სეგუნდა დივიზიონის მეოცე ტურში „კადისი“ სტუმრად „დეპორტივოსთან“ წაგებას იური ტაბატაძის მიერ გატანილი გოლით გადაურჩა - 2:2.

ტაბატაძე 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მას თითქმის სამი თვის მანძილზე არ ჰქონდა გოლი გატანილი. ტაბატაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.5, flashscore 7.2. იურის ანგარიშზე ჩემპიონატის 16 მატჩში 5 გოლია.

„კადისი“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 ქულა აშორებს და 9 იანვარს „ხიხონს“ უმასპინძლებს.

ლა-კორუნია. „რიასორი“

დეპორტივო - კადისი 2:2

გოლები: 1:0 მელა (7), 1:1 მორენო (22), 2:1 ვილარესი (25), 2:2 ტაბატაძე (85)

ეროსი მანჯგალაძე,უდიდესი კომენტატორი იყო,რომელიც თამაშისაგან სპექტაკლს დგამდა.უსმენდი რადიოში და გეგონა,სასწაული თამაშიაო,ნახავდი ვიდეოჩანაწერს და გიკვირდა,ეს ის თამაშია?!უბრალოდ,მაშინ რადიო და ტელერეპორტაჟები პარალელურად მიდიოდა ხოლმე და ვინც ვერ უყურებდა,მათთვის ალამაზებდა,ხშირად ძალიან მოსაწყენ მატჩს.ეროსი,მსახიობი,იყო,თანაც დიდი მსახიობი,ხალხის საყვარელი მსახიობი და რასაც აკეთებდა,ისე გემოვნებით და ლაზათიანად აკეთებდა,რომ ეგ უმნიშვნელო ნაკლად მოჩანდა,დღევანდელი კომენტატორებისაგან განსხვავებით.
ნელსონ მანდელა
ის ფაქტი რომ ბევრად უფრო პროდუქტიულია როდესაც შეცვლაზე შედის ვიდრე როდესაც ძირითადშია ეს მიუთითებს მის არა სათანადო ფიზიკურ მომზადებაზე. იმედია ახალი სეზონიდან მაინც იქნება მზად და ნაკრებსაც დაეხმარება
ამბაკო
მე,პირადად ,ქართულ ენაზე წაყვანილ საფეხბურთო რეპორტაჟებს უკვე ოც წელზე მეტია უხმოდ ვუყურებ .ეროსის და კოტეს მერე ამათი მოსმენა ყოვლად შეუძლებელია.ამას არაკომპეტენტურობაც აღარ ქვია,ეს უნამუსობაა.თვალით ხედავდე ერთს და ყურში გესმოდეს მეორე,ეს საშინელებაა.თავიანთი სტატისტიკებით,მოგონებებით თუ სხვა ამბების მოყოლით მუდმივად გვაშორებენ თამაშს და მის აღქმაში გვიშლიან ხელს.ისინი მიმაჩნია ყველაზე დაბალ რგოლად ,ჩვენს ისედაც გაუბედურებულ, საფეხბურთო ჯაჭვში.
თენგაბი
ფიზმომზადებაში თუ მოუმატებს დიდ წარმატებას მიაღწევს და ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე გახდება. წარმატებები ჩვენს იურის და ცოტა ხანში ნაკრებშიც სეეყაროს გოლები
ვაჟა მასწავლებელი
მწარეს ჩემი მხარდაჭერა. მართალი ბრძანდებით ბატონო ჩემო დიქტორების შეფასებაში. თითქმის ყველა დაკომპლექსებულია და უნდა გაგვაგებინოს, რომ მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვთ და პრაქტიკულად ხდებიან "ყვითელი პრესის" წარმომადგენლები ისეთ თემებს აშუქებენ ფეხბურთის თამაშის ნაცვლად, ამიტომ მე პირადად ყველა ქართულენოვან რეპორტაჟზე ტელევიზორის ხმას ვთიშავ - მაპატიოს ჩემმა მშობლიურმა ენამ, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ვერ ვიტან ახლადშემოტენილ გამოთქმას: "გოლებს იტანს".
მწარე
წარმატებები იურის. კაი ბიჭია. ვუსურვებ გუნდურობაში მოუმატოს. პ.ს. ბოდიშის ვიხდი, სხვა საკითხზე გადასვლისთვის. ეს დიქტორები უამრავ რამეზე საუბრობენ. კი ბატონო, მე ვინ მეკითხება. ჩემი სურვილია ისეთი დიქტორები გვყავდეს ვინც თამაშის მიმდინარეობაზე ისუბრებს. ისე გაიტანა ტაბატაძემ გოლი, რომ ბოლოშიღა თქვეს. მანამდე მშვენიერი შეტევა მიდის და ესენი სხვა საკითხზე მსჯელობენ. გვარები თქვით, ვინ სად არის, ვინ რას აკეთებს, მოედანზე რა ხდება იმაზე ისაუბრეთ.
rona
ფიზიკა ისევ ჩვენი აქილევსის ქუსლია, ჩავიდა დასვენებული იყო(არ მითხრათ ჩვენ დოღ ლიგაში დაიღალაო) შედეგებიც ქონდა, მერე თამაშების ინტენსივობას ვეღარ გაუძლო და დადგა, ახლა ცოტა დაისვენა ამ საახალწლოდ და შედეგიც დადო, მოკლედ რა შიგადაშიგ გაბრწყინების ხალხი ვართ.დ
გიორგი
ეს ბიჭი სპეციალისტია ბოლო წუთებში გუნდის გადარჩენის თან რა მაგარი გოლით აქ გამაკვივრა თვითდაჯერებულმა მოქმედებამ თითქო ჩვეულებრივი რიგითი სიტუაცია ყოფილიყოს წარმატებები იურის
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
[VIDEO] ტაბატაძემ ესპანეთში ისევ გაიტანა - "კადისმა" მოიგო და პლეი-ოფის ზონაშია
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა
იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
[VIDEO] წიტაიშვილი დაბრუნდა, გაიტანა და ტრავმა მიიღო - "გრანადამ" მოიგო და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის
ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა და "კადისმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა