"ბარსელონას" ვარსკვლავმა პედრიმ მშობლიურ ქალაქ ტენერიფეში ეკლესია შეიძინა და მის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პედრის აღნიშნული ინვესტიცია დაახლოებით 2.5 მილიონი ევრო დაუჯდება. შენობა ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს. სასტუმროს კი 33 ოთახი, 21 სააბაზანო, ბიბლიოთეკა, სამლოცველო და ბაღი ექნება.

ამასთან, "ბარსელონას" ნახევარმცველი აქტიურად აგრძელებს უძრავ ქონებაში ინვესტირებას ესპანეთის მასშტაბით. ახალგაზრდა ფეხბურთელს ეკუთვნის კომპანია "Pedrineta SL"-ი, რომელიც უკვე მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს სხვადასხვა ქონებრივი პროექტიდან.

შეგახსენებთ, პედრიმ 21 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე პრაღის "სლავიასთან" ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო და მოედანს დაახლოებით 2-3 კვირაში დაუბრუნდება.

sandro ყვერიტვინს
ლუკა ბერულავა აფხაზეთიდან დევნილის შვილია და იქიდან დევნილებზე მეტი უბედურება არავის გამოუვლია,ქართულიც იცის და საქართველოც ძალიან უყვარს,შენისთანებისგან განსხვავებით.საქართველოს სამეზობლოში ყველასთან ჰქონია ომი,იმერეთი სამეგრელოს ებრძოდა და გურიელი იმერეთს.რა ერთმანეთიც აღარ უნდა გვინდოდეს?ინდიელებმა რაღა თქვან,საცხოვრებელი რომ წაართვეს და რეზერვაციებში შერეკეს,ინგლისელმა კოლონისტებმა,ან აფრიკიდან მონებად შეპყრობილმა შავკანიანებმა,ევროპელებმა ჯოჯოხეთი რომ გამოატარეს,ან ებრაელებმა,გერმანიაში გაზის კამერებში რომ გამოახრჩვეს მილიონები?ესტონელების სახელით პეტრუკინა გამოდიოდა,ერთეულებში,ორჯერ გახდა,ევროპის ჩემპიონი,ესტონეთიც დაპყრობილი ჰყავდა რუსეთს,ახლაც კაია კალასი რომ რამის ცოცხზე გადააჯდეს და იქით რუსეთი დაბომბოს,აქეთ კი საქართველო,რატომ გაჰყავთ რუსი?არც სხვებს აკლიათ რუსები,ევროპელებს,თუმცა მრავალი ევროპული ქვეყანა დაიპყრო საბჭოთა კავშირმა და არც მათ უნდა უნდოდეთ შენი ლოგიკით,მათთან რაიმე საერთოს ქონა.მაგ გოგოებმა სახელი მოუტანეს საქართველოს,არავისთვის არაფერი დაუშავებიათ,სადაური მტრები ეგენი მტრები არიან?მტრები იმათში მოიკითხე,ვინც საქართველო იმ ომში ჩააბა,მაშინ როცა თავიდან აცილება შეიძლებოდა.სამაგიეროდ კი,უამრავი ფული იშოვეს,ამდენი ხალხხის უბედურების და სისხლის ფასად.
რეზო
მაგას კუნთი კი არა ტვინი დაუზიანდა როგორც მის მოქმედებდან სჩანს
მალხაზი
ეკლესია იყიდა და სასტუმროდ გადაკეთებას აპირებს?! გაგიჟდები კაცი რააა, რას არ გაიგებ. ღმერთო გვიშველე!
Porto
შიგ ევროპაში!!!!:)))))))))))
სიმონ
ურჯულონი გახდნენ და ისა, სადა იქაური სამღვდელოება რას ქადაგებენ
ჯიმი
ეკლესიაში, როგორ შეიძლება სასტუმროს გახსნა, სხვა ადგილი ვერ ნახა.
სსს
შე სულით ავადმყოფო შენ აღარ გეშველება არაფერი
დავითს
ესეგი აქ თუ რამე ხდება ცუდი სხვაგანაც დავიკიდოთ ხო? აქ რელიგიაზეა საუბარი პოლიტიკაზე კი არა
sandro-ს
გენაცვალე ჯიგარში! ღორი ღორობას არასოდეს მოიშლის, ბრილიანტებიც რომ დაუყარო!
დავით 67
ქართველი უმრავლესობის ბნელი ნაწილი, ვენებს იჭრის. ესპანეთში არ ვიცი და საქართველოში უამრავი სისაზიზღრე ხდება. დღეს ეკლესიას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს. ჰო კიდევ აქ ზოგს მინდა შევახსენო რომ სექსი სირცხვილი არ არის და ამას არცერთი რელიგია არ კრძალავს. გაუკუღმართებულში არ აგერიოთ
ანდრანიკ ჯაღმაიანი
ტიტუ-ტიტუ-ტიტუუუ ეს რა გავიგე. ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! დიდება ლენინს!
sandro
არ ვაპირებდი,მაგრამ მაინც ვუპასუხებ ზოგიერთებს და გეტყვით რა განსხავებაა ამერიკელ მოციგურავე ილია მალინინსა და ანასტასია მუტლიკინას და სხვა საეთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მხოლოდ პასპორტით "გაქართველებულ" რუსებს შორის - ჯერ ერთი ილია მალინინი ვირჯინიას შტატში დაიბადა 2004 წელს და არავითარი ბმა არ აქვს რუსეთთან, საერთოდ არ მეტყველებს რუსულად და რუსეთშიც რამდენჯერაა ჩასული შეჯიბრებებზე, ბავშვობაში.ის ტიპიური ამერიკელია, ფლობს მარტო ამერიკულ პასპორტს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე - ინგლისურად. ე.წ. ჩვენები კი ყველა რუსულ პასპორტს ფლობს,აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, რუსეთში ცხოვრობენ, ვარჟიშობენ და მწვრთნელებიც რუსები ჰყავთ, ქართული პასპორტი და დროშა მხოლოდ შეჯიბრებებზე სჭირდებათ, იმდენა არაფერს წარმოადგენს მათთვის საქართველო რომ ამ წლების განმავლობაში ეტყობათ არც უცდიათ ქართული ენის სწავლა თორემ როგორმე მოახერხებდნენ, გამართულად რამდენიმე წინადადების წარმოთქმას და არ მოუწევდათ კადრს უკან დგომა ვიღაცეებს რუსული ასოებით, ფურცელზე დაწერილი - ბედნიერი ვაროოო....ერთი სიტყვით ეს განსხვავებაა... ისე, ჩემთვის და არა მარტო, აბსოლიტურად მიუღებელია ჩვენი ყინულზე მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების გარუსება , თუნდაც ყველა კატეგორიაში ოქრო მოიპოვონ,პრინციპში მსოფლიოში ისედაც ყველამ იცის რომ ესენი რუსეთის მე-4 თუ მე-5 ნაკრებია და არა საქართველოს ეროვნული გუნდი.... რა ვქნა რუსებთან არაფერი მინდა მქონდეს საერთო, რადგანაც საკუთარი სახლიდან მათ გამომაგდეს და მშობელი მამა მომიკლეს,საკუთარ ეზოში....ვისაც მოგწონთ და მუტლიკინას ვერცხლის მედალი თქვენვის მოვლენაა და ფიქრობთ რომ საქართველოს სახემწიფოს რაიმე დივიდენტს მოუტანს გრძელვადიან პესპექტივაში თქვენ იცით...
ჟორა
ამაში ყველაფერი ცუდია, ან როგორ მოგდის ქართველ კაცს ასეთი რამ თავში? ქართველი კაცს საძინებელში ხატიც კი არ აქვს ჩამოკიდებული და ეკლესიის წიაღში სასტუმროს გახსნა და იქ სექსით დაკავებაში ცუდი არაფერია?
კოკას ყურს საიდანაც გინდა რომ გამოაბავ ეგ შემთხვევაა
დარწმუნებული ვარ, რომ საუბარია რომელიღაც ეკლესია-მონასტრის დამხმარე შენობა-ნაგებობებში, მაგალითად ბერების საცხოვრებელში, სასტრუმოს გახსნაზე. თვითონ ვარ ნაცხოვრები ერთ ასეთ სასტუმროში იტიალიაში, პიზაში. თუ არ ვცდები, ბენედიქტელების ორდენის სამონასტრო კომპლექსი იყო ადრე და თვითონ ორდენმა გადააკეთა სასტუმროდ. რას ვიზამთ, შემოსვალი ყველას გვჭირდება. ბერ-მონაზვნები აღარ არიან და არის ეგრე უქმად მაგათი საცხოვრებლები. ადგება მერე ვიღაც და გააკეთებს სასტუმროს შიგ. არამგონია თვითონ ეკლესიაში ვინმე ვინმეს ასახლებდეს. ანდა როგორ უნდა შეასახლო გამომდინარე ეკლესიის არქიტექტურის სპეციფიკიდან.
Tato
და ესაა ევროპა.სადაც ყველაფერი მოსულა.ყველაფერს ანადგურებენ რაც ღირსეულია.ასეთი ევროპის დედა ვატირე
სანდროს
ვაი შე ვითომ განათლებულო საცოდავო
გელა
ნეაპოლში მეფის სასახლეშია ეკლესიისხელა სალოცავი!) და თუ ეკლესიის შენობაში სალოცავი რჩება და ადამიანები ღამეს გაათევენ რა არის ამაში ცუდი!
Sandro-ს
უჯრედების რაოდენობაში ვერ დაგეთანხმებით. არათუ ნახევარუჯრედიანი,ერთუჯრედიანი არსებებიც კი (ქალამანა-ფოსტალა,ამება,ბაქტერიები,სოკოები და ა.შ) ვერ შეძლებენ კომენტარის დაწერა-დამატებას. ადამიანის სხეულში ერთი ტრილიონი უჯრედი ყოფილა.არც თქვენი,არც ჩვენი - ერთი ხუთასი უჯრედი მაინც მოგვეცით,თუ გაქვთ ცოტა დემოკრატია. )
შეშფოთებული
პედრი ჩვენი ფერნანდოს ბიჭი ყოფილა. ისე როგორ იქნება,რომ ფერნანდო არ ვნახო(ვინმე ჩვენიანის ქელეხში) და აუცილებლად ვეტყვი საყვედურს. )
sandro-ს
რა უაზრო ხალხია რა, ვერ ხვდებიან, რომ თუკი საუნას და კაზინოს არ გახსნი, სხვა შემთხვევაში შეიძლება ეკლესიის სასტუმროდ გადაკეთება. და კიდევ, თქვენ ჭკვიანი ადამიანი ჩანხართ და ამიხსენით, ილია მალინინი თუ ამერიკელია, რატომ ვერ იქნება ანასტასია მეტელკინა ქართველი?
Mamuka
ესპანეთში ეკლესიას ვინ შეიძენს და რაში გამოიყენებს რა ჩვენი საქმე ყოფილა ჩვენ თურმე ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ ხო?მაშ რატო ეჩრებიან საქართველოს შიდა საქმეებში იქნებ მათაც მათ ქვეყანას მიხედონ როგორმე ჩვენც გავიკვლევთ გზას??!ეკლესიურად ბევრი არ ცხოვრობს აქ მაგრამ ეკლესიას სასტუმროს გულისთვის ქართველი ადამიანი არ შეიძენს!!რაც შეეხება ზამთრის ოლიმპიადას შენი ბელადის სიტყვები რო გაიმეორე ამერიკას სადაც ეგ სპორტის სახეობა ბევრად განვითარებულია რამდენი მუტელინა ყავს გადაგეხედა აბა იქნება არც ესაა ჩვენი საქმე მაგრამ არც ისაა შენი საქმე ვიღაც ესპანელის გამო საკუთარი ლანძღო!!ყველანი რო პროპაგანდისტები ხართ ცნობილია ზოგი რუსებს იცავთ გამწარებული ზოგიც ევროპა ამერიკას ოღონდ არა საქართველოს!!!როდის დამთავდებით ეგ ძალად პატროორები რომლებიც ყველანაირ ქართულს გალანძღავთ ვიღაც გადამთიელების გამო
მამუკა კვარაცხელია
ეს ვინ ყოფილა ესენი არიან ქრისტიანები????
sandro
როგორ ხართ აქ ყველა ასე ნახევარუჯრედიანები,რომლებსაც წაკითხულიდან აზრის გამოტანის ტვინი არ გყოფნით და ყველა ნიუსს ევროპის გასაშავებლად იყენებთ, ვითომ,ვითომ დიდი მორალისტები იყოთ უმრავლესობა და სულ ეკლესიურად ცხოვრობდეთ, ვითომ ჩვენთან არ ხდებოდეს ეკლესიებში ათასი სიბინძურე, რომელებსაც პერიოდულად დიდი სკანდალებიც მოჰყოლია. ვითომ ერში არ იყოს სიძულვილი, მომხვეჭელობა, ერთმანეთის აზრის მიუღებლობა,პროტესტის გამო ცემა-ტყეპა, მრუშობა,მექთამეობა, ნეპოტიზმი,ხაზინის ქურდობა, შეკვეთილი მკვლელობები და ქართველებს შორის უკიდურესი პოლარიზაცია.....ესპანეთი და ევროპა თავის თავს, როგორმე მიხედავს თუ საქართველოსთან შედარებით უკვე მიხედილი არ აქვთ.... ისე აქ, ვინც იცის, მიღებული პრაქტიკაა ისტორიული ეკლესიებში, მომლოცველა ტიპის სასტუმროს მოწყობა, რომ ვიზიტორებს შეეძლოთ რამდენიმე დღე ეკლესიურად იცხოვრონ, უშუალოდ ეკლესიაში, ამიტომაც აღნიშნულია კიდეც ამ სტატიაში, რომ მოეწყობა მხოლოდ სამლოცველო, ბიბლიოთეკა და ბაღი.... და არაა რესტორნები,ღამის და ფიტნეს კლუბები,კაზინოები,აუზები და საუნები..ასე რომ დაწყნარდით, მოდუნდით და ისიამოვნეთ იმით თუ რა მორიგი დემაგოგიის საკენკს გადმოგიგდებთ ყოველ საღამოს ქართული პროპაგანდისტული არხები....სადღაც ესპანეთში ძველი ეკლესიის ბედი რაში გენაღვლებათ, აგერ!! ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი გაქვთ, ვიღაც რუსმა რუსეთიდან, ანასტასია მუტელკინამ ვერცხლი აიღო, შემდეგ საქართველოს დროშა მოიხვია და დაზეპირებულად გვითხრა დამტრეულ-დაფეხვილი ქართულით, ორი სიტყვა - ბედნიერი ვაროო..მეტი სიხარული და ბედნიერება რა გინდათ!!! ...რა ეკლესია ხალხო სადღაც ტენერიფეში!!....
ლადო
აბა რა, მდიდრების ღმერთი ფულია, სხვა არაფერი აინტერესებთ
ენძო-ს
ეტყობა არ იცით, ვინ იყვნენ ბოლშევიკები და რომ დღეს დასავლური ქვეყნები სახე(ლ)შეცვლილი ბოლშევიკების მიერ იმართება
cr7
ბარსას ფეხბურთელები ყველა რატო უსლევებს?
lasha
დამთავრდა ნამდვილი ფეხბურთი. ესენი უკვე ბიზნესმენები არიან. ეს იცის კოლოსალურ გაუგონარ ხელფასებს რომ უხდიან. მარაზმია როცა მინდორზე მორბენალს 100 ჯერ მეტი აქვს შემოსავალი. მეცნიერზე და აკადემიკოსზე.
ენძო
არა მგონია სიმართლე იყოს.პრეცედენტი კი არსებობს,ასეთ და უარეს სიგიჟეს ბოლშევიკები აკეთებდნენ,მაგრამ ამ დროში,ისიც კათოლიკურ ესპანეთში ეკლესია სასტუმროდ გადააკეთოს ვინმემ,წარმოუდგენელი ამბავი მგონია!
ბოკინიო
რა ეპოქაში ვცხოვრობთ?:(
გირშელი
ნადვილი და ღირსეული პედრია!
Nick
ეს ბიჭი რაღამ გაასულელა
"პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები რა შუაში არიან?" - ჩეფერინმა იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს