, მაგრამ უსაქმურად და სხვების ჯიბეში ქექვა არ გირჩევნიათ? მორჩით ქალებივით ჭორაობას!
Gogi
ძალიან სამწუხაროა ასე ადრე იწყებენ არასაფეხბურთო თემებს…. მერე აღარ გაგვიკვირდება თუ “ორივე მხრიდან ძალადობას” დაგმობენ
ჰალუდა ჰუიაური
წამო ხვიჩა პარლამენტში.
„გრანდ ავენიუს“
შიო, ერთი ბინა ღარიბაშვილს უფეშქაშე, მალე უსახლკაროდ დარჩება.:))
ფული, ბაბაია, ფული!!!!!!!-ს
სადიო მანეს სამშობლოში არქისნაირი ბევრი იქნება, მაგრამ კალაძისნაირი მერი არ ეყოლებათ.))))
ფაჩულიას
ზაზა, ხალხის შებმა ამერიკულ კურსებზე ისწავლე თუ მანამდეც გეხერხებოდა? თბილისში ბინებს როგორ აქირავებ?
ფული, ბაბაია, ფული!!!!!!!
როგორ გაუმართლათ ბიჭებს, რომ განვიტარებულ ქვეყანაში ცხოვრობენ! აბა, სადიო მანეს სამშობლოში არქი არ იყო და იძულებული გახდა შემოსავალი ღაირიბების დასახმარებლად დაეხარჯა!
ხვიჩას
გააქირავებ?
გელა ტრამპიაური
და საახალწლოდ უსახლკაროსთვის, გაჭირებულისთვის ან მრავალშვილიანისთვის ერთი ბინა მაინც რომ გეყიდათ მაგ ჩაქცეულებს, ვერა ხვიჩა? ლამის ყველა მილიონერები ხართ ნაკრებში გინდა თუ ფედერაციაში.
დილა
არქრქიანებო გილოცავთ დამდეგს
ნაცარქექია
მერე ხალხს უკვირს, ზოგიერთს რატომ აქვს 18 ან 23 ბინა თბილისში. ეს დედააფეთქებული, ბეზრაზმერნია ეს ქალაქი? წადით რა რაიონებში აშენეთ, გაფართოვდით საიდანაც ჩამოხვედით! ვინმემ დაიშალათ?
სოფლის შენებას რა უნდა?
ინშალა ხვიჩა, ინშალა)))))))))))))
შაქრო პაპა
ახდა პაპაჩემ ქაიხოსროს ოცნება, მალე თბილისში მეგა ჯიმი და პადელ ცენტრი გვექნება. თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. რამდენი დამსახურებული არქიტექტორი და მშენებელი ინჟინერი წავიდა იმ ქვეყნად და და ჯიმის აშენება ვვერავინ მოიფიქრა, აი თქვენ კი შიოლა ხეცურიანთან პარტნიორობით ეს შეძელით. აფერუმ თქვენს გონება-გამჭრიახობას. ასე მალე აფხაზეთსაც დავიბრუნებთ. გასკდებიან შურით რომ ჩვენ ჯიმი გვექნება, იმათ კი არა და აქეთ შეგვეხვეწებიან ერთად ყოფნას. აბა რუსეთი მაგათ ჯიმის ნაღდად ვერ აუშენებს, სად ცალია ძიუბას და საფონოვს მაგისთვის. საფონოვზე გამახსენდა, ალბათ ხვიჩა თავის მეგობარსაც შეთავაზებს არქიში ინვესტიციის ჩადებას. რა მნიშვნელობა აქვს ერთი ოჯახით მეტი რუსი იცხოვრებს თუ ნაკლები? ისე საინტერესოა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში რატომ არ დებთ ფულს, არაა მომგებიანი, ზაზა არ გირჩევთ თუ თქვენი ახალგაზრდობიდანვე ეგზომ გამჭრიახი გონება ჯერ მაგდენს ვერ წვდება? გილოცავთ ხვიჩა, ხალხი უკვე ვმღერით: ჯიმი, ჯიმი, ჯიმი, ნაჯა, ნაჯა, ნაჯა....
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა