ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფში ორი თამაში ელის, ბულგარეთსა და უელსთან
ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფში ორი თამაში ელის, ბულგარეთსა და უელსთან. ფაბიო კაპელომ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებმაც ამ ორ მატჩში მონაწილეობა უნდა მიიღონ და მათ შორის არ არის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი მცველი, 32 წლის რიო ფერდინანდი.

მოგეხსენებათ, ფერდინანდს ორთავა კუნთის პრობლემა ჰქონდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და კვირას, პრემიერლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, „არსენალის“ წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზეც იჯდა. და მაინც, როგორც ჩანს, კაპელო ახალმოშუშებული ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებას არ ენდობა.

არის კიდევ ერთი ვერსიაც: კაპელო ფერდინანდის გამოძახებას აპირებდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონთან კონფლიქტს მოერიდა. ფერგიუსონს ვეტერანი მცველი „არსენალთან“ რომც ეთამაშებინა, კაპელო მას მაინც არ იხმობდა.

სამაგიეროდ, იტალიელმა სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში ფერდინანდის თანამემამულე, 19 წლის ფილ ჯონსი გამოიძახა. თუ ათამაშებს, ჯონსისთვის ეს პირველი შეხვედრა იქნება. წესით მას, ერთი ხნის წინ, ჰოლანდიასთან ამხანაგურ მატჩში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მოგეხსენებათ ის თამაში ლონდონური არეულობების გამო გადაიდო. ჯონსთან ერთად გუნდში არიან მისი მანჩესტერელი თანაგუნდელები კრის სმოლინგი, ტომ კლივერლი, ეშლი იანგი და უეინ რუნი.

სავარაუდოდ კაპელო „იუნაიტედის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, თავდამსხმელ დენი უელბეკს გამოიძახებდა, მაგრამ 20 წლის ფორვარდმა „არსენალთან“ შეხვედრაში ორთავა კუნთი იტკინა და მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფორვარდ ჯერმაინ დეფოს უხმეს. „ტოტენჰემის“ კიდევ ერთ თავდამსხმელ პიტერ კრაუჩს კი სანაკრებო საქმე მთლად კარგად ვერ აქვს. დიდი შანსია კაპელომ ის აღარც გამოიძახოს.

გეხსომებათ, ერთი ხნის წინ, „არსენალის“ თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც ფაბიო კაპელოს შესახებ მთლად ტკბილად არ უწერია, მაგრამ ამას მწვრთნელზე, როგორც ჩანს არ უმოქმედია. უოლკოტი გამოძახებულთა შორისაა.

მეკარეები: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), რობერტ გრინი (ვესტ ჰემი), დევიდ სტოკდეილი (ფულჰემი)

მცველები: ლეიტონ ბეინესი (ევერტონი), გარი კეჰილი (ბოლტონი), ეშლი კოული (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი), ფილ ჯეგიელკა (ევერტონი), ჯოლიონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი), მიკა რიჩარდსი (მანჩესტერ სიტი), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), კრის სმოლინგი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ნახევარმცველები: გარეთ ბერი (მანჩესტერ სიტი), სტიუარტ დაუნინგი (ლივერპული), ადამ ჯონსონი (მანჩესტერ სიტი), ტომ კლევერლი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), სკოტ პარკერი (ვესტ ჰემი), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: ენდი ქეროლი (ლივერპული), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯერმაინ დეფო (ტოტენჰემი), დარენ ბენტი (ასტონ ვილა), თეო უოლკოტი (არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა