ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე „მონაკო“ 3:2 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

უკეთეს დასაწყისს მასპინძლები ვერც ინატრებდნენ - კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბალოგუნმა 55-ე წამზე თავისი გუნდი დააწინაურა, მე-18 წუთზე კი დუბლი შეასრულა. შემდეგ კვარაცხელიამ ფასს ბურთი აართვა, საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მცველმა წააქცია, მაგრამ ვიტინიას პენალტი კენმა არ გაატანინა. ტრავმირებული დემბელე 27-ე წუთზე დუემ შეცვალა და მან უმალ სხვაობა შეამცირა, ხოლო ცოტა ხანში ჰაკიმიმ ანგარიში გაათანაბრა. ხვიჩამ ორჯერ დაარტყა კარში, ორივეჯერ ოდნავ ააცილა მიზანს და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვიტინიაზე უხეშობის გამო მსაჯმა გოლოვინი გააძევა, „მონაკო“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, პარიზული გუნდი შტურმზე გადავიდა და დუემ გამარჯვების გოლი გაიტანა. „კვარა“ 69-ე წუთზე ლიმ შეცვალა.

საპასუხო შეხვედრა 25 თებერვალს პარიზში ჩატარდება.

მონაკო. „ლუი II“

მონაკო - პსჟ 2:3

გოლები: 1:0 ბალოგუნი (1), 2:0 ბალოგუნი (18), 2:1 დუე (29), 2:2 ჰაკიმი (41), 2:3 დუე (67)

გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (22, პსჟ)

გაძევება: გოლოვინი (46, მონაკო)

დემბელე ურტყამდა ხოლმე,მაგრამ ბოლო ხანებში ორჯერ გაუფუჭდა.კვარას პენალტებიც ხომ გვახსოვს,არც ის არის საიმედო და თანაც,ისე ურტყამს,ერთ სიკვდილს ვათავებდი,ეგ რომ ბურთისკენ დაიძვრებოდა ხოლმე.ისე,შოთის ვიდეო ვნახე,სადაც ამბობს,პენალტები არ გამომდის(25/8),მაგრამ აიაქსში,სამჯერ დავარტყი და გავიტანე,როცა პენალტისტებმა თანაბარ ანგარიშზე ვერ გაბედეს და უარი თქვეს დარტყმაზეო.
დავით 67
არაფერი პრეტენზია ვიტინიასთან,როგორც ფეხბურთელთან, მაგრამ ის პენალტს საზიზღრად ურტყავს. უკვე მერამდენედ აფუჭებს და მაინც მას ენდობიან. ხვიჩას თუ არა სხვას მაინც დაარტყმევინეთ. არც დემბელეა პენალტებში ძლიერი. ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი რომ პსჟ-ს გამორჩეული პენალტის დამრტყმელი არ ჰყავს, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმე მოინახოს. ავარჯიშონ ამაზე ვინმე. აუტების მწვრთნელი თუ აქტუალურია, პენალტებისამ რა დააშავა?
ზურა
დიახ , კვარას უნდა დაერტყა !
..-ს
სასიხარულოა,რომ გიწერიათ - "არ დაგეკარგოთ!". ადრე ხშირად წერდნენ "არ დაგეკარგოდ". ამიტომ,უეჭველი ლაიქი კომენტარს. )))

სტატია მხოლოდ მონაკო-პსჟს მატჩს შეეხება და გალათასარაი-იუვენტუსის მატჩის ფრამგმენტები,აქ რატომ უნდა იყოს?შეასწორეთ,ან კიდევ მაგ მატჩზეც დაამატეთ,სტატიაში.ვიდეოში კომენტარი ინგლისურად მიდის,არადა მერე,მონაკო-პსჟს ფრაგმენტებიც მოსდევს,სადაც კომენტარი,ქართულ ენაზე მიდიოდა,სილქ უნივერსალზე.მის ნაცვლად კი,ისევ პირველი თამაშის კომენტარი ადევს,ხმად.მოკლედ,აშკარად არეულია ერთმანეთში მასალები და სჯობია, რედაქტირება გაუკეთოთ მასალას.
**-ს
შენ გახდი პსჟს მეკარე და კი ბატონო!
სიგუა
რა გინდათ ამ საფონოვთან მშვენივრად ითამაშა, მე თუ მკითხავთ ის კვარასთან ერთად გუნდის ნათელი წერტილია,კიდევ დეუმ წაიფართხალა რაცხა, თუ არა და ვნახავდი ენრიკეს ყურედჩამოყრილს ამ სოფლის გუნთთან. ფაქტია, მაგრამ იქით გოლოვინი ბრწყინავდა აქეთ კვარა და მატვეი საფონოვი.
ენძო
ამ ვირტინიამ გამაცოფა!"ბარონია"გუნდში,თუ რა ხდება ?! მოიპოვა კაცმა პენალტი და დაარტყმევინე რა! რითი ხარ მასზე მაგარი?!ოსიმენი ჯიგარი კაცი ყოფილა ძმაო!

საფონოვი არსად არ დაგეკარგოთ!
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
"საფონოვის თაობაზე ტოპ კლუბებსაც კი არ მოუსმენენ, რაც შეეხება შევალიეს..." - L'Equipe პსჟ-ს მეკარეებზე წერს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
LiverpoolWorld: კვარაცხელიას გააჩნია ყველაფერი, რაც ასე აკლია "ლივერპულს" - სალაჰის შემცვლელად უნდა დაიმატონ
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა