ევროპა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო, მერვე ტურში „შტურმმა“ სახლში „ბრანი“ 1:0 დაამარცხა და ტურნირი 7 ქულით ოცდამეექვსე ადგილზე დაასრულა - პლეი-ოფამდე 2 ქულა დააკლდა.

გამარჯვების გოლი ოთარ კიტეიშვილმა 85-ე წუთზე გაიტანა. იქამდე, 56-ე წუთზე მან მატიას დიუნგელანის კარი დალაშქრა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

კიტეიშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: Whoscored 7.7, sofascore 7.7, flashscore 7.5.

ოთარის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

„შტურმმა“ გასულ ტურში დაკარგა გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა და ამ მატჩს გრაცული გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მომდევნო შეხვედრას „შტურმი“ 1-ელ თებერვალს ჩაატარებს - ავსტრიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „ალტახს“ დაუპირისპირდება.

გრაცი. „მერკურ არენა“

შტურმი - ბრანი 1:0

გოლი: კიტეიშვილი (85)

keshas
როგორ გგონია,მარტო შენ გაქვს ტვინი და ისინი ვერ ხვდებიან?სადაც ყველაზე მეტად უჭირთ,იქ აყენებენ,რადგან მისი ინტელექტის იმედი აქვთ და არც თუ ტყუილად.საყრდენ ზონაში მხოლოდ ქოჩორა გვყავს და დაცვის ცენტრიც ნელები არიან,სანიოლი იძულებულია კიტეს და ჩაკვეს გადაუნაწილოს მეორე საყრდენის ფუნქციები.ეს სამი კაცი,როგორღაც კიდევ ჰფარავს,ამ ზონას და წინაც ეხმარება,აქედან რომელიმე,როგორც კი დაგვაკლდება,მაშინვე ცხავს ემსგავსება,ჩვენი დაცვის ხაზი.
შიშველი სიმართლე
კომფორტის ზონაშია და იცის, რომ უფრო მაღალ დონეზე ვერ გაქაჩავს. თავად თუ ყველაფერი აკმაყოფილებს, შენ რაღას იჭრი ვენებს მის სანაცვლოდ?
სიმართლე
კომფორტის ზონაშია და იცის რომ უფრო მაღალ დონეზე ვერ გაქაჩავს. თავად თუ მეტი არ სურს, შენ რას იჭრი ვენებს მის ნაცვლად?
llcl
მალხაზ ასათიანს მახსენებს, არაფრით რომ იმ მოსკოვის ლოკომოტივიდან არ წავიდა, არა და ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო! ყველა შემთხვევაში წარმატებები კიტეს!
გიგი
მაგარი უამბიციო ფეხბურთელია!

ნაკრებში რატომ არა არის ასეთი პროდუქტიული??
დ
თამაშობს იქ, სადაც მას უნდა რომ თამაშობდეს.
დ
ტამაშობს იქ, სადაც მას უნდა რომ თამაშობდეს.
სიმართლე
ხალხნო გამაგებინეთ, ამ ბიჭს ვინ ჰყავს აგენტი?! ასეთი ინტელექტუალური ფეხბურთელი, ასეთი ლიდერული თვისებების მქონე და ამდენი წელი ისევ ავსტრიასა და "შტურმში"? დავიწვი ამის საცოდაობით, აშკარად გადაზრდილია მაგ გარემოსთვის და როგორმე ამ ზაფხულს იქნებ შეძლოს გადასვლა რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში
alexandre
ძალიან მაგარი ხარ, ოთარ! წარმატებას გისურვებ პირად ცხოვრებაში, კარიერაში, პირველ რიგში ნაკრებში! მრავალჯერ გაიხარე და გაგვახარე. მთელ საქართველოს უყვარხარ.
kesha
აი რა ვერ გავიგე იცი ამ ჩვენი ნაკრების, კიტეს 8 ან 10 ნომერზე აქ რატომ არ ათამაშებენ? რა წაიღეს ტვინი 6 ნომერზე თამაშით ბიჭი დაფრნინავს შტურმში 10 ნომრის პოზიციაზე!
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"კვარამ" მეტოქე "საყვარელი" უნდა გახადოს, "მამარდა" სიტისთან" - ლიგის წინ
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა