რუსთავის "მეტალურგში" მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილის დანიშვნის შემდეგ გუნდიდან ოთხი მოთამაშე გაუშვეს
რუსთავის "მეტალურგში" ახალი ხელმძღვანელების მისვლასა და მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილის დანიშვნას საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა - "ლელომ" შეიტყო, რომ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს.

"ოთხი ფეხბურთელი გავუშვით. მოსვლის შემდეგ ვთქვი კიდეც, რომ ზოგი მოთამაშე თანაგუნდელებს კონკურენციას ვერ უწევდა და მათი დროულად გაშვება აჯობებდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა გუნდებში მოწყობის საშუალება რომ ჰქონოდათ. ოთხ მათგანს შეველიეთ - ლომაიას, მურველაშვილს, ტყემალაძესა და ახვლედიანს. ამ ოთხეულს კონკურენციის პირობებში ძირითადში თამაში არ მოუწევდათ, მათი სათადარიგოთა სკამზე დატოვება კი გაუმართლებელი იქნებოდა", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.

რუსთავის "მეტალურგის" თავკაცს კიდევ ერთ საკითხზე ვთხოვეთ კომენტარი: წინა ტურში "გაგრასთან" 0:2 წაგების შემდეგ მის გამონათქვამს - დაცვითმა ფეხბურთმა გაიმარჯვაო - გაგრელთა მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

"აზრადაც არ მქონია "გაგრას" ფეხბურთელების, მწვრთნელისა და, საერთოდ, ამ კლუბის შეურაცხყოფა. შეუძლებელია, მათი და კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძის მიმართ პატივისცემით არ იყო განწყობილი, რადგან ამ გუდნმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლამაზი ფურცლები ჩაწერა - პირველლიგელმა საქართველოს თასი მოიპოვა, ევროპის ლიგაზე "ანორთოსისს" ღირსეულად ებრძოლა და საშინაო მატჩში დაამარცხა კიდეც.

მაგრამ, რადგან ჩემმა სიტყვებმა გაუგებრობა გამოიწვია, მინდა, ამას ბოლო მოეღოს და ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ნაწყენები არ დამრჩნენ. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ გაიმარჯვა დაცვითმა ფეხბურთმა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ შემტევ ფეხბურთს არ ვუღალატებთ, თამაშს დავხვეწთ და მალე გამოჩნდება, ჩვენი სტილი და ფილოსოფია უფრო მომგებიანია თუ დაცვითი ფეხბურთი. ყოველთვის შევეცდებით, ვითამაშოთ ისე, თავად ფეხბურთელებს რომ სიამოვნებთ და მაყურებელს სტადიონზე იზიდავს.

ეს არის და ეს, მეტოქის კრიტიკა აზარადაც არ გამივლია. პისკოვეცის საქმეა, როგორ ფეხბურთს ითამაშებს "გაგრა", მე ფეხბურთზე ვლაპარაკობდი და არა პიროვნულ პროფესიულ თვისებებზე. შესაძლოა, წაგების შემდეგ ჩემი ემოციური ლაპარაკი შეურაცხყოფად მიიღეს და, თუ ასეა, მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა ამ ადამიანებისა და მათი შრომით ჩამოყალიბებული გუნდის მიმართ.

ფეხბურთი იმიტომაც არის საინტერესო, რომ განსხვავებული სტილისა და ფილოსოფიის მიმდევარი გუნდები თამაშობენ, ზოგს "ბარსელონა" მოსწონს, ზოგს "ბაიერნი", მაგრამ ამის გამო შეურაცხყოფა არავინ უნდა დაიმსახუროს", - ამბობს ჟორჟიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
ეს კაცი ახალგაზრდულ ნაკრებს კარგად წვრთნიდა. მეტალურგში კი წარუმატებლად დაიწყო. ვნახოთ, თუ ასე გააგრძელა გუნდმა, ძნელი იქნება მისთვის სკამის შენარჩუნება. ცოტა მაინც უნდა ვაცალოთ, ასე მალე გუნდს ვერ მოთხოვ საუკეთესო შედეგებს. წელს ყველა გუნდი უკეთესად ათამაშდა, ბევრი მოტივაცია აქვთ. ასე რომ ჯერ ნაადრევია ჟორჟიკაშვილის ჩამოწერა.
levani yurashidze
სპარტაკმაც დაცვითი პეხბურთი გეთამაშა???
levani
მურველაშვილი ასეთი სუსტია რომ კონკურენციას ვერ გაუძლო,,,მალადეც კობა შეენ სპარტაკს როგორ ვერ მოუგე???
geosochi
ადმინ ეროვნული ჩემპიონატის LIVE ანგარიშები გააკეთეთ, და თითო თამაშზე ცალკედ კომენტარის დადება რო შეიძლებოდეს!
gio murvelashvili
მურველა ვერ უწევდა კონკურენციას?!ეხა ვნახავთ, შეიძლება ოლიმპი ვაფშე გავარდეს, რა ჩემპიონობაზეა ლაპარაკი, ესეთი მწვრთნელით, რენთან მურველა ძირითადში იყო და იმ სუდიას რო არ გაეგდო შეილება ვაბშე მაგდენი გოლი არ გაეშვათ. . . მეცოდება ოლიმპი ამის ხელში. . .
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა